გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
330210018002660652
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28769 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - ნ-----------–-–---–ი

წარმომადგენელი - ა-–--------------–-----–ი

 

მოპასუხე - ა---------–----–-–---–ი

წარმომადგენელი - თ-------–----–---–ი

 

დავის საგანი - თანამესაკუთრედ აღიარება, ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ცნობილ იქნეს ნ-----------–-–---–ი, მოპასუხე ა---------–----–-–---–ის მიერ მამისათვის, ნ-----------–-–---–ისათვის 2009-2012 წლებში სს ,--–---------------- მეშვეობით გადარიცხული თანხის 45020 აშშ დოლარის თანამესაკუთრედ და დაეკისროს ა---------–----–-–---–ს, ნ-----------–-–---–ისათვის ამ თანხის 2/3 ნაწილის 30 000 აშშ დოლარის გადახდა;

 

ნ-----------–-–---–ი და ა---------–----–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1996 წლის 20 ნოემბრიდან 2013 წლის 19 აგვისტომდე. მათ შეეძინათ ორი შვილი: 1----–-–------------ დაბადებული ნ-------–-–---–ი და 1----–-–------------------ დაბადებული ა------–-–---–ი. 2003 წლის ივნისში, მოსარჩელე ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და მხარეთა განქორწინებამდე მარტო ზრდიდა ორ შვილს. ა------–-–---–ს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები: ჰორმონალური დარღვევები, ორივე თვალის პროგრესირებადი მიოპია, შეუღლებული გარეთა სიელმესთან და თანკბილვა. 2009-2012 წლებში მოპასუხემ, ა---------–----–-–---–მა მამას, ნ-----------–-–---–ს, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებიდან 45020 აშშ დოლარი გადაურიცხა მოსარჩელის ყოველგვარი ნებართვის გარეშე. მეტიც, მოსარჩელემ ამის შესახებ მხოლოდ განქორწინების შემდეგ მიმდინარე სასარჩელო წარმოების დროს შეიტყო. მოსარჩელე ნ-----------–-–---–ი იყო და არის უმუშევარი. იგი მხოლოდ შვილების აღზრდით იყო დაკავებული. მოსარჩელე თავის შვილთან, ა------–-–---–თან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მოსარჩელე და მისი შვილი ა------–-–---–ი, ა---------–----–-–---–ის და მისი ოჯახის მხრიდან მთელი ქორწინების განმავლობაში განიცდიდა მძიმე მორალურ, ფსიქოლოგიურ და სულიერ ტანჯვას, რაც საბოლოო ჯამში, როგორც შვილის, ისე თვით მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მძიმედ აისახა.

მოპასუხე ა---------–----–-–---–მა მეუღლეთა საერთო ქონება განკარგა მეუღლესთან ყოველგვარი შეთანხების გარეშე. მოპასუხემ 2009 წლის 13 თებერვლიდან მხარეთა განქორწინებამდე 16-ჯერ გადმოურიცხა მამას, ნ-----------–-–---–ს, რ------------------–------ საქართველოში საერთო ჯამში 45020 აშშ დოლარი. მხარეები განქორწინდნენ 2----–-–----------------, თუმცა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა შეწყდა 2015 წლის 13 მაისს, როდესაც ნ-----------–-–---–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქონების გაყოფის მოთხოვნით. სწორედ ამ პროცესების ფარგლებში შეიტყო ამ გადმორიცხვების თაობაზე. სასამართლო დასრულდა მხოლოდ 2018 წლის 11 ივლისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით. თბილისის სააპელაციო სასამართლო განჩინებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ დაუყენებია იმ ქონების თანამესაკუთრედ ცნობის საკითხი, რომლებიც წლების განმავლობაში ეგზავნებოდა მოპასუხის მამას, ნ-----------–-–---–ს. ამასთან, მოსარჩელე ნ-----------–-–---–ისათვის მისაკუთვნებელი წილი აღემატება თანასაკუთრების ნახევარს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლიდან გამომდინარე. არანაირი სარგებელი მოსარჩელე მხარეს მოპასუხის გადარიცხვებით არ მიუღია. ნ-----------–-–---–თან ცხოვრობდა 2 არასრულწლოვანი შვილი ათი წლის განმავლობაში, მეუღლეთა ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება. მოსარჩელე 2003 წლის ივნისში, ორივე შვილთან ერთად, საცხოვრებლად რ------------------–------ გადმოვიდა საქართველოში, ქალაქ თბილისში, თუმცა, მას შემდეგ, 2005 წელს, ის შვილებთან ერთად, 3 თვით ისევ იმყოფებდა რ------–-- ქალაქ ტ----–-. მოსარჩელე დამოუკიდებლად არ ზრდიდა შვილებს. მას შვილების აღზრდაში ფინანსურად ყოველთვის ეხმარებოდა მეუღლე, ა---------–----–-–---–ი, რომელიც ყოველთვიურად უგზავნიდა ნ-----------–-–---–ს თანხებს და აღნიშნული დასტურდება შესაბამისი გადმორიცხვებით. ა------–-–---–ი პირველი სარჩელის აღძვრის დროს, 2015 წლის 13 მაისისათვის წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით შესაძლოა ნამდვილად საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას, თუმცა მას არ ჰქონია არც ერთი ქრონიკული დაავადება, რომელიც გამუდმებით, დღემდე საჭიროებს სამედიცინო ჩარევებს და ძვირადღირებულ მკურნალობას. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ამჟამადაც დაადასტურებდა ა------–-–---–ის ავადმყოფობას და მკურნალობის საჭიროებას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადარიცხვებიდან ა---------–----–-–---–ს 2009 წელს განხორციელებული აქვს ერთი გადარიცხვა 2000 აშშ დოლარის ოდენობით, 2010 წელს ორი გადარიცხვა ჯამში 6000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი გადარიცხვები განხორციელებულია 2011-2012 წლებში, სწორედ იმ დროს, როდესაც ა---------------–-–---–ები ცხოვრობდნენ ხ---------–-- რაიონის სოფელ ნ---------ში, ბებიასთან და პაპასთან, ნ----------------------–-–---–ებთან ერთად. ამასთან, ამავე პერიოდში რ------------------–--–- ა---------–----–-–---–თან ერთად იმყოფებოდა მისი ძმა და ნ-----------–-–---–ის მეორე ვაჟი, მ-----------–-–---–ი. ა---------–----–-–---–ი მშობლებთან აგზავნიდა როგორც თავის თანხას, ასევე, მასთან ერთად აგზავნიდა მისი ძმის, მ-----------–-–---–ის თანხას. მ-----------–-–---–ის მიერ განხორციელებულია ასევე გადარიცხვები იმ პერიოდში, როდესაც ამას ვერ ახერხებდა ა---------–----–-–---–ი. შესაბამისად, გადმორიცხული თანხებიდან რთულია იმის გახსენება თუ რა ნაწილი იყო ა---------–----–-–---–ის და რა ნაწილი მ-----------–-–---–ის.

ა---------------–-–---–ები 2011 წლიდან 2014 წლამდე ცხოვრობდნენ ხ---------–-- რაიონში, სოფელ ნ---------ში მოპასუხის მშობლებთან, ნ-----------–-–---–თან და მ--------–-–---–თან. ბავშვები სწავლობდნენ რაიონის სკოლაში და მათზე ზრუნავდნენ ბებია და პაპა. ნ-------–-–---–ი 2014 წლის შემდეგ ცხოვრობს მამასთან, ქალაქ თბილისში, ხ--–-------–-----------. მამის დახმარებით ემზადებოდა რეპეტიტორებთან. ამჟამად, იგი სწავლობს ი-–---------–-–----------------------–- და მას სწავლის გადასახადს უხდის მამა. 2014 წლის 04 ივლისს, ა---------–----–-–---–მა იქორწინა ნ-----------–--ეზე, რის შემდეგაც, კიდევ უნდა დაიძაბა ურთიერთობა მოსარჩელე მხარესთან. ა---------–----–-–---–ი გამუდმებით ზრუნავდა თავის ოჯახზე, მეუღლესა და შვილებზე და ის რ------------------–--–- მუშაობის განმავლობაში ყოველთვის უზრუნველყოფდა მათ ფინანსურად. ა---------–----–-–---–ის მიერ სრულად შესრულდა ნ-----------–-–---–ის სარჩელიდან გამომდინარე მოთხოვნა, როგორც ქონების რეალიზაციიდან მიღებული სარგებლის გადახდის ნაწილში, ასევე ალიმენტის ნაწილშიც. ა---------------–-–---–ი კი უკვე სრულწლოვნები არიან. ნ-----------–-–---–მა პირველად ა---------–----–-–---–ის მიმართ სასამართლოს სხვა ქონებების საერთო საკუთრებად ცნობის მოთხოვნით მიმართა 2015 წლის 13 მაისს, რა დროსაც, მან ასევე ითხოვა საქართველოში ლიცენზირებული ბანკებიდან გამოთხოვილი ყოფილიყო ინფორმაცია, ნ-----------–-–---–ისათვის ა---------–----–-–---–ის მიერ გადარიცხული თანხების შესახებ, რის საფუძველზეც, 2015 წლის 20 მაისს, სასამართლომ განჩინებით დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და გამოითხოვა აღნიშნული ინფორმაცია. 2015 წლის 28 მაისს, სს ,--–---------------- მიერ საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მიმართვა და გადახდის ქვითრები. სარჩელის რეგისტრაციის დროს, სასამართლო მოსარჩელეს აძლევს ცნობას, სადაც მითითებულია სასამართლოს ელექტრონული წარმოების მომხმარებელი და პაროლი, რომელზეც კანცელარიაში ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს შემდეგი დღისა მხარეს შესაძლებლობა აქვს იხილოს დასკანერებული დოკუმენტი. შესაბამისად, ნ-----------–-–---–სათვის, აღნიშნული ინფორმაცია, თანხებთან დაკავშირებით, ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 2015 წლის მაისის თვეში. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ნ-----------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 13 მაისს, ნ-----------–-–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების ა---------–----–-–---–ის, ნ-----------–-–---–ის, შპს ,-------- და გ-------------–----ას მიმართ. დავის საგანს წარმოადგენდა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების განკარგვით მიღებული სარგებლიდან წილის კომპენსაცია, ალიმენტის დაკისრება, დამატებით ხარჯებში მონაწილეობა, ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების თვალთმაქცურად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულებების მხარედ ა---------–----–-–---–ის მიჩნევა და უძრავი ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით, ნ-----------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ა---------–----–-–---–ს ნ-----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრების განკარგვით მიღებული სარგებლის 44751 აშშ დოლარის 2/3 ნაწილის ანაზღაურება, სულ 29 834 აშშ დოლარის ოდენობით. ა---------–----–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის ა------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით, ასევე, მოპასუხეს, არასრულწლოვანი ა------–-–---–ის სასარგებლოდ დეკისრა დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება (რაც უკავშირდება ა------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის ხარჯებს) ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით. ნ-----------–-–---–ის სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილება, საქმე N--------- (ტომი 1, ს.ფ. 9-46);

 

3.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განჩინებით, ნ-----------–-–---–ის და ა---------–----–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, ა---------–----–-–---–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. ამავე განჩინებით, ნ-----------–-–---–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 06 მარტის განჩინება, საქმე N---------- (ტომი 1, ს.ფ. 82-130);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინება, საქმე ა-------------- (ს.ფ. 47-59).

 

3.1.3. ნ-----------–-–---–ი და ა------–-–---–ი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.09.2018 წელს მომზადებული ამონაწერი (ს.ფ. 76).

 

3.1.4. ა---------–----–-–---–ი რ------------------–--–- ყოფნის პერიოდში ზრუნავდა თავის არასრულწლოვან შვილებზე და უგზავნიდა თანხას მეუღლეს, ნ-----------–-–---–ს და უზრუნველყოფდა თავის ოჯახს ფინანსურად. 2001 წელს ა---------–----–-–---–ის მიერ ნ-----------–-–---–ისათვის გადმორიცხულია 300 აშშ დოლარი, 2002 წელს 600 აშშ დოლარი, 2003 წელს 550 აშშ დოლარი. 2004 წელს გადმორიცხულია 1050 აშშ დოლარი, 2005 წელს 960 აშშ დოლარი და ასევე, ამა წლის 3 თვე მოსარჩელე ცხოვრობდა ქალაქ ტ----–-. 2006 წელს გადმორიცხულია 1910 აშშ დოლარი, 2007 წელს - 2050 აშშ დოლარი, 2008 წელს - 2200 აშშ დოლარი, 2009 წელს - 2600 აშშ დოლარი, 2010 წელს - 2500 აშშ დოლარი. ჯამში ა---------–----–-–---–ის მიერ ნ-----------–-–---–ისათვის გადმორიცხულია 15870 აშშ დოლარი, ხოლო სადავო პერიოდში, 2009-2012 წლებში - 6550 აშშ დოლარი;

1996 წლიდან 2003 წლამდე ნ-----------–-–---–ი ცხოვრობდა რ------------------–--–-, ქალაქ ტ----–-, მეუღლესთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა---------–----–-–---–ის მიერ ნ-----------–-–---–ისათვის 2001- 2012 წლებში რ------------------–------ განხორციელებული ფულადი გზავნილების ქვითრები (ტომი 1, ს.ფ. 199-378);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილება, საქმე N--------- (ტომი 1, ს.ფ. 9-46);

 

3.1.5. ნ-----------–-–---–მა კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქ--------–--------------–--------------------–---------------------–----- ფართი 45.58 კვ.მ. 2014 წლის 21 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა კ---------------–-–---–ს და ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ნივთის მესაკუთრედ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 28.07.2010 წელი (ტომი 1, ს.ფ. 431-432);

- 11.07.2014 წელს დამოწმებული მინდობილობა, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ტომი 1, ს.ფ. 429-430);

- 21.07.2014 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 427-428);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადები თარიღი 24.07.2014 წელი (ტომი 1, ს.ფ. 433-434);

 

3.1.6. ნ-----------–-–---–ის და ნ-----------–-–---–ის შვილები, ა------–-–---–ი (დაბადებული 28.09.1999 წელს) 29.07.2011 წელს ჩაირიცხა სსიპ ხ---------–-- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---------ში საჯარო სკოლის მე-6 კლასში და 16.08.2014 წელს ამოირიცხა მე-9 კლასიდან თბილისის მ----- საჯარო სკოლაში გადასვლის გამო, ნ-------–-–---–ი (დაბადებული 04.03.1997 წელს) 29.07.2011 წელს ჩაირიცხა სსიპ ხ---------–-- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---------ში საჯარო სკოლის მე-10 კლასში და 23.07.2014 წელს ამორიცხა მე-12 კლასიდან თბილისის მ----- საჯარო სკოლაში გადასვლის გამო;

ნ-------–-–---–ი 2014 წლის შემდეგ ცხოვრობს მამასთან, ა---------–----–-–---–თან, ქალაქ თბილისში, ხ--–-------–-----------. საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, 2015 წლის 25 სექტემბრის N------ ბრძანებით, ნ-------–-–---–ი ჩაირიცხა სსიპ - ი-–---------–-–----- უ-------------–- და არ მოუპოვებია სასწავლო გრანტი. ნ-------–-–---–ის სწავლების საფასურს ყოველწლიურად იხდის მოპასუხე ა---------–----–-–---–ი. ნ-------–-–---–ის მიერ, 01.01.2009 წლიდან 31.10.2018 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლები, არ ფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 25 მარტის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 25 მარტის სხდომის ოქმი);

- სსიპ ხ---------–-- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---------ის საჯარო სკოლის მიერ 17.12.2018 წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 418);

- სსიპ შ-----------------–------- ქალაქ თბილისის N--- საჯარო სკოლის მიერ 24.12.2018 წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 419);

- სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ 25.12.2018 წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 425);

- სსიპ ი-–---------–-–----- უნივერსიტეტის მიერ 17.12.2018 წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 426);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 14.12.2018 წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 403).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა---------–----–-–---–ი და მისი ძმა, მ-----------–-–---–ი, 2009-2014 წლებში, სს ,--–---------------- მეშვეობით, ფულადი გზავნილის სახით, ნ-----------–-–---–ის სახელზე აგზავნიდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს. მ-----------–-–---–ი წარმოადგენს რ------------------–--- მოქალაქეს;

ა---------–----–-–---–ის მიერ, რ------------------–------, 2009-2012 წლებში, მამის, ნ-----------–-–---–ის სახელზე გამოგზავნილია შემდეგი ოდენობის თანხები: 13.02.2009 წელს - 2000 აშშ დოლარი, 04.08.2010 წელს - 4000 აშშ დოლარი, 13.11.2010 წელს - 2000 აშშ დოლარი, 06.01.2011 წელს - 3000 აშშ დოლარი, 28.02.2011 წელს - 2500 აშშ დოლარი, 19.04.2011 წელს - 1300 აშშ დოლარი, 07.05.2011 წელს - 1000 აშშ დოლარი, 02.09.2011 წელს - 2000 აშშ დოლარი, 04.10.2011 წელს - 4000 აშშ დოლარი, 16.11.2011 წელს - 500 აშშ დოლარი, 10.12.2011 წელს - 1720 აშშ დოლარი, 31.03.2012 წელს - 4000 აშშ დოლარი, 23.05.2012 წელს - 3000 აშშ დოლარი, 27.10.2012 წელს - 5000 აშშ დოლარი, 17.11.2012 წელს - 4000 აშშ დოლარი, 17.11.2012 წელს - 5000 აშშ დოლარი. ა---------–----–-–---–ის მიერ ჯამში გამორიცხული თანხა შეადგენს 45 020 აშშ დოლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილება (3.1.18), საქმე N---------, (ტომი 1, ს.ფ. 9-46);

- სს ,--–---------------- გზავნილის ქვითრები, მიმღები - ნ-----------–-–---–ი, გამომგზავნი ა---------–----–-–---–ი (ტომი 1, ს.ფ. 60-75);

- მ-----------–-–---–ის პასპორტი (ტომი 2, ს.ფ. 31-36).

 

3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოში, N--------- სამოქალაქო საქმის განხილვის მიმდინარეობისას, 2015 წლის 20 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ-----------–-–---–ის შუამდგომლობა და საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, 2009-2010 წლებში ნ-----------–-–---–ისათვის რ------------------–------ განხორციელებული ფულადი გზავნილებისა და გამომგზავნის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია სს ,--–---------------- მიერ იმ სამოქალაქო საქმის განხილვის ფარგლებში სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 28.05.2015 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, საქმე N--------- (ტომი 1, ს.ფ. 407-410);

- სს ,--–---------------- 27.05.2015 წლის მიმართვა N-----------, ფულადი გზავნილები (ტომი 1, ს.ფ. 379-402);

 

3.2.3. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო A-------- სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 14.09.2018 წელს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ნ-----------–-–---–ი, ხოლო მოვალე ა---------–----–-–---–ი;

ა---------–----–-–---–ის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა გადახდილია სრულად, საქმეები აღსრულებულია და გადაცემულია არქივში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ცნობა N----- (ტომი 1, ს.ფ. 404);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 11.09.2018 წლის შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 420-424).

 

3.2.4. ა---------–----–-–---–ის მიერ, 2009-2012 წლებში, რ------------------–------, მამის, ნ-----------–-–---–ის სახელზე გამოგზავნილი თანხები, ჯამში 45020 აშშ დოლარი არ წარმოადგენს მეუღლეების, ნ-----------–-–---–ის და ა---------–----–-–---–ის საერთო ქონებას. მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნული თანხის, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული აქტივის განკარგვით, მოსარჩელე ნ-----------–-–---–ს ზიანი არ მისდგომია. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, სადავო პერიოდში ა---------–----–-–---–ის მიერ გადმორიცხული თანხების მოპასუხისადმი კუთვნილებისა და მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული ქონება (ფულადი თანხები) არის მეუღლეთა ნ-----------–-–---–ის და ა---------–----–-–---–ის მიერ 2009-2012 წლებში ერთობლივი შრომის, საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 25 მარტის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 25 მარტის სხდომის ოქმი);

- სს ,--–---------------- გზავნილის ქვითრები, მიმღები - ნ-----------–-–---–ი, გამომგზავნი ა---------–----–-–---–ი (ტომი 1, ს.ფ. 60-75);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ფულადი თანხები, რაც გამოგზავნილია ა---------–----–-–---–ის მიერ, 2009-2012 წლებში, მამის, ნ-----------–-–---–ის სახელზე, არ წარმოადგენს მეუღლეთა მიერ საერთო მეურნეობის წარმოებისა და ოჯახის საკეთილდღეოდ გაწეული ერთობლივი შრომის შედეგად შეძენილ ქონებას, რის გამოც, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1158-ე-1160-ე, 1164-ე, 1166-ე, 1168-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ა---------–----–-–---–ისათვის, ამ უკანასკნელის მიერ, მამისათვის, ნ-----------–-–---–ისათვის 2009-2012 წლებში სს ,--–---------------- მეშვეობით გადარიცხული თანხის, 45020 აშშ დოლარის თანამესაკუთრედ აღიარება და ა---------–----–-–---–ისათვის, ნ-----------–-–---–ის სასარგებლოდ, ამ თანხის 2/3 ნაწილის, 30 000 აშშ დოლარის დაკისრება.

 

დადგენილია, რომ ნ-----------–-–---–ი და ა---------–----–-–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1996 წლის 20 ნოემბრიდან. მათ შეეძინათ ორი შვილი: ნ-------–-–---–ი (დაბადებული 1----–-–-------------) და ა------–-–---–ი (დაბადებული 1----–-–------------------). ა---------–----–-–---–ი და ნ-----------–-–---–ი განქორწინდნენ 2----–-–----------------.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2015 წლის 13 მაისს, ნ-----------–-–---–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში, ა---------–----–-–---–ის, ნ-----------–-–---–ის, შპს "------- და გ-------------–----ას მიმართ. დავის საგანს წარმოადგენდა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების განკარგვით მიღებული სარგებლიდან წილის კომპენსაცია, ალიმენტის დაკისრება, დამატებით ხარჯებში მონაწილეობა, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების თვალთმაქცურად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულებების მხარედ ა---------–----–-–---–ის მიჩნევა და უძრავი ქონების წილზე მესაკუთრედ აღიარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით, ნ-----------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ა---------–----–-–---–ს ნ-----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრების განკარგვით მიღებული სარგებლის 44751 აშშ დოლარის 2/3 ნაწილის ანაზღაურება, სულ 29 834 აშშ დოლარის ოდენობით. ა---------–----–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის ა------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით, ასევე, მოპასუხეს, არასრულწლოვანი ა------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება (რაც უკავშირდება ა------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის ხარჯებს) ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით. ნ-----------–-–---–ის სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განჩინებით, ნ-----------–-–---–ის და ა---------–----–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, ა---------–----–-–---–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. ამავე განჩინებით, ნ-----------–-–---–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, არ საჭიროებს დამტკიცებას. საპროცესო სამართალში ისინი პრეიუდიციულ ფაქტებად მოიხსენება, რომელთა მნიშვნელობას განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეების მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილი პრაქტიკით, პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას, ანუ სავალდებულო ძალის მქონედ მიიჩნევა არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი უკლებლივ ყველა გარემოება, არამედ მხოლოდ ისინი, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ემყარება.

 

მოცემულ საქმეზე, როგორც უკვე აღინიშნა, ნ-----------–-–---–ის მოთხოვნის საფუძველზე განხილულ იქნა სამოქალაქო საქმე, ა---------–----–-–---–ის და სხვათა მიმართ, რაც ემყარებოდა საოჯახო-სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს. ვინაიდან განსახილველი დავა შეეხება იმავე მხარეებს, ნ-----------–-–---–ისა და ა---------–----–-–---–ის, როგორც მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს და აქედან გამომდინარე, ქორწინების განმავლობაში შეძენილ (შექმნილ) ქონების გაყოფას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს მიერ უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, რაც მოცემულ სამოქალაქო საქმეზე პრეიუდიციული მნიშვნელობის გარემოებებად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

მოსარჩელე ნ-----------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა შეეხება მოპასუხე ა---------–----–-–---–ის მიერ 2009-2012 წლებში რ------------------–------ გამოგზავნილი თანხის, როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილ (შექმნილ) მეუღლეთა საერთო ქონებას და ამ ქონებიდან წილის განკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს თანასაკუთრების გაყოფისას მეუღლეთა წილთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო პერიოდში არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობდნენ მასთან და მოსარჩელე მხარე ზრუნავდა ბავშვებზე. ასევე, მოსარჩელე აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხე საერთო ქონებას ხარჯავდა ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

 

საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს ასევე მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფისას წილის კომპენსაციის ვალდებულებას (სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლი).

 

ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, 1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. 3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.

 

გარდა ზემოთ მითითებული საოჯახო-სამართლებრივი ნორმებისა, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს ასევე საზიარო უფლებების, საზიარო საგნის განკარგვის წესის და მიყენებული ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურების დამდგენ სამართლებრივი ნორმებზე: სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 955-ე, 957-ე, 959-ე, 966-ე, 394-ე, 408-409-ე, 412-ე და 414-ე მუხლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუმცა არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც უტყუარად არ დგინდება მეუღლეთა საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად, მათი ერთობლივი თანხებით ქონების შეძენის ფაქტი. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ქონებაზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, ეკისრება იმ მხარეს, რომელიც საკუთრების სხვა რეჟიმზე მიუთითებს.

განსახილველი დავის ფარგლებში, მოპასუხე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ა---------–----–-–---–ის სახელით გამოგზავნილი ფულადი თანხები არ წარმოადგენს სრულად მოპასუხის საკუთრებას. ამავდროულად, იმ პერიოდისათვის რ------------------–--–- იმყოფებოდა მოპასუხის ძმა, მ-----------–-–---–ი, რომელიც ასევე აგზავნიდა თანხებს მშობლებთან. გარდა ამისა, მოპასუხე განმარტავს, რომ ა---------–----–-–---–ის მიერ გადმორიცხული თანხებიდან გარკვეული ნაწილი ხმარდებოდა მისი შვილების, ნ-------–-–---–ის და ა------–-–---–ის ინტერესებს. მხარეთა შორის არ არის სადავო ის გარემოება, რომ ა---------------–-–---–ები 2011 წლიდან 2014 წლამდე ცხოვრობდნენ ხ---------–-- რაიონის სოფელ ნ---------ში, მოპასუხის მშობლებთან, ნ-----------–-–---–თან და მ--------–-–---–თან. ბავშვები სწავლობდნენ რაიონის სკოლაში და მათზე ზრუნავდნენ ბებია და პაპა, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (3.1.6). დადგენილია, რომ ნ-------–-–---–ი 2014 წლის შემდეგ ცხოვრობს მამასთან, ა---------–----–-–---–თან, ქალაქ თბილისში, ხ--–-------–-----------. საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2015 წელის ნ-------–-–---–ი ჩაირიცხა სსიპ - ი-–---------–-–----- უ-------------–-. მას არ მოუპოვებია სასწავლო გრანტი და მისი სწავლების საფასურს ყოველწლიურად იხდის მოპასუხე ა---------–----–-–---–ი.

 

სადავო ქონების მეუღლეთა ერთობლივ საკუთრებად მიჩნევისათვის აუცილებელია დადგინდეს ის გარემოება, რომ ფულადი თანხები, რაზეც მოსარჩელე მხარე აცხადებს პრეტენზიას, წარმოადგენს ა---------–----–-–---–ის საკუთრებას, რომელიც წარმოადგენს სადავო პერიოდში მეუღლეების, ნ-----------–-–---–ის და ა---------–----–-–---–ის ქორწინების განმავლობაში ერთიანი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად მიღებულ ქონებას.

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). ზემოთ როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი ადგენს ფაქტებს, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, დადგენილი ფაქტების პრეიუდიცია ნიშნავს სწორედ იმას, რომ სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილება სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით დადგენილია განსახილველი სამოქალაქო საქმისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი გარემოებები: მხარეები, ნ-----------–-–---–ი და ა---------–----–-–---–ი 1996 წლიდან 2003 წლამდე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ რ------------------–--–-, ქ.ტ----–- (3.1.2), 2003 წლის ივნისის თვეში, მოსარჩელე ნ-----------–-–---–ი არასრულწლოვან შვილებთან, ნ-------–-–---–თან და ა------–-–---–თან ერთად საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. 2005 წელს სამი თვის ვადით ისევ დაბრუნდა მოსარჩელე არასრულწლოვან ნ-------–-–---–თან და ა------–-–---–თან ერთად რ------------------–--–-, საიდანაც საქართველოში დაბრუნდა 2005 წლის ოქტომბრის თვეში (3.1.3). არასრულწლოვან ა------–-–---–ის დიაგნოზია - ,,ნაადრევი სქესობრივი მომწიფების შემდგომი ფიზიკური განვითარების შეფერხება, დასაზუსტებელი E28.1 პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის და 2000 წელს ჩატარებული ღია ბოტალის სადინრის ქირურგიული კორექციის შემდგომი მდგომარეობა“. ასევე, აქვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ - ,,მიოპიური ასტიგმატიზმი, შეუღლებული გარეთა სიელმე“, რის გამოც პერიოდულად ესაჭიროება ოფთალმოლოგიური გამოკვლევა - კონსულტაცია, ოფთალმოლოგიური ელექტროსტიმულაცია, თვალის ვარჯიში და წვეთები. ამასთან, შპს ,--------------------–--–--------- 2016 წლის 01 ივნისს გაცემული ,,ფორმა - 100“-ის მიხედვით, ა------–-–---–ის დიაგნოზია - ,,კბილთა რკალის ანომალია, კბილთა დგომის ანომალია, რეტენციული კბილი, ზეკომპექსური კბილი“ (3.1.13), ა---------–----–-–---–ი და მისი ძმა მ-----------–-–---–ი 2009-2014 წლებში სს ,--–---------------- მეშვეობით ფულადი გზავნილის სახით მოპასუხე ნ-----------–-–---–ის სახელზე აგზავნიდა გარკვეული ოდენობის თანხებს (3.1.18), მოსარჩელე ნ-----------–-–---–ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად 2003 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში და მოპასუხე ა---------–----–-–---–ისგან დამოუკიდებლად ზრუნავდა არასრულწლოვან ნ-------–-–---–სა და ა------–-–---–ზე. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, მოპასუხე მატერიალური კუთხითაც ზრუნავდა შვილებზე და ასევე, ყოველწლიურად ჩამოდიოდა და გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა თავის ოჯახთან ერთად. მიუხედავად მხარეთა ცალ-ცალკე ცხოვრებისა, ნ-----------–-–---–სა და ა---------–----–-–---–ს შორის არსებობდა ერთიანი საოჯახო მეურნეობა და მათ მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართული იყო ოჯახის საერთო ინტერესებისა და კეთილდღეობისაკენ (3.2.5).

 

დადგენილია, რომ ა---------–----–-–---–ის მიერ რ------------------–------ 2009-2012 წლებში მამის, ნ-----------–-–---–ის სახელზე გამოგზავნილია შემდეგი ოდენობის თანხები: 13.02.2009 წელს - 2000 აშშ დოლარი, 04.08.2010 წელს - 4000 აშშ დოლარი, 13.11.2010 წელს - 2000 აშშ დოლარი, 06.01.2011 წელს - 3000 აშშ დოლარი, 28.02.2011 წელს - 2500 აშშ დოლარი, 19.04.2011 წელს - 1300 აშშ დოლარი, 07.05.2011 წელს - 1000 აშშ დოლარი, 02.09.2011 წელს - 2000 აშშ დოლარი, 04.10.2011 წელს - 4000 აშშ დოლარი, 16.11.2011 წელს - 500 აშშ დოლარი, 10.12.2011 წელს - 1720 აშშ დოლარი, 31.03.2012 წელს - 4000 აშშ დოლარი, 23.05.2012 წელს - 3000 აშშ დოლარი, 27.10.2012 წელს - 5000 აშშ დოლარი, 17.11.2012 წელს - 4000 აშშ დოლარი, 17.11.2012 წელს - 5000 აშშ დოლარი. ა---------–----–-–---–ის მიერ ჯამში გამორიცხული თანხა შეადგენს 45 020 აშშ დოლარს. როგორც დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით ირკვევა, 2003 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეები ფაქტობრივად ერთ ოჯახად არ ცხოვრობდნენ, ნ-----------–-–---–სა და ა---------–----–-–---–ს შორის არსებობდა ერთიანი საოჯახო მეურნეობა, თუმცა 2011 წლის შემდგომ, ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია და განქორწინების რეგისტრაციის პერიოდამდე ისინი ერთ ოჯახად აღარ განიხილებოდნენ. შესაბამისად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებული მხარეთა მოქმედებანი არ იყო გამიზნული ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. როგორც სს ,--–---------------- გზავნილებიდან ირკვევა, ა---------–----–-–---–ს 2009 წელს გადმორიცხული აქვს 2000 აშშ დოლარი, ხოლო 2010 წელს ჯამში 6000 აშშ დოლარი. დანარჩენი გადმორიცხვები კი მოპასუხის მიერ განხორციელებულია 2011 წლის შემდეგ, მეუღლეთა ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის შემდგომ. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს მიერ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტზე დაყრდნობით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2009-2012 წლებში გადმორიცხული თანხები, შესრულებულია რა, გამომგზავნი ა---------–----–-–---–ის სახელით, უპირობოდ წარმოადგენს მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას, როგორც მეუღლეთა ერთობლივი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად მიღებულ აქტივს.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2----–-–-------------- გადაწყვეტილებაში დადგენილ კიდევ ერთ დადგენილ სადავო ფაქტობრივ ფაქტზე, რაც მნიშვნელოვანია მოცემულ საქმეზეც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების თვალსაზრისით. სასამართლომ იმ სამოქალაქო საქმის განხილვისას არ გაიზიარა მოსარჩელე ნ-----------–-–---–ის მოსაზრება, უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხ--–-------–--------------------–------------------------------- მეუღლეების ა---------–----–-–---–ისა და ნ-----------–-–---–ის თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელებასთან მიმართებაში. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ ქონების შესაძენად ნასყიდობის საფასური გადაიხადა მოპასუხე ა---------–----–-–---–მა. მყიდველად დაფიქსირებული იყო ნ-----------–-–---–ი (3.2.6). აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს თბილისის სააპელაციო სასამართლო 2018 წლის 06 მარტის განჩინებაში: ,,იმისათვის, რომ დადგინდეს, 2010 წლის 13 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილი მხარეები, საჭიროა შეფასდეს საქმეში არსებული მტკიცებულებები. მოსარჩელის არგუმენტი იმისა, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, მდგომარეობს იმაში, რომ ნ-----------–-–---–ს არ გააჩნდა შესაბამისი შემოსავალი, რათა შეეძინა აღნიშნული ქონება. გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების ორივე მხარე გარიგებას დებდეს მოსაჩვენებლად. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ერთი პირის თანხებით მეორე პირის მიერ ქონების შეძენა არ წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს. მით უმეტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ დაუყენებია იმ ქონების თანამესაკუთრედ ცნობის საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში ეგზავნებოდა მოპასუხის მამას“. მთელი დავის განმავლობაში, მოსარჩელე მხარე აქტიურად მიუთითებს აღნიშნულ გარემოებაზე, რომ იმ სამოქალაქო საქმის განხილვისას დაყენებული არ ყოფილა მოთხოვნა საერთო ქონების (განკარგული ფულადი თანხების) შესაბამის ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, რაზეც სასამართლომ მიუთითა განჩინებაში. თუმცა განსახილველ დავის ფარგლებში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარი მოთხოვნით მხარის მიერ სარჩელის აღძვრა, უპირობოდ არ მიუთითებს დავის წარმატებით დასრულებაზე. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოდავე მხარის პოზიცია აღნიშნული სადავო თანხების ა---------–----–-–---–ის კუთვნილების თაობაზე. არც იმ საქმეზე და არც მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელემ ვერ შესძლო სათანადო, უტყუარ მტკიცებულებათა წარდგენა, რაც დაადასტურებდა რომ, 2009-2012 წლებში, ნ-----------–-–---–ისათვის გადმოგზავნილი თანხები, ჯამში 45 020 აშშ დოლარი, წარმოადგენდა არათუ მეუღლეების, ნ-----------–-–---–ის და ა---------–----–-–---–ის საერთო საოჯახო მეურნეობის ერთობლივად გაძღოლის შედეგად შეძენილ (შექმნილ) ქონებას, არამედ ამ თანხების სრულად ა---------–----–-–---–ისადმი კუთვნილების ფაქტს, რასაც მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ, იმავე პერიოდში, მოპასუხის ძმაც, მ-----------–-–---–იც მუშაობდა რ------------------–--–- და ისინი ერთად აგზავნიდნენ თანხებს მამასთან, ნ-----------–-–---–თან. აღნიშნული გარემოება, როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილი იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მეუღლეთა საერთო საკუთრებაა ის ქონება, რომელიც მათ რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას შეიძინეს. კანონმდებელი ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს ქორწინების პერიოდს, როდესაც ისინი ერთიანი ძალებით უძღვებიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შესძლო მოპასუხის მიერ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძვლად მითითებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, სადავო პერიოდში, ა---------–----–-–---–ის მიერ გადმორიცხული თანხების მოპასუხისადმი კუთვნილებისა და აღნიშნული თანხების მეუღლეთა მიერ 2009-2012 წლებში ერთობლივი შრომის, საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად მიღებულ ქონებად მიჩნევის თაობაზე. საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული სადავო თანხები, როგორც ქორწინების განმავლობაში შექმნილი დანაზოგი, წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ქონებას. ნ-----------–-–---–ი ვერ ადასტურებს მის, როგორც ა---------–----–-–---–ის მეუღლის, კავშირს სადავო თანხების წარმომავლობასთან. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნული თანხის, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული აქტივის განკარგვით, მოსარჩელე ნ-----------–-–---–ს ზიანი არ მისდგომია. ამდენად, არ არსებობს მოპასუხის მხრიდან, მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით თანხის ანაზღაურების ფაქტობრივი საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სადავო თანხებს არ მიიჩნევს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებად, შესაბამისად, აღარ დგას თანაბრობის პრინციპის გადახვევის თაობაზე მსჯელობის აუცილებლობა. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით, მოპასუხის მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით მისთვის დადგენილი ვალდებულება (მათ შორის საალიმენტო ვალდებულება) შესრულებულია. ამასთან, მხარეთა საერთო შვილები ა---------------–-–---–ები დღეის მდგომარეობით არიან სრულწლოვნები.

 

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------–----–-–---–ის მიერ, 2009-2012 წლებში, რ------------------–------, მამის, ნ-----------–-–---–ის სახელზე გამოგზავნილი თანხები, ჯამში 45020 აშშ დოლარი არ წარმოადგენს მეუღლეების, ნ-----------–-–---–ის და ა---------–----–-–---–ის საერთო ქონებას, თანასაკუთრებას, რის გამოც, მოსარჩელე ნ-----------–-–---–ის სარჩელი, თანამესაკუთრედ ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას. კერძოდ, ხსენებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თანასაკუთრების, ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2015 წლის 29 მაისიდან, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე (N---------) სს ,--–---------------- მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იმ სამოქალაქო საქმეზე პირველი სხდომა დაინიშნა 2016 წლის ივნისში და სწორედ ამ სხდომაზე გაეცნო მხარე სასამართლოს მიერ საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ დავაზე არსებითად იქნა განხილული სასარჩელო მოთხოვნის მართებულობა და შემოწმდა მისი საფუძვლიანობა, რის შედეგადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამავდროულად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოპასუხე მხარის პოზიციაზე ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლებების დარღვევის შესახებ.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, N--------- სამოქალაქო საქმის განხილვის მიმდინარეობისას, 2015 წლის 20 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ-----------–-–---–ის შუამდგომლობა და საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2009-2010 წლებში ნ-----------–-–---–ისათვის რ------------------–------ განხორციელებული ფულადი გზავნილებისა და გამომგზავნის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია სს ,--–---------------- მიერ იმ სამოქალაქო საქმის განხილვის ფარგლებში სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 28.05.2015 წელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი ადგენს მხარეთა საპროცესო უფლებებს, რომლის მიხედვითაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები. დადგენილია, რომ სს ,--–---------------- მიერ სამოქალაქო საქმეზე N--------- გამოთხოვილი ინფორმაცია სასამართლოში წარდგენილი იქნა 2015 წლის 28 მაისს და მოსარჩელე მხარეს, როგორც დაინტერესებულ პირს (შუამდგომლობის ავტორს), უფლება ჰქონდა გამოეყენებინა საპროცესო უფლება და სხდომის დანიშვნამდე გასცნობოდა საქმეში არსებულ მასალებს, მით უფრო, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოში მოქმედი ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან მიღებულ დოკუმენტებს. შესაბამისად, ნ-----------–-–---–ის მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნის წარმოშობის მომენტად სასამართლო მიიჩნევს 2015 წლის 28 მაისიდან შემდგომ პერიოდს, როცა პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემული სარჩელი სს ,--–---------------- მეშვეობით განხორციელებულ გადმორიცხულ ფულად თანხებზე თანამესაკუთრედ აღიარებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღძრულია 2018 წლის 04 ოქტომბერს, მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდგომ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოსმიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოსარჩელე ნ-----------–-–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომელიც იღებს საარსებო შემწეობას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე ა---------–----–-–---–ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნ-----------–-–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და ა---------–----–-–---–ს (პირადი N-----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, ნ-----------–-------–---------–-----------------------------------------–---------------------------------------------------------------------- გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----------–-–---–ის სარჩელი, ა---------–----–-–---–ის მიმართ, თანამესაკუთრედ აღიარების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ა---------–----–-–---–ს არ გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა---------–----–-–---–ს (პირადი N-----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, ნ-----------–-------–---------–-----------------------------------------–---------------------------------------------------------------------- გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა