გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28861 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2019 წელი ქ. თბ--–--ი
შესავალი ნაწილი
თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე ან---------------------------ი
წარმომადგენელი ლ------------–-–---–ი
მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–ი
წარმომადგენელი ლ----------ე
დავის საგანი: ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ან---------------------------ი ცნობილ იქნეს მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების:
“P--------------”, სახელმწიფო ნომერი A------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი 1--------- წელი და B------------–-–----------------------, გამოშვების წელი - 2---, ფერი - თეთრი, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5----------------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;
1.2. დ-------------------ი მ----------------–---–ს ან---------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ქორწინების განმავლობაში შეძენილი სატრანსპორტო საშუალების - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, რეგისტრაციის თარიღი - 2--------- წელი, სახელმწიფო ნომერი - W----- - განკარგვით მიღებული სარგებლის 31 000 ლარის 1/2 ნაწილის - 15500 ლარის გადახდა;
მოსარჩელე ან---------------------------ისა და მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–ს შორის 2009 წლის 08 თებერვალს შედგა საეკლესიო წესით ქორწინება - ჯვრისწერა, ხოლო ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა მოგვიანებით 2----–-–-----------ს, ეს------–------–------------–ი. ქორწინების პერიოდში, ან---------------------------ისა და დ-------------------ი მ----------------–---–ს 2011 წლის 27 ნოემბერს შეეძინათ შვილი - გი------------------------------------------------------ი. მეუღლეთა შორის არსებული ხშირი კონფლიქტისა და დაძაბული ურთიერთობის გამო, 2----–-–----------------–ს ან---------------------------ისა და დ-------------------ი მ----------------–---–ს შორის მოხდა განქორწინება. ქორწინების პერიოდში მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–ის მიერ შეძენილი იქნა შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: მოდელი - ,,P--------------”, სახელმწიფო ნომერი A------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი - 1--------- წელი, მოდელი - B------------–-–----------------------, გამოშვების წელი - 2---, ფერი - თეთრი, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5----------------, რეგისტრაციის თარიღი - 0--------- წელი და მოდელი - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - W-----, რეგისტრაციის თარიღი - 2--------- წელი და რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი 2--------- წელი. ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე ა---------------------------ი მოითხოვს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე, რომელიც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–-ს საკუთრებად, თანამესაკუთრედ ცნობას (1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობას) და განკარგული ქონებით მიღებული სარგებლის 1/2 ნაწილის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრებას. მესამე სატრანსპორტო საშუალება - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, გასხვისებული იქნა 2--- წელს და ფიზიკურად შეუძლებელია მისი მოძიება, თუნდაც ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობის შემთხვევაში. ასევე, გათვალისწინებულია ის ფაქტიც, რომ ხსენებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება მოხდა 2--- წელს და იმ პერიოდისათვის გაცილებით მეტ ფასად მოხდებოდა მისი გასხვისება, ვიდრე დღეს არის შესაძლებელი. M------------------- (გამოშვების წელი - 2---) საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენს 12 000 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში საშუალოდ შეადგენს 31 000 ლარს). აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ან---------------------------ი უფლებამოსილია მოითხოვოს სატრანსპორტო საშუალების საშუალო საბაზრო ღირებულების განკარგვით მიღებული სარგებლის - 31 000 ლარის ნახევრის - 15 500 ლარის მის სასარგებლოდ გადახდევინება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–- არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტა ფორმალურად ნამდვილად განხორციელდა 2----–-–----------------–ს, თუმცა მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა ჯერ კიდევ მხარეთა შორის ე-------ში ცხოვრებისას სადაც მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ 2012 წლის 30 აგვისტოდან. 2013 წლის ოქტომბერში როცა მხარეები დაბრუნდნენ საქართველოში, მათ ცალ-ცალკე გააგრძელეს ცხოვრება, რაც ასევე დასტურდება მოპასუხის მიერ 2013 წლის 15 დეკემბერს გაკეთებული განცხადებით ქორწინების შეწყვეტის შესახებ, ასევე სხვადასხვა ტელევიზიებში გასული სიუჟეტებით. ასევე, 2015 წელს მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით რომლითაც მხარეებმა უარი თქვეს ერთმანეთთან მიმართებაში ქონებრივ მოთხოვნებზე. მოსარჩელის მიერ მითითებული ავტომანქანები შეძენილი მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–-ს მიერ, მხარეთა თანაცხოვრების შეწყვეტის შემდგომ. აღნიშნული ნივთები შეძენილია მოპასუხის პირადი ქონებით, რომელსაც იგი ფლობდა მემკვიდრეობით და ქონებით, რომელიც მიიღო საჩუქრის სახით. სადავო ქონების შეფასება არ არის კომპეტენტური სპეციალისტის მიერ გაკეთებული. ის, რომ სხვა პირი მსგავს ნივთს აფასებს ინტერნეტის ვებგვერდზე, ეს არ ნიშნავს, რომ ქონება ამდენი ღირს.
მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა ჯერ კიდევ ე-------ში, 2012 წლის 30 აგვისტოდან და ამ პერიოდიდან მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. საქართველოში კი 2013 წლის 15 დეკემბერს მხარეთა მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განცხადება ქორწინების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ქონება შეძენილი არ არის ერთობლივი მეურნეობის შედეგად. იგი შეძენილია თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ და არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. მოსარჩელესთან ქორწინების პერიოდში დ-------------------ი მ----------------–---–ს არსად არ უმუშავია. ერთადერთ შემოსავალს შეადგენდა მემკვიდრეობა და კერძო შემოწირულობის სახით მიღებული ქონება, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას და მეუღლეთა შორის გაყოფას არ ექვემდებარება. მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ავტომანქანა რეგისტრაციიდან მოხსნილია 2--- წლის 28 იანვარს. ავტოავარიის შედეგად, ავტომანქანამ დაკარგა სამეურნეო ღირებულება. თუ მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია ჰქონდა აღნიშნული ქონების მართვა-განკარგვიდან. მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა სავარაუდო უფლების დარღვევიდან 3 წლის განმავლობაში, ვინაიდან მის მიერ ამ ვადაში პრეტენზია არ წამოყენებულა, მოთხოვნა ხანდაზმულია. მხარეთა შორის განქორწინება მოხდა შეთანხმებით, სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ მოსარჩელეს ჰქონდა ქონებრივი პრეტენზია მოპასუხესთან, მათი განქორწინების საქმე უნდა განეხილა სასამართლოს. ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობდა ერთმანეთისადმი ქონებრივი მოთხოვნები, ამიტომ მიმართეს მათ სამოქალაქო რეესტრის სამსახურს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ან---------------------------ი და მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–- 2009 წლის 08 თებერვლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. დ-------------------ი მ----------------–---–მა (ე-------ის მოქალაქე N--------) და ან---------------------------იმ (საქართველოს მოქალაქეო N---------) 0----------–--–ს ჯვარი დაიწერეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის მიერ გაცემული ცნობა N12 (ტომი 1, ს.ფ. 23-24).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. ან---------------------------ი და დ-------------------ი მ----------------–---–- დაქორწინდნენ 2----–-–-----------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-----------------ს შეეძინათ შვილი გ-------------------------------------------------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 26-35).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, დ-------------------ი მ----------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა რეკვიზიტებია: 1. ,,P--------------”, სახელმწიფო ნომერი A------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი 1--------- წელი; 2. B------------–-–----------------------, გამოშვების წელი - 2---, ფერი - თეთრი, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5----------------, სარეგისტრაციო მოწმობა N---------, რეგისტრაციის თარიღი 0--------- წელი;
მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–-ს სახეზე 2--------- წლიდან ასევე რეგისტრირებული იყო სატრანსპორტო საშუალება - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - W-----, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად მითითებულია 2--------- წელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 07.08.2018 წელს გაცემული ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 39-40).
3.1.4. ან---------------------------ი და დ-------------------ი მ----------------–---–ი განქორწინდნენ 2----–-–----------------–ს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1--------- წლის ერთობლივი განცხადება განქორწინების რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 93);
- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ტომი 1, ს.ფ. 36-37).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები, ა---------------------------ი და დ-------------------ი მ----------------–---–ი ჯვრისწერის შემდგომ საცხოვრებლად გაემგზავრნენ საზღვარგარეთ, ე-------ში. მათ შორის 2----–-–-----------ს განხორციელდა ქორწინების რეგისტრაცია ე-------ის ქალაქ მადრიდში. ისინი არასრულწლოვან შვილთან, 2----–-–-----------------ს დაბადებულ გ-------------------------------------------------------თან ერთად საქართველოში დაბრუნდნენ 2013 წლის ოქტომბრის თვეში. მოსარჩელე ა---------------------------ის პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი, რომლებიც მოსარჩელესთან ერთად იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ და მასთან ერთად დაბრუნდნენ საქართველოში;
2012 წლის 20 სექტემბერს ე-------ის ქალაქ მარბელლაში ან---------------------------მა ე-------ის მოქალაქესთან გააფორმა ურბანული საკუთრების დროებითი გამოყენების საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დამქირავებელმა ან---------------------------მა დროებით იქირავა საცხოვრებელი ბინა ყველანაირი ავეჯით და ტექნიკით მოწყობილი. მითითებულ დროს აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებას მხარეები სხვადასხვა მოტივით ხსნიან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იმ დროისათვის ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–ს არ სურდა მოსარჩელის შვილებს (პირველი ქორწინებიდან) ეცხოვრა მათთან ერთად, რის გამოც ან---------------------------ი იძულებული გახდა თავისი შვილებისთვის ექირავებინა ცალკე საცხოვრებელი. აღნიშნულის ხარჯს ფარავდა მოსარჩელის მამა, ნ----------------------------------ი. თუმცა მოსარჩელე მხარის პოზიციის მიხედვით, ცალკე საცხოვრებლის დაქირავება არ გულისხმობს ცოლ-ქმარს - ა---------------------------ს და დ-------------------ი მ----------------–---–ს შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტას. ისინი კვლავ აგრძელებდნენ ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებას, თუმცა მათ შორის ხშირი იყო კონფლიქტური, დაძაბული სიტუაცია, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე. ამ უკანასკნელის მითითებით, ა---------------------------ის მიერ ქირავნობის ხელშეკრულებით ცალკე საცხოვრებლად გადასვლა გამოწვეული იყო სწორედ იმ გარემოებით, რომ მეუღლეებს შორის საქორწინო ურთიერთობა იმ პერიოდიდან არის ფაქტობრივად შეწყვეტილი და ისინი ე-------ში ყოფნის პერიოდში უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 20 სექტემბრის ურბანული საკუთრების დროებითი გამოყენების საიჯარო ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 110-118).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
- მოწმეების ხ--------------–----ს და მ-----------------ს ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. 2015 წლის 10 სექტემბერს ან---------------------------ს და დ------------------- მ------------------ას (დ-------------------ი მუ--------------–---–ს) შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ერთობლივად დაეთანხმნენ წინამდებარე აქტს შემდგომში ცოლ-ქმრული თანაცხოვრების შეწყვეტაზე და თანხმობა განაცხადეს იურიდიული ძალით განქორწინებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რათა მომავალში მათი ეკონომიკურ-საქორწინო ურთიერთობები დარეგულირდეს შემდეგი სახით: თითოეული მხარე თანახმაა, რომ არ ჩაერევა მეორე მხარის ცხოვრებაში და საქმიანობაში და ასევე, აცხადებენ, რომ თითოეულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში არ არის ვალდებული წინასწარ შეატყობინოს მეორე მხარეს. ქორწინებიდან დაბადებული ვაჟი - გ-------------------------------------------------------ი დარჩება დედის მეთვალყურეობის ქვეშ და მის საცხოვრებელში. მამას შეუძლია შვილთან ურთიერთობა შემდეგი წესით: პარასკევიდან საღამოს 5 საათიდან კვირა დღის საღამოს 5 საათამდე დედის საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის და დათქმულ დროს უკან დაბრუნებით, ზაფხულში და ახალ წელს ბავშვთან ყოფნის თარიღი მამამ ერთი თვით ადრე უნდა შეატყობინოს დედას, მამას შეუძლია დაუკავშირდეს შვილს ტელეფონით, როცა ჩათვლის საჭიროდ, არასრულწლოვანის ნორმალური ცხოვრების და განვითარების გათვალისწინებით. მამა თავის თავზე იღებს არასრულწლოვანის შენახვის ხარჯებს: მათ შორის ხარჯებს კვებასთან, ტანსაცმელთან, სამედიცინო-სანიტარულ მომსახურებასთან და ფარმაცევტულ საშუალებების შეძენასთან დაკავშირებით. ასევე, არასრულწლოვნის სწავლის, კოლეჯის, უნივერსიტეტის ხარჯს, აგრეთვე სასკოლო ნივთების შესაძენად საჭირო ხარჯს, რომელიც დადგენილია იმ სასწავლო ცენტრის მიერ, სადაც სწავლობს არასრულწლოვანი შვილი. ორივე მშობელი თანახმაა, რომ ერთმა მშობელმა წაიყვანოს თავისი შვილი საზღვარგარეთ მეორისათვის წინასწარ შეტყობინებით, ისე რომ ამ გასვლამ არ იმოქმედოს სასწავლო პროცესზე. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მემკვიდრეობითი არათანასწორობა განქორწინებაში, ორივე მხარე თანახმაა არ იქნება ეკონომიკური კომპენსაცია მათ შორის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2015 წლის 10 სექტემბრის შეთანხმება შედგენილი ქართულ და ე-------- ენებზე (ტომი 1, ს.ფ. 95-99).
3.2.3. მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ 2015 წლის 10 სექტემბერს ა---------------------------სა და დ------------------- მ------------------ას შორის დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, აღნიშნული შეთანხმება შედგენილია როგორც ე--------, ასევე ქართულ ენაზე და ამ შეთანხმებით ე-------ის კანონმდებლობის შესაბამისად დარეგულირებულია მეუღლეებს შორის ქორწინების შეწყვეტის შემდგომი ურთიერთობები. მხარეები ე-------ის კანონმდებლობით ოფიციალურად განქორწინებულები არ არიან. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ე-------ში არსებული კანონის მოთხოვნების საფუძველზე, მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა მოპასუხის მხრიდან ეკონომიკურ კომპენსაციაზე, რაც საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად არ უნდა იქნეს გაგებული მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე და აქედან გამომდინარე ქონებრივ უფლებებზე უარის თქმასთან. ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელე ა---------------------------ი სრულიად გასაგებად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოაყალიბებდა უარს ქორწინების განმავლობაში მიღებულ ქონებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში გარკვევით არ ფიქსირდება. საწინააღმდეგოს მიუთითებს მოპასუხე მხარე, რომელიც განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელე ან---------------------------მა უარი განაცხადა მეუღლესთან, დ-------------------ი მ----------------–---–თან ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან რაიმე სახის კომპენსაციის მიღებაზე. გარდა ამისა, მოპასუხე მიუთითებს იმაზეც, რომ სარჩელში მითითებული ქონება (სატრანსპორტო საშუალებები) არ წარმოადგენს მეუღლეების, ან---------------------------ის და დ-------------------ი მ----------------–---–ის ერთობლივი საოჯახო სამეურნეო წარმოების შედეგად მიღებულ ქონებას და აღნიშნული ნივთები - ავტომანქანები შეძენილი იქნა მოპასუხის მიერ იმ ფულადი სახსრებით, რაც მას მიღებული აქვს მემკვიდრეობით. მოპასუხე მხარე ქორწინების პერიოდში არ ყოფილა დასაქმებული და არ ჰქონია შრომითი ანაზღაურება, რის გამოც, მოპასუხის მოსაზრებით, აღნიშნული ქონება არ უნდა იქნეს მიჩნეული მეუღლეთა თანასაკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2015 წლის 10 სექტემბრის შეთანხმება შედგენილი ქართულ და ე-------- ენებზე (ტომი 1, ს.ფ. 95-99).
_ მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.4. მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–ი არასრულწლოვანი შვილის, გ-------------------------------------------------------ის აღზრდის მიზნით ყოველთვიურად იხდის ალიმენტის სახით თანხას. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ტრანზაქციების ამსახველი ამონაწერის მიხედვით, ალიმენტის ანგარიშსწორება მოპასუხის მხრიდან დაიწყო 2017 წლის 01 მაისს. მანამდე დ-------------------ი მ----------------–---–ის მიერ რამდენიმეჯერ მოხდა ალიმენტის გადაცემა არასრულწლოვანი შვილის ძიძისთვის ნაღდი ანგარიშსწორების გზით. მოსარჩელის მითითებით, ალიმენტის გადახდის დაწყება დროში ჩამორჩება, თუმცა უკავშირდება მოდავე მხარეთა მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის პერიოდს. მოსარჩელე მხარის განმარტებითვე, ალიმენტის სახით თანხის გადახდის შესახებ საკითხი მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა 2015 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმებით და სწორედ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება მოპასუხის მხრიდან ალიმენტის სახით თანხის ჩარიცხვა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, ალიმენტის თანხის კონკრეტული ოდენობა განსაზღვრული არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2015 წლის 10 სექტემბრის შეთანხმება შედგენილი ქართულ და ე-------- ენებზე (ტომი 1, ს.ფ. 95-99).
_ამონაწერი ა----------------------------ს საბანკო ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 39-136).
_ მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.5. მოსარჩელე ან---------------------------ს და მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–ს შორის განქორწინების რეგისტრაციამდე შეწყდა ოჯახური თანაცხოვრება. მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ მეუღლეებს შორის საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტის პერიოდთან დაკავშირებით. საქმეზე დაკითხული მოწმეები ხ--------------–----, მ-----------------, ხ------–-------–----------------ს, არ---–-----------–---–ი და გუ-–------–---–----ე მხარეთა ქორწინების შეწყვეტის დროსთან დაკავშირებით სხვადასხვა პერიოდს მიუთითებენ. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმეები, ხ--------------–---- და მ-----------------, როგორც მოსარჩელე ან---------------------------ის მეგობრები და ოჯახის ახლობლები, მიუთითებენ, რომ მეუღლეებს შორის საქორწინო ურთიერთობა საბოლოოდ შეწყდა 2015 წლის ბოლოს, შემოდგომის პერიოდში, ხოლო მანამდე, მეუღლეებს შორის ხშირი იყო კონფლიქტური ურთიერთობები, თუმცა ცოლ-ქმრული ურთიერთობები არსებობდა და ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი არ იყო. ე-------იდან საქართველოში დაბრუნების შემდგომ, ან---------------------------ი მუდმივად არ ცხოვრობდა მეუღლესთან, დ-------------------ი მ----------------–---–თან ერთად მ–--------------–--------------ში, ვინაიდან მოპასუხის საცხოვრებელი სახლში სარემონტო სამუშაოები იმ პერიოდისათვის არ იყო დასრულებული და მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობდა თბ--–--ში, მამის საცხოვრებელ მისამართზე. ამასთან, მოსარჩელის შვილები (პირველი ქორწინებიდან) მუდმივად ცხოვრობდნენ მოსარჩელის მამის სახლში, თბ--–--ში, რის გამოც ან---------------------------ი უწყვეტად ვერ ახერხებდა მხარეთა საერთო არასრულწლოვან შვილთან, გ--------თან ერთად მოპასუხის საცხოვრებელ სახლში (მდებარე სა---------–ი) ყოფნას. იგი პერიოდულად იმყოფებდა როგორც სა---------–ი, ასევე თბ--–--ში, თავის შვილების (პირველი ქორწინებიდან) მოვლის, აღზრდის მიზნით. განსხვავებული ინფორმაციას შეიცავს მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების ხ------–-------–----------------სის, არ---–-----------–---–ის და გუ-–------–---–----ის ჩვენებები. კერძოდ, ხ------–-------–----------------სის ჩვენების მიხედვით, იგი ე-------ში ცხოვრების პერიოდშიც იცნობდა და ჰქონდა სტაბილური ურთიერთობა მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–თან. მოწმის განმარტებით, მხარეებს შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყდა ჯერ კიდევ 2012 წელს, ე-------ში ცხოვრების პერიოდში, როდესაც ან---------------------------ი თავის შვილებთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. იგივე მოწმე - ხ------–-------–----------------ს მიუთითებს, რომ იგი საქართველოში ჩამოვიდა 2--- წელს და 2017 წლის შუა პერიოდამდე ცხოვრობდა მოპასუხის საცხოვრებელ სახლში, სა---------–ი, სადაც მოსარჩელე ან---------------------------ი არასდროს ყოფილა და იგი არასდროს უნახავს ხ------–-------–----------------ს მოპასუხის სახლში. მოწმე მას ნახულობდა იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან არასრულწლოვანი გ-------------------------------------------------------ი მიჰყავდა ბაღში და შემდგომ უკან აბრუნებდა მას დედასთან. მოწმე არ---–-----------–---–ი, რომელიც 2013 წლის ზაფხულიდან დღემდე მებაღედ მუშაობს მოპასუხესთან საცხოვრებელ სახლში, სა---------–ი და კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ უწევს რამდენიმე საათით ამ სახლში ყოფნა, განმარტავს, რომ მას აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 2013 წლის ნოემბრის თვის შემდეგ ან---------------------------ი არ უნახავს. იგივე გარემოებას ადასტურებს მოწმე გუ-–------–---–----ე, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის თვიდან მუშაობს მოპასუხის საცხოვრებელ სახლში (რეცხავს სარეცხს, ალაგებს). მისი განმარტებით, მას ერთხელაც კი არ უნახავს მოსარჩელე დ-------------------ი მ----------------–---–ის საცხოვრებელ სახლში და მას, როგორც ოჯახის საქმით დაკავებულ პირს, არასდროს მომსახურებია მოსარჩელე მხარეს (არ დაურეცხავს მისი სამოსი და ა.შ.).
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია 2015 წლის შემოდგომის პერიოდში, რაც თარიღობრივად უკავშირდება მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების გაფორმებას (10.09.2015 წელი). აღნიშნულ გარემოებას უარყოფს მოპასუხე და მიუთითებს, რომ მხარეები ჯერ კიდევ ე-------ში ცხოვრების პერიოდში ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2013 წლის ოქტომბრის თვიდან მათ ერთ ოჯახად არ უცხოვრიათ და მათი თანაცხოვრება იყო შეწყვეტილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
_მოწმეები ხ--------------–----ს, მ-----------------ს, ხ------–-------–----------------ს, არ---–-----------–---–ის და გუ-–------–---–----ის ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.6. მოპასუხის სახელზე 2--------- წელს აღრიცხული ავტომანქანა - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, მოიხსნა რეგისტრაციიდან 2--- წლის 28 იანვარს. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება 2013 წლის ნოემბრის თვეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იმგვარად დაზიანდა, რომ იგი ჩაბარებული იქნა ჯართის სახით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას აღნიშნული ავტომანქანის რეგისტრაციიდან მოხსნის მიზეზებთან დაკავშირებით, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ავტოავარიის შედეგად ამ მანქანის დაზიანების და უვარგის მდგომარეობაში ე.წ. ,,ჯართში“ ჩაბარების ფაქტს. ასეთი სახის მტკიცებულებად, სასამართლო ვერ მიიჩნევს მოწმე ხ------–-------–----------------სის და არ---–-----------–---–ის ჩვენება, რომლებიც ბუნდოვნად, არათანმიმდევრულად გადმოცემს ფაქტებს ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. ხ------–-------–----------------ს განმარტავს, რომ იგი 2--- წელს ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა შემდეგ აზუსტებს, რომ 2013 წლის ნოემბრის თვეში იმყოფებდა საქართველოში, მოპასუხის საცხოვრებელ სახლში და ავტოავარიის დროს თავადაც იჯდა იმ ავტომანქანაში მოპასუხესთან და მოპასუხის მეგობართან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანა ამოტრიალდა, მანქანაში მყოფი მგზავრები უვნებლად გადარჩნენ და მხოლოდ ხ------–-------–----------------ს დასჭირდა მცირედი სამედიცინო დახმარება. ავტომანქანის უვარგის მდგომარეობამდე მიყვანის ფაქტს საეჭვოდ ხდის ის გარემოებაც, რომ მოწმე არ---–-----------–---–ის მითითებით, ავტომანქანა თავისი სვლით შემოიყვანეს ნაავარიებ მდგომარეობაში მოპასუხის საცხოვრებელი სახლის ეზოში. ამდენად, მოპასუხე მხარის პოზიცია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ავტომანქანის - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველს წარმოადგენდა არა გაყიდვა, არამედ ამ ნივთის, როგორც გამოსაყენებლად უვარგისი ნივთის ჯართში ჩაბარება, არ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი სარწმუნო მტკიცებულებებით;
მოსარჩელე ან---------------------------ის მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული სადავო ავტომანქანის - M-------------------, სახელმწიფო ნომრით - W----- გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, გასხვისების (2--------- წელს) შედეგად ფულადი სახის სარგებელი არ მიუღია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
_მოწმეები ხ------–-------–----------------სის, არ---–-----------–---–ის ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, სადავო ავტომანქანა - B------------–-–----------------------, გამოშვების წელი - 2---, ფერი - თეთრი, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5----------------, სარეგისტრაციო მოწმობა N---------, რეგისტრაციის თარიღი 0--------- წელი, წარმოადგენს მეუღლეების, ან---------------------------ის და დ-------------------ი მ----------------–---–ის ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას. თავად მოსარჩელე მხარე მეუღლეებს შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის პერიოდს უკავშირებს საქმეში წარმოდგენილ, მხარეთა შორის 10.09.2015 წელს შედგენილ შეთანხმებას და ამავდროულად არ უთითებს კონკრეტულად პერიოდს, თუ როდის მოხდა ოჯახური თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტა. აღნიშნულის თაობაზე ზუსტ და სარწმუნო ინფორმაციას არც მოწმეების ხ--------------–----ს და მ-----------------ს ჩვენებები შეიცავს. მათი განმარტებით, მეუღლეებს შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა კონფლიქტების ფონზე საბოლოოდ შეწყდა 2015 წლის ბოლოს, თუმცა კონკრეტულ პერიოდს ვერ ასახელებენ. სადავო ავტომანქანა (B------------–-–----------------------) მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 0--------- წელს. საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც მოპასუხე მხარე მიუთითებს იმ მტკიცებულებაზე, რაც მითითებული დროისათვის, 2015 წლის ოქტომბრის თვეში, მეუღლეთა წერილობითი შეთანხმების (დათარიღებული 10.09.2015 წელს) შედგენის შემდგომ პერიოდში, მეუღლეების, ან---------------------------ის და დ-------------------ი მ----------------–---–ის ოჯახური თანაცხოვრების, საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივად არსებობის ფაქტს დაადასტურებდა. შესაბამისად, მოპასუხის სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება არ უნდა იქნეს მიჩნეული მხარეთა ქორწინების განმავლობაში, საერთო საოჯახო მეურნეობის ერთობლივად გაძღოლის პერიოდში შეძენილ ქონებად. აღნიშნული ავტომანქანა შეძენილია მოპასუხის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის, მეუღლეების ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 07.08.2018 წელს გაცემული ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 39-40).
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
_მოწმეები ხ--------------–----ს, მ-----------------ს ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.8. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–ო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 20.05.2--- წელს ან---------------------------ის მიმართ მომზადდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ან---------------------------ის 14.05.2--- წელს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე და მრავლობითი სისხლნაჟღენთები. სახეზე და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მარცხენა მუხლის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე არსებული ნაჭდევი ხანდაზმულობით არ შეესაბამება შესამოწმებლის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს. ხოლო დანარჩენი დაზიანებები (სისხლნაღჟენთები) ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან შესამოწმებლის მიერ მითითებული ტრავმის მიღების თარიღს - 09.05.2--- წელს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–ო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 13.12.2017 წელს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N--------- (ტომი 1, ს.ფ. 139-141).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალებებზე: 1. ,,P--------------”, სახელმწიფო ნომერი A------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------. 2. M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - W-----, მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მოსარჩელესთან საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის, ქორწინების დროს - ერთად ცხოვრების პერიოდში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ მოძრავ ნივთებთან მიმართებით უნდა დაკმაყოფილდეს. სატრანსპორტო საშუალება - B------------–-–----------------------, მოპასუხის მიერ შეძენილია ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ, რის გამოც მოსარჩელეს არ აქვს აღნიშნულ ნივთზე თანასაკუთრების მოთხოვნის უფლება და არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1158-ე-1160-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 1171-ე, 1172-ე და 1176-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ან---------------------------იმ სარჩელით მოითხოვა მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების: “P--------------”, სახელმწიფო ნომერი A------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი 1--------- წელი და B------------–-–----------------------, გამოშვების წელი - 2---, ფერი - თეთრი, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5----------------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ქორწინების განმავლობაში შეძენილი სატრანსპორტო საშუალების - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, რეგისტრაციის თარიღი - 2--------- წელი, სახელმწიფო ნომერი - W----- - განკარგვით მიღებული სარგებლის 31 000 ლარის 1/2 ნაწილის - 15500 ლარის გადასახდელად დაკისრება.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ან---------------------------ი და მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–- 2009 წლის 08 თებერვლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. დ-------------------ი-მ----------------–---–მა (ე-------ის მოქალაქე N--------) და ან---------------------------იმ (საქართველოს მოქალაქეო N---------) 0----------–--–ს ჯვარი დაიწერეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიაში. ან---------------------------ი და დ-------------------ი მ----------------–---–- დაქორწინდნენ 2----–-–-----------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-----------------ს შეეძინათ შვილი გ-------------------------------------------------------ი.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების N13 დანართის მიხედვით, მესამე თავი ეძღვნება მისი სამეფო უმაღლესობის, ბატონიშვილი ანას მეორე ქორწინებას. პირველ მეუღლესთან ბატონიშვილი ანას განშორებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, საპატრიარქომ ყურადღება შეაჩერა და სასიძოს კანდიდატურად მისაღებად მიიჩნია ე-------იდან საქართველოში გადმოსახლებული, მუხრანელ ბაგრატიონთა თავადური შტოს წარმომადგენელი - დ-------------------ი, რომელსაც საპატრიარქოში გამართულ სხვადასხვა წვეულებებზე პატრიარქი ახვედრებდა ბატონიშვილ ანას მშობლების თანდასწრებით. ნუგზარ ბატონიშვილი (მოსარჩელის მამა) ვარაუდობდა და იმედოვნებდა, რომ პატრიარქის ჩანაფიქრი - ბაგრატოვანთა ამ ორი შტოს დაქორწინების წესით გაერთიანება დაასრულებდა ამ ორ ოჯახს შორის არსებულ დავას. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ქორწინებიდან მოკლე პერიოდში, მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და აღნიშნული ქორწინება წარმატებული არ აღმოჩნდა. დადგენილია, რომ ან---------------------------ი და დ-------------------ი მ----------------–---–ი განქორწინდნენ 2----–-–----------------–ს, თუმცა როგორც მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა განქორწინების რეგისტრაციამდე.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კერძოდ კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, დ-------------------ი მ----------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა რეკვიზიტებია: 1. ,,P--------------”, სახელმწიფო ნომერი A------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი 1--------- წელი; 2. B------------–-–----------------------, გამოშვების წელი - 2---, ფერი - თეთრი, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5----------------, სარეგისტრაციო მოწმობა N---------, რეგისტრაციის თარიღი 0--------- წელი. დ-------------------ი მ----------------–---–-ს სახელზე 2--------- წლიდან ასევე რეგისტრირებული იყო სატრანსპორტო საშუალება - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - W-----, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად მითითებულია 2--------- წელი.
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ამდენად, სამართლებრივი ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებით ემსახურება სწორედ მეუღლეთა ურთიერთვალდებულებების სამართლიანი და ობიექტური ბალანსის უზრუნველყოფის მიზანს. ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო უძრავ და მოძრავ ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, ეკისრება მოპასუხეს, რომელის საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს. იგი ვალდებულია სარწმუნოდ დაადასტუროს, რომ სადავო ქონებაზე არ წარმოშობილა მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, მან უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ქონება არ არის შეძენილი ქორწინების განმავლობაში, მეურნეობის ერთობლივი გაძღოლის შედეგად. სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს თითოეული მეუღლის საკუთრებას. კერძოდ, ხსენებული სამართლებრივი ნორმით დადგენილია, რომ თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მისი მოსაზრებით, სარჩელში მითითებული ქონება არ წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას, ვინაიდან არ არის შეძენილი მეუღლეთა ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება. მოპასუხე მხარე არ ყოფილა დასაქმებული და მითითებული სატრანსპორტო საშუალებები, რაზეც მოსარჩელე მხარე აცხადებს სამართლებრივ პრეტენზიას, წარმოადგენს მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონებით ნაჩუქარ მოძრავ ნივთებს, შესაბამისად, ამ ქონებაზე მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია ქონებრივი უფლება. ამასთან, მოპასუხის მითითებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მოპასუხემ შეიძინა მოსარჩელე ან---------------------------თან საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ, მეუღლეთა ცალ-ცალკე ცხოვრების პერიოდში.
სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ, დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.).
მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული სატრანსპორტო საშუალებები შეძენილი იქნა მეუღლეების, ან---------------------------ის და დ-------------------ი მ----------------–---–-ს ქორწინების განმავლობაში, ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების პერიოდში. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ერთ-ერთი სატრანსპროტო საშუალება - ,,P--------------”, სახელმწიფო ნომერი A------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–-ს სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 2--- წლის 10 დეკემბერს.
მხარეები, ან---------------------------ი და დ-------------------ი მ----------------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2011 წლის 24 ივლისიდან და მათ შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით 2----–-–----------------–ს.
სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს, როგორც ქორწინების განმავლობაში ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის თანახმად, მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.
მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის პერიოდთან დაკავშირებით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ან---------------------------ის და მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–ს შორის განქორწინების რეგისტრაციამდე შეწყდა ოჯახური თანაცხოვრება. თავად მოსარჩელე მხარე მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის დროს უკავშირებს ა---------------------------სა და დ-------------------ი მ----------------–---–ს შორის 2015 წლის 10 სექტემბერს დადებულ წერილობით შეთანხმების თარიღს. მხარეებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებითაც. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, აღნიშნული შეთანხმება შედგენილია როგორც ე--------, ასევე ქართულ ენაზე და ამ შეთანხმებით ე-------ის კანონმდებლობის შესაბამისად დარეგულირებულია მეუღლეებს შორის ქორწინების შეწყვეტის შემდგომი ურთიერთობები. მითითებული შეთანხმებით განისაზღვრა მამის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი და ასევე საალიმენტო ვალდებულება. საქმის მასალებით, მოპასუხე მხარე აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე იხდის ალიმენტს არასრულწლოვანი შვილის - გ-------------------------------------------------------ის რჩენა-აღზრდის მიზნით. გარდა ამისა, 10.09.2015 წელს მხარეთა შორის დადებულ შეთანხმებით, ვინაიდან არ არსებობს მემკვიდრეობითი არათანასწორობა განქორწინებაში, ორივე მხარე თანახმაა, რომ მათ შორის არ იქნება ეკონომიკური კომპენსაცია. მითითებულ დათქმას, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარე განსხვავებულად განმარტავენ. მოსარჩელის პოზიციის მიხედვით, მხარეები ე-------ის კანონმდებლობით ოფიციალურად განქორწინებულები არ არიან. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ე-------ში არსებული კანონის მოთხოვნების საფუძველზე, მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა მოპასუხის მხრიდან ეკონომიკურ კომპენსაციაზე, რაც საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად არ უნდა იქნეს გაგებული მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე და აქედან გამომდინარე ქონებრივ უფლებებზე უარის თქმასთან. ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელე ა---------------------------ი სრულიად გასაგებად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოაყალიბებდა უარს ქორწინების განმავლობაში მიღებულ ქონებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან არ ფიქსირდება. მოპასუხის პოზიციის შესაბამისად კი, აღნიშნული შეთანხმებით, მოსარჩელემ უარი განაცხადა მეუღლის, დ-------------------ი მ----------------–---–ის მხრიდან ქონებრივ კომპენსაციის მიღებაზე, რასაც არ იზიარებს სასამართლო. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმების მე-5 პუნქტში ბუნდოვნად არის მითითებული ეკონომიკური კომპენსაციის არარსებობის თაობაზე, რაც გარკვეულწილად არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დარეგულირებულ ურთიერთობებს მეუღლეთა ქონებრივი უფლებების შესახებ. მეუღლეთა თანასწორუფლებიანობიდან გამომდინარე, ასევე, მოსარჩელესთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლო მითითებულ შეთანხმებაში დათქმულ პირობას (მე-5 პუნქტი) არ მიიჩნევს მოსარჩელე ან---------------------------ის მხრიდან ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებასთან მიმართებით საოჯახო-სამართლებრივი ნორმებიდან წარმოშობილ უფლებებზე უარის თქმად. მოსარჩელის მხარის პოზიციას 2015 წლის შემოდგომის პერიოდში მხარეთა ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შესახებ ადასტურებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები ხ--------------–---- და მ-----------------, როგორც მოსარჩელე ან---------------------------ის მეგობრები და ოჯახის ახლობლები. ისინი მიუთითებენ, რომ მეუღლეებს შორის საქორწინო ურთიერთობა საბოლოოდ შეწყდა 2015 წლის ბოლოს, შემოდგომის პერიოდში, ხოლო მანამდე, მეუღლეებს შორის ხშირი იყო კონფლიქტური ურთიერთობები. ე-------იდან საქართველოში დაბრუნების შემდგომ, ან---------------------------ი მუდმივად არ ცხოვრობდა მეუღლესთან, დ-------------------ი მ----------------–---–თან ერთად მ–--------------–--------------ში, ვინაიდან მოპასუხის საცხოვრებელი სახლში სარემონტო სამუშაოები იმ პერიოდისათვის არ იყო დასრულებული და მოსარჩელე შვილებთან ერთად იმყოფებდა თბ--–--ში, მამის საცხოვრებელ მისამართზე. ამასთან, მოსარჩელის შვილები (პირველი ქორწინებიდან) მუდმივად ცხოვრობდნენ მოსარჩელის მამის სახლში, თბ--–--ში, რის გამოც ან---------------------------ი უწყვეტად ვერ ახერხებდა მხარეთა საერთო არასრულწლოვან შვილთან, გ--------თან ერთად მოპასუხის საცხოვრებელ სახლში (მდებარე სა---------–ი) ყოფნას. იგი პერიოდულად იმყოფებდა როგორც სა---------–ი, ასევე თბ--–--ში, თავის შვილების (პირველი ქორწინებიდან) მოვლის, აღზრდის მიზნით. განსხვავებულ ინფორმაციას შეიცავს მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების ხ------–-------–----------------ს, არ---–-----------–---–ის და გუ-–------–---–----ის ჩვენებები (3.2.5). სასამართლო მოცემულ შემთხვევაში იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მოპასუხე მხარის მიერ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს, ვინაიდან მოპასუხის საცხოვრებელ სახლში დასაქმებული პირები, არ---–-----------–---–ი და გუ-–------–---–----ე მხოლოდ კვირაში რამდენიმე დღეს და ამ დღეების განმავლობაში რამდენიმე საათს ატარებენ მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას. მოსარჩელე მხარის მითითებით, კი მოსარჩელე ან---------------------------ი არა მუდმივად და უწყვეტად, არამედ მხოლოდ პერიოდულობით იმყოფებდა სა---------–ი მდებარე სახლში, ვინაიდან იგი ასევე დაკავებული იყო არასრულწლოვანი შვილების (პირველი ქორწინებიდან) აღზრდით, რომლებიც ცხოვრობდნენ მოსარჩელის მშობლების სახლში თბ--–--ში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი და ორივე მშობელს აქვს სტაბილური ნორმალური ურთიერთობა არასრულწლოვანთან. რამდენიმე წლის განმავლობაში მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობის არსებობას არც ერთი მხარე არ უარყოფს. ის გარემოება, რომ მათ შორის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერდამოკიდებულება იყო, აღნიშნული არ უნდა იქნეს მიჩნეული მხარეთა ოჯახური თანაცხოვრების ფაქტობრივ შეწყვეტად. თუნდაც ის ფაქტორი, რომ მოსარჩელე და მოპასუხე სხვადასხვა სახლში ცხოვრობდნენ, არ არის იმის განმაპირობებელი, რომ მათი ოჯახური ცხოვრება შეწყვევტილად ჩაითვალოს, მით უმეტეს, რომ საერთო შვილთან მიმართებით ორივე მშობელი ახორციელებდა მოვლა-მზრუნვველობას და პრობლემების გადაწყვეტას. მათი საქორწინო ურთიერთობის შეწყვეტა თარიღობრივად უკავშირდება საქმეში წარმოდგენილ მხარეთა შორის 10.09.2015 წელს გაფორმებულ შეთანხმებას. საწინააღმდეგო სახის სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შესძლო მოპასუხე მხარემ და ვერც იმ გარემოებაზე მიუთითა, თუ რამ განაპირობა, მისი მოსაზრებით მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობის 2013 წლის ოქტომბრის თვეში შეწყვეტის შემთხვევაში, ოჯახური ურთიერთობების დამარეგულირებელი შეთანხმების გაფორმება ორი წლის შემდგომ, 2015 წლის 10 სექტემბერს. ნათელია, რომ მითითებული შეთანხმებით, მოხდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საქორწინო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მათი ურთიერთობების მოწესრიგება, მათ შორის მამის შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა და საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე წარმოდგენილ სსიპ ლ----------------–--------–-----------------–ო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 20.05.2--- წელს ან---------------------------ის მიმართ მომზადებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, ან---------------------------ის 14.05.2--- წელს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე და მრავლობითი სისხლნაჟღენთები. სახეზე და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მარცხენა მუხლის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე არსებული ნაჭდევი ხანდაზმულობით არ შეესაბამება შესამოწმებლის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს. ხოლო დანარჩენი დაზიანებები (სისხლნაჟღენთები) ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან შესამოწმებლის მიერ მითითებული ტრავმის მიღების თარიღს - 09.05.2--- წელს. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების ფაქტს და იმ გარემოებას, რომ სწორედ მოპასუხე მხარემ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები მოსარჩელეს. საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. მათ შორის არც მოსარჩელე მხარის მიერ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულება. თავად მოპასუხე მხარე კი უარყოფს ყოველგვარი ძალადობის ფაქტს.
გარდა აღნიშნულისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე საქმეში წარმოდგენილ ინტერნეტ ვებგვერდიდან წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, დ-------------------ი მ----------------–---–მა მის ოფიციალურ გვერდზე 2013 წელს გამოაქვეყნა განცხადება მისი და ან---------------------------ის შორის საქორწინო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი არ ადასტურებს მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის ფაქტს. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობას, კონფლიქტურ სიტუაციას და პერიოდულად მათი-ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტს, არც მოსარჩელე მხარე უარყოფს, თუმცა მხოლოდ ამ განცხადების საფუძველზე არ დგინდება, მათ შორის ქორწინების, ცოლ-ქმრული ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტის ფაქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალება - ,,P--------------”, სახელმწიფო ნომერი A------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი 1--------- წელი, წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას, როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება. თანაზიარ საკუთრებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება, რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე, ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. საოჯახო სამართლებრივი ნორმის (1158-ე მუხლი) ივარაუდება. რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც მითითებულ ქონებაზე მოპასუხე მხარის ინდივიდუალური საკუთრების უფლებას (სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი) დაადასტურებდა. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე ან---------------------------ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხის სახელზე აღრიცხული სატრანსპორტო საშუალების, მოდელი - ,,P--------------”, სახელმწიფო ნომერი A------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი 1--------- წელი, 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ საფუძვლიანი და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
სარჩელით მოთხოვნილია ქორწინების განმავლობაში შეძენილი სატრანსპორტო საშუალების - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, რეგისტრაციის თარიღი - 2--------- წელი, სახელმწიფო ნომერი - W----- - განკარგვით მიღებული სარგებლის 31 000 ლარის 1/2 ნაწილის - 15500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლის მიხედვით, თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.
სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ შეფასებას საოჯახო-სამართლებრივი ნორმებით დადგენილ მეუღლეების საერთო საკუთრების დანაწესთან მიმართებით. დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა - M-------------------, სახელმწიფო ნომერი - W-----, მოპასუხე მხარის სახელზე აღირიცხა 2--------- წელს, ხოლო მისი რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა 2--------- წელს. დადგენილია, რომ მითითებულ პერიოდში მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილი არ იყო და ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე უწყვეტად არ იმყოფებოდა მოპასუხის საცხოვრებელ სახლში, თუმცა მითითებულ პერიოდში, მათი თანაცხოვრება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარის განმარტებით, მითითებული ავტომანქანა მოპასუხის მიერ არ გასხვისებულა, არამედ ავტომანქანა, რომელიც ავტოავარიის შედეგად იყო უვარგის მდგომარეობაში, ჩაბარებული იქნა ჯართში და მოპასუხეს არ მიუღია სარგებელი სარჩელში მითითებული ოდენობით. მოპასუხის ეს განმარტება არ ეყრდნობა რაიმე სახის მტკიცებულებას, რომელიც მის მოსაზრებას განამტკიცებდა. ამასთან, საქმეზე არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხის მიერ შეძენილი ა/მანქანის განკარგვის შედეგად მოსარჩელეს რაიმე სახის სარგებელი მიეღოს.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოცემულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის სახელზე 2--------- წელს აღრიცხული ავტომანქანა - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, მოიხსნა რეგისტრაციიდან 2--- წლის 28 იანვარს. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება 2013 წლის ნოემბრის თვეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იმგვარად დაზიანდა, რომ იგი ჩაბარებული იქნა ჯართის სახით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას აღნიშნული ავტომანქანის რეგისტრაციიდან მოხსნის მიზეზებთან დაკავშირებით, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ავტოავარიის შედეგად ამ მანქანის დაზიანებისა და შემდგომ, უვარგის მდგომარეობაში ე.წ. ,,ჯართში“ ჩაბარების ფაქტს. ასეთი სახის მტკიცებულებად, ვერ მიიჩნევა მოწმე ხ------–-------–----------------სის და არ---–-----------–---–ის ჩვენება, რომლებიც ბუნდოვნად, არათანმიმდევრულად გადმოცემენ ფაქტებს ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. ხ------–-------–----------------ს განმარტავს, რომ იგი 2--- წელს ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა შემდეგ აზუსტებს, რომ 2013 წლის ნოემბრის თვეში იმყოფებდა საქართველოში, მოპასუხის საცხოვრებელ სახლში და ავტოავარიის დროს თავადაც იჯდა იმ ავტომანქანაში მოპასუხესთან და მოპასუხის მეგობართან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანა ამოტრიალდა, მანქანაში მყოფი მგზავრები უვნებლად გადარჩნენ და მხოლოდ ხ------–-------–----------------ს დასჭირდა მცირედი სამედიცინო დახმარება. ავარიის შედეგად ავტომანქანის უვარგის მდგომარეობამდე მიყვანის ფაქტს საეჭვოდ ხდის ის გარემოებაც, რომ მოწმე არ---–-----------–---–ის მითითებით, ავტომანქანა თავისი სვლით შეიყვანეს დაზიანებულ მდგომარეობაში მოპასუხის საცხოვრებელი სახლის ეზოში. ამდენად, მოპასუხე მხარის პოზიცია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ავტომანქანის - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველს წარმოადგენდა არა გაყიდვა, არამედ ამ ნივთის, როგორც გამოსაყენებლად უვარგისი ნივთის ჯართში ჩაბარება, არ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი სარწმუნო მტკიცებულებებით. ამასთან, მართალია მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობას და განმარტავს, რომ მითითებული ავტომანქანას (მით უმეტეს დაზიანებულ მდგომარეობაში) აღნიშნული საბაზრო ღირებულება არ გააჩნდა, თუმცა აღნიშნულის დასტურად, გარდა ზეპირი განმარტებისა, რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, არ დგინდება, თუ რას წარმოადგენდა მოპასუხე მხარის მოსაზრებით ავტომანქანის ღირებულება გასხვისების დროისათვის. ამდენად, სასამართლო მითითებულ სატრანსპორტო საშუალებას - M-------------------, სახელმწიფო ნომრით - W----- გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, მიიჩნევს მეუღლეთა საერთო საკუთრებად, როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას და ადგენს, რომ მოსარჩელე ან---------------------------ის მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ზემოაღნიშნული სადავო ავტომანქანის გასხვისების (2--------- წელს) შედეგად ფულადი სახის სარგებელი არ მიუღია, რაც წარმოადგენს აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. გამომდინარე აღნიშნულიდან, ან---------------------------ის სარჩელის მოთხოვნა - მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ავტომანქანის - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, რეგისტრაციის თარიღი - 2--------- წელი, სახელმწიფო ნომერი - W----- - განკარგვით მიღებული სარგებლის ½ ნაწილის - 15500 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლით დადგენილია, რომ მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა შესაძლებელია როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ამავე კოდექსის 1171-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას. კერძოდ, ხსენებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მოპასუხე მხარე მიუთითებს ავტომანქანის ,,M-------------------“, სახელმწიფო ნომერი - W-----, გასხვისების შედეგად სარგებლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს ავტომანქანის რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღის მიხედვით. შესაბამისად, სარჩელი აღძრულია სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მხარეები, ან---------------------------ი დ-------------------ი მ----------------–---–ი განქორწინდნენ 2----–-–----------------–ს, რასაც ადასტურებს სსგს თბ--–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 23.02.2016 წელს გაცემული განქორწინების მოწმობა. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად, განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. განქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის განცხადება. ამავე კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი, თუ მოთხოვნის წარმოშობისა და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანხვედრაშია. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური მომენტი განქორწინების რეგისტრაციაა, ვინაიდან, განქორწინებული მეუღლეებისათვის იმთავითვე ცნობილი უნდა იყოს მოთხოვნის უფლების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, მითითებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის ხანდაზმულობის ვადის ათვლის პერიოდს წარმოადგენს მხარეთა შორის განქორწინების რეგისტრაციის პერიოდი. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების - B------------–-–----------------------, გამოშვების წელი - 2---, ფერი - თეთრი, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5----------------, სარეგისტრაციო მოწმობა N---------, რეგისტრაციის თარიღი 0--------- წელი, თანამესაკუთრედ ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შესძლო მოპასუხის მიერ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძვლად მითითებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებით. მოცემული დავის ფარგლებში დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა - B------------–-–----------------------, მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–ის სახელზე დარეგისტრირდა 0--------- წელს. მოპასუხე მხარის სამართლებრივ შედავებას ამ შემთხვევაში წარმოადგენს ის გარემოება, რომ მითითებული სატრანსპორტო საშუალების დროს მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში არ მომხდარა.
საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინიდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 1161-1162-ე მუხლებით.
სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მიხედვით, 1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. 3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.
შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლით დადგენილია გარემოებები, რომელთა არსებობისას მეუღლეებს შორის ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის დროს შეძენილი ქონება შეიძლება ჩაითვალოს ერთი მეუღლის ინიდივიდუალურ საკუთრებად. ამავე მუხლით გათვალისწინებულია წილთა თანაბრობის პრინციპისგან განსხვავებულად მეუღლეებს შორის ქონების განაწილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში მითითებულია, რომ კანონმდებელმა გამონაკლისის სახით გაითვალისწინა რეგისტრირებული ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტისას შეძენილი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად მიჩნევის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული უკავშირდება კონკრეტული საფუძვლების არსებობას, კერძოდ, დადგენილი წესიდან გადახვევა უნდა უკავშირდებოდეს არასრულწლოვანი შვილების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღებ ინტერესებს (იხ. სუსგ Nას - 1155-1084-2012, 14.01.2013 წ). ამდენად, დადგენილი პრაქტიკით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მეუღლეთა ფაქტობრივად დაშორების შემდეგ შეძენილი ქონება ერთი მეუღლის საკუთრებად შეიძლება გამოცხადდეს.
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, სადავო ავტომანქანა - B------------–-–----------------------, გამოშვების წელი - 2---, ფერი - თეთრი, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5----------------, სარეგისტრაციო მოწმობა N---------, რეგისტრაციის თარიღი 0--------- წელი, წარმოადგენს მეუღლეების, ან---------------------------ის და დ-------------------ი მ----------------–---–-ს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას. თავად მოსარჩელე მხარე მეუღლეებს შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის პერიოდს უკავშირებს საქმეში წარმოდგენილ, მხარეთა შორის 10.09.2015 წელს შედგენილ შეთანხმებას და ამავდროულად არ უთითებს კონკრეტულად პერიოდს, თუ როდის მოხდა ოჯახური თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტა. აღნიშნულის თაობაზე ზუსტ და სარწმუნო ინფორმაციას არც მოწმეების ხ--------------–----ს და მ-----------------ს ჩვენებები შეიცავს. მათი განმარტებით, მეუღლეებს შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა კონფლიქტების ფონზე საბოლოოდ შეწყდა 2015 წლის ბოლოს, თუმცა კონკრეტულ პერიოდს ვერ ასახელებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1176-ე მუხლის მიხედვით, საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე. საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი.
დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა (B------------–-–----------------------) მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 0--------- წელს. საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც მოპასუხე მხარე მიუთითებს იმ მტკიცებულებაზე, რაც მითითებული დროისათვის, 2015 წლის ოქტომბრის თვეში, წერილობითი შეთანხმების (დათარიღებული 10.09.2015 წელს) შედგენის შემდგომ პერიოდში, მეუღლეების, ან---------------------------ის და დ-------------------ი მ----------------–---–-ს ოჯახური თანაცხოვრების, საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივად არსებობის ფაქტს დაადასტურებდა. მეუღლეთა საერთო საკუთრებაა ის ქონება, რომელიც მათ რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას შეიძინეს. კანონმდებელი ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს ქორწინების პერიოდს, როდესაც ისინი ერთიანი ძალებით უძღვებიან საოჯახო მეურნეობას, რაც მოცემულ შემთხვევაში, სადავო ავტომანქანის რეგისტრაციის პერიოდისათვის არ დასტურდება. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება (B------------–-–----------------------) არ უნდა იქნეს მიჩნეული მხარეთა ქორწინების განმავლობაში, საერთო საოჯახო მეურნეობის ერთობლივად გაძღოლის პერიოდში შეძენილ ქონებად. მხარეთა შორის 10.09.2015 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში მხოლოდ ბუნდოვანი მითითებაა ეკონომიკური კომპენსაციის არარსებობის თაობაზე და ამასთან, არ არის კონკრეტული მითითება უკვე არსებულ ან მომავალში შეძენილ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების განსხვავებული წესი. ზემოთ მითითებული შეთანხმებით მხარეებმა განაცხადეს თანხმობა საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტაზე და ამითვე დაადასტურეს ის გარემოება, რომ ამ შეთანხმების დადებამდე მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება არსებობდა. მხარეებმა შეთანხმების მიხედვით დაარეგულირეს საქორწინო ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომი ურთიერთობები, მათ შორის მამის ბავშვთან ურთიერთობა, საალიმენტო ვალდებულებანი, თუმცა მითითებული შეთანხმებით არ მომხდარა მხარეთა შორის რაიმე ქონებრივი საკითხის გადაწყვეტა თუნდაც ოჯახური თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ შეძენილ ქონებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შეთანხმებით არ დარეგულირებულა რაიმე ქონებრივი კომპენსაციის საკითხი, რაც შეიძლებოდა მეუღლეებს ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჰქონოდათ ერთამენთის მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ავტომანქანა (B------------–-–----------------------) შეძენილია მოპასუხის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის, მეუღლეების ცალ-ცალკე ცხოვრების დროს, რაც წარმოადგენს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ერთ-ერთი მეუღლის, ამ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის ინდივიდუალურ საკუთრებად მიჩნევის საფუძველს.
ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის მიხედვით, სადავო ქონება - სატრანსპორტო საშუალება B------------–-–----------------------, გამოშვების წელი - 2---, ფერი - თეთრი, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5----------------, სარეგისტრაციო მოწმობა N---------, რეგისტრაციის თარიღი 0--------- წელი, წარმოადგენს მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–-ს საკუთრებას, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილის დადგენილი დანაწესისა. ვინაიდან აღნიშნული ქონება შეძენილია და მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია მხარეთა ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის შემდეგ, მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. შესაბამისად, სადავო ქონებაზე მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილ ნივთზე თანასაკუთრების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მასზე, როგორც თანასაკუთრების საგანზე, მოსარჩელე მხარეს რაიმე სახის ქონებრივი უფლება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, მოსარჩელე ან---------------------------ის სარჩელი მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–ის მიმართ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ აღიარების და თანხის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–ს მოსარჩელე ან---------------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 2235 ლარის ანაზღაურება;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბერს განჩინებით დაკმაყოფილდა ან---------------------------ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ: ყადაღა დაედო დ--------------------ი მ----------------–---–-ს (პ/N6----------) სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს: სახელმწიფო ნომრით A------ მოდელი P--------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი -თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, რეგისტრაციის თარიღი 1--------- წ. და სახელმწიფო ნომერი G------, მოდელი B----- გამოშვების წელი 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი 5----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი 0--------- წ.
იმის გათვალისწინებით, რომ ან---------------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასამართლო არ აუქმებს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბერს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ან---------------------------ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
1.1. ან---------------------------ი (პირადი N0----------) ცნობილ იქნეს ავტომანქანის - “P--------------”, სახელმწიფო ნომერი A------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი 1--------- წელი - ½ ნაწილის მესაკუთრედ;
1.2. დ-------------------ი მ----------------–---–ს (პირადი N6----------) ან---------------------------ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ავტომანქანის - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4----------------, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, რეგისტრაციის თარიღი - 2--------- წელი, სახელმწიფო ნომერი - W----- - განკარგვით მიღებული სარგებლის ½ ნაწილის - 15500 ლარის დაკისრება;
1.3. ან---------------------------ის (პირადი N0----------) სასარჩელო მოთხოვნა ავტომანქანა - B------------–-–----------------------, გამოშვების წელი - 2---, ფერი - თეთრი, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5-----------------ის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. დ-------------------ი მ----------------–---–ს (პირადი N6----------) ან---------------------------ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 2235 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე გიორგი მაისურაძე