1. განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.

2. განქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის განცხადება. განქორწინების რეგისტრაცია ასევე შეიძლება განხორციელდეს განქორწინების შესახებ ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს, თუ ერთ-ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, ასევე თუ ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

4. განქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანები