1. ქორწინება არ დაიშვება:
ა) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე;
ბ) პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება;
ვ) ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტები გამოიყენება გაშვილების შედეგად ნათესაური ურთიერთობის მოშლის შემთხვევაშიც.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. ამასთანავე, აღნიშნული ქვეპუნქტის მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4442 – ვებგვერდი, 03.10.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.09.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.09.2024 კანონი №4442
- 20.03.2015 კანონი №3347
წინა რედაქცია (28.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 54. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები 1. ქორწინება არ დაიშვება: ა) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე; ბ) პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის; გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერისულ მით მღებია ვადმყა როფომლებისან ჭკუც ასრ დაუსტობდიათ ს გამქართველოს ასამოქართლაქო კოდექსის 1172-ე მუხლის მერ ც-2 ნობაწილით გათვალისწინებული საქმორწინო ხელშეკრულება; ვ) ერთი და იმავე ბიოლოგიუუნრი სქესის წარმომადგენლებს შორის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტები გამოიყენება გაშვილების შედეგად ნათესაური ურთიერთობის მოშლის შემთხვევაშიც. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვი VIდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. ამასთანავე, აღნიშნული ქვეპუნქტის მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული.