1. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ:
ა) განქორწინების მსურველ მეუღლეებს ერთობლივად;
ბ) ერთ - ერთ მეუღლეს, თუ:
ბ.ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
ბ.ბ) მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო - უკვლოდ დაკარგულად;
ბ.გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3347);
ბ.დ) მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.
2. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მიმართოს განქორწინების მსურველი მეუღლის (მეუღლეების) წარმომადგენელმა. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3347
წინა რედაქცია (28.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 56. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უ ფლებამოსილება 1. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ: ა) განქორწინების მსურველ მეუღლეებს ერთობლივად; ბ) ერთ - ერთ მეუღლეს, თუ: ბ.ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ; ბ.ბ) მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო - უკვლოდ დაკარგულად; ბ.გ) (ამეორე მეუღლე სასამართლოს მიერ ცნობიულია ქმედუუნაროდ- 20.03.2015, №3347); ბ.დ) მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა. 2. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მიმართოს განქორწინების მსურველი მეუღლის (მეუღლეების) წარმომადგენელმა. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.