1. ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან.
2. (ამოღებულია - 16.12.2015, №4650).
3. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვან პირთა ქორწინება დაიშვება მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო თანხმობაზე უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4650 - ვებგვერდი, 28.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.12.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.12.2015 კანონი №4650
წინა რედაქცია (28.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 51. საქორწინო ასაკი 1. ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 2. 16 წელს მიღწეული (არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო თანხმობაზე უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე - 16.12.2015, №4650). 3. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვან პირთა ქორწინება დაიშვება მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო თანხმობაზე უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.