განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001872378
საქმე №2/ბ-1269-2018
გ ა ნ ჩი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები : თამარ სვანიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),სიმონ ჩხაიძე, ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელე/შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - ხ------- ს--–------ე
წარმომადგენელი - ნ------- ბ---–-----
მოწინააღმდეგე მხარე (შეგებებული მოსარჩელე/მოპასუხე) - ლ---- გ----–---
წარმომადგენელი - შ----- კ----------ე
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი - ნ----- ბ----------
არასრულწლოვან ლ----, თ-------- და დ-------- გ----–----ის საპროცესო წარმომადგენელი - თ----- მ---–---
დავის საგანი - ალიმენტი, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტ ხ------- ს--–------ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
1.2. აპელანტ ლ---- გ----–---ს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
ხ------- ს--–------ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხედ ლ---- გ----–--- დაასახელა და მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების-ლ----, თ-------- და დ-------- გ----–----ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ითხოვა. თითოეულის სასარგებლოდ 200 ლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ლ---- გებალაიამ შეგებებული სარჩელი აღძრა ხ------- ს--–------ის მიმართ, განქორწინება და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის მამასთან განსაზღვრა ითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით:
2002 წლის 23 ნოემბრიდან მოპასუხესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად თანაცხოვრებისას შეეძინათ სამი შვილი. 2----–-–---------------- დაბადებული ლ---- გ----–---, 2----–-–------------------- დაბადებული თ-------- გ----–---, 2----–-–--------–--- დაბადებული დ-------- გ----–---. არასრულწლოვანი შვილები 2016 წლის ივნისის თვიდან დედასთან ცხოვრობენ.
მოპასუხე არის მეზღვაური. მის ხელფასს შეადგენს კონტრაქტით გათვალისწინებული ყოველთვიური 14 100 აშშ დოლარი.
2016 წლის ივნისის თვიდან, მას შემდეგ რაც მოპასუხე წავიდა ნაოსნობაში, 10 თვის განმავლობაში დღემდე შვილებისათვის გამოგზავნილი აქვს მხოლოდ 260 აშშ დოლარი, ხოლო მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, ნაოსნობიდან დაბრუნების შემდეგ ოჯახში აღარ მოსულა.
მოსარჩელემ ალიმენტის სახით თითოეული ბავშვის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 2000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხის პოზიცია:
ლ---- გ----–---მ სარჩელი არ ცნო. და თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს.
შეგებებული მოსარჩელის განმარტებით:
იგი პროფესიით მეზღვაურია, კერძოდ, გემის უფროსი ინჟინერ-მექანიკოსი. მისი პროფესიიდან გამომდინარე იგი ხშირად იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში და მხოლოდ რამოდენიმე თვით ბრუნდებოდა ოჯახში. მას საკმაოდ სოლიდური შემოსავალი ჰქონდა ხელფასის სახით, რომლითაც სრულად უზრუნველყოფდა ოჯახის, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების რჩენას.
მოსარჩელის განმარტებით, მან გენერალური მინდობილობა გაუფორმა მეუღლეს, ხ------- ს--–------ეს, რომლის საფუძველზეც მას სრული წვდომა გააჩნდა მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე, ასევე უფლება ჰქონდა დაედო ნებისმიერი გარიგება ამ უკანასკნელის სახელით, გამოეყენებინა თანხები, შეეძინა და გაესხვისებინა უძრავი ქონება, მოძრავი ნივთები, დაედო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, მაგრამ ეს ყოველივე მიმართული უნდა ყოფილიყო შვილების და მათი ოჯახის სასიკეთოდ და არა საზიანოდ. მოპასუხის მიერ აღნიშნული გენერალური მინდობილობის გამოყენებით, მასთან შეუთანხმებლად დადებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა დიდ ნაწილზე მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა.
როდესაც 2016 წელს ჩამოვიდა საქართველოში, მას ანგარიშზე თანხა საერთოდ აღარ დახვდა, რამაც გაუჩინა ლოგიკური კითხვები მეუღლის მიმართ. მალე მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე მხარეს მასთან შეუთანხმებლად და ფარულად აღებული ჰქონდა ფულადი ვალდებულებები ათეულზე მეტ სხვადასხვა კერძო თუ იურიდიული პირებისაგან, რამაც საბოლოო ჯამში სოლიდური თანხა შეადგინა.
ამასთან, ორი უძრავი ნივთი, რომელიც სამომხმარებლო სესხის ფარგლებში შეძენილი იქნა ამ უკანასკნელის მიერ და რომლებიც მისსავე სახელზეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, შეზღუდული სანივთო უფლების გარდა, დაყადაღებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე.
ასევე პროკურატურაში შესულია რამოდენიმე პირის განცხადება მოპასუხის მიმართ შესაძლო თაღლითობის ფაქტზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება.
ყოველივე ამან გამოიწვია მეუღლეთა შორის უთანხმოება, რის გამოც გადაწყვიტა მეუღლესთან განქორწინება.
ამასთან, მოსარჩელის დაუდასტურებელი ინფორმაციით მოპასუხე ჩაბმულია აზარტულ თამაშებში. ამდენად, აუცილებელი გახდა შვილების ინტერესების უპირობო დაცვა, რასაც ხ------- ს--–------ე ვერ უზრუნველყოფს.ითხოვს შვილების საცხოვრებელ ადგილად თავისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას.
მოპასუხის პოზიცია:
ხ------- ს--–------ემ სარჩელი არ ცნო. ამტკიცებს, რომ მისი ყველა ქმედება შეთანხმებული იყო მოსარჩელესთან და მიმართული იყო ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება შვილების საცხოვრებელ ადგილს, იგი უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილებით: ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხ------- ს--–------ის სარჩელი ლ---- გ----–---ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე; დაეკისრა ლ---- გ----–---ს არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–---------------- დაბადებული ლ---- გ----–---ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 04 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე; დაეკისრა ლ---- გ----–---ს არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------------- დაბადებული თ-------- გ----–---ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 04 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე; დაეკისრა ლ---- გ----–---ს არასრულწლოვანი შვილის, 2010 წლის 03 ივლისს დაბადებული დ-------- გ----–---ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 04 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე; დაეკისრა ლ---- გ----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 540 ლარის ოდენობით; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ---- გ----–---ს შეგებებული სარჩელი ხ------- ს--–------ის მიმართ განქორწინების და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე; შეწყდა ხ------- ს--–------ეს (დაბ. 20.09.1974წ. პ/ნ№6----------) და ლ---- გ----–---ს (დაბ. 22.09.1977წ. პ/ნ№6----------) შორის 2002 წლის 23 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება; არასრულწლოვანი შვილების ლ---- გ----–---ს, თ-------- გ----–---ს და დ-------- გ----–---ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, ხ------- ს--–------ის საცხოვრებელი ადგილი; ხ------- ს--–------ეს დაეკისრა ლ---- გ----–---ს სასარგებლოდ ლ---- გ----–---ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარის ანაზღაურება; გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ხ------- ს--–------ე და ლ---- გ----–--- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2002 წლის 23 ნოემბრიდან.
ერთად ცხოვრების განმავლობაში შეეძინათ სამი ვაჟიშვილი: 2----–-–---------------- დაბადებული ლ---- გ----–---, 2----–-–------------------- დაბადებული თ-------- გ----–--- და 2----–-–--------–--- დაბადებული დ-------- გ----–---.
ლ---- გ----–--- პროფესიით არის მეზღვაური, ამჟამად წარმოადგენს უფროს ინჟინერ-მექანიკოსს, მას კონტრაქტები გაფორმებული აქვს უცხო ქვეყნის სხვადასხვა საზღვაო კომპანიებთან და ხშირად უწევს წასვლა შორეულ ნაოსნობაში. ნაოსნობაში ყოფნის პერიოდში მისი ანაზღაურება შეადგენს თვეში დაახლოებით 14000 აშშ დოლარს.
მხარეები 2016 წლის ივნისიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილები ლ---- გ----–---, თ-------- გ----–--- და დ-------- გ----–--- ცხოვრობენ დედასთან ხ------- ს--–------ესთან ერთად ქ. ბ------ში, გ------------ის ქ.N-, ბ------ში.
ბავშვებს აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში შექმნილი აქვთ აღზრდა-განვითარებისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო.
დადგენილი იქნა, რომ ბავშვების სურვილია საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან. თუმცა როგორც თავად განმარტეს, მათ მამასთან აქვთ კარგი ურთიერთობა, ნახულობენ მამას, მაშინ როდესაც იგი ბრუნდება ნაოსნობიდან .
გარდა აღნიშნულისა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უფროსი შვილი ლ---- გ----–-- 2010 წლიდან დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და არის ინსულინდამოკიდებული, რის გამოც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას. ამასთან, დადგენილი იქნა, რომ მისი მკურნალობის დაფინანსება ხდება იშვიათი დაავადების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა მომსახურების პროგრამით, თუმცა სასამართლომ გაიზიარა ხ------- ს--–------ის წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ გარდა პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსებისა ლ---- გ----–---ს ასევე სჭირდება განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის დაცვა, რაც ასევე დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გაიზიარა ლ---- გ----–---ს წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ლ---- გ----–--- იღებს ხარჯებს არასრულწლოვანი შვილების მოვლა-პატრონობისათვის, მათ შორის მის მიერ გაღებული იქნა ლ---- გ----–---ს დამატებითი მკურნალობის ხარჯებიც.
როგორც ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნით და მხარეთა განმარტებით დადგინდა, ხ------- ს--–------ე არის თვითდასაქმებული, აწყობს ე.წ „ფურშეტებს“, ღებულობს შეკვეთებს საკონდიტრო ნაწარმზე და მისი შემოსავალი შეადგენს თვეში დაახლოებით 1300 მდე ლარს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში მხარეთა მიერ გამოტანილი იქნა სს „საქართველოს ბანკიდან“ დიდი ოდენობით იპოთეკური სესხი, რომელსაც იხდის ლ---- გ----–---.
საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით და მხარეთა განმარტებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ------- ს--–------ის მიერ ქორწინების პერიოდში სხვადახსვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან აღებული იქნა სესხის სახით დიდი ოდენობით თანხები, როგორც მისი, ასევე მეუღლის ლ---- გ----–---ს სახელზე, რომელიც მის მიერ არ იქნა გადახდილი და ამჟამად გააჩნია დიდი ოდენობით დავალიანებები, რის გამოც მიმდინარეობს არაერთი სამოქალაქო დავა.
სასამართლომ განმარტა:
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ აქვს, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება უნდა შეწყვეტილიყო.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად ბავშვების საცხოვრებელი ადგილი სასამართლომ უნდა განსაზღვროს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვების სწორად აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, ამასთან ბავშვის აღზრდის პირობებში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლების მატერიალური პირობებიც. მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ როგორი გარემოს შექმნას შეძლებენ მშობლები ბავშვებისათვის. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი შვილების სურვილია საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან და არ შეიცვალოს მათი საცხოვრებელი პირობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ლ---- გ----–---ს, თ-------- გ----–---ს და დ-------- გ----–---ს საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის ხ------- ს--–------ის საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლომ განმარტა, რომ ლ---- გ----–---ს, როგორც მამას, რომელიც ამჟამად არ ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ეკისრება გარკვეული ვალდებულებები, კერძოდ, იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის. აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს ლ---- გ----–---ს არასრულწლოვანი შვილების ლ---- გ----–---ს, თ-------- გ----–---ს და დ-------- გ----–---ს სასარგებლოდ, იქნება თვეში 500-500 ლარი.
ძირითადი და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა: ბავშვის უფლებათა კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები, ასევე ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 55-ე და 61-ე მუხლები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356-ე მუხლი.
ხ------- ს--–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე/მოპასუხე ხ------- ს--–------ის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.
აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.
აპელანტის განმარტებით, ლ---- გ----–---ს საერთო წლიური შემოსავალია 126.900 აშშ დოლარი, რაც არასწორად დაადგინა სასამართლომ და შესაბამისად, არასწორად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა .
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში მხარეთა მიერ გამოტანილია ს.ს ,,საქართველოს ბანკიდან" დიდი ოდენობით იპოთეკური სესხი, რომელსაც იხდის ლ---- გ----–---. ლ---- გ----–---ს 2017 წლის ივნისიდან დღემდე არ გადაუხდია ს.ს ,,საქართველოს ბანკთან" გაფორმებული იპოთეკური სესხით გათვალისწინებული პროცენტი. საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ს.ს. ,,საქართველოს ბანკის" სარჩელის საფუძველზე დაწყებულია წარმოება ბათუმის საქალაქო სასმართლოში.
ამ და სხვა გარემოებების გამო აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა, სახელდობრ ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ლ---- გ----–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული მოსარჩელე/მოპახუხე ლ---- გ----–---ს მიერაც იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.
აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა, სახელდობრ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მან დააზუსტა სააპელაციო საჩივარი განმარტა რომ ალიმენტის ნაწილში არ ასაჩივრებს გადაწყვეტილებას და მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მცირეწლოვან შვილებს თითქოს დედასთან შექმნილი აქვთ, კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო, ასევე ბავშვებს სურვილი აქვთ საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან.
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სასამართლო თვითდასაქმებულად მოიხსენიებს მოწინააღდეგე მხარეს, როდესაც მას აქვს მოქმედი კომპანია და აწყობს სხვადასხვა ღონისძიებებს, აქვს შემოსავალი.
ხ------- ს--–------ეს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებიდან აქვს აღებული სესხის სახით დიდი ოდენობით თანხები, როგორც მისი, ასევე ლ---- გაებელაიას სახელზე. აღნიშნული სესხის თანხები ხ------- ს--–-----ის მიერ არ იქნა გადახდილი, რის გამოც მიმდინარეობს არაერთი სამოქალაქო დავა.
სასამართლოს მიერ არ მოხდა შეფასება, იმ გარემოებისა თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მცირეწლოვანი შვილებზე დედის დიდი ოდენობით ვალდებულებებს. ამ საკითხზე ერთი სიტყვა არ არის ნახსენები თვით სოციალური მუშაკის "დასკვნაში".
სასამართლომ საერთოდ უყურადღებოდ დატოვა ის გარემოება, რომ მათი მხარე ეჭვის ქვეშ აყენებდა დედის კეთილისნიდისიერ დამოკიდებულებას შვილების თუნდაც ყოფითი პირობების მიმართ.
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს მოწმის დაკითხვის თაობაზე, რომელიც წარმოადგენდა ხ------- ს--–------ის ერთ-ერთ კრედიტორს და რომელიც აღნიშნავდა, რომ ყველა იმ პირს, რომლის წინაშეც ფულადი ვალდებულებაც გააჩნდა ხ------- ს--–------ეს, იგი პირდებოდა თანხმების გადახდას, როდესაც ლ---- გ----–---ს დაეკისრებოდა ალიმენტი, - ე.ი. თანხა, რომელიც უნდა მოხმარებოდა მცირეწლოვანი შვილების ინტერესებს, უნდა მოხმარებოდა ხ------- ს--–------ის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების გასტუმრებას.
სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა ყურადღება გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მცირეწლოვან შვილებს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ მიწოდებული არც დედის და არც სოციალური მუშაკის მიერ, რომელსაც ეს ვალდებულება გააჩნდა, თუ რა სასამართლო დავა მიმდინარეობდა მშობლებს შორის. მათი მხარისათვის ცნობილია ის გარემოება, რომ ლ---- გ----–--ს მიერ დღემდე გადახდილი ალიმენტი, არ ხმარდება მის მცირეწლოვან შვილებს, მათ ამაზე საერთოდ არა აქვთ ინფორმაცია.
ამ და სხვა გარემოებების გამო აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა, რომლითაც იგი ითხოვს შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ ხ------- ს--–------ის და ლ---- გ----–---ს სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა
პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ ხ------- ს--–------ეს და ლ---- გ----–---ს რეგისტრირებული ქორწინებაში პერიოდში შეეძინათ სამი ვაჟიშვილი: 2----–-–---------------- დაბადებული ლ---- გ----–---, 2----–-–------------------- დაბადებული თ-------- გ----–--- და 2----–-–--------–--- დაბადებული დ-------- გ----–---.
ლ---- გ----–--- არის მეზღვაური, რომელსაც კონტრაქტები გაფორმებული აქვს უცხო ქვეყნის სხვადასხვა საზღვაო კომპანიებთან და ხშირად უწევს წასვლა შორეულ ნაოსნობაში. ნაოსნობაში ყოფნის პერიოდში რაც შეადგენს წელიწადში 7-8 თვეს მისი ანაზღაურება შეადგენს თვეში დაახლოებით 14000 აშშ დოლარამდე.
დადგენილია, რომ მხარეები 2016 წლის ივნისიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილები ლ---- გ----–---, თ-------- გ----–--- და დ-------- გ----–--- ცხოვრობენ დედასთან ხ------- ს--–------ესთან ერთად ქ. ბ------ში, გ------------ის ქ.N-, ბ------ში.
საქმეში წარმოდგენილი (ს/ფ 137-138) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 14 აგვისტოს დასკვნით დადგენილია, რომ ბავშვებს დედის საცხოვრებელ ბინაში შექმნილი აქვთ აღზრდა-განვითარებისათვის კეთილსაიმედო სოციალური გარემო: საცხოვრებელი პირობები კარგია, ბინა გარემონტებული და კეთილმოწყობილია, მოწესრიგებულია კომუნალური მდგომარეობა, ბავშვებს თავიანთი ასაკის შესაბამისად მოწყობილი აქვთ თავიანთი კუთხე, უზრუნველყოფილია მათი ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება, ბავშვები არასოდეს არიან მარტო და უმეთვალყურეოდ. ბავშვების პედაგოგებთან გასაუბრებიდან გაირკვა, რომ ხ------- ს--–------ე არის ძალიან აქტიური და ყურადღებიანი მშობელი. ხ------- ს--–------ე არის თვითდასაქმებული, აწყობს ე.წ „ფურშეტებს“, ღებულობს შეკვეთებს საკონდიტრო ნაწარმზე და მისი შემოსავალი შეადგენს თვეში დაახლოებით 1300 ლარამდე.
საქმეში წარმოდგენილი (ს/ფ 340-344) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგის 2018 წლის 03 მარტის დასკვნით დადგენილია, რომ ბავშვებმა გამოხატეს დედასთან ყოფნის/ცხოვრების სურვილი, ჩანს დედასთან ,,სანდო მიჯაჭვულობა“.
როგორც საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრიდან დანიშნული არასრულწლოვანი ლ----, თ-------- და დ-------- გ----–----ის საპროცესო წარმომადგენლის თ----- მგელაძის სააპელაციო შესაგებლით, ისე მის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტებიდან ირკვევა (30.05.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 12:09-12:12 სთ.), იგი მხარს უჭერს არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილად დედის - ხ------- ს--–------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხდა ბავშვებთან გასაუბრება.
2019 წლის 07 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოკითხული არასრულწლოვანების - ლ----, თ-------- და დ-------- გ----–----ის გამოკითხვიდან ერთმნიშვნელოვნად ირკევევა, რომ მათი სურვილია საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან.
სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს ,,ქ--------–----------------------იდან" მიღებული მტკიცებულებით დგინდება, რომ ხ------- ს--–------ე პ/ნ 6---------- 2013 წლიდან 2017 წალამდე შპს ,,ქ--------–----------------------ის" მონაცემთა ბაზაში ფიქსირებულია 2-ჯერ და წაგებული თანხის ოდენობა შეადგენს 100 დოლარს.
დადგენილია, რომ ლ---- გ----–---მ ალიმენტის ნაწილში სააპელაციო მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
სამართლებრივი დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს,რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას იქნება ეს ალიმენტი თუ მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ა.შ. სასამართლოსათვის ამოსავალი წერტილი ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის (უპირატესი ინტერესი)(main intrest) დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის-სამოქალაქო კოდექსის არა ერთი ნორმა ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალურ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აწესებენ სახელმწიფო პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩაურევლობის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც, განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის კანონიერი უფლებების დაცვისათვის. საქართველოს საკასაციო სასამართლომ თავის ერთერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ამ მხრივ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ,,სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასსრულწლოვანის ინტერესებს, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითია.!!
,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას.
ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ ადგენს, განქორწინების შემთხვევაში, შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს თუ მამასთან. მშობლების განქორწინებისას თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ეს უნდა განისაზღვროს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-1 მუხლით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო 1199-ე მუხლი განსაზღვრავს მშობლების ვალდებულებას მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელონ ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. 1200-ე მუხლის შესაბამისად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ;
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი ადგენს მშობლების განქორწინებისასა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრიოს წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. 1202-ე მუხლის თანახმად კი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება- მოვალეობები;
ყველა ეროვნული თუ საერთაშორისო ნორმა, რომელიც არეგულირებს ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივ სფეროს, ცალსახად განმარტავს, რომ ყველა პირი, რომელიც მონაწილეობს ბავშვის აღზრდა/განვითარებაში, ვალდებულია გააკეთოს ეს მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოიცავს ამ პირთა ვალდებულებას განახორციელონ ქმედებები ისე, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი ფსიქოემოციური ცვლილებები არ გამოიწვიოს ბავშვის ხასიათსა და მის აღქმაში. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უკავშირდება ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ადგილას საცხოვრებლად გადაყვანას უნდა განხორციელდეს მშობლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში აღნიშნულის განხორციელება დაუშვებელია სასამართლო კონტროლისა და შესაბამისი სოციალური დაცვის ორგანოების ჩართულობის გარეშე;
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს;
კონკრეტულ შემთხვევში სრულიად ცალსახადაა გამოკვეთილი, რომ არასრულწლოვნების სურვილია საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან.
ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ცვლილების აუცილებლობა უნდა დასტურდებოდეს სათანადო ორგანოების დასკვნით, თავად არასრულწლოვანის მოსმენით, მისი შინაგანი მიჯაჭვულობისა და ფსიქოემოციური დამოკიდებულების გათვალისწინებით. აღნიშნული დაუშვებელია შეცვლილი ადგილის საყოფაცხოვრებო პირობების შემოწმებისა და მასში ბავშვისათვის აუცილებელი გარემოს შექმნის გარეშე. დაუშვებელია აღნიშნული განხორციელდეს რომელიმე მშობლის მხრიდან სპონტანურად, შეუთანხმებლად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების გარეშე;
საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური დასკვნით ასევე ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ბავშვებს აქვთ მყარი მიჯაწვულობის განცდა დედასთან.
რაც შეეხება ლ---- გ----–---ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხ------- ს--–------ე არის აზარტული თამაშების მოყვარული და დამოკიდებული პალატა არ იზიარებს და მიუთითებს რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული-არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლ---- გ----–---ს შუამდგომლობა შპს ,,ქ--------–----------------------ის“ და შპს ,,ს--–--დან“ მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე, იმ საკითხის გასარკვევად ღებულობდა თუ არა მონაწილეობას შპს ,,ქ--------–----------------------ის“ მიერ ორგანიზებულ აზარტულ თამაშებში, ხ------- ს--–------ე, თუ ღებულობდა რა ინტენსივობით და რა ოდენობით თანხები იქნა მის მიერ წაგებული.
შპს ,,ქ--------–----------------------იდან“ მიღებული მტკიცებულებით ,,ხ------- ს--–------ე პ/ნ 6---------- 2013 წლიდან 2017 წლამდე შპს ,,ქ--------–----------------------ის“ მონაცემთა ბაზაში ფიქსირებულია ორჯერ და წაგებული თანხის ოდენობა შეადგენს 100 დოლარს.“
ცხადია 5 წლის განმავლობაში 2-გზის კაზინოში სტუმრობა და თამაში ვერ გახდება იმგვარი შეფასების საფუძველი, რომ ხ------- ს--–------ე დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე-რაც შესაძლოა მის შვილებისათვის საფრთხის შემცველი იყოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს ევროსასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - № 25735/94, 31.07.2000, თ.კ. და კ.მ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ (სუსგ.ას-1449-1369-2017 20/04/2018);
უზენაესი სასამართლოს განმარტებით „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (სუსგ ას-53-51-2016,06.07.2016წ.). „ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში, ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა“... „ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის ჯანსაღი ფსიქოემოციური განვითარებისათვის შესაფერისი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დედასთან ცხოვრება ლ----ს, თ--------ს და დ--------ს საუკეთესო ინტერესი იქნება. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, ფსიქოლოგისა და ბავშვის წარმომადგენლის მოსაზრებები. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო რასაკვირველია ასევე ითვალისწინებს ბავშვების სურვილს დედასთან ცხოვრების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ლ---- გ----–---ს მოთხოვნას წარმოადგენს შვილების საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. გასათვალისწინებელია, რომ დედა არ ითხოვს მამის რაიმე უფლების შეზღუდვას, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს მათ აღზრდას დედის სოციალურ გარემოში. ლ---- გ----–--- სარწმუნო და სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს, რომ რაიმე ფორმით ხ------- ს--–------ე გაურბოდა დედის ვალდებულებების შესრულებას ან არაჯეროვნად ასრულებდა მათ. ასევე სათანადოდ ვერ ადასტურებს, რომ ხ------- ს--–------ე აზარტული თამაშების მოყვარულია, რის გამოც ბავშების მასთან ყოფნა საფრთხის შემცველია. ლ---- გ----–--- ასევე აპელირებს ხ------- ს--–------ის მიერ აღებულ ვალდებულებებზე, თუმცა ვერ ადასტურებს, რომ ისინი აღებული არაა საერთო საოჯახო მიზნებიდან გამომდინარე.
სააპელაციო პალატა ითვალიწინებს იმ გარემოებასაც, რომ ლ---- გ----–--- მეზღვაურია, რის გამოც მას ხანგრძლივად უწევს ნაოსნობაში ყოფნა, რა დროსაც ბავშვები პრაქტიკულად უმეთვალყურეოდ დარჩებიან.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დედის - ხ------- ს--–------ის შვილებთან დაშორების და არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლის რაიმე ობიექტური წინაპირობა.
პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს იმ საკითხს, რომ ბავშვებმა სრულიად ერთმნიშვნელოვნად დედასთან ცხოვრების სურვილი დააფიქსირეს.
რაც შეეხება ალიმენტის ოდენობას! (ხ------- ს--–------ის სააპელაციო საჩივრის ნაწილი).
პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ლ---- გ----–---ს მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა მართებულად განსაზღვრა, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში ხ------- ს--–------ის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს;
სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ლ----, თ-------- და დ-------- გ----–----ი არიან სკოლის მოსწავლეები, მათი უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი უზრუნველყოფილ იქნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. აღნიშნული კი, ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველთვიურად, ლ---- გ----–---სათვის (აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხ------- ს--–------ეც დასაქმებულია და აქვს საკმაოდ კარგი შემოსავალი, ამასთან, კანონის თანახმად, მასაც აქვს შვილების რჩენის ვალდებულება) თითოეული არასრულწლოვნის სასარგებლოდ დაკისრებული 500 ლარი, არასრულწლოვანი ბავშვების რჩენისათვის გონივრული ოდენობაა და მოცემული მდგომარეობით არ არსებობს მეტის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება ხ------- ს--–------ის აპელირებს იმაზე, რომ ლ---- გ----–---ს აქვს ჯამრთელობის პრობლემები, რის გამოც მისი მოვლისათვის საჭიროა გაცილებით მეტი თანხები, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ალიმენტის ოდენობის გაზრდის სამართლებრივ საფუძველს, ცხადია ხ------- ს--–------ეს აქვს კანონისმიერი უფლება, ხოლო მოთხოვნას დადასტურების შემთხვევაში სამართლებრივი პერსპექტივაც- მოითხოვოს დამატებით ხარჯებში მშობლის მონაწილეობა, რაც წინამდებარე დავის განხილვის საგანი ვერ გახდება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ------- ს--–------ის და ლ---- გ----–---ს სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
ლ---- გ----–---ს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; ხოლო ხ------- ს--–------ე, სსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ------- ს--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ლ---- გ----–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება;
4. ხ------- ს--–------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. ლ---- გ----–---ს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინეის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით;
9. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /თამარ სვანიძე/
მოსამართლეები: /სიმონ ჩხაიძე/
/ირმა პერანიძე/