გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2018
საქმის ნომერი
511210018002645746
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

511210018002645746

საქმე №2-205-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.11.2018 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი

მოსამართლე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: - ჯე--ლ გე-–--ე;

მოპასუხე: - თე---ა ია------ე;

დავის საგანი:- განქორწინება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ჯე--ლ გე-–--ესა და თე---ა ია------ეს შორის შეწყდეს 2010 წლის 09 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ თე---ა ია------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ჯე--ლ გე-–--ე და თე---ა ია------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2010 წლის 09 თებერვლიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (იხ. ს/ფ 17);

 

3.2.2. ჯე--ლ გე-–--ეს და თე---ა ია------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - ლი--ი გე-–--ე (დაბ: 25.02.201წ) და ლი-ა გე-–--ე (დაბ: 27.06.2012წ.).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;

 

3.2.3. ჯე--ლ გე-–--ე და თე---ა ია------ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ჯე--ლ გე-–--ეს ჰყავს მეორე ოჯახი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შე--ჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე, 36-ე მუხლები;

- ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის’’ მე-16 მუხლი;

- სამოქალაქო და პოლიტი-ური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 23-ე მუხლი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები;

- ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, 58-ე, 55-ე, 61-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალი--ებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალი--აცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

 

,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის’’ პრეამბულა მიუთითებს, ,,ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს. გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო...”

 

მითითებული დეკლარაციის მე-16 მუხლის თანახმად, სრულასაკოვნებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე, დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ ისინი სარგებლობენ ერთნაირი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალ და სრული თანხმობისას. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.

 

სამოქალაქო და პოლიტი-ური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 23-ე მუხლის თანახმად, ოჯახი საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მი--ნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შე--ვალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. A

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. სასამართლოს უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღე--ტებოდეს 6 (ექვს) თვეს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალი--ი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო.

 

6.4. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ოჯახი არის ქორწინებაზე, ურთიერთგაგებაზე და პატივისცე--ზე დაფუძნებული პირთა თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანაცხოვრება. ამდენად, როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა აუცილებელი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩლე კატეგორიულად წინააღმდეგია ქორწინების შენარჩუნების. ამასთან, მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელში არ ცნო სარჩელი და არ ეთანხმება წარმოდგენილ სარჩელს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მეუღლეთა (მხარეთა) შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მათი ქორწინებაში დატოვება დაარღვევს მეუღლეთა ქორწინებაში ყოფნის ნებაყოფლობით პრინციპს. შესაბამისად, ჯე--ლ გე-–--ეს და თე---ა ია------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება უნდა შეწყდეს.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, 58-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას. ამდენად ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

ხსენებულ საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ მხოლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისი და ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფი--ი-ური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფი--ი-ური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ 2018 წლის 24 სექტემბერს გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე ჯე--ლ გე-–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შეწყდეს ჯე--ლ გე-–--ეს (დაბ: 13.03.1988წ. პ/ნ 26001015485) და თე---ა ია------ეს (დაბ: 12.11.1990წ. პ/ნ 26001030459) შორის 2010 წლის 09 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №35201030027);

 

3. განე--რტოს მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

4. მოპასუხე - თე---ა ია------ეს დაეკისროს მოსარჩელე - ჯე--ლ გე-–--ის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი ლარი) ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32) გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ლანჩხუთი, ნინოშვილის ქ. №44) მეშვეობით;

 

მოსამართლე ნანა ჯოხაძე