გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210017002219789
საქმე №2-1001-17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.02.2018 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: - ამ----ნ ჩა-----ე;
წარ-ომადგენელი: - მე---ბ ფუ--------ა;
მოპასუხე: - ირ-ა მუ-------ე;
წარ-ომადგენელი: - გო-ა ძი---------–---–ი;
დავის საგანი:- განქორწინება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ამ----ნ ჩა-----ესა და ირ-ა მუ-------ეს შორის შეწყდეს 1991 წლის 04 მარტს რეგისტრირებული ქორწინება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ ირ-ა მუ-------ემ წარ-ოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ამ----ნ ჩა-----ე და ირ-ა მუ-------ე რეგისტრირებულ ქორწინება–ი იმყოფებიან 1991 წლის 04 მარტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (იხ. ს/ფ 14);
3.2.2. ამ----ნ ჩა-----ეს და ირ-ა მუ-------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ლა–ა ჩა-----ე, რომელიც 27 (ოცდა–ვიდი) წლისაა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესაგებელი (იხ. ს/ფ 26-36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2.3. ამ----ნ ჩა-----ე და ირ-ა მუ-------ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ირ-ა მუ-------ე წლებია (ათ წელზე მეტი) იმყოფება საბერძნეთში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ. ს/ფ 1-12);
- შესაგებელი (იხ. ს/ფ 26-36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე, 36-ე მუხლები;
- ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის’’ მე-16 მუხლი;
- სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთა–ორისო პაქტის 23-ე მუხლი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები;
- ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, 58-ე, 55-ე, 61-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარ-ოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიე---დ გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარ-ოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლება–ი გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორ-ების შესაბამისად, რაც წარ-ოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარ-ოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარ-ოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის’’ პრეამბულა მიუთითებს, ,,ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარ-ოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს. გენე---ლური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო...”
მითითებული დეკლარაციის მე-16 მუხლის თანახმად, სრულასაკოვნებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე, დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ ისინი სარგებლობენ ერთნაირი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინება–ი ყოფნის დროს და განქორწინებისას. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალ და სრული თანხმობისას. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთა–ორისო პაქტის 23-ე მუხლის თანახმად, ოჯახი საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინება–ი ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. A
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. სასამართლოს უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 (ექვს) თვეს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. ხსენებული ნორ-ების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორ-ხრივი ნების გამოვლენაა საჭირო.
6.4. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ოჯახი არის ქორწინებაზე, ურთიერთგაგებაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული პირთა თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანაცხოვრება. ამდენად, როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორ-ხრივი ნების გამოვლენაა აუცილებელი. მოცემულ შემთხვევა–ი დადგენილია, რომ მოსარჩლე კატეგორიულად წინააღმდეგია ქორწინების შენარჩუნების. ამასთან, მოპასუხე მხარემ წარ-ოდგენილ შესაგებლში არ ცნო სარჩელი და არ ეთანხმება წარ-ოდგენილ სარჩელს.
მოცემულ შემთხვევა–ი, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მეუღლეთა (მხარეთა) შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მათი ქორწინება–ი დატოვება დაარღვევს მეუღლეთა ქორწინება–ი ყოფნის ნებაყოფლობით პრინციპს. შესაბამისად, ამ----ნ ჩა-----ესა და ირ-ა მუ-------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება უნდა შეწყდეს.
6.5. სასამართლო მიუთითებს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, 58-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალა–ი შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადა–ი უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას. ამდენად ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევა–ი ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
ხსენებულ საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ მხოლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისი და ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევა–ი მოსარჩელის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ამ----ნ ჩა-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს ამ----ნ ჩა-----ეს (დაბ: 1968 წლის 22 ოქტომბერს, პ/ნ 33001054919) და ირ-ა მუ-------ეს (დაბ: 1966 წლის 20 დეკემბერს, პ/ნ 33001054916) შორის 1991 წლის 04 მარტს ოზურგეთის რაიონის ბაილეთის სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული ქორწინება;
3. განემარტოს მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
4. მოპასუხე - ირ-ა მუ-------ეს დაეკისროს მოსარჩელე - ამ----ნ მუ-------ის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორ-ოცდაათი ლარი) ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევა–ი გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობა–ი მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარ-ომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა–ი (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32) გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადა–ი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე ნანა ჯოხაძე