გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.03.2019
საქმის ნომერი
190310019002825757
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3-3--1-

25.03.201- წელი ქ. რუსთავი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნო---------–-–---–ი

 

მოპასუხეები - ამ--------------ა, აბ-------------------ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ამ--------------ასა (დაბ: 1-.0-.1----–--–ი) და აბ-------------------ის (დაბ: 0-.0-.1--- წელი) მიმართ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 14 იანვარს რეგისტრირებული N2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 11 დეკემბერს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ დარეგისტრიებულ იქნა №2----------- განქორწინების აქტის ჩანაწერი, რომლის საფუძელზეც შეწყდა მექორწინებიის, ამ--------------ასა და აბ-------------------ის სახელზე 2009 წლის 21 დეკემბერს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინების № 2---------- აქტის ჩანაწერი.

 

შემდგომში, ამავე სამასხურის მიერ 2014 წლის 14 იანვარს ამავე პირების - ამ--------------ას და აბ-------------------ის მიმართ დარეგისტრირდა №2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერი. აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განხორციელდა სამოქალაქო აქტის გაორება, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოშობს. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ამ--------------ასა და აბ-------------------ის სახელზე არსებობდა 2013 წელს რეგისტრირებული განქორწინების აქტის ჩანაწერი, ამავე პირების მიმართ, არ არსებობდა 2014 წელს განქორწინების რეგისტრაციის საფუძველი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხე აბ-------------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი სცნო და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

მოპასუხე ამ--------------ას სარჩელი თანდართული მასალით ჩაბარდა 201- წლის 23 თებერვალს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. 201- წლის 25 მარტის სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადებულა, რის გამოც სასამართლოსთვის უცნობია მისი პოზიცია საკითხთან მიმართებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2009 წლის 21 დეკემბრის N2---------- ქორწინების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ ამ--------------ა და აბ-------------------ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2009 წლის 21 დეკემბრის N2---------- ქორწინების აქტი (ს.ფ 42)

 

3.1.2. 2013 წლის 04 დეკემბერს განცხადებით მიმართა მოპასუხე ამ--------------ამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განქორწინების რეგისტრაციის მიზნით. განცხადებას თანდაურთო 2013 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება ამ--------------ასა და აბ-------------------ს შორის ქორწინების შეწყვეტის თაობაზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამ--------------ას განცხადება (ს.ფ 43)

- 2013 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ 44-45)

 

3.1.3. 2013 წლის 11 დეკემბერს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ დარეგისტრირდა № 2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერი, რომლითაც ამ--------------ა და აბ-------------------ი განქორწინდნენ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2013 წლის 11 დეკემბერის № 2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერი. (ს.ფ 41).

 

3.1.4. 2014 წლის 14 იანვარს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განმეორებით დარეგისტრირდა № 2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერი, რომლითაც ამ--------------ა და აბ-------------------ი განქორწინდნენ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2014 წლის 14 იანვრის № 2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერი. (ს.ფ 40).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელი თავისი არსით წარმოადგენს შეცილებით სარჩელს.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის იანვარს რეგისტრირებული N2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი დაკავშირებულია კონკრეტული პირების - ამ--------------ასა და აბ-------------------ის უფლებებსა და მოვალეობებთან და მან წარმოშვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი.

 

6.2. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამოქალაქო აქტების სახეები, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობები და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოები. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტი არის აღნიშნული კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 14 იანვარს რეგისტრირებული N2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერი წარმოადგენს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერს - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, მოპასუხეებს - - ამ--------------ასა და აბ-------------------ის შორის განქორწინებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 14 იანვარს რეგისტრირებული N2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

6.3. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად - დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა. სხვა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა), ხსენებული საკანონმდებლო აქტის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბათილად ცნობს სასამართლო. ამდენად, ნათელია კანონმდებლის ნება, რომ განქორწინების სამოქალაქო აქტის ბათილად ცნობა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2009 წლის 21 დეკემბერს N2---------- ქორწინების აქტის ჩანაწერით განხორციელდა ამ--------------ასა და აბ-------------------ის ქორწინების რეგისტრაცია. 2013 წლის 04 დეკემბრის განცხადებით ამ--------------ამ მოითხოვა განქორწინების აქტის რეგისტრაცია. განცხადებას თანდაურთო 2013 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება ამ--------------ასა და აბ-------------------ს შორის ქორწინების შეწყვეტის თაობაზე.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2013 წლის 11 დეკემბერს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ დარეგისტრირდა № 2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერი, რომლითაც ამ--------------ა და აბ-------------------ი განქორწინდნენ.

 

2014 წლის 14 იანვარს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განმეორებით დარეგისტრირდა № 2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერი.

 

6.4. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცდა „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი“. მითითებული ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული წესი არეგულირებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, პირის დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის, ასევე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი განქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის განცხადება. განქორწინების რეგისტრაცია ასევე შეიძლება განხორციელდეს განქორწინების შესახებ ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების 42-ე მუხლის შესაბამისად განქორწინების რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილ პირთა განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.

 

ამავე ბრძანების 43-ე მუხლში ჩამოთვლილია განქორწინების რეგისტრაციისთვის წარსადგენი საბუთების ნუსხა, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად განცხადებას განქორწინების რეგისტრაციის თაობაზე უნდა დაერთოს:

ა) განქორწინების მსურველი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო მეუღლეთა ერთობლივი განცხადების შემთხვევაში – ორივე მეუღლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) წარმომადგენლის პირადობის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განცხადებას წარადგენს განქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი;

გ) შესაწყვეტი ქორწინების მოწმობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ამ--------------ასა და აბ-------------------ს შორის არსებობდა 2013 წელს რეგისტრირებული განქორწინების აქტის ჩანაწერი, შესაბამისად ამავე პირების მიმართ არ არსებობდა 2014 წელს განქორწინების რეგისტრაციის საფუძველი.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 14 იანვარს რეგისტრირებული N2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით.

 

ამრიგად, მოსარჩელე მითითებული მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 3--ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ამ--------------ასა (დაბ: 1-.0-.1----–--–ი) და აბ-------------------ის (დაბ: 0-.0-.1--- წელი) მიმართ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 14 იანვარს რეგისტრირებული N2---------- განქორწინების აქტის ჩანაწერი.

 

3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი