განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2020
საქმის ნომერი
330210018002532330
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002532330

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/389-19 24 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - თამთა ოთარაშვილი

აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - დ----- დ----ე

წარმომადგენელი - გ--------–-------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი - ს--–---- გ------ე

წარმომადგენელი - ლ--–-------------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - 1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება 1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ----- დ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეწყდა ქორწინება დ----- დ----ეს პ/ნ 6----------) და ს--–---- გ------ეს (პ/ნ 3----------) შორის, რეგისტრირებული 2017 წლის 12 ოქტომბერს, აქტის ჩანაწერი N01173006620. დ----- დ----ის სარჩელი მოპასუხე ს--–---- გ------ის მიმართ, საერთო ქონების გაყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ს--–---- გ------ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე დ----- დ----ის მიმართ, საერთო ვალების გაყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე დ----- დ----ე და მოპასუხე ს--–---- გ------ე დაქორწინდნენ 2017 წლის 12 ოქტომბერს. მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა, ფაქტობრივად, შეწყვეტილია და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. 2.2. მოსარჩელე ცხოვრობს ბათუმში, გენ. მ------–---–ის ქუჩა N3-----ში; მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა. 2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ავტომანქანა ,,HYUNDAI ELANTRA”, გამოშვების წელი - 2011, შასი - 5----------------, ფერი - შავი. ტექ.პას. N----------, რეგისტრაციის თარიღი 2018 წლის 25 აპრილი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ს--–---- გ------ის სახელზე. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე 15.06.2018 წლიდან რეგისტრირებულია გირავნობის და სესხის ხელშეკრულება, დადებული ს--–---- გ------ესა და სს ,,ლ-------------ს“ შორის; 2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - N------, მარკა, მოდელი ,,ჰიუნდაი ელანტრა“, გამოშვების წელი 2011, საიდენტიფიკაციო ნომერი 5----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, გაცემული 06.07.2018წ. რეგისტრირებულია ნ--------–-–-----------ის (პასპ. NT--------) სახელზე. სამართლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის. 2.5. შპს ,,ს---------–---–---------------------------ის“ მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს მომზადებული აუდიტორული დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების ღირებულება შეადგენს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარს. ავტომანქანის შეფასების აქტის მიხედვით, მისი მახასიათებლებია: ავტომობილის მარკა ,,ჰიუნდაი ელანტრა“. სახელმწიფო ნომერი - N------ გამოშვების წელი - 2011, საინდეტიფიკაციო ნომერი - 5----------------, ფერი - შავი. 2.6. მოპასუხე ს--–---- გ------ის მითითებით, მის მიერ სადავო სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს დადგა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც ავტომანქანა იქნა დაზიანებული, რამაც გამოიწვია ნივთის ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირება; პოლიციის ლეიტენანტი ს--–---- გ------ე 2016 წლიდან მსახურობს შს ორგანოებში. იგი არის საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს III სახაზო-საპატრულო სამმართველოს (დიდუბე-ჩუღურეთი) პატრულ-ინსპექტორი. გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 2018 წლის 24 ივლისს პოლიციის ლეიტენანტ ს--–---- გ------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დამტკიცდა დასკვნა. სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ დ----- დ----ე და ს--–---- გ------ე 2017 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შორის ხანგრძლივი პერიოდია არსებობს დაძაბული ურთიერთობა და ფინანსური პრობლემები. მათ შორის სადავო იყო ,,HYUNDAI ELANTRA”-ს მარკის ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით S------, რომელიც იმყოფებოდა ს--–---- გ------ის მფლობელობაში და რომლის კუთვნილების საკითხს სადავოდ ხდიდა დ----- დ----ე. 2018 წლის 14 ივნისს დ----- დ----ე და ს--–---- გ------ე ერთმანეთს შეხვდნენ ქ. თბილისში, გლდანის მასივის მე-6 მკ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ შორის საუბარი გადაიზარდა კონფლიქტში და ფიზიკურ დაპირისპირებაში. ვითარების განმუხტვის შემდეგ, დ----- დ----ემ დატოვა ტერიტორია და 126-ზე გააკეთა შეტყობინება. მოცემული ა/მანქანა ს--–---- გ------ემ 2018 წლის 06 ივლისს გაყიდა, დ----- დ----ეს კი აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის. გარდა ამისა, დ----- დ----ემ 2018 წლის 15 ივნისს განახორციელა კიდევ ერთი ზარი 126-ზე, სადაც დააფიქსირა, რომ ს--–---- გ------ეს შეემთხვა ავტოავარია, რის შესახებაც საპატრულო პოლიციისათვის არ უცნობებია. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხულმა ს--–---- გ------ემ დაადასტურა აღნიშნული ფაქტები და განმარტა, რომ დ----- დ----ე ერთ-ერთი კონფლიქტისას დაემუქრა ცეცხლსასროლი იარაღით, რომლითაც იგი გადაადგილდება, რის გამოც მისი ახსნა-განმარტების ასლები სათანადო რეაგირებისათვის გადაიგზავნა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში და აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში. პოლიციის ლეიტენანტმა ს--–---- გ------ემ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა დ. დ----ესთან კონფლიქტში შესვლაში, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციის ლეიტენანტ ს--–---- გ------ეს შეეფარდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური. 2.7. ს--–---- გ------ეს დ----- დ----ესთან ქორწინების პერიოდში აღებული ჰქონდა თანხები სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში აღებული ვალები 6527 (ექვსი ათას ხუთას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით დაიფარა ს--–---- გ------ის მიერ. ამჟამად, ს--–---- გ------ეს საბანკო თუ სხვა საფინანსო დაწესებულებების წინაშე არ გააჩნია სასესხო დავალიანება; ს--–---- გ------ის მითითებით, მან საკრედიტო ვალდებულებები შეასრულა, სადავო ავტომანქანის გასხვისებით მიღებული თანხით. მოსარჩელისვე განმარტებით, ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტამდე, დ----- დ----ე იღებდა მონაწილეობას საბანკო დაწესებულებების წინაშე საკრედიტო დავალიანების დაფარვაში. 2.8. მხარეთა განმარტებით, ს--–---- გ------ეს და დ----- დ----ეს რეალურად ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონიათ. მათი ქორწინების განმავლობაში, დ----- დ----ე უმეტესად არ ცხოვრობდა ს--–---- გ------ესთან ერთ ოჯახად. დ----- დ----ე ცხოვრობდა ცალკე ქ. ბათუმში, ხოლო ს--–---- გ------ე - თბილისში. მათ ფაქტობრივად საერთო საოჯახო მეურნეობა არ ჰქონიათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაიკითხა დ----- მ-------–---–ი და რ----- გ----------–---–ი, რომლებიც წარმოადგენენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და მუშაოებენ ს--–---- გ------ესთან ერთად. ორივე მათგანი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ს--–---- გ------ე ფლობდა და სარგებლობდა ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ელანტრათი“. ს--–----სგან გადმოცემით იცოდნენ მათ, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა მეუღლის საჩუქარს. მანქანით უწყვეტად სარგებლობდა ს--–---- გ------ე. ჩუქებას არ დასწრებია არც ერთი მოწმე. მხარეს მანქანა სამსახურში მიუყვანა ძმამ. მოწმე დ----- მ-------–---–ის განმარტებით, ქორწინების განმავლობაში, ს--–---- გ------ე ცხოვრობდა ქ. თბილისში, გლდანის მე-8 მკ/რ-ში. დ----- დ----ე პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისში. ს--–---- გ------ის ვალების არსებობის თაობაზე ცნობილი იყო მოწმე რ----- გ----------–---–ისათვის, თუმცა დეტალები მისთვის ცნობილი არ არის. 2.9. ს--–---- გ------ის განმარტებით, მას და დ----- დ----ეს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2018 წლის 14 ივნისის შემდეგ. საწინააღმდეგო სახის გარემოებაზე და მტკიცებულებაზე დ----- დ----ის წარმომადგენელს არ მიუთითებია. მოპასუხე ს--–---- გ------ის მითითებით, თანაცხოვრების პერიოდში დ----- დ----ის მიერ ასევე შეძენილი იქნა სხვა ავტომანქანაც (მარკა, მოდელი - BMW X6), რომელიც ირიცხებოდა ასევე ს--–---- გ------ის სახელზე, თუმცა აღნიშნულ ავტომანქანას ფლობდა მოსარჩელე, ს--–---- გ------ეს არ აქვს პრეტენზია აღნიშნულ მანქანასთან დაკავშირებით. ასევე, დ----- დ----ემ თანაცხოვრებაში შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,აუდი Q7”, რომელიც ასევე გასხვისდა და დაიფარა სალომბარდე დაწესებულების წინაშე არსებული დავალიანება. მოპასუხის განმარტებით, სადავო ავტომანქანა, მარკა, მოდელი - ,,HYUNDAI ELANTRA”-ს, სახელმწიფო ნომრით S------, წარმოადგენდა დ----- დ----ის მიერ ქორწინების პერიოდში, მეუღლისათვის, ს--–---- გ------ისათვის ნაჩუქარ ქონებას. მოპასუხე აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებდა პირადი სარგებლობისთვის, უწყვეტად ფლობდა მანქანას და მხოლოდ იგი მართავდა მას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე დ----- დ----ე ძირითადად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, რეალური ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონდა მოპასუხე მხარესთან, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება დ----- დ----ის მიერ სადავო მოძრავი ნივთით (ა/მანქანით) ფლობის, სარგებლობის ფაქტი, სასამართლომ დადასტურებულად ვერ მიიჩნია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება სადავო ავტომანქანაზე (მარკა, მოდელი - ,,HYUNDAI ELANTRA”-ს, სახელმწიფო ნომრით S------) მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების შესახებ, ვინაიდან არ დადგინდა აღნიშნული მანქანის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის და მიზნებისათვის შეძენის ფაქტი. მოპასუხე ს--–---- გ------ე მის სახელზე რეგისტრაციის შემდეგ, ავტომანქანას დამოუკიდებლად ფლობდა, სარგებლობდა, მართავდა ქონებას. მან განკარგა ავტომანქანა და მიიღო კონკრეტული თანხა ავტომანქანის ღირებულების შესაბამისი. ქორწინების განმავლობაში ერთ-ერთი მეუღლისათვის ჩუქებით გადაცემულ ქონებაზე არ ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრება და იგი წარმოადგენს დასაჩუქრებულის, ამ შემთხვევაში ს--–---- გ------ის ინდივიდუალურ საკუთრებას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქოკოდექსის 1159-ე მუხლი). 2.11. ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. 2.12. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ავტომანქანა ,,HYUNDAI ELANTRA”, გამოშვების წელი - 2011, შასი 5----------------, ფერი - შავი. ტექ.პას. N----------, რეგისტრაციის თარიღი 2018 წლის 25 აპრილი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ს--–---- გ------ის სახელზე. ამდენად, დადგენილია, რომ სადავო ქონების მოპასუხის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი განხორციელდა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში. დღეის მდგომარეობით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გასხვისებულია და მესაკუთრეს წარმოადგენს სხვა პირი. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშნით - N------, მარკა, მოდელი - ,,ჰიუნდაი ელანტრა“, გამოშვების წელი 2011, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, გაცემული 06.07.2018წ. რეგისტრირებულია ნ--------–-–-----------ის (პასპ. NT--------)სახელზე. 2.13. საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილიაოჯახის გაძღოლის საერთომიზნების უზრუნველსაყოფად. 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის მიხედვით, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. მოპასუხე მხარის სამართლებრივ შედავებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ს--–---- გ------ის სახელზე აღრიცხული სადავო სატრანსპორტო საშუალება, რაზეც მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით აცხადებს სამართლებრივ პრეტენზიას, წარმოადგენს არა მეუღლეთა თანასაკუთრებას, არამედ, მეუღლისაგან, დ----- დ----ისაგან ს--–---- გ------ისათვის ჩუქებით გადაცემულ ქონებას. 2.15. კანონმდებელი ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს ქორწინების პერიოდს, როდესაც ისინი ერთიანი ძალებით უძღვებიან საოჯახო მეურნეობას. ქორწინების პერიოდში, ერთ-ერთი მეუღლისათვის ჩუქების საფუძველზე გადაცემული ქონება ამ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას განეკუთვნება და მეორე მეუღლეს მასზე რაიმე სახის ქონებრივი უფლება არ წარმოეშობა. კანონის მიზანი განქორწინებულ მეუღლეებს ქონებრივი მდგომარეობის სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების და განაწილების გარანტს უქმნის როგორც ინდივიდისათვის აღიარებული უფლების უზრუნველყოფაში, ისე თანაზიარ თუ წილობრივ ვალდებულებებში. სამოქალაქო კოდექსის მიერ მეუღლეთა ინდივიდუალური და საერთო საკუთრების უფლებრივი მდგომარეობების განსაზღვრის აუცილებლობა და ლეგიტიმურობა სწორედ ზემოაღნიშნული გარანტიების სამართლიანი გადანაწილების უზრუნველყოფას ემსახურება. 2.16 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის მოწმეთა ჩვენებით) ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილ გარემოებაზე, იმის შესახებ, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალება არ იყო შეძენილი ოჯახის, დ----- დ----ისა და ს--–---- გ------ის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, მათი საერთო მიზნებისათვის. ს--–---- გ------ის განმარტებით, ავტომანქანა აჩუქა დ----- დ----ემ, შესაბამისად, აღნიშნულ ავტომობილს ფლობდა, მართავდა და სარგებლობდა მისით მხოლოდ მოპასუხე ს--–---- გ------ე, რასაც ადასტურებენ მოწმეები დ----- მ-------–---–ი და რ----- გ----------–---–ი. მხარეთა განმარტებით, დადგენილია, რომ ს--–---- გ------ეს და დ----- დ----ეს რეალურად ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონიათ. მათი ქორწინების განმავლობაში, დ----- დ----ე უმეტესად არ ცხოვრობდა ს--–---- გ------ესთან ერთ ოჯახად. დ----- დ----ე ცხოვრობდა ცალკე ქ. ბათუმში, ხოლო ს--–---- გ------ე თბილისში. მათ ფაქტობრივად საერთო საოჯახო მეურნეობა არ ჰქონიათ. სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე დ----- დ----ე ძირითადად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, რეალური ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონდა მოპასუხე მხარესთან, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება დ----- დ----ის მიერ სადავო მოძრავი ნივთით (ა/მანქანით) ფლობის, სარგებლობის ფაქტი, სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას სადავო ავტომანქანაზე (მარკა, მოდელი - ,,HYUNDAI ELANTRA”-ს, სახელმწიფო ნომრით S------) მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების შესახებ, ვინაიდან არ დადგინდა აღნიშნული მანქანის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, კეთილდღეობის მიზნით შეძენის ფაქტი. 2.17. დ----- დ----ე და ს--–---- გ------ე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2017 წლის 12 ოქტომბრიდან. ს--–---- გ------ეს და დ----- დ----ეს რეალურად ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონიათ. მათი ქორწინების განმავლობაში, დ----- დ----ე ცხოვრობდა ცალკე ქ. ბათუმში, ხოლო ს--–---- გ------ე - თბილისში. მათ ფაქტობრივად საერთო საოჯახო მეურნეობა არ ჰქონიათ. მათ შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა 2018 წლის 14 ივნისის შემდგომ, როდესაც მხარეთა შორის მოხდა ურთიერთდაპირისპირება. 2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. 2.19. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ არის დადგენილი, რომ საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული სესხი ს--–---- გ------ის მიერ აღებული იყო ოჯახის საჭიროებისათვის, საერთო ოჯახური მეურნეობის გაძღოლის მიზნით, მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. თავად მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მეუღლეებს ერთ ოჯახად ფაქტიურად არ უცხოვრიათ, რეალურად ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონიათ. შესაბამისად, ვერ დადასტურდა გარემოება იმის შესახებ, რომ აღებული სესხის თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს. შესაბამისად, აღნიშნული ვალი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეუღლეთა საერთო ვალად.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს დ----- დ----ემ და ს--–---- გ------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები დ----- დ----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლებია: 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს ს--–---- გ------ესა და დ----- დ----ეს ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონიათ და თითქოს დ----- დ----ე მათი ქორწინების განმავლობაში უმეტესად არ ცხოვრობდა ს--–---- გ------ესთან ერთად ერთ ოჯახად, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ქორწინების პერიოდში მხარეები ერთად ცხოვრობდნენ და ჰქონდათ საერთო საოჯახო მეურნეობა. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ეყრდნობა მოპასუხის ახსნა-განმარტებას. ამასთან ეს ფაქტობრივი გარემოება ეწინააღმდეგება თვით სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, სადაც მითითებულია, რომ მეუღლეები ფაქტობრივად ცალ-ცალკე ცხოვრობენ 2018 წლის 14 ივნისიდან. რაც შეეხება ავტომანქანის ჩუქების ფაქტს სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ მოწმეების დ----- მ-------–---–ის და რ----- გ----------–---–ის ჩვენებებს, რომ მოწმეები ს--–---- გ------ის თანამშრომლები და მეგობრები არიან ამავდროულად. მათ განაცხადეს, რომ ს--–----სგან გადმოცემით იცოდნენ, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა მეუღლის საჩუქარს და არა თანასაკუთრებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩუქების ფაქტს არცერთი მოწმე არ შესწრებია, რადგანაც ესეთი ფაქტი არასდროს მომხდარა და ავტომანქანა წარმოადგენდა ოჯახის საერთო საკუთრებას. 3.1.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო ავტომანქანა HYUNDAI ELANTRA, სახელმწიფო ნომრით S------, წარმოადგენდა დ----- დ----ის მიერ ქორწინების პერიოდში, მეუღლისათვის, ს--–---- გ------ისათვის ნაჩუქარ ქონებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა ქორწინების პერიოდში შეძენილ თანასაკუთრებას და შეძენილი იყო საერთო საოჯახო მიზნით. ამავდროულად სასამართლომ არასწორად, დაადგინა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ავტომანქანას ს--–---- გ------ე ფლობდა უწყვეტად და მხოლოდ იგი მართავდა მას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება რადგან ავტომანქანით მხარეები სარგებლობდნენ თანაბრად. ასევე სასამართლომ არასწორად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ თითქოს ქორწინების პერიოდში დ----- დ----ე ძირითადად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ქორწინების პერიოდში ს--–---- გ------ე და დ----- დ----ე ერთად ცხოვრობდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებას, და სხვა არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები. ს--–---- გ------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლებია: 3.2. ს--–---- გ------ეს დ----- დ----ესთან ქორწინების პერიოდში აღებული ჰქონდა თანხები სხვადასხვა საბანკო და მიკროსაფინანსო დაწესებულებიდან, რომელიც შეადგენდა, დაახლოებით, 6527 ლარს. დავალიანება დაიფარა ს--–---- გ------ის მიერ. მან აღნიშნული დავალიანების დაფარვა მოახდინა ავტომობილის რეალიზაციით მიღებული თანხით. სამართლებრივი საფუძვლები დ----- დ----ის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლებია: 3.1.2. სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.“ ს--–---- გ------ის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლებია: 3.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ დ----- დ----ე და ს--–---- გ------ე დაქორწინდნენ 2017 წლის 12 ოქტომბერს. 4.2. 2018 წლის 25 აპრილს დ----- დ----ემ შეიძინა ავტომობილი, HYUNDAI ELANTRA, სახელმწიფო ნომრით S------, რომელიც საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა ს--–---- გ------ის საკუთრებად. 4.2.1. 2018 წლის 6 ივლისს ს--–---- გ------ემ აღნიშნული ავტომობილი გაასხვისა. 4.2.2. შპს ს---------–---–---------------------------ის 2018 წლის 20 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ამ დროისათვის ავტომობილის ღირებულება 12 000 ლარს შეადგენდა. 4.3. 2017 წლის 18 ნოემბერს ს--–---- გ------ემ შპს ს---–--საგან ისესხა 1500 ლარი. 4.3.1. მანვე, 2018 წლის 4 მაისს მისო რ-------------ისაგან ისესხა 365 ლარი და 575 ლარი. 4.3.2. გარდა ამისა, მან სხვადასხვა დროს სს თ------------ა და სს ლ-------------ისაგან ისესხა სხვადასხვა ოდენობის თანხა, თუმცა სასამართლოსათვის შესაბამისი ხელშეკრულებები არ წარმოუდგენია. 4.4.4. 2018 წლის ივნისში ს--–---- გ------ემ ყველა სასესხი გადაიხადა და მისი ვალდებულებები ზემოხსენებული საკრედიტო ორგანიზაციების მიმართ შეწყდა. 4.5. 2018 წლის 14 ივნისს მხარეთა შორის მოხდა კონფლიქტი, რომლის ერთ-ერთი მიზეზი ავტომობილის კუთვნილება იყო. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4.6.1. დადგენილია, რომ მხარეებმა სადავო ავტომობილი ქორწინების პერიოდში შეიძინეს და მათ საქორწინო ხელშეკრულება არ დაუდიათ. 4.6.2. ამის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, ავტომობილი მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა. 4.6.3. ს--–---- გ------ეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც მისთვის ავტომობილის ჩუქების ფაქტი დადასტურდებოდა. 4.6.4. მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მის სახელზე რეგისტრაციითა და სარეგისტრაციო ნომრით ზემოხსენებულის დადგენა შეუძლებელია. 4.6.5. ასევე არ მტკიცდება აღნიშნული საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე დაკითხული მოწმეების, დ----- მ-------–---–ისა და რ----- გ----------–---–ის ჩვენებითაც. 4.6.6. ორივე მოწმემ განმარტა, რომ ისინი, არა თუ ავტომობილის შეძენას და ჩუქების ხელშეკრულების დადებას, არამედ მისი ს--–---- გ------ისათვის გადაცემასაც კი არ დასწრებიან და ეს გარემოებები გადმოცემით იცოდნენ. 4.6.7. მართალია, მათ აღნიშნეს, რომ ავტომობილით ბათუმშიც კი გაემგზავრნენ, თუმცა არ უთქვამთ, რომ ავტომობილის ჩუქების ფაქტი დ----- დ----ემ რაიმე ფორმით მაინც დაადასტურა. 4.6.8. მოწმეთა ჩვენებით მხოლოდ ის მტკიცდება, რომ სადავო ავტომობილით ს--–---- გ------ე სარგებლობდა, თუმცა შსს გენერალური ინსპექციის უფროსის 2018 წლის 24 ივლისის დასკვნით დგინდება, რომ, ყოველ შემთხვევაში, 2018 წლის 14 ივნისისთვის მაინც დ----- დ----ე ავტომობილის კუთვნილებას სადავოდ ხდიდა. აქვე აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობა და ფინანსური პრობლემები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებობდა და ისინი განქორწინების პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ. 4.6.9. როგორც აღინიშნა, სადავო ავტომობილი ს--–---- გ------ის საკუთრებად 2018 წლის 25 აპრილს დარეგისტრირდა. 4.6.10. პალატის აზრით, ავტომობილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან მხარეთა შორის კონფლიქტის წარმოშობამდე გავიდა ძალზე მცირე დრო იმისათვის, რომ პალატას სადავო ნივთის ინდივიდუალურად მოსარგებლედ მხოლოდ ს--–---- გ------ე მიეჩნია. 4.6.11. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, ს--–---- გ------ემ დ----- დ----ის მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი ვერ დაამტკიცა. 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. 4.7.1. ამავე კოდექსის 1166-ე მუხლის თანახმად, კი თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია. 4.7.2. ამ ნორმათა შესაბამისად, რადგან სადავო ქონება უკვე გასხვისებულია, ს--–---- გ------ემ დ----- დ----ეს კუთვნილი წილის სანაცვლოდ ავტომობილის ღირებულების 1/2 ნაწილი, ე.ი. 6000 ლარი უნდა გადაუხადოს. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. 4.8.1. როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, თავისთავად, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქორწინების პერიოდში თანხის სესხად აღება, მის მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევის საფუძველი არ არის. 4.8.2. კერძოდ, 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №ას-1646-2018 საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ: „იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, 50 000 ევროს (რაც იმდროინდელი კომერციული საბანკო გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენდა 80 250 აშშ დოლარს) ნახევრის მოპასუხისათვის დაკისრება, სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1169-ე (მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად) და 1170-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილიდან (ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის) გამომდინარეობს“... ...„სსკ-ის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება დასაშვებია, თუ სასამართლო იმ ვალდებულებას, რომლის გამოც აღსრულება უნდა მოხდეს, სსსკ-ის 1169-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნევს მეუღლეთა საერთო ვალად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი ნაწილის დათქმა, პრაქტიკულ აზრს დაკარგავდა. (შდრ. სუსგ №ას-412-389-2014, 16 ივნისი, 2014.) საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 1169-ე მუხლის შესაბამისად ვალებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი დგება არა მხოლოდ განქორწინების, არამდე ქორწინების პერიოდშიც და არ აქვს მნიშვნელობა მეუღლეთა შორის საერთო ქონება გაყოფილია თუ არა. საკასაციო პალატამ სსკ-ის 1170-ე მუხლის დისპოზიციაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის გამოყენებისათვის, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა, რომ ვალი, რომელსაც მოვალეს ედავებიან, გამოყენებულია ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. (შდრ. სუსგ №ას-569-540-2015, 01 ივლისი, 2016.) მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევისათვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ ვალი აღებულია ორივე მეუღლის მიერ, ან ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ მეორე მეუღლის თანხმობით და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აკისრებს კანონმდებელი პასუხისმგებლობას მეორე მეუღლეს საერთო ვალის გაყოფით. (შდრ. სუსგ №ას-1029-964-2012, 23 ივლისი, 2012.)“... ...„საოჯახო სამართალში, რეგისტრირებული ქორწინების პირობებში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ერთ-ერთი მეუღლის მიერ ვალდებულების ფარგლებში მიღებული ფულადი თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, ეკისრება კრედიტორს, რომელიც აღნიშნული ფულადი თანხის გადახდევინებას მეორე მეუღლის კუთვნილი წილიდან მოითხოვს. ვიდრე მოსარჩელე არ დაადასტურებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, მიიჩნევა (პრეზუმირდება), რომ კრედიტორის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ ფულადი თანხის მიმღები მოვალე მეუღლე“ – (სუსგ: საქმე №ას-1646-2018; 2019 წლის 22 მარტი, პ. 64; 70; 72). 4.8.3. ასევე, 2018 წლის 18 მაისის განჩინებაში, საქმეზე №ას-1334-1254-2017 საკასაციო პალატამ განმარტა: „განსახილველი დავის საგანს მეუღლეთა შორის საერთო ვალების განაწილება წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა და სწორად მიუსადაგა იგი საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლისა და 1170-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. დასახელებული ნორმებით დადგენილია ის ქონებრივი წონასწორობა, რომელიც კანონისმიერი თანასაკუთრების (საოჯახო ურთიერთობიდან ნაწარმოები უფლება) სპეციალური ურთიერთობიდან გამომდინარეობს და განსაზღვრავს საერთო ვალდებულებაში თითოეული მეუღლის პასუხისმგებლობის მოცულობას. იმის გასარკვევად, თუ რა წარმოადგენს საოჯახო სამართლის მიზნებისათვის მეუღლეთა საერთო ვალს, ზემოხსენებული ნორმები უნდა განიმარტოს სისტემურად, ამავე კოდექსის 1158-ე (მეუღლეთა თანასაკუთრება), 1160-ე (თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით) და 1161-ე (მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება) მუხლებთან ერთობლიობაში. უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებელი, გარდა ქორწინებამდე მეღლეთათვის კუთვნილი, ასევე, ქორწინების შემდგომ მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონებისა, მეუღლეთა თანასაკუთრებად განიხილავს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ ყველა ქონებას, მიუხედავად შეძენის წყაროსი, კერძოდ, იგი შეძენილია ერთობლივი სახსრებით, თუ ერთ-ერთი მეუღლის მიერ. გარდა ამისა, კანონისმიერი პრეზუმფციაა, რომ თანასაკუთრების განკარგვა ემყარება თანამესაკუთრე მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებას, შესაბამისად, საოჯახო სამართლით მოწესრიგებული თანასაკუთრების რეჟიმის პროპორციულია დანახარჯები და ვალდებულებებიც. მეუღლეთა საერთო ვალის დაფარვის საკითხის გადაწყვეტისას მეტად პრაქტიკული მნიშვნელობისაა პროცესუალური საკითხი მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, კერძოდ, ვინ უნდა ამტკიცოს ის ფაქტი, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ვალი საერთო ვალს. საკასაცო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები არ გვთავაზობს პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას და მტკიცების საგანში შედის სწორედ საერთო მიზნებისათვის სადავო ხარჯების გაწევის ფაქტი, ხოლო მტკიცების სტანდარტს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი (იხ. სუსგ-ებები: №ას-516-489-2015, 17 ივნისი, 2015 წელი, №ას-1035-1228-2008, 23 მარტი, 2009 წელი, №ას-605-579-2016, 17 თებერვალი, 2017 წელი“ – (სუსგ.საქმე №ას-1334-1254-2017, 18 მაისი, 2018 წელი; პ. 1.3.1; 1.3.2). 4.8.4. ამავე განჩინებაში, საკასაციო პალატამ სრულიად უარყო კასატორის პრეტენზია, რომ მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება და მეუღლეთა ერთად ცხოვრების ფაქტი ადასტურებდა სადავო თანხის ოჯახის ერთიანი მიზნებისათვის მოხმარების ფაქტს - (იქვე. პ. 1.3.3.). 4.9. ამ განმარტების შესაბამისად, მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის ს--–---- გ------ეს უნდა დაემტკიცებინა, არა მარტო, ის, რომ ქორწინების პერიოდში სესხი მართლაც აიღო, არამედ ისიც, რომ ეს თანხა ოჯახის ერთიან მიზნებს მოახმარა. 4.10. პალატას მიაჩნია, რომ ს--–---- გ------ემ მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურა. 4.11. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. 4.11.1. პალატა აღნიშნავს, რომ ს--–---- გ------ის სარჩელი კანონის ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა. 4.11.2. სარჩელში მითითებული არ იყო არც-ერთი სასესხო ვალდებულების წარმოშობის დრო, საფუძველი, ოდენობა, მიზანი და ა.შ. 4.11.3. მის მიერ მოთხოვნილი თანხა სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობდა. 4.11.4. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ს--–---- გ------ემ განმარტა, რომ ს.ფ. 83-ზე არსებულ ამონაწერში ასახული იყო მისი სასესხო ვალდებულებები სს თ------------ მიმართ, თუმცა ამათგან ორი - 755,04 ლარისა და 937,38 ლარის ოდენობის სესხი, მისივე თქმით, დ----- დ----ესთან ქორწინების რეგისტრაციამდე აიღო. 4.11.5. ამის შესაბამისად, აღნიშნულ ამონაწერში მითითებული თანხებიდან, ს--–---- გ------ისავე განმარტებით, ქორწინების პერიოდში წარმოშობილად, მხოლოდ, 1433,17 ლარის ოდენობის სესხი შეიძლებოდა ჩათვლილიყო. 4.11.6. თუმცა, დ----- გ------ის წარმომადგენელმა აღნიშნული ფაქტიც უარყო, საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები კი ს--–---- გ------ეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.12. ამის შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება მხოლოდ ის, რომ ს--–---- გ------ემ ქორწინების პერიოდში სულ 1500+365+575=2440 ლარი ისესხა. 4.12.1. თუმცა, ის, რომ ვალი აღებული იყო ორივე მეუღლის მიერ ან - ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ მეორე მეუღლის თანხმობით და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ს--–---- გ------ემ ვერ დაამტკიცა. 4.12.2. მეტიც, როგორც თავად მისი, ისე მოწმეთა განმარტებით დგინდება, რომ მხრეები ქორწინების განმავლობაში, ფაქტობრივად ცალ-ცალკე, სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ, ეს კი სესხის აღების მიმართ საერთო ინტერესის არსებობას ეწინააღმდეგება. 4.13. ამრიგად, ს--–---- გ------ის სარჩელი დაუსაბუთებელი იყო და საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა იგი. 4.14. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, დ----- დ----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის. 4.14.1. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში, იგი უნდა გაუქმდეს და დ----- დ----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დ----- დ----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ს--–---- გ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება დ----- დ----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო ს--–---- გ------ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. დ----- დ----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ს--–---- გ------ეს დ----- დ----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6000 ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ს--–---- გ------ეს დ----- დ----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დ----- დ----ის მიერ ორივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 180+240=420 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. დ----- დ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ს--–---- გ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება დ----- დ----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

4. ს--–---- გ------ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

5. დ----- დ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

6. ს--–---- გ------ეს დ----- დ----ის სასარგებლოდ დაეკისროს 6000 ლარის გადახდა;

7. ს--–---- გ------ეს დ----- დ----ის სასარგებლოდ დაეკისროს 420 ლარის გადახდა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე