განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2018
საქმის ნომერი
330210115001175424
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115001175424

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3966-17 „ 08“ თებერვალი, 2018 წ.

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები გელა ქირია ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი/ მოწინააღმდეგე მხარე შეგებებულ სააპელაციო საჩივარში წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი წარმომადგენელი - - - - ალ---------------–---–---–ი ბ--------------–---–ი თ-------------–---–ი დ-----------–--ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.05.2017წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება, საზიარო უფლების გაუქმება

1. აპელანტის მოთხოვნა 1.1. აპელანტ ალ---------------–---–---–ის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ალიმენტის სახით 220 ლარის ნაცვლად 100 ლარის დაკისრება. - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა სატრანსპორტო საშუალების (რეკვიზიტები: მარკა, მოდელი -ბ-----. სანომრე ნიშნით - L-----. გამოშვების წელი ------. საიდენტიფიკაციო ნომერი - 2-------------------. ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა -A--------, გაცემული 1--------- წელი) საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით და ახალი გადაწყვეტილებით ალ---------------–---–---–ისთვის თ-------------–---–ის სასარგებლოდ სადავო მოძრავი ქონების ღირებულებიდან 14 875 ლარის გადახდა. - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თ---–-------–------------, N3, ბ------, საკადასტრო კოდი N0----------------------) საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით და ახალი გადაწყვეტილებით ალ---------------–---–---–ისთვის თ-------------–---–ის სასარგებლოდ სადავო უძრავი ქონების ღირებულებიდან 35 798 ლარის გადახდის დაკისრება. 1.2. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის, თ-------------–---–ის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ალიმენტის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თა-------------–---–-ს (პირადი N0----------) სარჩელი;

1.1. შეწყდა ქორწინება თა-------------–---–სა (პირადი N0----------) და ალ---------------–---–---–ს (პირადი N2----------) შორის, რეგისტრირებული 1996 წლის 28 სექტემბერი, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი №4--.

1.2. დაეკისრა ალ---------------–---–---–ს (პირადი N2----------) არასრულწლოვანი შვილის ლ-------–---–---–-ს (დაბადებული 2----–-–-------------ო) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 220 (ორას ოცი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან 2015 წლის 03 დეკემბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.

1.3. თა-------------–---–- (პირადი N0----------) ცნობილ იქნა მოძრავი ქონების - სატრანსპორტო საშუალების (რეკვიზიტები: მარკა, მოდელი - ბ-----. სანომრე ნიშნით - L-----. გამოშვების წელი ------. საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა -A--------, გაცემული 1--------- წელი) – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

დადგინდა, მოხდეს სატრანსპორტო საშუალების (რეკვიზიტები: მარკა, მოდელი -ბ-----. სანომრე ნიშნით - L-----. გამოშვების წელი ------. საიდენტიფიკაციო ნომერი - 2-------------------. ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა -A--------, გაცემული 1--------- წელი) საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდეს თა-------------–---–სა (პირადი N0----------) და ალ---------------–---–---–ს (პირადი N2----------) შორის.

 

1.4. თა-------------–---–- (პირადი N0----------) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თ---–-------–------------, N3, ბ------, საკადასტრო კოდი N0----------------------) – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

დადგინდა, მოხდეს უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თ---–-------–------------, N3, ბ------, საკადასტრო კოდი N0----------------------) საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდეს თა-------------–---–სა (პირადი N0----------) და ალ---------------–---–---–ს (პირადი N2----------) შორის.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოსარჩელე თა-------------–---–- და მოპასუხე ალ---------------–---–---–ი დაქორწინდნენ 1996 წლის 2--------------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1----–-–-- 1--------------ს დაბადებული თ------------–---–---–ი და 2----–-–-------------ოს დაბადებული ლ-------–---–---–-. 2.2. მხარეები, თა-------------–---–- და ალ----------------–---–---–ი ორი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ და საერთო საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. მოსარჩელე თა-------------–---–- არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ ბინაში; 2.3. თ---------------–---–-ს და ალ----------------–---–---–ის ქორწინების პერიოდში, 2-----–-–---------------ს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–--------–-----ს ქუჩა N3, ს--------–-------------- საკადასტრო კოდი N0----------------------, რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა ალ---------------–---–---–ის სახელზე; 2.4. მხარეთა ქორწინების პერიოდში, ალ---------------–---–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი - ,,ბ-----, სანომრე ნიშნის - L------, გამოშვების წელი ------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; 2.5. აუდიტორული დასკვნის მიხედვით, ავტომანქანა ,, B-----------------” (სანომრე ნიშანი - L------) საბაზრო ღირებულება გაყიდვის პირობებიდან და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეადგენს 22 000 (ოცდაორი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში; 2.6. მოპასუხე ალ---------------–---–---–ის პაპა, ი----------–---–---–ი რეგისტრირებულია ტ--–-------ს ადმინისტრაციულ ერთეულში და ამჟამად ცხოვრობს დაბა თ------–ი შვილიშვილთან, ალ----------------–---–---–თან, რომელიც უვლის და პატრონობს მას; 2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება და ალ---------------–---–---–ს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-------------ოს დაბადებულია ლ-------–---–---–-ს რჩენისათვის დაეკისრა ალიმენტი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან, 2015 წლის 03 დეკემბრიდან, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინების მიღების შემდეგ, მოპასუხე ალ---------------–---–---–მა ორჯერ გადაიხადა განჩინებით განსაზღვრული ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის რჩენა -აღზრდის მიზნით; დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.8. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე თ---------------–---–-ს მოსაზრებას იმასთან მიმართებით, რომ მოპასუხე მხარე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ჩართულია მედიკამენტების ყიდვა -გაყიდვის ბიზნესში და აქვს შესაბამისი შემოსავალი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. საქმეზე წარმოდგენილი ალ----------------–---–---–ის სახელზე სს ,,თ-----------–-“ გახსნილ ანგარიშზე ფიქსირდება გარკვეული ოდენობის თანხების ბრუნვა და სხვადასხვა სახის ტრანზაქციები, ძირითადად კი - უცხოურ ვალუტაში თანხის გატანა. მხარეთა ახსნა -განმარტებით დადგენილია, რომ მოპასუხის დედა სამუშაოდ იმყოფება საზღვარგარეთ, საბერძნეთში და ფულადი თანხის გზავნილებს ახორციელებს საქართველოში შვილის, ალ---------------–---–---–ის სახელზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა; 2.9. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თ---–--------–-----ს ქუჩა, ს--------–---- ბ------- (საკადასტრო კოდი №0----------------------) და სატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი - ,,ბ-----, სანომრე ნიშნის - L------, გამოშვების წელი ------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, წარმოადგენს მეუღლეების, თა-------------–---–-ს და ალ----------------–---–---–ის საერთო საკუთრებას თანაბარი წილის უფლებით. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვან შვილისგან ცალკე ცხოვრების მიუხედავად, მოპასუხე მხარე თანახმაა მონაწილეობას მიიღოს მის აღზრდა -განვითარებაში და იზრუნოს მასზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის ინტერესები დაცულია ორივე მშობლის მხრიდან და არ არსებობს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევის წინაპირობა. 2.10. მხარეთა ახსნა -განმარტებით დადგენილია, რომ მოპასუხე ალ---------------–---–---–მა თავის შვილს, თ-----------–---–---–ს (ამჟამად სრულწლოვანია) აჩუქა ავტომანქანა ,,ჰ------", რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს მზრუნველობითი დამოკიდებულება ჰქონდა შვილების მიმართ და უწევდა მათ მატერიალურ მხადაჭერას; 2.11. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა -აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში:

2.12. მოსარჩელე თა-------------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2-----–-–-----------------ს დაბადებული ლ-------–---–---–-. დადგენილია, რომ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1----–-–-- 1--------------ს დაბადებული თ------------–---–---–ი და 2----–-–-------------ოს დაბადებული ლ-------–---–---–-. დღეის მდგომარეობით, თ-----------–---–---–ი სრულწლოვანია. ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელესთან თა-------------–---–თან ერთად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება- მოვალეობები აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213- ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე თა-------------–---–თან ცხოვრობს არასრულწოვანი ლ-------–---–---–- და მეტ-ნაკლებად იმყოფება მის კმაყოფაზე. მოსარჩელე მხარე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. მოსარჩელეს მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე თა-------------–---–-ს მოსაზრებას იმასთან მიმართებით, რომ მოპასუხე მხარე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ჩართულია მედიკამენტების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში და აქვს შესაბამისი შემოსავალი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. საქმეზე წარმოდგენილი ალ---------------–---–---–ის სახელზე სს ,,თ----------–ი“ გახსნილ ანგარიშზე ფიქსირდება გარკვეული ოდენობის თანხების ბრუნვა და სხვადასხვა სახის ტრანზაქციები, ძირითადად კი - უცხოურ ვალუტაში თანხის გატანა. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოპასუხის დედა სამუშაოდ იმყოფება საზღვარგარეთ, საბერძნეთში და ფულადი თანხის გზავნილებს ახორციელებს საქართველოში შვილის, ალ-----------------–---–---–ის სახელზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მოპასუხე მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, ასევე, ბავშვის სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ გონებრივი მდგომარეობიდან, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი უზრუნველყოს სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და ორივე თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში. მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობელი შრომისუნარიანია, შესაბამისად, ორივე მათგანს შესწევს უნარი შეუქმნას არასრულწლოვან შვილს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობები. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება და ალ---------------–---–---–ს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-------------ოს დაბადებულია ლ-------–---–---–-- რჩენისათვის დაეკისრა ალიმენტი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან, 2015 წლის 03 დეკემბრიდან, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინების მიღების შემდეგ, მოპასუხე ალ---------------–---–---–მა ორჯერ გადაიხადა განჩინებით განსაზღვრული ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის რჩენა- აღზრდის მიზნით. რაც შეეხება მოპასუხე მხარის კმაყოფაზე პირებს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დადგენილია, რომ მოპასუხე ალ---------------–---–---–ის პაპა, ი----------–---–---–ი რეგისტრირებულია ტ--–-------ს ადმინისტრაციულ ერთელში და ამჟამად ცხოვრობს დაბა თ------–ი შვილიშვილთან, ალ---------------–---–---–თან, რომელიც უვლის და პატრონობს მას. მოპასუხე მხარე ი------------–---–---–ზე ზრუნვას ახორციელებს დედის მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულადი თანხების მეშვეობით, მოპასუხე თანახმაა, არასრულწლოვანი ლ-------–---–---–-ს რჩენა-აღზრდისათვის გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით 100 (ასი) ლარი. არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის, ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ყოველთვიურ ხარჯს. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს და ეს ვალდებულება ორივე მშობელს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარეთა რეალური ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი ლ-------–---–---–-ს სასარგებლოდ, იქნება თვეში 220 (ორასოცი) ლარი. 2.14. მოსარჩელე თა-------------–---–მა მოითხოვა მოპასუხე ალ---------------–---–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე: ქ. თ---–-----------–----ის ქუჩა, ს--------–------, ბინა №-- (საკადასტრო კოდი №0----------------------) და სატრანსპორტო საშუალების (მარკა, მოდელი - ,,ბ-----, სანომრე ნიშნის - L------, გამოშვების წელი ------) 2/3 ნაწილზე თანამესაკუთრედ აღიარება, მხარეთა საერთო საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით და საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება თანამესაკუთრეების წილების შესაბამისად. საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი). საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მხარეების, თა-------------–---–-ს და ალ----------------–---–---–ის ქორწინების პერიოდში, 2011 წლის 1------------ს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–-------–------------ N3, ს--------–-------------- საკადასტრო კოდი N0----------------------, რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა ალ---------------–---–---–ის სახელზე; ასევე, მხარეთა ქორწინების განმავლობაში, ალ---------------–---–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი - ,,ბ-----, სანომრე ნიშნის - L------, გამოშვების წელი ------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რასაც ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული ცნობა. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს. საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის. მოპასუხე ალ-----------------–---–---–მა ცნო სარჩელი სადავო უძრავი ქონების მდებარე მისამართზე, ქ. თ---–-------–------------ N3, ს--------–-------------- საკადასტრო კოდი N0---------------------- და სატრანსპორტო საშუალების, მარკა, მოდელი - ,,ბ-----, სანომრე ნიშნის - L------, გამოშვების წელი ------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, 1/2 ნაწილზე თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მოითხოვს მეუღლეთა წილთა თანაბრობის საწყისის გადახვევას და მასთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მისთვის მისაკუთვნებელი წილის გაზრდას. სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის მიხედვით კი მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, 1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. 3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. მეუღლეთა შორის განმსაზღვრელია პირადი ურთიერთობები, ქორწინება წარმოადგენს მეუღლეთა პირად კავშირს, რომელშიც არაქონებრივი ხასიათის უფლებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან მეუღლეთა პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეოებების თანაბრობა საოჯახო ურთიერთობათა არსებობის ყველა ეტაპისათვის გარანტირებული აუცილებლობაა. აღნიშნულის გამონაკლისს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლოსათვის მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისის გადახვევის შესაძლებლობის უფლების მინიჭება. კერძოდ, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის პრეზუმფციას არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით. ზემოთ როგორც აღინიშნა, ერთ-ერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილის ცხოვრება, შესაძლოა, გახდეს მეუღლეთა წილის თანაბრობიდან გადახვევის საფუძველი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი შვილის ცხოვრება უპირობოდ არ წარმოშობს ერთი მეუღლისათვის მეორესთან შედარებით გაზრდილი წილის მიკუთვნების წინაპირობას. საქმეზე წარმოდგენილი განმარტებებით და საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ალ---------------–---–---–ი, მიუხედავად მეუღლესთან წარმოშობილი ,,არაჯანსაღი" ურთიერთობისა, რაც მოცემულ ეტაპზე ასახავს მხარეთა ცალ-ცალკე ცხოვრებას, ეს უკანასკნელი ყოველთვის ზრუნავდა შვილებზე, მათ მატერიალურ მხარეზე და საჭიროებისამებრ დახმარებაზე. ამასთან, ალ---------------–---–---–ი მამა-შვილურ ურთიერთდამოკიდებულებაშია შვილებთან და ამ კუთხითაც არ ყოფილა წარმოჩინებული მის მიერ მამობრივი მოვალეობების შესრულებიგან თავის არიდება. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე ალ---------------–---–---–მა თავის შვილს, თ-----------–---–---–ს (ამჟამად სრულწლოვანია) აჩუქა ავტომანქანა ,,ჰ------", რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მზრუნველობით დამოკიდებულებას შვილების მიმართ. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე თავს არ არიდებს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდას და გარდა ფინანსური კუთხისა, თანახმაა იზრუნოს მის კეთილდღეობაზე. საქმის მასალებით არ გამოიკვეთა ის გარემოებები, რომელთა არსებობაც მიუთითებს მშობლის მოვალეობების არასათანადო განხორციელებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა თანასაკუთრების თანაბრად გაყოფა გავლენას არ მოახდენს არასრულწლოვანი შვილის ინტერესებზე და მის ნორმალურ პირობებში აღზრდაზე. შესაბამისად, მოსარჩელე თა-------------–---–-ს მოთხოვნა საერთო ქონების 2/3 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ალ----------------–---–---–მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელე თა-------------–---–- ცნობილ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული უძრავი და მოძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ. სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომიდნარეობს. თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მონაწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამავე კოდექსის 963–ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგნი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. განსახილველ შემთხევაში, სადავო საზიარო საგანი წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას და ავტომანქანას, რომელთა თვისობრივი და კონსტრუქციული მდგომარეობიდან გამომდინარე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია, რადგან სადავო უძრავი ქონება ვერ დაიყოფა ერთგვაროვან ნაწილებად საინჟინრო ნორმების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები, თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მონაწილეებს შორის. აღნიშნულ შემთხვევაში, ვინაიდან საზიარო უფლების გაუქმება შეუძლებელია ნატურით გაყოფის გზით, ის უნდა გაუქმდეს აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდეს მხარეთა შორის მათი წილების შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელე თა-------------–---–-ს სარჩელი მოპასუხე ალ---------------–---–---–ს მიმართ მესაკუთრედ აღიარებისა და საზიარო უფლების გაუქმების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. ალ---------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს: 3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია იმ საკითხზე, რომ სადავო უძრავი ქონების საზიარო უფლების გაუქმებას აუქციონზე რეალიზაციის გზით მოჰყვება მძიმე შედეგი ორივე მხარისთვის და მოპასუხე დედასთან ერთად დარჩება ბინის გარეშე. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ქონება აუქციონზე გადის საბაზრო ღირებულების 75%-ით და აუქციონის უშედეგოდ დამთავრების შემდეგ ქონების გატანა ხელმეორედ ხდება უფრო დაბალი ფასით. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ მოესწრო სადავო ქონების ღირებულების დადგენა და ვერ მოხდა ერთ-ერთი მხარისათვის ქონების ღირებულების ნახევრის დაკისრება მეორე მხარის სასარგებლოდ. რაც შეეხება უძრავ ქონებას, აპელანტის განმარტებით, მოპასუხისთვის იგი წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის საგანს, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა და ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 თავში მითითებული ნორმებით (1162-ე, 1163-ე, 1164-ე, 1165-ე მუხლები). 3.1.2. აპელანტის განმარტებით, გაურკვეველია, სასამართლომ რა კრიტერიუმებით დააკისრა მოპასუხეს ალიმენტი 220 ლარის ოდენობით. აპელანტის განმარტებით, იგი უმუშევარია და იმყოფება საბერძნეთში არალეგალურად მომუშავე დედის კმაყოფაზე. მოპასუხე თავს არ არიდებს ალიმენტის გადახდას და თანახმაა ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში გადაიხადოს ალიმენტი 100 ლარის ოდენობით და შესაძლებლობის ფარგლებში უფრო მეტიც გაიღოს მის აღსაზრდელად. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. თუ სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავ და მოძრავ ნივთებზე საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს აუქციონზე რეალიზაციის გზით, მაშინ აპელანტი რჩება საცხოვრებლის გარეშე და იძულებული იქნება იქირავოს საცხოვრებელი ფართი, რაც ზრდის მის სასიცოცხლოდ აუცილებელ დანახარჯებს. 3.2. თ-------------–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს: 3.2.1. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები. აპელანტის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ ალ---------------–---–---–ის მატერიალური მდგომარეობა არის სოლიდური, კერძოდ: სასამართლომ არ გაითვალისწინა თ-------------–---–ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ალ---------------–---–---–ი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, და ახორციელებს მედიკამენტების რეალიზაციას. მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით შეადგენს 5000 ლარს; სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემობა, რომ ქორწინების განმავლობაში პირადი კომფორტის შესაქმნელად ალ---------------–---–---–ს შეძენილი აქვს სოლიდური ღირებულების ნივთები. კერძოდ: 1. ქორწინების პერიოდში შეძენილია სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება ; სასამართლომ ალიმენტის განსაზღვრისას აგრეთვე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ალ---------------–---–---–ის ანგარიშების ჯამური ბრუნვა წინა წლებში დაახლოებით 350 000 ლარს შეადგენდა, რასაც ადასტურებდა სს "თ-----------ს" ამონაწერები. აპელანტის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ალ---------------–---–---–ს სარჩენი, გარდა საკუთარი შვილისა, არავინ არ ჰყავს, მაშინ როდესაც ჩვენს მარწმუნებელს დამოუკიდებლად უწევს შვილებზე ზრუნვა. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა თ-------- მუნიციპალიტეტის ტ--–-------ს ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2--------- წელს გაცემულ ცნობას. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხის პაპა რეგისტრირებულია ალ---------------–---–---–ის საცხოვრებელ მისამართზე არ ნიშნავს, რომ იგი მოპასუხის კმაყოფაზეა და მის ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს სწორედ აღნიშნული ფართი. აპელანტის მითითებით, არასრულწლოვან ლ-------–---–---–ზე მზრუნველობას ახორციელებს და მის რჩენას სრულად უზრუნველყოფს თ-------------–---–ი. არასრულწლოვანი 15 წლისაა და მისი სათანადო აღზრდა-განვითარება მოითხოვს არც თუ ისე მცირე მოცულობის ფინანსურ სახსრებს. მას ასაკის გათვალისწინებით ესაჭიროება სხვადასხვა ძვირადღირებული ჰიგიენური ნივთები, ტანისამოსი, საკვები და ა.შ.. აპელანტის განმარტებით, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ თუ ეს აუცილებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. აპელანტის მოსაზრებით, არასწრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოს უნდა შეეფასებინა მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა და განესაზღვრა ბავშვის ინტერესების უზრუნველყოფისათვის საჭირო ადეკვატური თანხის ოდენობა - 1000 ლარი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ალ---------------–---–---–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის ლ-------–---–---–-ს (დაბადებული 2----–-–-------------ო) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 220 (ორას ოცი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან 2015 წლის 03 დეკემბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე. გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ. აპელანტი ალ---------------–---–---–ი ითხოვს დაკისრებული ალიმენტის შემცირებას 100 ლარამდე იმ დასაბუთებით, რომ იგი უმუშევარია და იმყოფება საზღვარგარეთ არალეგალურად მომუშავე დედის კმაყოფაზე. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი თ-------------–---–ი ითხოვს მოპასუხისთვის ალიმენტის სახით 1000 ლარის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ ალ---------------–---–---–ი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით შეადგენს 5000 ლარს. პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკის და ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად 220 ლარის ოდენობით და არ არსებობს მისი გაზრდის ან/და შემცირების რაიმე საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო: 4.1.1. ალ---------------–---–---–ს და თ-------------–---–ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–-------------ოს დაბადებული ლ-------–---–---–- (ტ.I, ს.ფ.25). 4.1.2. უდავოა, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან. 4.1.3. თ-------- მუნიციპალიტეტის ტ--–-------ს ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2--------- წელს გაცემული ცნობა N07-ის შესაბამისად, მოპასუხე ალ---------------–---–---–ის პაპა, ი----------–---–---–ი რეგისტრირებულია ტ--–-------ს ადმინისტრაციულ ერთეულში და ამჟამად ცხოვრობს დაბა თ------–ი შვილიშვილთან, ალ----------------–---–---–თან, რომელიც უვლის და პატრონობს მას (ტ.I, ს.ფ. 178). 4.1.4. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის გარემოება მასზედ, რომ ალ---------------–---–---–ი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ჩართულია მედიკამენტების ყიდვა -გაყიდვის ბიზნესში და აქვს შესაბამისი შემოსავალი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის შესდაბამისად, ალ----------------–---–---–ის სახელზე სს ,,თ-----------–-“ გახსნილ ანგარიშზე ფიქსირდება გარკვეული ოდენობის თანხების ბრუნვა და სხვადასხვა სახის ტრანზაქციები, ძირითადად კი - უცხოურ ვალუტაში თანხის გატანა (ტ.I, ს.ფ. 86-108). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხარეთა ახსნა -განმარტების საფუძველზე დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ არ არის, რომ მოპასუხის დედა სამუშაოდ იმყოფება საზღვარგარეთ და ფულადი თანხის გზავნილებს ახორციელებს საქართველოში შვილის, ალ---------------–---–---–ის სახელზე (ტ.I, ს.ფ. 195- 204). საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ალ---------------–---–---–ის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ქორწინების განმავლობაში ალ---------------–---–---–ს შეძენილი აქვს სოლიდური ღირებულების ნივთები: სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება, იმთავითვე ვერ მიიჩნევა მოპასუხე მხარის სამეწარმეო საქმიანობის ან/და დასაქმების და შემოსავლის მიღების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად. 4.1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანხმად: მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკის და ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად 220 ლარის ოდენობით და არ არსებობს მისი გაზრდის ან/და შემცირების რაიმე საფუძველი, მისი ოდენობა გონივრულია. არ არსებობს ალ---------------–---–---–ის და თ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების და ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თა-------------–---–- ცნობილ იქნა მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------) ½ წილის და ქ. თბილისში ი-–-----ს ქუჩა, N--–ი მდებარე ბ-------ის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალების და უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ თ-------------–---–ის ცნობის ნაწილში მხარეთა მიერ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული არ ყოფილა. ალ---------------–---–---–ის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა სატრანსპორტო საშუალების საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით. კერძოდ, ალ---------------–---–---–ი ითხოვს: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა სატრანსპორტო საშუალების საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით და ახალი გადაწყვეტილებით ალ---------------–---–---–ისთვის თ-------------–---–ის სასარგებლოდ სადავო მოძრავი ქონების ღირებულებიდან 14 875 ლარის დაკისრებას. - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა უძრავი ქონების საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით და ახალი გადაწყვეტილებით ალ---------------–---–---–ისთვის თ-------------–---–ის სასარგებლოდ სადავო უძრავი ქონების ღირებულებიდან 35 798 ლარის დაკისრებას. პალატას მიაჩნია, რომ აუქციონზე რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო: 4.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამავე კოდექსის 964-ე მუხლის შესაბამისად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და ალ---------------–---–---–ის მიერ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ საზიარო უფლების გაუქმება შეუძლებელია ნატურით გაყოფის გზით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნატურით გაყოფის შეუძლებლობის პირობებში საზიარო უფლების გაუქმება მართებულად დაადგინა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ალტერნატიული გზით - ქონების აუქციონზე რეალიზაციით. რაც შეეხება ალ---------------–---–---–ის მოთხოვნას მასზედ, რომ ნაცვლად ქონების აუქციონზე რეალიზაციისა, ალ---------------–---–---–ს უნდა დაეკისროს სადავო ნივთების ღირებულებიდან კონკრეტული თანხის გადახდა, პალატა მიუთითებს, რომ საზიარო უფლების გაუქმების მსგავს ალტერნატივას სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს და აღნიშნული საკითხი შესაძლოა გადაწყდეს მხოლოდ მხარეთა მორიგების ფარგლებში, ორივე მხარის მიერ დისპოზიციური ნების გამოვლენის შედეგად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აუქციონზე რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ალ---------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები 6.1. აპელანტი თ-------------–---–ი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. 6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტ ალ---------------–---–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ალ---------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თ-------------–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.05.2017წ. გადაწყვეტილება.

4. აპელანტ ალ---------------–---–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ამირან ძაბუნიძე