განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
330100116001567525
ინსტანცია
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100116001567525, №1/ბ-1606-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული - გი------ ჭე-–--ე, დაბადებული 198--–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, მცხოვრები: თბილისი, გ-–-----------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი - თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასჯელი:

 

ჯარიმა 2800 ლარის ოდენობით (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

მსჯავრდებულ გი------ ჭე-–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თა-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა და იგი არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გი------ ჭე-–--ის ბრალეულობას.

▪ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლეპტოპი და ციფრული ფოტოაპარატი წარმოადგენდა გი------ ჭე-–--ის და ლი---------–---–ის თანასაკუთრებას. შესაბამისად, გი------ ჭე-–--ის ქმედება არ უნდა შეფასდეს თვითნებობად, რადგან მისი განზრახვა ქმედების ჩადენის მომენტისთვის არ მოიცავდა თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას.

▪ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო ტექნიკა ლეპტოპი და ფოტოაპარატი წარმოადგენდა ინდივიდუალურად ლი---------–---–ის საკუთრებას. სახეზე გვაქვს თანასაკუთრებაში არსებული ნივთები, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მოთხოვნები.

▪ გი------ ჭე-–--ემ თანასაკუთრებაში არსებული ნივთები წაიღო მას შემდეგ, რაც აცნობა თანამესაკუთრეს - ლი---------–---–ს, რაც დასტურდება შემავალი-გამავალი ზარების დეტალური ნუსხით. ამასთან, მას არ წაუღია სხვისი ნივთი და არ გაუსხვისებია, იგი იყო ნივთების მესაკუთრე და ნივთები წაიღო დროებით გამოყენების მიზნით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გი------ ჭე-–--ე ხსენებულ ნივთებს წაიღებდა ლი---------–---–თან შეთანხმების გარეშე, ეს იქნებოდა მხოლოდ სამოქალაქო დავის საგანი.

▪ გი------ ჭე-–--ემ არ იცოდა კონკრეტულად სად და რომელ ფაილში ინახავდა ლი---------–---–ი შვილის ფოტოებს, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი ტექნიკის რამდენიმე საათით წაღება.

▪ გი------ ჭე-–--ეს არ ჰქონდა პრეტენზია სადავო ქონებასთან დაკავშირებით და აპირებდა მის დაბრუნებას.

▪ ლი---------–---–ს გააჩნდა პირადი შუღლი გი------ ჭე-–--ის მიმართ. ასევე საეჭვოა ის გარემოება, რომ თავდაპირველად შპს ,,ო-–--------მა“ გამოძიებას განუცხადა, რომ ლეპტოპი და ფოტოაპარატი იყო მისი საკუთრება, რითაც კომპანიას მიადგა ზიანი, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მათ არ გააჩნდათ (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

ბრალდების მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, გი------ ჭე-–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის (2016 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდი) გათვალისწინებით გი------ ჭე-–--ეს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2800 (ორიათას რვაასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

 

2016 წლის 22 სექტემბერს, შუადღის საათებში, ქ.თბილისი, ბა--------------------------------ში მდებარე შპს ,,ო-–--------ის“ ოფისში გი------ ჭე-–--ე თვითნებურად დაეუფლა ლი---------–---–ის კუთვნილ ,,Acer-ის“ ფირმის ლეპტოპს და ,,Nicon-ის“ ფირმის ციფრულ ფოტოაპარატს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 860 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გი------ ჭე-–--ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა ლი---------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გი------ ჭე-–--ე არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთან ქორწინებაც შეწყვიტა. 2016 წლის 22 სექტემბერს თანამშრომელმა მა------–---–-----მა შეატყობინა, რომ გი------ ჭე-–--ემ ოფისიდან წაიღო ,,Acer-ის“ ფირმის ლეპტოპი და ,,Nicon-ის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი. აღნიშნული ნივთები ეკუთვნოდა მას, რადგან შეიძინა დედის - მა-------------–---–ის თანხით, კერძოდ, ლეპტოპი უშუალოდ უყიდა დედამ, ხოლო ციფრული ფოტოაპარატი შეიძინა შიდა განვადებით. შემდეგ კი ეს ნივთები სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიიტანა ოფისში და სამუშაოდ დაუტოვა მა------–---–-----ს.

 

დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2016 წლის 23 სექტემბერს 02:30-02:50 საათზე დათვალიერდა მოწმე ლი---------–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი კუთვნილი ,,ასერის“ ფირმის ლეპტოპის და ,,ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატის ყუთები, რომლებიც, მისი განმარტებით, არის სწორედ იმ ნივთების ყუთები, რაც მას წაართვა გი------ ჭე-–--ემ.

 

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2016 წლის 22 სექტემბერს 22:20-00:15 საათზე ქ.თბილისი, ბე-–--–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - გი------ ჭე-–--ის მფლობელობაში მყოფი ავტომანქანა ,,ნისან ელგრანდის“ სახელმწიფო ნომრით ,,V------“ ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ,,ასერის“ ფირმის ლეპტოპი, შავი ფერის ჩანთა წარწერით ,,Lowepro“, რომელშიც მოთავსებულია ,,ნიკონის“ ფირმის შავი ფერის ფოტოაპარატი მოდელი D3200, ასევე ,,ნიკონის“ ობიექტივი, სამი ცალი კომპიუტერული დისკი, სამი ცალი პლასტმასის დეტალი და ერთი ცალი სადენი.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 18 ოქტომბრის ექსპერტიზის N1980/ს დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის საბაზრო საცალო სარეალიზაციო ღირებულება ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს: შავი ფერის ჩანთა 10 (ათი) ლარი, ლეპტოპი ,,ACER“, Model: Z5WE - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი, ,,NIKON-ის“ ფირმის ფოტოაპარატი Model: D3200, მასზე დამაგრებული ლინზით ,,NIKON AF-S DX nikkor 18-55mm 1:3.5-5.6 G“ – 500 (ხუთასი) ლარი. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნა------------მ.

 

მოწმე მა------–---–-----ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 22 სექტემბერს, გი------ ჭე-–--ე თბილისში, ბა--------------------------------ში მდებარე შპს ,,ო-–--------ის“ ოფისში დაეუფლა ლი---------–---–ის კუთვნილ ლეპტოპს და ციფრულ ფოტოაპარატს, კერძოდ, სამუშაო ოთახში ყოფნისას მასთან შევიდა გი------ ჭე-–--ე, რომელიც ეძებდა ლი---------–---–ს, რომელიც იქ არ იმყოფებოდა. ამ დროს გი------ ჭე-–--ემ ფანჯრის რაფიდან დაუკითხავად აიღო ფოტოაპარატი, შემდეგ ჰკითხა კომპიუტერი, რომელზეც მუშაობდა, ეკუთვნოდა თუ არა ლი---------–---–ს. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი, გი------ ჭე-–--ემ დაუკითხავად აიღო ხსენებული კომპიუტერი და წაიღო. ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ შეატყობინა ლი---------–---–ს. მოწმის განმარტებით, ფოტოაპარატს და ლეპტოპს ოფისში იყენებდნენ სხვადასხვა საქმიანობისთვის.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ან------------ემ.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, 2016 წლის 22 სექტემბერს, წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის მა------–---–-----მა N4 ფოტოსურათზე გამოსახული პირი ამოიცნო ოდნავ მოგრძო პირ-სახით, ქერა ოდნავ მუქი მოკლედ შეკრეჭილი სწორი თმით, შედარებით ღია ქერა წვერით, ქერა წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით, ტუჩებით, ყურებით და ღია მოცისფრო ფერის თვალებით. მა------–---–-----ის განმარტებით აღნიშნული პირი არის გი------ ჭე-–--ე, რომელმაც ოფისიდან გაიტანა ლეპტოპი და ფოტოაპარატი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შო------------–---–მა განმარტა, რომ მასთან ერთად კომპანიის დამფუძნებელი იყო ლი---------–---–ი, რომელმაც კომპანიის საქმიანობისთვის კუთვნილი ლეპტოპი და ციფრული ფოტოაპარატი მიიტანა ოფისში.

 

მოწმე მა-------------–---–ის ჩვენების თანახმად, ლი---------–---–ი არის მისი შვილი, ხოლო გი------ ჭე-–--ე ამ უკანასკნელის ყოფილი მეუღლე. მოწმის განმარტებით, იგი ყოველთვიურად ეხმარებოდა შვილს ფინანსურად, ამასთან, ლი---------–---–ს თავისი ხარჯით უყიდა ლეპტოპი და ციფრული ფოტოაპარატი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს 13:15-15:00 საათზე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, ბა--------------------------------ში, სადაც განთავსებულია შპს ,,ო-–--------ის“ ოფისი. ოფისის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სუნის ნიმუში, ხელის კვლები და ანაწმენდები.

 

მოწმე ოქ---------–---ას ჩვენებით, გი------ ჭე-–--ე არის მისი შვილი, რომელიც 2013 წლის სექტემბრის თვეში დაქორწინდა ლი---------–---–ზე და განქორწინდა ორი წლის შემდეგ. ლი---------–---–თან თანაცხოვრების პერიოდში შვილს ეხმარებოდა მატერიალურად. იმ დროს, როდესაც გი------ ჭე-–--ე და ლი---------–---–ი აპირებდნენ საქორწინო მოგზაურობაში წასვლას, მათ გადასცა 1000 აშშ დოლარზე მეტი. მას შვილმა და რძალმა უთხრეს, რომ თანხა ეყოფოდათ, როგორც სამოგზაუროდ, ასევე ფოტოაპარატის შესაძენად. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან ლი---------–---–ს მისცა 900 ლარი და ლი---------–---–მა შეიძინა წითელი ფერის ლეპტოპი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გი------ ჭე-–--ემ განმარტა, რომ 2013 წელს იქორწინა ლი---------–---–თან, რომელთანაც ორ წელი იმყოფებოდა ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ ჰქონდათ საერთო ბიუჯეტი, ასევე მატერიალურად ეხმარებოდნენ მშობლები. ლი---------–---–მა განვადებით შეიძინა ფოტოაპარატი და ლეპტოპი და ყოველთვიურ გადასახადს იხდიდნენ საერთო ბიუჯეტიდან და ამ ნივთებს იყენებდნენ ორივე. ამასთან, საქორწინო მოგზაურობაში წასვლისას დედამ - ოქ---------–---ამ მათ გადასცა თანხა. მისივე განმარტებით, შემთხვევის დღეს, ყოფილი მეუღლის სამსახურიდან ფოტოაპარატი წაიღო იმიტომ, რომ ენახა შვილის ფოტოები. ოფისში მისვლისას დახვდა ათამდე თანამშრომელი, რომელთა ნაწილს იცნობდა, ნაწილს კი არა. ოფისში შესვლისას მიესალმა ნაცნობებს, აიღო ფოტოაპარატი და ლეპტოპი, რომელიც მიაჩნდა საერთო საკუთრებად და წაიღო, თუმცა აპირებდა მოგვიანებით ნივთების უკან დაბრუნებას.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ნამდვილი უფლება - ეს ის უფლებაა, რომელიც პირს შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, თავისად დაგულებული უფლება - კი ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არა აქვს ანდა ეს უფლება შეიძლება შეიძინოს მხოლოდ დადგენილი წესით. ნივთზე (ნივთებზე) გარკვეული უფლების არსებობა ან ასეთის აღქმა არ იძლევა ნივთის (ნივთების) დაუფლების საფუძველს მფლობელისგან ნებისმიერი გზით, ფორმით ან საშუალებით.

მოცემულ შემთხვევაში, არც გი------ ჭე-–--ე უარყოფს, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს, ლი---------–---–ის სამსახურიდან წაიღო ,,Acer-ის“ ფირმის ლეპტოპი და ,,Nicon-ის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები წარმოადგენდა საერთო საკუთრებას და მათი დაუფლებით დანაშაული არ ჩაუდენია, მან ჩათვალა, რომ ჰქონდა უფლება ესარგებლა აღნიშნული ნივთებით. თუმცა ამის უფლება მას სინამდვილეში არ ჰქონდა, რადგან 2015 წლის სექტემბრიდან იგი ლი---------–---–თან ქორწინებაში აღარ იმყოფებოდა და აღარ ცხოვრობდა მასთან ერთად. განქორწინებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში, 2016 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში კი, ლი---------–---–ი ფლობდა და სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე იყენებდა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ზემოხსენებულ ნივთებს. შესაბამისად, გი------ ჭე-–--ეს ამ ნივთებით სარგებლობისთვის უნდა ემოქმედა კანონით დადგენილი წესით.

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას იმის შესახებ, რომ შვილის ფოტოების დათვალიერების შემდეგ აპირებდა ნივთების უკან დაბრუნებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, რომ გი------ ჭე-–--ემ დაზუსტებით იცოდა, რომ ლი---------–---–ი აღნიშნულ ლეპტოპში და ფოტოაპარატში ნამდვილად ინახავდა ბავშვის ფოტოებს და არა მხოლოდ სამსახურებრივ მასალას. ამასთან, ფოტოსურათების ნახვა და გადმოწერა გი------ ჭე-–--ეს შეეძლო განეხორციელებინა ადგილზე, ხსენებული ნივთების ოფისიდან წაღების გარეშე. გარდა ამისა, არც მოწმე მა------–---–-----ს და არც დაზარალებულს არ უთქვამს, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ გი------ ჭე-–--ე აპირებდა ამ ნივთების უკან დაბრუნებას. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია ქონების ღირებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლიობაში ადასტურებს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ გი------ ჭე-–--ეს ჰქონდა ნივთების განკარგვის უფლება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1162-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სადავო ნივთებით სარგებლობდა ლი---------–---–ი.

 

ამავე კოდექსის 1165-ე მუხლის თანახმად კი, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ სასამართლოს მიერ. სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც მეუღლეებმა შეწყვიტეს ერთად თანაცხოვრება, ამ ნივთებს სამსახურებრივი საქმიანობისთვის იყენებდა ლი---------–---–ი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნივთები შეძენილი იყო მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, ამ ნივთებით სარგებლობისთვის გი------ ჭე-–--ეს უნდა დაეცვა კანონის მოთხოვნები.

 

პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ლი---------–---–ს ჰქონდა პირადი შუღლი გი------ ჭე-–--ის მიმართ, ვინაიდან აღნიშნული გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა. დაზარალებულის და მოწმის ჩვენებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა. აღსანიშნავია, რომ მითითებულ დღეს გი------ ჭე-–--ის მიერ ციფრული ფოტოაპარატის და ლეპტოპის უნებართვოდ დაუფლების ფაქტი დაადასტურეს მოწმე მა------–---–-----მა, დაზარალებულმა ლი---------–---–მა და მათ შორის გი------ ჭე-–--ემ. სასამართლომ, მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიღო დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა კი შესაბამისობაშია მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ქმედების განხორციელების სახესთან და შედეგთან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (ვრცლად იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: KRASULYA v. RUSSIA, # 12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, საკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გი------ ჭე-–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თა-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი.

 

გი------ ჭე-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის (2016 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით გი------ ჭე-–--ეს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2800 (ორიათას რვაასი) ლარის ოდენობით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გი------ ჭე-–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

▪ სუნის ნიმუში და ერთი ცალი ასანთის კოლოფი - განადგურდეს;

▪ კომპიუტერული დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

▪ გი------ ჭე-–--ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ,,ნისან ელგრანდი“ სახელმწიფო ნომრით V------ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

▪ ,,Acer-ის“ ფირმის ლეპტოპი, შავი ფერის ჩანთა წარწერით ,,LOWEPRO“, ,,Nikon-ის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი, ,,Nikon-ის“ ობიექტივი, სამი ცალი კომპიუტერული დისკი, სამი ცალი პლასტმასის დეტალი და ერთი ცალი სადენი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე