გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1029-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მა-–---- ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გ------- ესაძე
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში): მ--- გ------იძე
წარმომადგენელი: ფრიდონ ბ----–აია
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში): ზაზა შ----ე
წარმომადგენელი: ირაკლი ა-–----აშვილი
დავის საგანი: მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა. თანხის დაკისრება
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში): განქორწინება. მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა. თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა და მ--- გ------იძის იდივიდუალურ საკუთრებად შემდეგი უძრავ - მოძრავი ქონების აღრიცხვა.
1.2.ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №------) ს/კ №0------------ის 1/2 ნაწილი.
1.3. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მოსარჩელე მ--- გ------იძის 50% მესაკუთრედ ცნობა.
- მოდელი: M---------------------------------- სახ. ნომერი: V------
- მოდელი: M---------------- E; კომბი (ხეთჩბეკი) სახ. ნომერი: A-------
- მოდელი: K--------- ციცხვი თვითმცლელი. სახ. ნომერი: A------
- მოდელი: K--------- უნაგირა საწევარი: სახ. ნომერი: D------
- მოდელი: O-------- ლითონის ბორტიანი პლატფორმა: ნახევარმისაბმელი. სახ. ნომერი: D-----
-მოდელი: G----------; თვითმცლელი, მისაბმელი; სახ. ნომერი: D-----.
1.4. მოპასუხე ზ---- შ----ეზე მოსარჩელე მ--- გ------იძის სასარგებლოდ -
-ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0,-ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4,-ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------,-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ №0-----------,-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №6) ს/კ №0----------3,-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ №0-----------, ქონებიდან მიღებული საიჯარო თანხის ½ ნაწილის, სულ 32.125 ლარის გადასახდელად დაკისრება 2--- წლის დეკემბრიდან 2----–-–-ს თებერვლამდე.
1.5. მოპასუხე ზ---- შ----ეზე მოსარჩელე მ--- გ------იძის სასარგებლოდ, შპს ,,ზ.მ."-ის (ს/კ 2-----------) წილიდან დივიდენდის სახით მიღებული თანხის ნახევარის, 2--- წლიდან 2----–-–-ს თებერვლამდე -160. 775.00 ლარის გადასახდელად დაკისრება.
მოპასუხე ზ---- შ----ეზე მოსარჩელე მ--- გ------იძის სასარგებლოდ, შპს ,,ზ.მ."-ის (ს/კ 2-----------) წილიდან 5%, 2----–-–-ს თებერვლიდან აღსრულების მომენტამდე გადასახდელად დაკისრება.
2. შეგებებული სარჩელი:
2.1. ზ---- შ----ესა და მ--- გ------იძეს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
2.2. მოპასუხე მ--- გ------იძეზე, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ბინის, (მდებარე ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–---------------, დაზუსტებული ფართობი: 4784.00 კვ.მ, ფართი 99.10 კვ.მ საზაფხულო ფართი 19.57 კვ.მ, ს/კ N0------------------) გასხვისების გამო, ფულადი კომპენსაციის სახით 11.666.00 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.
2.3. ქ. ქუთაისში, ბ---------------ში მდებარე უძრავი ნივთის (დაზუსტებული ფართობი: 458.00 კვ.მ. ს/კ N0-----------) შენობა -ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 3/10 ნაწილის ნახევრის და შენობა-ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილის, საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 2/10 ნაწილის ნახევრის ზ---- შ----ის მესაკუთრედ ცნობა.
დავის არსი მ--- გ------იძის სარჩელით.
მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი. ქორწინების განმავლობაში შეიძინეს სხვადასხვა ქონება. მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტური ვითარება, რის გამოც ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს. მოსარჩელე თავის შვილებთან ერთად ცხოვრობს ცალკე.
ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით, მ--- გ------იძეს მიეკუთვნა მეუღლეთა საერთო ქონების ½ და არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაენიშნა ალიმენტი 2700 ლარი ყოველთვიურად. აღსრულების ეტაპზე მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა ზ.შ----ის სხვა უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ, რომელიც თანაცხოვრების პერიოდში იყო შეძენილი. ასევე ცნობილია, რომ მიკუთნებული ქონება გაცემულია იჯარით ზ---- შ----ის მიერ და წლების მანძილზე წარმოადგენს შემოსავლის წყაროს მხოლოდ მოპასუხისათვის. ზ---- შ----ე იღებდა სარგებელს მ.გ------იძის თანასაკუთრებიდანაც- შ-------“ წილიდან.
კერძოდ, მ--- გ------იძის საკუთრებად უნდა აღირიცხოს ქუთაისში, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №------) ს/კ №0------------ის 1/2 ნაწილი, ასევე მოპასუხე ზ---- შ----ეს მოსარჩელე მ--- გ------იძის სასარგებლოდ - გადასახდელად უნდა დაეკისროს - ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0; -ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4;-ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ №0-------------ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №6) ს/კ №0----------3;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ №0-----------, ქონებიდან მიღებული საიჯარო თანხის ½ ნაწილის, სულ 32.125 ლარი.
ხორავას ქუჩის იჯარა: 25 X 1100ლ=27500 ლარი, აქედან 13750 ლარი უნდა მიეკუთნოს მ.გ------იძეს.
გ---------ს ქუჩის იჯარა 25X1470= 36750, აქედან 18375 ლარი უნდა მიეკუთნოს მ. გ------იძეს. სულ ჯამში 32.125 ლარი
2--- წლის ნოემბრიდან 2----–-–---------–-ს ჩათვლით 19 თვეში ზ.შ----ეს კუთვნილი დივიდენდის სახით შ----------იდან მიღებული აქვს 321, 551.00 ლარი, საიდანაც თანასაკუთრების პრინციპით ნახევარი 160, 775.00 ლარი უნდა მიეკუთნოს მ. გ------იძეს.
ასევე, მოპასუხე ზ---- შ----ეს, მოსარჩელე მ--- გ------იძის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს შპს ,,ზ.მ."-ის (ს/კ 2-----------) წილიდან კუთვნილი 5% დივიდენდი, 2----–-–-ს თებერვლიდან აღსრულების მომენტამდე.
ასევე უნდა გაიყოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მოსარჩელე მ--- გ------იძე ცნობილი უნდა იქნეს 50% მესაკუთრედ. კერძოდ -
- მოდელი: M---------------------------------- სახ. ნომერი: V------
- მოდელი: K--------- უნაგირა საწევარი: სახ. ნომერი: D------
-მოდელი: G----------; თვითმცლელი, მისაბმელი; სახ. ნომერი: D----- უნდა მიეკუთვნოს მ--- გ------იძეს.
-რაც შეეხება ზ. შ----ის მიერ მიღებულ შემოსავლებს რომლებიც წარმოადგენენ დავის საგანს, 2--- წლის დეკემბრიდან 2----–-–-ს თებერვლამდე მ. გ------იძის საკუთრებაში მყოფი ფართების გაიჯარებით მიღებული თანხები შეადგენენ: ხორავას ქუჩის იჯარა: 25X1100ლ=27500 ლარი, აქედან 13750 ლ უნდა მიეკთვნოს მ. გ------იძეს. გ---------ს ქუჩის იჯარა 25X1470=36750 ლარი აქედან ნახევარი უნდა მიეკუთვნოს მ. გ------იძეს. სულ ჯამში 32 125 ლარი. აღნიშნული შემოსავლები დასტურდება საქმის მასალებით: ამონაწერით ზ---- შ----ის საბანკო ანგარიშებიდან, სარჩელში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულებით და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით; ინდ. მეწარმე ზ---- შ----ის საშემოსავლო დეკლარაციების და შპს ზმ-ის მიერ გაცემული თანხების და დაკავებული გადასახადების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშების და დეკლარაციების სახით.
უკანასკნელების ანალიზით დადგინდა, რომ სულ 2----–-–------------დან 2----–-–---------–-ს ჩათვლით 19 თვეში, ზ. შ----ეს კუთვნილი დივიდენდების სახით შ----------იდან მიღებული აქვს 321.551.00 ლარი, საიდანაც თანასაკუთრების პრიციპით ნახევარი 160.775.00 ლარი უნდა მიეკუთვნოს მ. გ------იძეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შ----------მა შეწყვიტა დივიდენდების გაცემა 2016 წლის მაისიდან როდესაც ზ. შ----ემ დააფუძნა შპს ,,ცემი+“ და ამრიგად აიცილა თავიდან დივიდენდების გაყოფა მ. გ------იძესთან, როგორც ახალ მეწილე პარტნიორთან.
იჯარის და დივიდენდის თანხების მოთხოვნის საფუძველია ის, რომ ეს თანხები მიღებულია ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებიდან. სკ1167-ე მუხლი და 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი სასამართლოს შეუძლია ინდივიდუალურ ქონებად ჩათვალოს ის, რომელიც შეძენილია მეუღლეთა ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. იჯარისა და დივიდენდის თანხები მიღებულია ცალ-ცალკე ცხოვრებამდე ანუ ერთად ცხოვრების პერიოდში. ამიტომ, მოთხოვნილი თანხები, როგორც საერთო ქონება, დასაბუთებულია სკ 147-ე, 1158-ე და 1159-ე მუხლებით. ქორწინების პერიოდში აღებული კრედიტით იქნა შეძენილი უძრავი ქონებები ზ---- შ----ის მიერ, რომლებიც ზ. შ----ის სახელზე დარეგისტრირდა.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, მ--- გ------იძე როდის გახდა შპს-ს პარტნიორი დავის საგანთან კავშირი არა აქვს, რადგან იგი ითხოვს ქორწინების პერიოდში შპს-ს თანასაკუთრების წილიდან შ----ის მიერ მიღებული თანასაკუთრების - დივიდენდის ნახევარს, რომელიც დასტურდება საგადასახადო დეკლარაციებით, რაც გულისხმობს, რომ მასში მოცემული თანხები განაწილებულია, მიღებულია შ----ის მიერ. ეს გარემოება თავის განმარტებაში სადავოდ არ გაუხდია შ----ის წარმომადგენელს, რომელმაც განმარტა, რომ არ უარყოფს სარჩელში მითითებული თანხის შ----ის მიერ აღებას. გ------იძე როცა გახდა შპს-ს პარტნიორი და ამ პერიოდიდან გაიცა თუ არა დივიდენდი და თუ არ მისცა შპს-მ კუთვნილი დივიდენდი, ეს არ არის დავის საგანი. გ------იძეს პარტნიორად დარეგისტრირების შემდეგ შპს-ს დივიდენდის თაობაზე შპს-ს წინააღმდეგ კი არა აქვს სარჩელი, არამედ შ----ის მიმართ აქვს სარჩელი ქორწინების განმავლობაში მიღებული დივიდენდის, როგორც თანასაკუთრების ნახევრის მიკუთვნების თაობაზე 147-ე, 1158-ე და 1159-ე მუხლების საფუძველზე. ეს თანხები შ----ეს მიღებული აქვს ქორწინების განმავლობაში შეძენილი შპს-ს წილიდან. სკ 1167-ე და 1168-ე მუხლებით კი ინდივიდუალურად შეიძლება ჩაითვალოს ის ქონება, რომელიც ცალკე ცხოვრების შემდეგაა შეძენილი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
დავის არსი ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელით.
ზ---- შ----ე და მ--- გ------იძე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 1989 წლიდან. ამჟამად მათ შორის არის უთანხმოება, კონფლიქტური მდგომარეობა, ისინი ფაქტობრივად ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან მიღებული ზომებისა, შეუძლებელია. ქორწინების პერიოდში მათ შეიძინეს სხვადასხვა ქონება, რაც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წინამდებარე შეგებებული სარჩელის მიზანს წარმოადგენს მეუღლეთა განქორწინება და ქორწინების განმავლობაში შეძენილი საერთო ქონების გაყოფა.
ზ---- შ----ის განმარტებით, მ--- გ------იძემ მისი ნებართვის გარეშე გაასხვისა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქ. ქ-------–----------–---–------------, დაზუსტებული ფართობი: 4784.00 კვ.მ, ფართი 99.10 კვ.მ საზაფხულო ფართი 19.57 კვ.მ, ს/კ N0------------------) მდებარე საცხოვრებელი ბინა, აღნიშნულის გამო, მოპასუხე მ--- გ------იძეს ზ---- შ----ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ბინის, (მდებარე ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–------------, დაზუსტებული ფართობი: 4784.00 კვ.მ, ფართი 99.10 კვ.მ საზაფხულო ფართი 19.57 კვ.მ, ს/კ N0------------------) გასხვისების გამო, ფულადი კომპენსაცია 11.666.00 აშშ დოლარი.
ასევე რეგისტრირებული ქორწინებისას შეიძინეს, ქ. ქუთაისში, ბ---------------ში მდებარე უძრავი ნივთი (დაზუსტებული ფართობი: 458.00 კვ.მ. ს/კ N0-----------), რომლიდან ზ---- შ----ეს უნდა მიეკუთვნოს კუთვნილი წილი, კერძოდ - ქ. ქუთაისში, ბ---------------ში მდებარე უძრავი ნივთის (დაზუსტებული ფართობი: 458.00 კვ.მ. ს/კ N0-----------) შენობა -ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 3/10 ნაწილის ნახევარი და შენობა-ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილის, საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 2/10 ნაწილის ნახევარი.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ--- გ------იძემ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო განქორწინების ნაწილში.
სხვა ნაწილში შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი. ქორწინების განმავლობაში შეიძინეს სხვადასხვა ქონება. მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტური ვითარება, რის გამოც ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს. მოსარჩელე თავის შვილებთან ერთად ცხოვრობს ცალკე.
მოპასუხე მ--- გ------იძემ ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელი არ ცნო ქონების გაყოფის ნაწილში და აღნიშნა, რომ ვინაიდან მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დააკმაყოფილებს შეგებებულ სარჩელს, ქ.ქ-------–----------–---–------------/66-ში მდებარე ბინიდან მას უნდა მიეკუთვნოს სადავო ბინის 4/5 ნაწილი, ხოლო ქ. ქუთაისში, ბ---------------ში მდებარე უძრავი ნივთიდან 4/10 ნაწილი.
შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ბინის ორდერით ქუთაისში ჯ-----–---–--------------ში მდებარე ბინა შეძენილ იქნა მ. გ------იძის მამის ზ---– გ------იძის მიერ 1--- წელს. ამ დროს ზ---- შ----ე და მ--- გ------იძე მეუღლეები არ იყვნენ. გ------იძის ბინა არაა შეძენილი ქორწინების განმავლობაში და ეს ბინა სახელმწიფოსაგან უსასყიდლოდ ანუ ჩუქებით მიიღო ზ---– გ------იძემ.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1----–-–--------------–------- დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით. საცხოვრებელი ბინა უსასძიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ ბინის დამქირავებლები არიან.
ზ---- შ----ე არასდროს არ ყოფილა გ------იძეების ბინის დამქირავებელი და მფლობელი.
ბინის ორდერით რომელიც 1--- წელს გაიცა ზ---– გ------იძის სახელზე ერთ-ერთი მფლობელი იყო მისი ქალიშვილი მ--- გ------იძე, რომელმაც სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ ანუ ჩუქებით მიიღო ბინა. აღნიშნულს ადასტურებს ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------–---- გადაწყვეტილება, რომელმაც 3.2.1 პუნქტით დადგინდა, რომ ბინაში ცხოვრობდა მ--- გ------იძე 6.1 პუნქტით ბინის მაცხოვრებლად ითვლება ყველა ის პირი, რომელსაც საცხოვრებელ ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა ბინის პრივატიზების დროისათვის ანუ ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო სადავო ბინის მისამართზე.
მ--- გ------იძემ ხსენებული №1-- დადგენილების მე-4 პუნქტით სახელმწიფოსაგან, როგორც სამართლის სუბიექტისაგან, (სკ მე-8 მუხლი), უსასყიდლოდ ანუ ჩუქებით მიიღო სადავო ქონება. ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------–---- გადაწყვეტილების საფუძველზე გ------იძე დარეგისტრირდა სადავო ბინის მესაკუთრედ.
სკ 1161-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნტის მიხედვით, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია ჩუქებით.
სკ 312-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას დაუშვებელია გარიგების დადება, უფლების რეგისტრაცია თანამესაკუთრეების თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. სადავო ბინის პრივატიზაციის დროს ამ ბინის ერთადერთი მესაკუთრე იყო სახელმწიფო, რომელმაც №1-- დადგენილებით გ------იძეს გადასცა საკუთრებაში ეს ბინა.
სკ 312-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ. თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრე.
№1-- დადგენილების მე-5 პუნქტიდან და ბინის ორდერიდან გამომდინარე ზ. შ----ე არ ყოფილა და ვერც იქნება სადავო ბინის მესაკუთრე.
№1-- დადგენილების საფუძველია 1983 წლის საქართველოს საბინაო კოდექსის 62-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, დამქირავებლის ოჯახის წევრები სარგებლობენ დამქირავებლის ყველა უფლებით. ბინის ორდერი გაცემულია და დამქირავებელი იყო მ--- გ------იძის მამა ზ---– გ------იძე, ხოლო დამქირავებლის ოჯახის წევრი იყო მ--- გ------იძე ზ. შ----ე არ ყოფილა ბინის დამქირავებლის ოჯახის წევრი.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, რამდენადაც ბინა საჩუქრად მიიღო ზ---– გ------იძემ, იგი ინდივიდუალური ქონებაა, რის გამოც კომპენსაცია ზ---- შ----ეს არ ეკუთვნის. ამასთან, გაჩუქებით მ--- გ------იძეს სარგებელი არ მიუღია, ხოლო კომპენსაცია მეუღლეს ეძლევა მაშინ, თუ გამსხვისებელმა ამ გასხვისებით მიიღო სარგებელი.
რამდენადაც ზ---- შ----ე არ ყოფილა ბინის დამქირავებელი, მას არ მოუპოვებია საკუთრების, თანასაკუთრების უფლება. საკუთრების უფლება სახელმწიფოსგან ჩუქებით ანუ უსასყიდლოდ გადაცემით მოიპოვა გ------იძემ ჩუქებით მიღებული ქონება კი ინდივიდუალურია. ამიტომ კომპენსაციის მოთხოვნა დაუსაბუთებელია სკ 1161-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით.
2. მოპასუხის განმარტებით, ბ------- ქუჩაზე (ყოფილი ს---–------------- შეს.) მდებარე სახლის თანამესაკუთრეები თავდაპირველად იყვნენ მ--- გ------იძის მამა ზ---– გ------იძე და მამიდა მ-----მ გ------იძე. სახლი იყო ხის და 1----–--–ს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა. რაც მოითხოვდა ახალ პროექტსა და მშენებლობას, მაგრამ მიწა იმ პერიოდში წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. და მ-----მ გ------იძემ გამოიტანა სახლის პროექტი თავის სახელზე და 1----–--–ს ზემოაღნიშნულ მიწაზე ძმების დახმარებით ააშენა ბელეტაჟზე 53 კვ.მ. ფართის სახლი. ვინაიდან ზ---– გ------იძეს ამ დროისათვის მიღებული ქონდა ზემოთაღნიშნული ბინა ჯ-----–---–-------- ხოლო იმ პერიოდში ორი კერძო საკუთრების ფიქსირება ერთ პიროვნებაზე არ ხდებოდა. ამიტომ მ-----მ და ზ---– გ------იძეს შორის მოხდა ზეპირისიტყვიერი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მომავალში ზ. გ------იძის კანონიერი უფლების განხორციელება ბ------- ქუჩაზე (ყოფილი ს---–------------- შეს.) მდებარე სამოსახლო ნაკვეთზე მოხდება მ-----მის მხრიდან ნებისმიერ მემკვიდრეზე კანონით გათვალისწინებული გზის გამოყენებით.
სწორედ ამიტომ გაფორდა 1----–-–-----------------ს მ-----მ და მ--- გ------იძეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება სახლის 1/5 ნაწილზე. სინამდვილეში ეს ფართი იყო ზ---– გ------იძის თანასაკუთრება, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, არის მ--- გ------იძის კანონისმიერი მემკვიდრეობის წესით. სკ 1161-ე მუხლის, „ბ“ პუნქტის მიხედვით კი, ასეთი ქონება ინდივიდუალური საკუთრებაა.
ასევე თანასაკუთრებას არ წარმოადგენს ბ------- ქუჩაზე მდებარე სახლის დანარჩენი ნაწილი. იგი მ-----მ გ------იძემ 1----–-–-----------ს ანდერძით დაუტოვა ძმისშვილს ს---–--- გ------იძეს, რომელმაც იგი მიიღო 2----–-–-----------ს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით. ზ. შ----ე და მ. გ------იძე უკვე 1--- წლიდან უსასყიდლოდ ცხოვრობდნენ ი. ბ------- ქუჩაზე ს---–--- გ------იძის სახლში. 2----–-–---------–--- (გვ.24) ზ. შ----ემ აიღო ცნობა-დახასიათება სოლომონ პირველის მე-2 შეს. №36-ში მდებარე სახლზე.
2001 წელს ზ---- შ----ემ დააფუძნა შ-------“-ი რისთვისაც საწესდებო კაპიტალში შეიტანა გ------იძის კუთვნილი თანხა და ავეჯი. შპს-ს ფინანსური მხარდაჭერისათვის მან 2----–-–-----------ს საქ. მიკროსაფინანსო ბანკის ქუთაისის ფილიალისგან აიღო 40 000 აშშ დოლარის კრედიტი რომელსაც სჭირდებოდა უზრუნველყოფა.
მ--- გ------იძე და ს---–--- გ------იძე არიან ბიძაშვილები, ს---–--- გ------იძე იმ პერიოდში თანამშრომლობდა ზ---- შ----ის შპს-სთან, რის გამოც იგი დათანხმდა ზ. შ----ეს კრედიტი უზრუნველყოფილიყო მისი სახელით. ს. გ------იძემ ბანკის მოთხოვნის თანახმად, მისცა მინდობილობა გაყიდვის უფლებით 2----–-–----------მდე, რითაც ზ. შ----ემ მოხერხებულად ისარგებლა და სახლის ერთი ნაწილი ნასყიდობის ხელშეკრულებით მიყიდა მის უფროს შვილს გ------- შ----ეს, ხოლო მე-2 ნაწილი მის მეუღლეს მ--- გ------იძეს. სწორედ მითითებული მესაკუთრეების არის დღემდე სადავო სახლი. ნასყიდობა ფიქტიური იყო. მ--- გ------იძემ მხოლოდ სამემკვიდრო წილის რეალიზაცია მოახდინა და მიიღო მამის კუთვნილი ფართის და მიწის ნახევარი.
ზ---- შ----ის სარჩელი გ------იძის მამის მიერ დატოვებულ ორივე ქონების მიმართ უსაფუძვლოა.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზ---- შ----ემ (წარმომადგენელი ირაკლი ა-–----აშვილი) მ--- გ------იძის სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, თანახმაა მ--- გ------იძის სახელზე აღირიცხოს ქუთაისში, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №------) ს/კ №0------------ის 1/2 ნაწილი.
სხვა ნაწილში ზ---- შ----ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უსაფუძვლოა მოთხოვნა, მოპასუხე ზ---- შ----ეზე მოსარჩელე მ--- გ------იძის სასარგებლოდ, შპს ,,ზ.მ."-ის (ს/კ 2-----------) წილიდან დივიდენდის სახით მიღებული თანხის ნახევარის, 2--- წლიდან 2----–-–-ს თებერვლამდე -160. 775.00 ლარის გადასახდელად დაკისრების შესახებ, რადგან მ--- გ------იძე შპს ,,ზ.მ."-ის კაპიტალში არსებული წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა 2----–-–-სშემდეგ და მას არ აქვს უფლება მოითხოვოს დივიდენდი 2--- წლიდან 2----–-–-ს დროის მონკვეთზე.
ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა, მოპასუხე ზ---- შ----ეზე მოსარჩელე მ--- გ------იძის სასარგებლოდ, შპს ,,ზ.მ."-ის (ს/კ 2-----------) წილიდან 5%, 2----–-–-ს თებერვლიდან აღსრულების მომენტამდე გადასახდელად დაკისრების შესახებ, რადგან მ--- გ------იძე თვითონ გახდა შპს ,,ზ.მ."-ში 2----–-–-დან 5% წილის მესაკუთრე და მან იცის, რომ 2----–-–-დან დივიდენდების გაცემის გადაწყვეტილება შპს ,,ზ.მ."-ის პარტნიორებს არ მიუღიათ.
ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა იჯარით მიღებული თანხის -ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0; -ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4;-ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ №0-------------ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №6) ს/კ №0----------3;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ №0-----------, ქონებიდან მიღებული საიჯარო თანხის ½ ნაწილის, სულ 32.125 ლარის მ--- გ------იძისათვის მიკუთვნების განაწილების შესახებ, რადგან ამ დროის მონაკვეთში მიღებული თანხები მთლიანად ოჯახის მიზნებისათვის გამოიყენებოდა.
მოპასუხის წარმომადგენელმა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან -მოდელი: M---------------------------------- სახ. ნომერი: V------
-მოდელი: M---------------- E; კომბი (ხეთჩბეკი) სახ. ნომერი: A-------
-მოდელი: K--------- ციცხვი თვითმცლელი. სახ. ნომერი: A------
-მოდელი: K--------- უნაგირა საწევარი: სახ. ნომერი: D------
-მოდელი: O-------- ლითონის ბორტიანი პლატფორმა: ნახევარმისაბმელი. სახ. ნომერი: D-----
-მოდელი: G----------; თვითმცლელი, მისაბმელი; სახ. ნომერი: D----- მოსარჩელე მ--- გ------იძის 50% მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნასთან მიმართებით განმარტა, რომ განაწილება მოახდინოს სასამართლომ და არა ისე, როგორც ამას ითხოვს მოსარჩელე.
სხვა გარემოებები, სადავო მოძრავი ნივთების განაწილებისას, მათი ინდივიდუალური ნიშნების შესახებ მოპასუხეს არ დაუკონკრეტებია.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მ--- გ------იძე და ზ---- შ----ე 19---–-–------------–-დან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრებისას შეეძინათ ოთხი შვილი.
მოპასუხე ზ---- შ----ეს არასრულწლოვანი შვილების სარჩოდ ალიმენტის სახით იხდის 2700 ლარს ყოველთვიურად.
მტკიცებულება:
- ქორწინების მოწმობა; გაბადების მოწმობა. მხარეთა ახსნა-განმარტება (ტ.1 ს/ფ 14).
3.1.2.თანაცხოვრების პერიოდში მხარეებმა შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №------) ს/კ №0-----------, რომლებიც რეგისტრირებულია ზ---- შ----ის სახელზე: განცხადების რეგისტრაცია: ნომერი 8-----------,თარიღი 2------------------; უფლების რეგისტრაცია: თარიღი 0---------; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 2---------, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესრის ეროვნული სააგენტო.
მტკიცებულება:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1 ს/ფ 26).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2----–-–------------------ს ზ---- შ----ეს (შემდგომში „მეიჯარე“) და შპს მეზანს (ს.კ 4-------- (შემდგომში მოიჯარე) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე დროებით სარგებლობაში იღებს მეიჯარის საკუთრებაში არსებულ 1279.88 კვ.მ სამეურნეო (კომერციულ) ფართს, ხოლო მოიჯარე კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საფასური.
2--- წლის 24 ოქტომბრის უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარემ ზ---- შ----ემ შპს ,,მ------"-ს დროებით სარგებლობაში გადასცა მის საკუთრებაში არსებული 756.06 კვ.მ. სამეურნეო ფართი მდებარე ქუთაისი, ს---–--- ს--------------, ქუჩა გ------------.
დადგენილია, რომ ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0; -ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4;-ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ №0------------ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №6) ს/კ №0----------3;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ №0-----------, ქონების გაქირავებით მიღებული საიჯარო თანხის ½ ნაწილი სულ შეადგენს - 32.125 ლარს.
ხორავას ქუჩის იჯარა: 25 X 1100ლ=27.500 ლარის ნახევარი - 13.750 ლარი, გ---------ს ქუჩის იჯარა - 25X1470=36750 ლარის ნახევარი 18.375 ლარი, ჯამში 32.125 ლარი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მ--- გ------იძემ თანასაკუთრებაში არსებული ქონების იჯარის თანხის ½ ნაწილის ნებაყოფლობით გადაცემა მოთხოვა ზ---- შ----ეს, რომელმაც მოთხოვნა არ შეასრულა.
მტკიცებულება: უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება; სასამართლო გადაწყვეტილება. მხარეთა შორის არსებული მიმოწერა; საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ.1.ს.ფ. 237-255; ტ.მე-3.ს/ფ. 8-22)
3.2.2.1--- წლის 28 ოტომბერის, ქუთაისის მშრ.დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის N12490 ორდერით დადგენილია, რომ ზ---– არისტოტელეს ძე გ------იძეს უფლება აქვს დაიკავოს 3 ოთახი მისი 6 სულიანი ოჯახით, შესასვლელი №3 სართული 7, ქუჩა ჯავახიშვილი, სახლის ნომერი -73.
მტკიცებულება: N12490 ორდერი (ტ.1.ს.ფ 127-131).
3.2.3.დადგენილია, რომ 2010 წლის 04 მარტს გ------- გ------იძემ (შემდგომში მჩუქებელი) დაბადებული 09.12.1--- წ. ქ. ქუთაისში და მეორე მხრივ ნ-----–-ა ბ---------ამ- (შემდგომში დასაჩუქრებული) დაბადებული 27.07.1---წ ქ. ქუთაისში, დადეს ხელშეკრულება ჩუქების შესახებ, რომლის მიხედვით ნ-----–-ა ბ---------ას გ------- გ------იძემ გადასცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქ. ქუთაისი ჯ-----–---–----------------ში.
მტკიცებულება: ჩუქების ხელშეკრულება:(ტ.1.ს.ფ 132-134).
3.2.4. საჯარო რეესტრიდან 1--------- წლის ამონაწერით, დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა ჯ-----–---–-----------ში 1/3 ნაწილის მესაკუთრეა ნ-----–-ა ბ---------ა, 1/3 მ--- გ------იძე, 1/3 -ნ-----–-ა გ------იძე.
დადგენილია, რომ მ--- გ------იძემ თავისი წილი აჩუქა დას.
აუდიტორული ფირმა „აუ--------------–-------ს“ ექსპერტმა ვ.ბ------მ მოქ. მ--- გ------იძის (პ/ნ 6----------) მიმართვის საფუძველზე შეაფასა ლალი გ------იძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის ½ ნაწილი მდებარე ქ.ქუთაისი, ჯ-----–---–--------, ბინა №--. ცხრასართულიანი სახლის მერვე სართული. ბინის საერთო ფართი 99.10 კვ.მ საზაფხულო ფართი 19.57 კვ.მ ძველი რემონტით. ლ--–-----------ის საკუთრებაა 2/3 ნაწილი ანუ 66.07 კვ.მ საზაფხულო ფართი 13.05 კვ.მ ს/კ №0------------------;
ადგილმდებარეობისა და დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით ლ--–-----------ის საკუთრება შეფასდა 80 000 ლარად. ამრიგად, ½ ნაწილი შეფასებული იქნა 40000 ლარად.
მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან:აუდიტორული დასკვნა:(ტ.1.ს.ფ 135-167).
3.2.5. 1949 წლის 8 ივნის შედგენილი ანდერძის თანახმად მეანდერძე- გა-------ე მ-----მი მა-----–-- ასულმა მთელი თავის საკუთრებაში არსებული მოძრავ-უძრავი ქონება უანდერძა მის ძმიშვილს - ს---–--- ვ--------ს ძე გ------იძეს.
მტკიცებულება: ანდერძი; ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (ტ.1.ს.ფ 172-176)
3.2.6. დადგენილია, რომ ს---–--- ვ--------ს ძე გ------იძემ 2----–-–----------ს გასცა მინდობილობა ზ---- შ----ის სახელზე, რომლითაც ზ---- შ----ეს უფლება ეძლეოდა გაეყიდა სახლი, მდებარე ქ. ქუთაისი, ს---–--------------–-----------–-------------ში.
მტკიცებულება: მინდობილობა (ტ.1.ს.ფ 177-181).
3.2.7. დადგენილია, რომ 2----–-–-----–-----------------ს ს---–--- გ------იძემ მცხოვრები ტიბულის რაიონი სოფ. მუხურაში, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც „გამყიდველი“ და რომელსაც წარმოადგენს ზ---- შ----ე, მ--- გ------იძესა და გ------- შ----ეს მიჰყიდა უძრავი ქონება. მ--- გ------იძემ იყიდა ს---–--- გ------იძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 4/5 ნაწილიდან იგივე 8/10 ნაწილიდან 3/10 ნაწილი, ხოლო გ------- შ----ემ იყიდა ს---–--- გ------იძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 4/5 ნაწილიდან იგივე 8/10 ნაწილიდან 5/10 ნაწილი, რომელიც მოიხსენიება როგორც ნასყიდობის საგანი.
მთელი საცხოვრებელი სახლი შედგება 2 საცხოვრებელი ოთახისგან, საცხოვრებელი ფართი 32.90 კვ.მ დამხმარე ფართი 20.87 კვ.მ სასარგებლო ფართი 53.79 კვ.მ განლაგებული მიწის ნაკვეთზე ფართით 460 კვ.მ.
მხარის განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა 7000 ლარად. აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა მყიდველების მიერ ს---–--- გ------იძის რწმუნებულის - ზ---- შ----ის მიმართ.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება რომ ქ.ქ-------–-----------6, (ყოფ. სო-–--------------–--------------–------------) -ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნით თანასაკუთრებით გ------- შ----ეს და მ--- გ------იძეს.
მტკიცებულება: საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება. (ტ.1.ს.ფ.183-188).
3.2.8. შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი შპს ზ.მ-ის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების შესწავლით დადგენილია, რომ 2--- წლის 3--------------------–-–------------ დივიდენდის სახით მიღებული აქვს 321, 551,00 ლარი.
მტკიცებულება:
საბანკო ამონაწერები; საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები; (ტ.2. ს.ფ. )
3.2.9. შ-----------ს 2001 წლის წესდების თანახმად, შპს-ს თანაბარი 50-50%-იანი წილის მფლობელები არიან ზ---- შ----ე და მერაბ ჩაგიაშვილი.
2----–-–-ს 18 სექტემბრის - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად - ზ---- შ----ე შ-----------ში 50%-იანი წილის მფლობელი და მართველია.
მტკიცებულება:
-სასამართლო გადაწყვეტილება. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.(ტ.მე-2. ს/ფ )
3.2.10. დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალებები მოდელი: M---------------------------------- სახ. ნომერი: V------; -მოდელი: M---------------- E; კომბი (ხეთჩბეკი) სახ. ნომერი: A-------;-მოდელი: K--------- ციცხვი თვითმცლელი. სახ. ნომერი: A------;-მოდელი: K--------- უნაგირა საწევარი: სახ. ნომერი: D------; -მოდელი: O-------- ლითონის ბორტიანი პლატფორმა: ნახევარმისაბმელი. სახ. ნომერი: D-----;-მოდელი: G----------; თვითმცლელი, მისაბმელი; სახ. ნომერი: D-----, რეგისტრირებულია ზ---- შ----ის სახელზე.
მტკიცებულება: ცნობა (ტ.1.ს/ფ.272-276).
3.2.11. საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ საფუძვლიანია მ--- გ------იძის სარჩელი მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის ნაწილში.
ასევე ნაწილობრივ საფუძვლიანია ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელი.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლის თანახმად - ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ---- შ----ე და და მოპასუხე მ--- გ------იძე 19---–-–------------–-დან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის საფუძვლია - განქორწინება. იმავე კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილით - განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.
განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ზ---- შ----ეს ფაქტობრივად შექმნილი აქვს სხვა ოჯახი, მხარეები ეთანხმებიან განქორწინებას, რაც ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია და განქორწინებით უნდა შეწყდეს ქორწინება ზ---- შ----ეს და მ--- გ------იძეს შორის, რეგისტრირებული 1----–-–------------–---------------------------------–-------------------------–---------.
3.2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით: მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
მოსარჩელე მ--- გ------იძემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1165-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების (მდებარე ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №------) ს/კ №0------------ის გაყოფა და 1/2 ნაწილის მისთვის გადაცემა. მოპასუხე ზ---- შ----ის წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ამ ნაწილში ცნო, რაც სსს კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად საჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
სარჩელში და შეგებებული სარჩელში გადმოცემული სხვა ფაქტების შესახებ მხარეებს აქვთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები.
3.2.13. დადგენილია, რომ მ--- გ------იძე და ზ---- შ----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1989 წლის აპრილიდან, მათ შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. ქორწინების განმავლობაში ორივე მხარეს რიგ შემთხვევებში გააჩნდათ დამოუკიდებელი შემოსავალი, რასაც მოიხმარდენ ოჯახის საჭიროებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1162-ე მუხლის მიხედვით მნიშვნელობა არ აქვს რომელი მეუღლე ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელს შემოჰქონდა შემოსავალი და რომელი მეუღლე იყო დაკავებული საოჯახო საქმიანობით და არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი. საერთო ჯამში მოსარჩელის მიერ ოჯახში მოზიდული შემოსავალიც და მოპასუხის მოპოვებული თანხა და ამ თანხებით შეძენილი ქონება, მეუღლეთა თანასაკუთრებაა.
დადგინდა და მხარეებიც არ უარყოფენ რომ უძრავი ქონება მდებარე - 1. ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0. 2. ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4. - 3. ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------. 4. ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ№0-----------. - 5. ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი№6) ს/კ №0----------3. 6. ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ---------№5, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ№0----------- - შეძენილია ქორწინების განმავლობაში.
დადგენილია, რომ არნიშნული ქონების ½ საკუთრების უფლებით 2----–-–-ს თებერვლიდან აღრიცხულია მ--- გ------იძის სახელზე.
წინამდებარე სარჩელით, მ--- გ------იძე ასევე ითხოვს მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ნივთების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაყოფას, რაც საფუძვლიანია და უნდა გაიყოს სამართლიანი გაყოფის პრინციპით და მოსარჩელე მ--- გ------იძის სახელზე უნდა აღირიცხოს მიეკუთვნოს -
ავტომობილი, მოდელი: M---------------------------------- სახ. ნომერი: V------
-მოდელი: K--------- ციცხვი თვითმცლელი. სახ. ნომერი: A------ -მოდელი: O-------- ლითონის ბორტიანი პლატფორმა: ნახევარმისაბმელი. სახ. ნომერი: D-----.
მოძრავი ნივთების გარდა, მოსარჩელე ითხოვს ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების გაქირავებით (იჯარა) მიღებული თანხის ნახევარს და ასევე შ----------იდან ზ---- შ----ის მიერ დივიდენდის სახით მიღებული თანხის ნახევარს. სარჩელი ამ ნაწილშიც საფუძვლიანად მიაჩნია სასამართლოს, რადგან დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე - 1. ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0. 2. ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4. - 3. ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------. 4. ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ№0-----------. - 5. ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი№6) ს/კ №0----------3. 6. ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ---------№5, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ№0----------- - შეძენილია ქორწინების განმავლობაში.
დადგენილია, რომ 2----–-–------------------ს ზ---- შ----ეს (შემდგომში „მეიჯარე“) და შპს მეზანს (ს.კ 4-------- (შემდგომში მოიჯარე) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე დროებით სარგებლობაში იღებს მეიჯარის საკუთრებაში არსებულ 1279.88 კვ.მ სამეურნეო (კომერციულ) ფართს, ხოლო მოიჯარე კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საფასური.
2--- წლის 24 ოქტომბრის უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარემ ზ---- შ----ემ შპს ,,მ------"-ს დროებით სარგებლობაში გადასცა მის საკუთრებაში არსებული 756.06 კვ.მ. სამეურნეო ფართი მდებარე ქუთაისი, ს---–--- ს--------------, ქუჩა გ------------.
დადგენილია, რომ ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0; -ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4;-ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ №0------------ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №6) ს/კ №0----------3;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ №0-----------, ქონების გაქირავებით მიღებული საიჯარო თანხის ½ ნაწილი სულ შეადგენს - 32.125 ლარს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე მ--- გ------იძეს უფლება აქვს მოპასუხე ზ---- შ----ეს მოთხოვოს ქუთაისში, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0; -ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4;-ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------;25 X 1100ლ=27.500 - მდებარე უძრავი ნივთებიდან იჯარის სახით მიღებული 27.500 ლარის ნახევარი - 13.750 ლარი, ხოლო №0------------------;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ №0------------ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №6) ს/კ №0----------3;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ №0-----------, მდებარე უძრავი ნივთებიდან იჯარის სახით მიღებული- 25X1470=36750 ლარის ნახევარი, 18.375 ლარი, ჯამში 32.125 ლარი.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი შპს ზ.მ-ის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების შესწავლით დადგენილია, რომ 2--- წლის 3-------------------–-–------------ე დივიდენდის სახით ზ---- შ----ეს მიღებული აქვს 321.551.00 ლარი, რომლის ½-160 775.00 ლარი, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებიდან მიღებული შემოსავალი, უნდა გადაეცეს მ--- გ------იძეს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე.
უსაფუძვლოა მ--- გ------იძის მოთხოვნა შ----------ის კაპიტალში ზ---- შ----ის წილიდან მიღებული დივიდენდის 2-------------–-დან მოთხოვნის ნაწილში, რადგან სსს კოდექსის 102.3-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8.1 მუხლით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა.
ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება).
მითითებულ ნორმის მიხედვით, დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ--- გ------იძეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ 2-------------–-დან შ----------ში პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების შესახებ. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
ნაწილობრივ საფუძვლიანია ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელი.
ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელი მ--- გ------იძესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
საფუძვლიანია ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელი ქ. ქუთაისში, ბ---------------ში მდებარე უძრავი ნივთის (დაზუსტებული ფართობი: 458.00 კვ.მ. ს/კ N0-----------) შენობა -ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 3/10 ნაწილის ნახევრის და შენობა-ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილის, საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 2/10 ნაწილის ნახევრის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით: მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
დადგენილია,რომ ქ. ქუთაისში, ბ---------------ში მდებარე უძრავი ნივთი დაზუსტებული ფართობი: 458.00 კვ.მ. ს/კ N0-----------, შეძენილია 2----–-–-----–-----------------ს. კერძოდ- ს---–--- გ------იძემ მცხოვრები ტყიბულის რაიონი სოფ. მუხურაში, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც „გამყიდველი“ და რომელსაც წარმოადგენს ზ---- შ----ე, მ--- გ------იძესა და გ------- შ----ეს მიჰყიდა უძრავი ქონება. მ--- გ------იძემ იყიდა ს---–--- გ------იძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 4/5 ნაწილიდან იგივე 8/10 ნაწილიდან 3/10 ნაწილი, ხოლო გ------- შ----ემ იყიდა ს---–--- გ------იძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 4/5 ნაწილიდან იგივე 8/10 ნაწილიდან 5/10 ნაწილი, რომელიც მოიხსენიება როგორც ნასყიდობის საგანი.
მთელი საცხოვრებელი სახლი შედგება 2 საცხოვრებელი ოთახისგან, საცხოვრებელი ფართი 32.90 კვ.მ დამხმარე ფართი 20.87 კვ.მ სასარგებლო ფართი 53.79 კვ.მ განლაგებული მიწის ნაკვეთზე ფართით 460 კვ.მ.
დადგენილია, რომ ზ---- შ----ე და მ--- გ------იძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიად 1989 წლიდან, ამდენად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1165-ე მუხლის საფუძველზე ზ---- შ----ეს უფლება აქვს მოითხოვოს ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონებიდან მდებარე, ქ. ქუთაისში, ბ---------------ში მისი კუთვნილი ნაწილი, რაც ამ შემთხვევაში შეადგენს შენობა -ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 3/10 ნაწილის ნახევარს და შენობა -ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 2/10 ნაწილის ნახევარს.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა მ--- გ------იძის მითითება, მასთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების მოტივით, თანასაკუთრების გაყოფისას დადგენილი თანაბრობის პრინციპის გადახვევით 4/10 ნაწილის მიკუთვნების შესახებ. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლი ასევე ითვალისწინებს ერთ-ერთი მეუღლის სასარგებლოდ წილთა თანაბრობის პრინციპის დარღვევას. მითითებული მუხლის მეორე ნაწილით - კანონმდებელმა გამონაკლისის სახით გაითვალისწინა მეუღლის ყურადსაღები ინტერესი, რაც გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა – თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რომ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული საფუძვლები სახეზე არ არის, რადგან დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავაზე ზ---- შ----ეს მ--- გ------იძის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების სარჩოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 2700.00 ლარის გადახდა, ანუ სასამართლომ ალიმენტის სახით მ--- გ------იძეს დაუნიშნა სოლიდური თანხა, რაც სრულად უზრუნველყოფს ბავშვების აღზრდა-განვითარებას. ასევე დადგენილი არ არის, ზ---- შ----ის ოჯახის საზიანოდ მოქმედების ფაქტი. უფრო მეტიც, მოპასუხე ზრუნავს შვილებზე და ამას მოსარჩელეც არ უარყოფს. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით მაკვალიფიცირებელი გარემოება, რის გამოც წილთა თანაბრობის პრინციპის დარღვევა დაუშვებელია.
-უსაფუძვლოა ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე მ--- გ------იძეზე, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ბინის, (მდებარე ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–---------------, დაზუსტებული ფართობი: 4784.00 კვ.მ, ფართი 99.10 კვ.მ საზაფხულო ფართი 19.57 კვ.მ, ს/კ N0------------------) გასხვისების გამო, ფულადი კომპენსაციის სახით 11.666.00 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში, რადგან აღნიშნული უძრავი ნივთი წარმოადგენს მ--- გ------იძის მიერ ქორწინებამდე მიღებულ ქონებას, ამათან დადგენილია, რომ მხარეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა და შესაბამისად დავის დასარეგულირებლად გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი დებულებანი. კერძოდ- სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ.ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ორდერით ქუთაისში ჯავახიშვილის ქ№ 73/66-ში მდებარე ბინა შეძენილ იქნა მ--- გ------იძის მამის ზ. გ------იძის მიერ 1--- წელს. ამდენად, უძრავი ქონება მდებარე ქუთაისში ჯავახიშვილის ქ№ 73/66-ში მეუღლეების ქორწინების განმავლობაში შეძენილი არ არის და მ--- გ------იძის მამამ სახელმწიფოსაგან უსასძიდლოდ ანუ ჩუქებით მიიღო იგი.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1----–-–--------------–------- დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით. საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ ბინის დამქირავებლები არიან.
ბინის ორდერით, რომელიც 1--- წელს გაიცა ზ---– გ------იძის სახელზე ერთ-ერთი მფლობელი იყო მისი ქალიშვილი მ--- გ------იძე, რომელმაც სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ ანუ ჩუქებით მიიღო ბინა. აღნიშნულს ადასტურებს ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------–---- გადაწყვეტილება, რომელმაც 3.2.1 პუნქტით დადგინდა, რომ ბინაში ცხოვრობდა მ--- გ------იძე 6.1 პუნქტით ბინის მაცხოვრებლად ითვლება ყველა ის პირი, რომელსაც საცხოვრებელ ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა ბინის პრივატიზების დროისათვის ანუ ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო სადავო ბინის მისამართზე.
მ--- გ------იძემ ხსენებული №1-- დადგენილების მე-4 პუნქტით სახელმწიფოსაგან, როგორც სამართლის სუბიექტისაგან, (სკ მე-8 მუხლი), უსასყიდლოდ ანუ ჩუქებით მიიღო სადავო ქონება. ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------–---- გადაწყვეტილების საფუძველზე გ------იძე დარეგისტრირდა სადავო ბინის მესაკუთრედ.
სკ 1161 მუხლის „ბ“ ქვეპუნტის მიხედვით, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია ჩუქებით.
სკ 312 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას დაუშვებელია გარიგების დადება, უფლების რეგისტრაცია თანამესაკუთრეების თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. სადავო ბინის პრივატიზაციის დროს ამ ბინის ერთადერთი მესაკუთრე იყო სახელმწიფო, რომელმაც №1-- დადგენილებით გ------იძეს გადასცა საკუთრებაში ეს ბინა.
სკ 312 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ. თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრე.
საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისთვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გაიოლებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც, თავის მხრივ, ვალდებულია, შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის და მტკიცებულებათა შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--- გ------იძის სარჩელი და ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით: მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
6.2. მოსარჩელე მ--- გ------იძემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1165-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების (მდებარე ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №------) ს/კ №0------------ის გაყოფა და 1/2 ნაწილის მისთვის გადაცემა. მოპასუხე ზ---- შ----ის წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ამ ნაწილში ცნო, რაც სსს კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად საჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
სარჩელში და შეგებებული სარჩელში გადმოცემული სხვა ფაქტების შესახებ მხარეებს აქვთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები.
6.3. დადგენილია, რომ მ--- გ------იძე და ზ---- შ----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 19---–-–------------–-დან, მათ შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. ქორწინების განმავლობაში ორივე მხარეს რიგ შემთხვევებში გააჩნდათ დამოუკიდებელი შემოსავალი, რასაც მოიხმარდენ ოჯახის საჭიროებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1162-ე მუხლის მიხედვით მნიშვნელობა არ აქვს რომელი მეუღლე ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელს შემოჰქონდა შემოსავალი და რომელი მეუღლე იყო დაკავებული საოჯახო საქმიანობით და არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი. საერთო ჯამში მოსარჩელის მიერ ოჯახში მოზიდული შემოსავალიც და მოპასუხის მოპოვებული თანხა და ამ თანხებით შეძენილი ქონება, მეუღლეთა თანასაკუთრებაა.
დადგინდა და მხარეებიც არ უარყოფენ რომ უძრავი ქონება მდებარე - 1. ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0. 2. ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4. - 3. ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------. 4. ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ№0-----------. - 5. ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი№6) ს/კ №0----------3. 6. ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ---------№5, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ№0----------- - შეძენილია ქორწინების განმავლობაში.
დადგენილია, რომ აღნიშნული ქონების ½ საკუთრების უფლებით 2----–-–-ს თებერვლიდან აღრიცხულია მ--- გ------იძის სახელზე.
წინამდებარე სარჩელით, მ--- გ------იძე ასევე ითხოვს მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ნივთების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაყოფას, რაც საფუძვლიანია და უნდა გაიყოს სამართლიანი გაყოფის პრინციპით და მოსარჩელე მ--- გ------იძის სახელზე უნდა აღირიცხოს, მიეკუთვნოს -
ავტომობილი, მოდელი: M---------------------------------- სახ. ნომერი: V------
-მოდელი: K--------- ციცხვი თვითმცლელი. სახ. ნომერი: A------ -მოდელი: O-------- ლითონის ბორტიანი პლატფორმა: ნახევარმისაბმელი. სახ. ნომერი: D-----. (მოთხოვნილი ჰქონდა ორივე თვითმცლელი ავტომანქანა).
მოძრავი ნივთების გარდა, მოსარჩელე ითხოვს ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების გაქირავებით (იჯარა) მიღებული თანხის ნახევარს და ასევე შ----------იდან ზ---- შ----ის მიერ დივიდენდის სახით მიღებული თანხის ნახევარს. სარჩელი ამ ნაწილშიც საფუძვლიანად მიაჩნია სასამართლოს, რადგან დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე - 1. ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0. 2. ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4. - 3. ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------. 4. ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ№0-----------. - 5. ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი№6) ს/კ №0----------3. 6. ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ---------№5, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ№0----------- - შეძენილია ქორწინების განმავლობაში.
დადგენილია, რომ 2----–-–------------------ს ზ---- შ----ეს (შემდგომში „მეიჯარე“) და შპს მეზანს (ს.კ 4-------- (შემდგომში მოიჯარე) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე დროებით სარგებლობაში იღებს მეიჯარის საკუთრებაში არსებულ 1279.88 კვ.მ სამეურნეო (კომერციულ) ფართს, ხოლო მოიჯარე კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საფასური.
2--- წლის 24 ოქტომბრის უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარემ ზ---- შ----ემ შპს ,,მ------"-ს დროებით სარგებლობაში გადასცა მის საკუთრებაში არსებული 756.06 კვ.მ. სამეურნეო ფართი მდებარე ქუთაისი, ს---–--- ს--------------, ქუჩა გ------------.
დადგენილია, რომ ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0; -ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4;-ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ №0------------ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №6) ს/კ №0----------3;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ №0-----------, ქონების გაქირავებით მიღებული საიჯარო თანხის ½ ნაწილი სულ შეადგენს - 32.125 ლარს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე მ--- გ------იძეს უფლება აქვს მოპასუხე ზ---- შ----ეს მოთხოვოს ქუთაისში, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0; -ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4;-ქუთაისი, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------;25 X 1100ლ=27.500 - მდებარე უძრავი ნივთებიდან იჯარის სახით მიღებული 27.500 ლარის ნახევარი - 13.750 ლარი, ხოლო №0------------------;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ №0------------ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №6) ს/კ №0----------3;-ქუთაისი, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ №0-----------, მდებარე უძრავი ნივთებიდან იჯარის სახით მიღებული- 25X1470=36750 ლარის ნახევარი, 18.375 ლარი, ჯამში 32.125 ლარი.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი შპს ზ.მ-ის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების შესწავლით დადგენილია, რომ 2--- წლის 31 მარტიდან 2016 წლის მაისამდე დივიდენდის სახით ზ---- შ----ეს მიღებული აქვს 321.551.00 ლარი, რომლის ½-160 775.00 ლარი, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებიდან მიღებული შემოსავალი, უნდა გადაეცეს მ--- გ------იძეს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე.
უსაფუძვლოა მ--- გ------იძის მოთხოვნა შ----------ის კაპიტალში ზ---- შ----ის წილიდან მიღებული დივიდენდის 2-------------–-დან მოთხოვნის ნაწილში, რადგან სსს კოდექსის 102.3-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8.1 მუხლით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა.
ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება).
მითითებულ ნორმის მიხედვით, დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ--- გ------იძეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ 2-------------–-დან შ----------ში პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების შესახებ. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
ნაწილობრივ საფუძვლიანია ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელი.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით-ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლის თანახმად - ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ---- შ----ე და და მოპასუხე მ--- გ------იძე 19---–-–------------–-დან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის საფუძვლია - განქორწინება. იმავე კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილით - განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.
განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ზ---- შ----ეს ფაქტობრივად შექმნილი აქვს ოჯახი, მხარეები ეთანხმებიან განქორწინებას, რაც ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია და განქორწინებით უნდა შეწყდეს ქორწინება ზ---- შ----ეს და მ--- გ------იძეს შორის, რეგისტრირებული 1----–-–------------–---------------------------------–-------------------------–---------.
საფუძვლიანია ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელი ქ. ქუთაისში, ბ---------------ში მდებარე უძრავი ნივთის (დაზუსტებული ფართობი: 458.00 კვ.მ. ს/კ N0-----------) შენობა -ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 3/10 ნაწილის ნახევრის და შენობა-ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილის, საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 2/10 ნაწილის ნახევრის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით: მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
დადგენილია,რომ ქ. ქუთაისში, ბ---------------ში მდებარე უძრავი ნივთი დაზუსტებული ფართობი: 458.00 კვ.მ. ს/კ N0-----------, შეძენილია 2----–-–-----–-----------------ს. კერძოდ- ს---–--- გ------იძემ მცხოვრები ტყიბულის რაიონი სოფ. მუხურაში, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც „გამყიდველი“ და რომელსაც წარმოადგენს ზ---- შ----ე, მ--- გ------იძესა და გ------- შ----ეს მიჰყიდა უძრავი ქონება. მ--- გ------იძემ იყიდა ს---–--- გ------იძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 4/5 ნაწილიდან იგივე 8/10 ნაწილიდან 3/10 ნაწილი, ხოლო გ------- შ----ემ იყიდა ს---–--- გ------იძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 4/5 ნაწილიდან იგივე 8/10 ნაწილიდან 5/10 ნაწილი, რომელიც მოიხსენიება როგორც ნასყიდობის საგანი.
მთელი საცხოვრებელი სახლი შედგება 2 საცხოვრებელი ოთახისგან, საცხოვრებელი ფართი 32.90 კვ.მ დამხმარე ფართი 20.87 კვ.მ სასარგებლო ფართი 53.79 კვ.მ განლაგებული მიწის ნაკვეთზე ფართით 460 კვ.მ.
დადგენილია, რომ ზ---- შ----ე და მ--- გ------იძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიად 1989 წლიდან, ამდენად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1165-ე მუხლის საფუძველზე ზ---- შ----ეს უფლება აქვს მოითხოვოს ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონებიდან მდებარე, ქ. ქუთაისში, ბ---------------ში მისი კუთვნილი ნაწილი, რაც ამ შემთხვევაში შეადგენს შენობა -ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 3/10 ნაწილის ნახევარს და შენობა -ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 2/10 ნაწილის ნახევარს.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა მ--- გ------იძის მითითება, მასთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების მოტივით, თანასაკუთრების გაყოფისას დადგენილი თანაბრობის პრინციპის გადახვევით 4/10 ნაწილის მიკუთვნების შესახებ. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლი ასევე ითვალისწინებს ერთ-ერთი მეუღლის სასარგებლოდ წილთა თანაბრობის პრინციპის დარღვევას. მითითებული მუხლის მეორე ნაწილით - კანონმდებელმა გამონაკლისის სახით გაითვალისწინა მეუღლის ყურადსაღები ინტერესი, რაც გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა – თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული საფუძვლები სახეზე არ არის, რადგან დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავაზე ზ---- შ----ეს მ--- გ------იძის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების სარჩოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 2700.00 ლარის გადახდა, ანუ სასამართლომ ალიმენტის სახით მ--- გ------იძეს დაუნიშნა სოლიდური თანხა, რაც სრულად უზრუნველყოფს ბავშვების აღზრდა-განვითარებას. ასევე დადგენილი არ არის, ზ---- შ----ის ოჯახის საზიანოდ მოქმედების ფაქტი. უფრო მეტიც, მოპასუხე ზრუნავს შვილებზე და ამას მოსარჩელეც არ უარყოფს. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით მაკვალიფიცირებელი გარემოება, რის გამოც წილთა თანაბრობის პრინციპის დარღვევა დაუშვებელია.
- უსაფუძვლოა ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე მ--- გ------იძეზე, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ბინის, (მდებარე ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–---------------, დაზუსტებული ფართობი: 4784.00 კვ.მ, ფართი 99.10 კვ.მ საზაფხულო ფართი 19.57 კვ.მ, ს/კ N0------------------) გასხვისების გამო, ფულადი კომპენსაციის სახით 11.666.00 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში, რადგან აღნიშნული უძრავი ნივთი წარმოადგენს მ--- გ------იძის მიერ ქორწინებამდე მიღებულ ქონებას, ამათან დადგენილია, რომ მხარეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა და შესაბამისად დავის დასარეგულირებლად გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი დებულებანი. კერძოდ- სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ.ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ორდერით ქუთაისში ჯავახიშვილის ქ№ 73/66-ში მდებარე ბინა შეძენილ იქნა მ--- გ------იძის მამის ზ. გ------იძის მიერ 1--- წელს. ამდენად, უძრავი ქონება მდებარე ქუთაისში ჯავახიშვილის ქ№ 73/66-ში მეუღლეების ქორწინების განმავლობაში შეძენილი არ არის და მ--- გ------იძის მამამ სახელმწიფოსაგან უსასყიდლოდ ანუ ჩუქებით მიიღო იგი.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1----–-–--------------–------- დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით. საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ ბინის დამქირავებლები არიან.
ბინის ორდერით, რომელიც 1--- წელს გაიცა ზ---– გ------იძის სახელზე ერთ-ერთი მფლობელი იყო მისი ქალიშვილი მ--- გ------იძე, რომელმაც სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ ანუ ჩუქებით მიიღო ბინა. აღნიშნულს ადასტურებს ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------–---- გადაწყვეტილება, რომელმაც 3.2.1 პუნქტით დადგინდა, რომ ბინაში ცხოვრობდა მ--- გ------იძე 6.1 პუნქტით ბინის მაცხოვრებლად ითვლება ყველა ის პირი, რომელსაც საცხოვრებელ ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა ბინის პრივატიზების დროისათვის ანუ ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო სადავო ბინის მისამართზე.
მ--- გ------იძემ ხსენებული №1-- დადგენილების მე-4 პუნქტით სახელმწიფოსაგან, როგორც სამართლის სუბიექტისაგან, (სკ მე-8 მუხლი), უსასყიდლოდ ანუ ჩუქებით მიიღო სადავო ქონება. ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------–---- გადაწყვეტილების საფუძველზე გ------იძე დარეგისტრირდა სადავო ბინის მესაკუთრედ.
სკ 1161-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნტის მიხედვით, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია ჩუქებით.
სკ 312-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას დაუშვებელია გარიგების დადება, უფლების რეგისტრაცია თანამესაკუთრეების თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. სადავო ბინის პრივატიზაციის დროს ამ ბინის ერთადერთი მესაკუთრე იყო სახელმწიფო, რომელმაც №1-- დადგენილებით გ------იძეს გადასცა საკუთრებაში ეს ბინა.
სკ 312-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ. თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
დადგენილია, რომ მ--- გ------იძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გადაევადა სახ. ბაჟის გადახდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სასარჩელო მოთხოვნაზე სახ. ბაჟმა შეადგინა 3000 (სამი ათასი) ლარი, რომლის ნაწილი - 1587.00 ლარი, მოსარჩელე მ--- გ------იძეს გადახდილი აქვს, რომელიც (1587.00 ლარი) და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, მოპასუხე ზ---- შ----ეს უნდა დაეკისროს გადასახდელად მოსარჩელე მ--- გ------იძის სასარგებლოდ.
ვინაიდან, მოსარჩელე მ--- გ------იძეს გადავადებული ქონდა სახ. ბაჟის გადახდა, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან გადახდილი სახ. ბაჟმა შეადგინა 3000 ლარი, ზ---- შ----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა გადახდეს სახ. ბაჟი 1413.00 ლარი. (1587+1413=3000).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49 -ე მუხლის მეორე ნაწილით - თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სასამართლო ხარჯების გადხდისაგან.
განქორწინების ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე ზ---- შ----ეს, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან - 3--------. საგადასახდო დავალება №0. 01.08.2015 წ.
მოსარჩელე ზ---- შ----ის მიერ გადახდილის სახ. ბაჟი 210.00 ლარი (ბ------- ქუჩაზე მდებარე სახლის ნასყიდობის თანხა შედაგენს 7000 ლარს 3%=210ლ) და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი, მოპასუხე მ--- გ------იძეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ზ---- შ----ის სასარგებლოდ გადასახდელად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
8.1. დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული იქნა, როგორც მ--- გ------იძის, ასევე ზ---- შ----ის მოთხოვნის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი და უნდა დარჩეს უცვლელი, რადგან სსს კოდექსის 199.1 მუხლის თანახმად - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ--- გ------იძის სარჩელი ზ---- შ----ის მიმართ, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისში, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №------) ს/კ №0------------ მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხოს მ--- გ------იძის სახელზე.
3. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მოსარჩელე მ--- გ------იძე ცნობილი იქნეს 50% მესაკუთრედ და მის სახელზე აღირიცხოს
-მოდელი: M---------------------------------- სახ. ნომერი: V------
-მოდელი: K--------- ციცხვი თვითმცლელი. სახ. ნომერი: A------
-მოდელი: O-------- ლითონის ბორტიანი პლატფორმა: ნახევარმისაბმელი. სახ. ნომერი: D-----.
4. დაეკისროს მოპასუხე ზ---- შ----ეს მოსარჩელე მ--- გ------იძის სასარგებლოდ - 2--- წლის დეკემბრიდან 2----–-–-ს თებერვლამდე დროის მონაკვეთში-
- ქუთაისში, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------0,- ქუთაისში, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0-----------------4,- ქუთაისში, ქუჩა ა-------------- (ყოფ: უ----------------), ბინა №4, ს/კ №0------------------,- ქუთაისში, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-7) ს/კ №0-----------,- ქუთაისში, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №6) ს/კ №0----------3,- ქუთაისში, გამზირი ს---–------------ /ქუჩა გ------------, (ნაკვეთი №3-1----------------------------------------------/2, ს/კ №0-----------, ქონებიდან მიღებული საიჯარო თანხის ½ ნაწილის, სულ 32.125 ლარი გადახდა.
5. დაეკისროს მოპასუხე ზ---- შ----ეს მოსარჩელე მ--- გ------იძის სასარგებლოდ, შ-----------ის (ს/კ 2-----------) წილიდან 2--- წლიდან 2----–-–-ს თებერვლამდე დივიდენდის სახით მიღებული თანხის ნახევარის, -160. 775.00 ლარის გადახდა.
6. მ--- გ------იძის სარჩელი მოპასუხე ზ---- შ----ეზე შპს ,,ზ.მ."-ის (ს/კ 2-----------) წილიდან 2----–-–-ს თებერვლიდან აღსრულების მომენტამდე, 5% -ი დივიდენდის გადასახდელად დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. მოსარჩელე მ--- გ------იძის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1587.00 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, მოპასუხე ზ---- შ----ეს გადახდეს მოსარჩელე მ--- გ------იძის სასარგებლოდ.
8. ზ---- შ----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახ. ბაჟი 1413.00 ლარი.
9. ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელი მ--- გ------იძის მიმართ - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
9.1. განქორწინებით შეწყდეს რეგისტრირებული ქორწინება ზ---- შ----ეს და მ--- გ------იძეს შორის, რეგისტრირებული 1----–-–------------–---------------------------------–-------------------------–---------.
9.2. განქორწინების ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო, დაუბრუნდეს მოსარჩელე ზ---- შ----ეს, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან - 3--------. საგადასახდო დავალება №0. 01.08.2015 წ.
9.3. ზ---- შ----ის სარჩელი მ--- გ------იძის მიმართ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
-მოსარჩელე ზ---- შ----ე, ცნობილი იქნეს ქ. ქუთაისში, ბ---------------ში მდებარე უძრავი ნივთის (დაზუსტებული ფართობი: 458.00 კვ.მ. ს/კ N0-----------) შენობა -ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 3/10 ნაწილის ნახევარის და შენობა -ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 53.79 კვ.მ-დან 2/10 ნაწილის ნახევარის მესაკუთრედ და ქონებ აღირიცხოს ზ---- შ----ის სახელზე.
9.4. სხვა ნაწილში ზ---- შ----ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
9.5. მოსარჩელე ზ---- შ----ის მიერ გადახდილის სახ. ბაჟი 210.00 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი, მოპასუხე მ--- გ------იძეს გადახდეს მოსარჩელე ზ---- შ----ის სასარგებლოდ.
9.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს გაჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, (შეგებებულ სარჩელზე) დარჩეს უცვლელი.
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გაჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ - ყადაღა (სარჩელზე) დარჩეს უცვლელი.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მა-–---- ჩუბინიძე