მუხლი 517. ნივთის მოსალოდნელი გაყიდვის შესახებ შეტყობინების მოვალეობა
1. ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან.
2. უპირატესი შესყიდვის უფლება ხორციელდება ვალდებული პირისათვის შეტყობინებით. შეტყობინების მეშვეობით უფლებამოსილ პირსა და ვალდებულ პირს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობებით, რომლებიც ვალდებულმა პირმა მესამე პირს შესთავაზა.
3. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება მხოლოდ ვალდებული პირის მიერ დადგენილ ვადაშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №ას-136-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2022
…შესყიდვის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 516-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას. ამავე კოდექსის 517-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის…
…საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად მითითებულია პრივატიზაციის ხელშეკრულება და მას უნდა ცოდნოდა, რომ ბინას სხვა მესაკუთრეებიც ჰყავდა. მოსარჩელეები მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდნენ სსკ-ის 55-ე, 170-ე, 173-ე, 516- 517-ე და 85-ე მუხლებზე. 9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად…
…ბათილობის ასეთ საფუძველს არ ითვალისწინებს. პალატა მიუთითებს, რომ წილის გასხვისების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული ვერ იქნება უპირატესი შესყიდვის უფლების არსებობაზე. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 516-ე, 517-ე მუხლებზე, ასევე 518-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კანონმდებელი ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მიიჩნევს არა უფლებამოსილი პირის უპირატესი შესყიდვის უფლების…
…მითითება სამოქალაქო კოდექსის 516-517-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირებთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას; 517-ე მუხლით, ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან;…
საქმე №ას-860-1074-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2009
…პrოპოrციულად. სადავო შემთხვევაში მოსაrჩელისათვის აr უცნობებიათ კაპიტალის გაზrდის შესახებ და აr შეუთავაზებიათ აქციათა შესყიდვა, rაც ეწინააღმდეგებოდა rოგოrც კანონის ზემოთ დასახელებული ნოrმების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 516-ე, 517-ე მუხლების მოთხოვნებს. მოსაrჩელე ასევე აღნიშნავდა, rომ საზოგადოების წესდების აrსებული rედაქციის 4.6 პუნქტის თანახმად, წესდებას თან ეrთვოდა დანაrთი ¹1, rომელშიც…