1. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას.
2. უპირატესი შესყიდვის უფლება არც სხვა პირს გადაეცემა და არც მემკვიდრეობით გადადის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
საქმე №ას-1030-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით. ამავე კოდექსის 516-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას.
საქმე №ას-1407-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2024
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით. ამავე კოდექსის 516-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას.
საქმე №ას-607-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
16.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით. ამავე კოდექსის 516-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას.
საქმე №ას-136-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2022
…უდავოდ დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ა-ბის კუთვნილ 1/3 ნაწილზე მოსარჩელეს მოპოვებული აქვს უპირატესი შესყიდვის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 516-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 516-ე, 517-ე მუხლებზე, ასევე 518-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კანონმდებელი ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მიიჩნევს არა უფლებამოსილი პირის უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევას, არამედ შეთანხმებას უპირატესი უფლების გამოუყენებლობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევასთან კავშირი არა აქვს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 516, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-516/