გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
330210018002385123
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002385123 (2/10123-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო ს-------–---–ი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე შპს ,,მ-----’’, ნ----------ა

შპს "მ-----ს" დირექტორი ო-–----------------ა

წარმომადგენელი ვ---------------ა

 

მოპასუხე სა------------------------------–----------ო

წარმომადგენელი ლ---------–--ე

 

მესამე პირი დ--–-----------ე

 

დავის საგანი ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს განახორციელოს შპს ,,მ-----ს’’ 2017 წლის 18 დეკემბრის Nბ-------- განცხადებით მოთხოვნილი საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია და შპს ,,მ-----ს’’ 0.28% წილის პარტნიორად დ--–-----------ის ნაცვლად აღრიცხოს ნ----------ა.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

 

2017 წლის 18 დეკემბერს შპს ,,მ----მა’’ NB-------- განცხადებით მიმართა სა------------------------------–----------ოს და მოითხოვა შპს ,,მ-----ს’’ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, განცხადებით მოთხოვნილი იყო პარტნიორის წილის ცვლილება, რამდენადაც საზოგადოების 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორმა დ--–-----------ემ გაასხვისა კუთვნილი წილი მოსარჩელე ნ----------აზე, რაც შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.

 

სა------------------------------–----------ოს NB--------/3 გადაწყვეტილებით ხარვეზი დაუდგინდა წარდგენილ განცხადებას და სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. აღნიშნულთან მიმართებით, 2018 წლის 17 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შპს ,,მ-----ს’’ 2018 წლის 16 იანვრის N--- განცხადება ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ. განცხადებას თან ერთვოდა დამატებითი დოკუმენტაცია. სა------------------------------–----------ოს 2------------------ Nბ--------/6 გადაწყვეტილებით ხარვეზი სრულად აღმოფხვრილად არ იქნა მიჩნეული, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. საჯარო რეესტრის 2018 წლის 31 იანვრის N----- გადაწყვეტილებით შპს ,,მ-----სა’’ და ნ----------ას ადმინისტრაციული საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირებად ჩართული იქნა შპს ,,მ-----ს’’ ყველა პარტნიორი და ეს გადაწყვეტილება საჩივართან ერთად გამოცხადდა საჯაროდ. 2018 წლის 7 მარტს სა------------------------------–----------ოს N------ გადაწყვეტილებით შპ ,,მ-----სა’’ და ნ----------ას ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება საკანონმდებლო დანაწესს და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი. მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის 18 დეკემბერს შპს ,,მ----მა’’ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სა------------------------------–----------ოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა შპს ,,მ-----ს’’ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ პარტნიორისა და წილის ცვლილება. სადავოდ გამხდარი სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე დაინტერესებულმა პირმა მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ პარტნიორისა და წილის ცვლილება. შესაბამისად მარეგისტრირებელ ორგანოს ევალებოდა შეემოწმებინა იძლეოდა თუ არა განცხადებაზე წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აღნიშნული ცვლილების განხორცილების საფუძველს. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე სააგენტომ მიიჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს. შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა 2017 წლის 11 დეკემბრის კრების ოქმისა და 2017 წლის 2 ნოემბრის N---- შეტყობინების ასლის თანახმად, საზოგადოების 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორს დ--–-----------ეს სურდა თავის საკუთრებაში არსებული წილის გასხვისება ნ----------აზე 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით, რაც არ შეესაბამებოდა მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადებაზე წარდგენილი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებს ნასყიდობის საგნის ფა--ს ნაწილში. შპს ,,მ-----ს’’ წესდების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, უპირატესი შესყიდვის უფლება თავის თავში მოიცავს წილის დანარჩენი პარტნიორებისთვის იმავე ფასად და პირობებით შეთავაზებას, რომლებითაც ის ამ წილის მესამე პირისთვის მიყიდვას აპირებდა. შესაბამისად, შეცვლილი პირობებით წილის გასხვისების შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი იყო წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება და საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ წილის - უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტაცია. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კანონის მიზნებისათვის წილის უპირატესი შესყიდვის უფლებად მიიჩნევა პარტნიორის ვალდებულება, თავისი წილი დანარჩენ პარტნიორებს იმავე ფასად და პირობებით შესთავაზოს, რომლებითაც ის ამ წილის მესამე პირისთვის მიყიდვას აპირებს. შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა კანონიერია.

 

მოპასუხის განმარტებით, საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზი განმცხადებლის მიერ აღმოიფხვრა მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ: დაინტერესებულმა პირმა წარადგინა 2018 წლის 16 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ხელშეკრულების ფა-- განისაზღვრა იგივე პირობით რაც პარტნიორებისთვის იყო შეთავაზებული. შპს ,,მ-----ს’’ წესდების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დანარჩენ პარტნიორებს გააჩნიათ წილის თანაბარ ნაწილებად უპირატესი შესყიდვის უფლება. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების 2.2 პუნქტით განიმარტა, რომ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით არ დგინდებოდა, გამოყენებულ იქნა თუ არა ყველა პარტნიორის მიერ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, ვინაიდან შეტყობინება უპირატესი შესყიდვის უფლების თაობაზე საზოგადოების ყველა პარტნიორს არ ჩაჰბარებია. სარეგისტრაციო დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ, ვინაიდან შპს ,,მ-----ს’’ 25 პარტნიორს არ ჩაბარდა შეტყობინება დაზღვეული წერილით, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს დირექტორის მიერ აღნიშნული შეტყობინება 2017 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’. თუმცა მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-6 პუნქტი ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ შეტყობინების გამოქვეყნებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის რომელიმე პარტნიორის მისამართი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია. მოცემულ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობის ფაქტი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის თანახმად განსაზღვრულია, რომ პარტნიორი (ვალდებული პირი), რომელსაც თავისი წილის გაყიდვა სურს, ვალდებულია ამის შესახებ შეტყობინება ყველა დანარჩენ პარტნიორს გაუგზავნოს. შეტყობინებაში მიეთითება დასადებ გარიგებაში აღნიშნული გასაყიდი წილის მოცულობა, ნასყიდობის ფა-- და ანგარიშსწორების ვადა. შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რომელიც 10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ვადა აითვლება პარტნიორისთვის შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან. შეტყობინება იგზავნება დაზღვეული წერილით ან ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით). ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება შესაბამისი, პირისთვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად ითვლება. ვალდებული პირი თავად წყვეტს, რომელი საშუალებით გააგზავნოს შეტყობინება. კანონი ვალდებულ პირს აკისრებს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირისათვის იმ ხელშეკრულების შინაარსის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულებას, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან. შეტყობინება არის არა ნების გამოვლენა, არამედ ინფორმირება, როგორც არაძირითადი ვალდებულება, რომლის განხორციელებისათვის სპეციალური ფორმა გათვალისწინებული არ არის. თუმცა მიზანშეწონილია მის მიმართ გავრცელდეს ნების გამოვლენის წესები. შესაბამისად, შეტყობინება უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიმართ და ის ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს იგი მიუვა. უპირატესი შესყიდვის გამოყენების ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როდესაც უფლებამოსილი პირი მიიღებს შეტყობინებას და ექნება რეალური შესაძლებლობა, გაეცნოს მას. ამასვე ამბობს, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლი, რომელიც ვადის ათვლას პარტნიორისთვის შეტყობინების ჩაბარების მომენტს უკავშირებს. დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილია მხოლოდ საქართველოს ფოსტის გზავნილი, თუმცა არ არის წარდგენილი პარტნიორებისათვის ჩაბარების დასტურები და როგორც სარეგისტრაციოდ წარდგენილი კრების ოქმიდან დგინდება პარტნიორებს სხვადასხვა მიზეზების გამო შეტყობინება არ ჩაბარდათ. სარეგისტრაციოდ არ ყოფილა წარდგენილი პარტნიორების მიერ უპირატესი შესყიდვის გამოუყენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. დაინტერესებული პირი, როგორც სასარჩელო მოთხოვნაში, ისე მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების აღნიშნული საფუძველი აღმოფხვრილად მიჩნეულიყო და საფუძვლად 461 მუხლის მე-6 პუნქტს უთითებდა. რასთან მიმართებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტო განმარტა, რომ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ საჯარო გამოქვეყნების შემთხვევა ეხება მხოლოდ ისეთ გარემოებას, როცა პარტნიორის მისამართი ან საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია, სადავო შემთხვევაში კი, ცნობილია პარტნიორთა მისამართი. ამასთანავე, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო სარგებლობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემებით (სერვისით) პირის იდენტიფიცირების თუ სხვა გარემოებების დადგენის მიზნით სარეგისტრაციო წარმოებისას. მოცემულ შემთხვევაში პირის რეგისტრაციის ფაქტი მისამართის მითითების გარეშე არცერთი პარტნიორის შემთხვევაში არ დგინდება. სარეგისტრაციო დოკუმენტაციით (წესდებით) ცნობილია პარტნიორთა საცხოვრებელი ადგილის მისამართები. შესაბამისად 461 მუხლის მე-6 პუნქტის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა და ვერც საკანონმდებლო ორგანოში გამოქვეყნება იქნება მიჩნეული ხარვეზის აღმოფხვრის საფუძვლად. შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს შეფასება აღნიშნულთან დაკავშირებით და მოთხოვნა უპირატესი შესყიდვის გამოუყენლობის დასტურის წარმოდგენის თაობაზე კანონიერია.

 

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების 2.3 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობით უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება თავად წილის გამყიდველს, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციით აღნიშნულ მოვალეობას ასრულებს არა პარტნიორი, არამედ საზოგადოება საწარმოს დირექტორის სახით, შესაბამისად, არ არის დაცული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები წილის უპირატესი შესყიდვის შეთავაზების თაობაზე. აღნიშნულ გარემოებას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე არ დაეთანხმა 3.2.12 პუნქტში და განმარტა, რომ . პარტნიორთათვის შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება შეასრულა საზოგადოების დირექტორმა და არა წილის გამსხვისებელმა პარტნიორმა კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი N---- შეტყობინება პარტნიორთა 2017 წლის 11 დეკემბრის კრების მოწვევის შესახებ ხელმოწერილია როგორც შპს ,,მ-----ს’’ დირექტორის, ასევე, წილის გამსხვისებელი პარტნიორის დ--–-----------ის მინდობილი პირის რ-----------ას მიერ. დოკუმენტაციით დგინდება, რომ აღნიშნული შეტყობინება შპს ,,მ-----ს’’ დირექტორის და დ--–-----------ის მინდობილი პირის რ-----------ას მიერ გამოქვეყნდა სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნის’’ ოფიციალურ ვებგვერდზე, თუმცა, ვინაიდან, აღნიშნული გარემოება არ ცვლის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ და - სამართლებრივ საფუძვლებს და მისი არ არსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე არ იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება, იგი არ შეიძლება გახდეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მარეგისტრირებელმა ორგანომ 2.3 პუნქტში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მიიჩნია ასევე გარემოება, რომ არ იქნა დაცული კრების მოწვევის შპს ,,მ-----ს’’ წესდების მე-8 მუხლითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესი. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა, შესაბამისად კანონი დეტალურად არეგულირებს მისი მოწვევის წესსა და ვადას.მოხმობილი კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს, პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). შესაბამისად კრება არ ყოფილა მოწვეული წესდებით და კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან დაირღვა პარტნიორთა კრების თაობაზე ინფორმირების შესახებ პარტნიორის უფლება (კრების მოწვევის პროცედურული წესები). მოპასუხის განმარტებით, პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურის მოწესრიგება ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ მოხდეს პარტნიორთა მიერ თავიანთი უფლების კრებაზე რეალიზების უზრუნველყოფა და იმდაგვარად იქნეს განხორციელებული პარტნიორთა კრების მოწვევის ორგანიზაცია, რომ პარტნიორს არ წაერთვას კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. კრების მოწვევის შესახებ პროცედურების დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ კრების - მომწვევის სუბიექტის მოვალეობით, შეტყობინება გაუგზავნოს ადრესატს. კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს დაზღვეული წერილით შეტყობინების გაგზავნაზე, ან საკომუნიკაციო სხვა ისეთი საშუალების გამოყენებაზე, რაც თავის მხრივ, შეტყობინების ადრესატისთვის (პარტნიორისათვის) ჩაბარების შესაბამისი დასტურით დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა. მოცემულ შემთხვევაში კი ადრესატის მიერ 2017 წლის 11 დეკემბრის კრების შესახებ შეტყობინების გაგზავნის მიღების (ჩაბარების) დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, აღნიშნულ კრების ოქმში მითითებულია, რომ 25 პარტნიორისთვის შეტყობინების ჩაბარება არ განხორციელებულა. ამავდროულად დგინდება, რომ შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორები: ოლღა ქ---------–--ე, ნ-----–- ხ-----–--ე, ც---–- ბ--–-----ე და დემურ ა---–--ა გარდაცვლილები არიან. შპს ,,მ-----ს’’ წესდების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პარტნიორს შეუძლია საზოგადოებაში მონაწილეობის მისი წილის მემკვიდრეობით გადაცემა. რეორგანიზებული, ლიკვიდირებული ან გარდაცვლილი პარტნიორის სამართალმემკვიდრეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების საქმიანობაში სამკვიდრო წილის დამტოვებელი პარტნიორის ნაცვლად. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული ჩანაწერი ოლღა ქ---------–--ის, ც---–- ბ--–-----ის და დემურ ა---–--ას სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე. ამდენად, დგინდება, რომ შეუძლებელი იყო პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება ჩაბარებოდათ ზემოაღნიშნულ - პარტნიორებს, ხოლო მათ უფლებამონაცვლეებს შეტყობინება არ გაგზავნიათ. შპს ,,მ-----ს’’ წესდების 8.11.9. მუხლის თანახმად, პარტნიორთა კრება უფლებამოსილია მთლ----დ ან ნაწილობრივ გააუქმოს პარტნიორის მიერ წილის შეძენის უპირატესი უფლება საწესდებო კაპიტალის მომატების დროს, საზოგადოებაში მონაწილეობის დათმობისას, ან იმგვარი გადაწყვეტილების მიღებისას, როცა ხდება საზოგადოებაში მონაწილეობის ან საზოგადოებაში მონაწილეობის წილთა შეცვლა. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ საკითხს ხმა მისცა საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 80 %-ის მფლობელმა. კრების გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე და მდივანი. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, თუნდაც 86% ქმნიდეს ქვორუმს უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმებაზე კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება პარტნიორებს წაერთვათ კრების მუშაობაში მონაწილოების უფლება და თავიანთი აზრის დაფიქსირების საშუალება. შესაბამისად, აღნიშნული კრების ოქმი ვერ იქნება მიჩნეული უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების საფუძვლად.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირს დ--–-----------ეს პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. შპს ,,მ-----’’ საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, რომელიც დაფუძნდა 1999 წლის 1--------------- ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ (რეგისტრაციის N4/5-29).

 

4.1.2. საზოგადოების საქმიანობის ძირითად საგანს შეადგენს: ა) იურიდიულ და ფიზიკურ პირთათვის სამეცნიერო და საპროექტო პროდუქციის შექმნა; ბ) საინფორმაციო მასალების, მომსახურეობის და ტექნოლოგიების დამუშავება და რეალიზაცია საქართველოსა და საზღვარგარეთის ბაზარზე; გ) ახალი სამეცნიერო-ტექნიკური გადაწყვეტილებების ტექნოლოგიების და მასალების შესახებ სოციალური ეკონომიკური საინფორმაციო ბაზების ორგანიზაცია და რეალიზაცია; დ) ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვა და ათვისება; ე) სამშენებლო საქმიანობის ორგანიზაცია და წარმართვა;

 

4.1.3. საწარმოს მართვა ხორციელდება პარტნიორთა საერთო კრების, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და საზოგადოების დირექტორის მიერ.

 

4.1.4. შპს ,,მ-----ს’’ დირექტორია ო-–----------------ა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: თ-----------------–--ე (თავმჯდომარე/წევრი), ო-–----------------ა (წევრი), ს--------–-----ე (წევრი). ხოლო, კომპანიის წილების გადანაწილებულია შემდეგ პარტნიორებზე:

1) ო-–----------------ა - 22.47%;

2) ა-----–------–-–---–-----------

3) თ------------------–-------------

4) შპს ,,ბ-------91’’ – 21.02%;

5) შპს ,,ო-–----ი’’ – 3.88%;

6) თ------- ა---------–---–ი - 0.05%;

7) რ--- პ----ა - 0.025%;

8) ს---–---- გ--------ე - 0.05%;

9) დ----- ს-------–---–ი - 1%;

10) ოლღა ქ---------–--ე - 0.28%;

11) ჯ---–----- შ--------ი - 0.05%;

12) მ--–---- ჩ----ა - 0.14%;

13) ნ-----–- ხ-----–--ე - 0.05%;

14) ნ---- დ------–---–ი - 0.025%;

15) ნაზი გ-------–ი - 0.05%;

16) ნელი ვ------–--ა - 0.05%;

17) ვ-–-------- თ----–---–ი - 1.64%;

18) მ---- ი----ე - 0.05%;

19) გ----- კ------ე - 0.14%;

20) დ--–-----------ე - 0.28%;

21) რ-----------ა - 0.16%;

22) ლ---- რ-------–---–ი - 0.05%;

23) თ----- ა-–-----–---–ი - 0.28%;

24) ც---–- ბ--–-----ე - 0.1%;

25) ვ-–-------- ბ-–---–---–ი - 0.55%;

26) ე---------- ქ---------–--ე - 0.14%;

27) დემური ა---–--ა - 0.14%;

28) რ------– რ-–---–---–ი - 0.14%;

29) ნ--- ტ------ა და ვა--ლ ტ------ი - 0.46%;

30) ნ---- მ------–-ა - 1.2%;

31) ნ--- თ--------–---–ი - 0.23%;

32) ა-–---------- გ-----–---–ი - 2.98%;

33) ე----- ზ-----–-–---–ი (1/3), ბე-----------ე (1/3) დ----- მე-----ე (1/3) – 0.46%

 

4.1.5. წესდების 8.1 პარაგრაფის თანახმად, პარტნიორთა კრება ტარდება, სულ ცოტა წელიწადში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის ანგარიშგების, წლიური ბალანსის, შემდგომი წლის ფინანსური გეგმის (სამუშაო პროგრამის) და სხვა საკითხების შესახებ.

 

4.1.6. კრებაზე პარტნიორთა მოწვევა ხდება საზოგადოების დირექტორის მიერ, დაზღვეული წერილის მეშვეობით, კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა. თითოეული პარტნიორის მიმართ გაგზავნილ მოსაწვევს თან უნდა ერთვოდეს აღნიშვნა კრების ჩატარების ადგილის, დროის, თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ. ვადის მიმდინარეობა აითვლება ფოსტაში წერილის ჩაბარების მომდევნო დღიდან. კრების ჩატარების დღე გამოსაანგარიშებელ ვადაში არ ითვლება.

 

4.1.7. წესდების 8.4 პარაგრაფის შესაბამისად, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 80%-ის მფლობელები. თუ კრებაზე აღნიშნული კვორუმი არ დაფიქსირდა, მაშინ არსებული მიზეზების გათვალისწინებით მოწვეული უნდა იქნეს ახალი კრება იგივე დღის წესრიგით, რომელიც მაშინაც კი გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მასზე მხოლოდ ერთი პარტნიორი გამოცხადდება. განმეორებითი კრების მოწვევისათვის შესაძლებელია პარტნიორთა მოწვევა მოხდეს ერთობლივად, ინდივიდუალური მოსაწვევის დაგზავნის გარეშე. ყოველ პარტნიორს უფლება აქვს, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დაბრკოლება არსებობს, კრებაზე დაესწროს წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობა უწინარეს ყოვლისა შესაძლებელია მეორე პარტნიორის მიერ განხორციელდეს.

 

4.1.8. საზოგადოების წესდების 8.11 პარაგრაფის შესაბამისად, პარტნიორთა კრება უფლებამოსილია სხვა საკითხებთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის მიერ წილის შეძენის უპირატესი უფლების მთლ----დ ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, საწესდებო კაპიტალის მომატების დროს, საზოგადოებაში მონაწილეობის დათმობისას ან იმგვარი გადაწყვეტილების მიღებისას, როცა ხდება საზოგადოებაში მონაწილეობის ან საზოგადოებაში მონაწილეობის წილთა შეცვლა. ასევე განახორციელოს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონით კრებისათვის მინიჭებული სხვა უფლებები, თუ ეს საკითხები დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ სხვა საკითხს ხმა მისცა საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 80% მფლობელებმა. კრების გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და მდივანი. წესდების 13.1 პარაგრაფის თანახმად კი, საზოგადოებაში მონაწილეობის დათმობა ან სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება მონაწილეობის ან საზოგადოებაში მონაწილე წილთა შესახებ დაიშვება მხოლოდ სასამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით.

 

4.1.9. შპს ,,მ-----ს’’ წესდების 13.2 პარაგრაფის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დანარჩენ პარტნიორებს გააჩნიათ წილის თანაბარ ნაწილებად უპირატესი შესყიდვის უფლება. თუკი უპირატესი შესყიდვის უფლება, რომელიმე პარტნიორის მიერ არ იქნება განხორციელებული ან თუკი გამოყენებული არ იქნება 8.11.9 პუნქტით გათვალისწინებული წესი, მაშინ აღნიშნული უფლება რჩებათ დანარჩენ პარტნიორებს, ხოლო თუ არ მოხდება არცერთი ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, გამსვლელ პარტნიორს შეუძლია საზოგადოებაში თავისი წილი გაასხვისოს მესამე პირზე მხოლოდ იმ პირობებით, რაც საზოგადოებისათვის იქნა შეთავაზებული.

 

4.1.10. ამავე წესდების 13.3 პარაგრაფის თანახმად, პარტნიორს შეუძლია საზოგადოებაში მონაწილეობის მისი წილის მემკვიდრეობით გადაცემა. რეორგანიზებული, ლიკვიდირებული ან გარდაცვლილი პარტნიორის სამართალმემკვიდრეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების საქმიანობაში სამკვიდრო წილის დამტოვებელი პარტნიორის ნაცვლად. მემკვიდრის მიერ საზოგადოებაში მონაწილეობაზე უარის თქმისას ამ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მემკვიდრისათვის წილის გადაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მას უფლება აქვს მოითხოვოს ფულადი ანაზღაურება იმ ზომით, რა ზომითაც მას მიიღებდა სამკვიდროს დამტოვებელი იმ შემთხვევაში მისი წილისათვის რომ გადაეხადათ. მემკვიდრემ ასეთ შემთხვევაში ყოფილი პარტნიორის საქმეში მონაწილეობის წილი დანარჩენ პარტნიორებს უნდა დაუთმონ. ყოფილი პარტნიორის წილი დანარჩენ პარტნიორებზე გადავა საზოგადოებაში მათი მონაწილეობის პროპორციულად. ფულადი ანაზღაურების ზომა და გადახდა იმ პრინციპის დაცვით უნდა მოხდეს, რაც მოხდებოდა პარტნიორის წილისათვის გადახდის შემთხვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 35-46/ 174-178);

- წესდება (ტ.1, ს.ფ. 67-83);

 

4.1.11. 2015 წლის 4 მაისს გაიმართა შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა საზოგადოების 86.25% წილის მესაკუთრე პარტნიორები, კერძოდ:

- ო-–----------------ა (22.47%);

- არ---–-----–-–---–-ს სახელით მინდობილი პირი ს--------–-----ე (21.52%);

- თე-----ი ქ---------–--ე (20.34%);

- შპს ,,ბ-------91’’-ის (21.02%) დირექტორი თე-----ი ქ---------–--ე;

- მორის მე-----ე (0.46%);

- დ--–-----------ის სახელით მინდობილი პირი მორის მე-----ე (0.28%);

- რ-----------ა (0.16%).

 

კრებაზე განხილული იქნა დ--–-----------ის მიერ ნი----------ზე წილის გასხვისების საკითხი და მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით დ--–-----------ეს მიეცა თანხმობა გაესხვისებინა კუთვნილი 0.28% წილი ნი----------ზე 700 აშშ დოლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 04.05.2015წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.2, 150-151);

- 04.05.2015წ. მინდობილობა (ტ.2, ს.ფ. 153-154).

 

4.1.12. პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2015 წლის 8 მაისს შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორს დ--–-----------ეს (წარმოდგენილი მორის მე-----ის სახით) და ნ----------ას შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დ--–-----------ემ ნ----------აზე გაასხვისა კუთვნილი შპს ,,მ-----ს’’ კაპიტალის 0.28% წილი, 700 აშშ დოლარად, რაც ხელშეკრულების დადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 1630.58 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 48-51);

 

4.1.13. 2015 წლის 4 მაისს პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და 2015 წლის 8 მაისის წილის ნასყიდობის საფუძველზე შპს ,,მ----მა’’ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა სააგენტომ წარდგენილ განცხადებას დაუდგინა ხარვეზი და საბოლოოდ უარი განაცხადა ცვლილების რეგისტრაციაზე.

 

4.1.14. კონკრეტული წილის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით, 2016 წლის 4 ოქტომბერს გაიმართა შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა მორიგი კრება, რომელსაც ესწრებოდნენ 64.015% წილის მესაკუთრე პარტნიორები, კერძოდ:

- ო-–----------------ა (22.47%);

- რ-----------ა (0.16%);

- რ--- პ----ა (0.025%);

- თე-----ი ქ---------–--ე (20.34%);

- შპს ,,ბ-------91’’-ის (21.02%) დირექტორი თე-----ი ქ---------–--ე.

 

პარტნიორთა მიერ კრებაზე განიხილა შპს ,,მ-----ს’’ საწესდებო კაპიტალში 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორის დ--–-----------ის მიერ ნ----------ასთვის 700 აშშ დოლარად წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხი. კრების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიუხედავად კანონითა და წესდებით დადგენილი წესით ყველა პარტნიორის ინფორმირებისა კრებას ესწრება საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 64.015% წილის მესაკუთრე პარტნიორები. საზოგადოების წესდების 8.4 მუხლის თანახმად კრება არ არის უფლებამოსილი განიხილოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი და ამიტომ, წესდებით დადგენილი წესით მოწვეული იქნება განმეორებითი კრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 04.10.2016წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.2, ს.ფ. 10-11);

 

4.1.15. 2016 წლის 27 ნოემბერს გაიმართა შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა განმეორებითი კრება, რომელზეც წარმოდგენილი იყო საწარმოს 63.99% წილის მესაკუთრე პარტნიორები, კერძოდ:

- ო-–----------------ა (22.47%);

- რ-----------ა (0.16%);

- თე-----ი ქ---------–--ე (20.34%);

- შპს ,,ბ-------91’’-ის (21.02%) დირექტორი თე-----ი ქ---------–--ე.

 

კრებაზე თავმჯდომარემ განმარტა, რომ კანონითა და წესდებით დადგენილი წესით ყველა პარტნიორი იყო ინფორმირებული განმეორებითი კრების მოწვევის შესახებ და იმის თაობაზე, რომ განმეორებითი კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იქნებოდა მაშინაც კი, თუ მასზე მხოლოდ ერთი პარტნიორი გამოცხადდებოდა. კრებას ესწრება საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 63.99% წილის მფლობელი პარტნიორები და საზოგადოების წესდების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კრება უფლებამოსილია იმსჯელოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით დ--–-----------ეს მიეცა თანხმობა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში თავისი კუთვნილი წილი (0.28%) 700 აშშ დოლარად გაესხვისებინა ნ----------ასთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.11.2016წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.2, ს.ფ. 20-21);

 

4.1.16. როგორც თავდაპირველი ასევე განმეორებითი სხდომის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა საზოგადოების ყველა პარტნიორს, რომელშიც აღნიშნული იყო, როგორც კრების ჩატარების თარიღი, ადგილი, ასევე კრებაზე განსახილველი საკითხი, მათ შორის გასაყიდი წილის ფა-- და გასხვისების პირობები. ასევე, პარტნიორებს ამავე შეტყობინებით მიეცათ განსაზღვრული ვადა შესაბამისი სურვილის არსებობისას გამოეყენებინათ უპირატესი შესყიდვის უფლება, რასთან მიმართებითაც არც ერთ პარტნიორს ნება არ გამოუვლენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინებები (ტ.2, ს.ფ. 15; 25-28);

- ამონაწერი საფოსტო რეესტრიდან (ტ.2, ს.ფ. 13-14; 23-24);

 

4.1.17. 2016 წლის 27 ნოემბრის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით 2016 წლის 2 დეკემბერს ო-–----------------ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რასთან მიმართებითაც განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და საბოლოოდ დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის საფუძვლით შეწყდა საქმის წარმოება. სააგენტოს მხრიდან დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დღემდე დ--–-----------ის მიერ შესყიდული წილი არ ასახულა ნი----------ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები (ტ.2, 144-147);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.1.18. 2017 წლის 23 ოქტომბერს დ--–-----------ემ, როგორც შპს ,,მ-----ს’’ დამფუძნებელმა პარტნიორმა მინდობილობა მიანიჭა ამავე საწარმოს პარტნიორს რ-----------ას, რომლის ფარგლებშიც რწმუნებულს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად მიენიჭა უფლება დ--–-----------ის სახელით ემართა და განეკარგა შპს ,,მ----ში’’ დ--–-----------ის კუთვნილი წილი, ასევე წილის განკარგვის მიზნით დაედო ხელშეკრულებები და თავისი შეხედულებისამებრ განესაზღვრა სახელშეკრულებო პირობები, ასევე რწმუნებულების ფარგლებში მინდობილ პირს მიენიჭა უფლება შეეტანა განცხადებები, მიეღო ინფორმაცია და ხელი მოეწერა კრების ოქმისათვის, შეთანხმებისათვის, ხელშეკრულებისათვის, ამასთანავე შეესრულებინა ყველა ის მოქმედება, რაც დავალებების შესრულებასთან იყო დაკავშირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მინდობილობა (ტ.1, ს.ფ. 63-64);

 

4.1.19. 2017 წლის 2 ნოემბერს შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორებს გაეგზავნათ შეტყობინება, რომლითაც ეცნობათ, რომ საწარმოს 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორს დ--–-----------ეს სურს მის საკუთრებაში არსებული წილის ნ----------აზე გასხვისება 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით. საზოგადოების წესდების 13.2 მუხლისა და ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის თანახმად, წილის გასხვისების მსურველმა პარტნიორმა დანარჩენ პარტნიორებს შესთავაზა ესარგებლათ წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით, რის თაობაზედაც შეტყობინების ჩაბარების დღიდან 15 დღის ვადაში წერილობით ეცნობებინათ დ--–-----------ის მინდობილი პირის - რ-----------ასთვის (მისამართი: ქ. თბილისი, გ-–----ის მას. III მ/რ, კორპ. 8, ბ. N27) ან შპს ,,მ-----ს’’ შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის (საწარმოს მისამართი: ქ. თბილისი, თ---------–--ის მოედანი N4), წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პარტნიორებს არ სურთ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება. ამავე შეტყობინებით პარტნიორებს ეცნობათ, რომ ქ. თბილისში, თ---------–--ის მოედანი N4-ში 2017 წლის 11 დეკემბერს 12:00 საათზე დანიშნულია შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა საერთო კრება, რომელზეც განხილული იქნება შპს ,,მ-----ს’’ საწესდებო კაპიტალის 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორის დ--–-----------ის მიერ საკუთრებაში არსებულ წილის მთლ----დ ნ----------აზე 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით გასხვისების საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 02.11.2017წ. შეტყობინება (ტ.1, ს.ფ. 59);

 

4.1.20. აღნიშნული შეტყობინება გაეგზავნა შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორებს, თუმცა მისი ჩაბარება კომპანიის 25 პარტნიორისათვის ვერ მოხერხდა, მათი მოუძიებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი გზავნილების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 57-58);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.1.21 შეტყობინების საფოსტო გზავნილის გზით ჩაბარების შეუძლებლობის საფუძვლით 2017 წლის 20 ნოემბერს საჯაროდ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდის საშუალებით განხორციელდა შეტყობინების საჯარო გავრცელება, კერძოდ საჯარო შეტყობინებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დ--–-----------ეს, რომელიც არის შპს ,,მ-----ს’’ საწესდებო კაპიტალის 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორი, გადაწყვეტილი აქვს მის საკუთრებაში არსებული წილის ნ----------აზე 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით გასხვისება. საზოგადოების დანარჩენ პარტნიორებს წესდების 13.2 მუხლისა და ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის შესაბამისად მიეცათ წინადადება ესარგებლათ წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით და სურვილის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების ჩაბარების დღიდან 15 დღის ვადაში წერილობით ეცნობებინათ დ--–-----------ის მინდობილ პირის - რ-----------ასთვის, მისამართზე: ქ. თბილისი, გ-–----ის მას. III მ/რ, კორპ. 8, ბ. N27 ან შპს ,,მ-----სათვის’’, მისამართზე: ქ. თბილისი, თ---------–--ის მოედანი N4, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორებს განემარტათ, რომ მიიჩნეოდა, რომ მათ არ სურდათ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება. ამავე საჯარო შეტყობინებით პარტნიორებს ეცნობათ, რომ ქ. თბილისში, თ---------–--ის მოედანი N4-ში 2017 წლის 11 დეკემბერს 12:00 საათზე დანიშნულია შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა საერთო კრება, რომელზეც განხილული იქნება შპს ,,მ-----ს’’ საწესდებო კაპიტალის 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორის დ--–-----------ის მიერ მის საკუთრებაში არსებულ წილის მთლ----დ ნ----------აზე 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით გასხვისების საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო შეტყობინება (ტ.1, ს.ფ. 61);

 

4.1.22. 2017 წლის 11 დეკემბერს გაიმართა შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდა, ჯამში 86.06% წილის მესაკუთრე პარტნიორები, კერძოდ:

- ო-–----------------ა (22.47)%;

- რ-----------ა (0.16%);

- თე-----ი ქ---------–--ე (20.34%);

- შპს ,,ბ------ 91’’ (21.02%) წარმოდგენილი დირექტორის თ-----------------–--ის სახით;

- ვ-–-------- ბ-–---–---–ი (0.55%);

- არ---–------–-–---–ი (21.52%).

 

4.1.23. კრებაზე განსახილველ ერთ-ერთ საკითხს შეადგენდა შპს ,,მ-----ს’’ საწესდებო კაპიტალის 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორის დ--–-----------ის მიერ მის საკუთრებაში არსებული წილის ნ----------აზე 1764 ლარად გასხვისება.

 

4.1.24. კრებაზე აღინიშნა, რომ შპს ,,მ-----ს’’ საწესდებო კაპიტალის 0.28% წილის მესაკუთრე, პარტნიორს - დ--–-----------ეს სურს მის საკუთრებაში არსებული წილის ნ----------აზე 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით გასხვისება.

შპს ,,მ-----ს’’ წესდების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საზოგადოების პარტნიორი სარგებლობს წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პარტნიორებს დაზღვეული წერილით გაეგზავნათ შეტყობინება წესდებაში რეგისტრირებულ მისამართებზე და ეცნობათ, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის თანახმად, თუ პარტნიორს სურდა ესარგებლა წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით, ამის შესახებ მისთვის გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების დღიდან 15 დღის ვადაში წერილობით უნდა ეცნობებინა მისამართზე - ქ. თბილისი. გ-–----ის მას. III მ/რ, კორპ. 8, ბინა 27, დ--–-----------ის მინდობილი პირისთვის რ-----------ასთვის ან შპს ,,მ-----სათვის’’, მისამართზე: ქ. თბილისი, თ---------–--ის მოედანი, N4. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ პარტნიორს არ სურდა წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება.

 

4.1.25. კრებაზე ასევე აღინიშნა, რომ გაგზავნილი შეტყობინებები საერთო კრების მოწვევის შესახებ ჩაბარდა საზოგადოების 11 წევრს (ჯამში 30.56%) აქედან:

- შეტყობინების წერილი ხელზე ჩაბარდა საზოგადოების 4 წევრს (სულ 11.11%);

- საფოსტო გზავნილის მეშვეობით შეტყობინება ჩაბარდა საზოგადოების 7 წევრს (სულ 19.44%);

 

4.1.26. დანარჩენი 25 პარტნიორებისათვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა. ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზად მითითებულია შემდეგი:

- საზოგადოების 3 პარტნიორთან მიმართებით (ჯამში - 8.33%) საფოსტო გზავნილში აღინიშნა - ,,არ ჩაბარდა ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე, არასრული მისამართი, ადრესატი ვერ მოიძებნა’’;

- ასევე საზოგადოების 3 პარტნიორის შემთხვევაში (ჯამში - 8.33%) საფოსტო გზავნილში აღინიშნა - ,,არ ჩაბარდა ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, არასრული მისამართი’’;

- საზოგადოების 2.78% წილის მესაკუთრე 1 პარტნიორთან მიმართებით მიეთითა - ,,არ ჩაბარდა ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, არასწორი მისამართი’’;

- საზოგადოების 2 წევრთან დაკავშირებით, ჯამში - 5.56% აღინიშნა - ,,არ ჩაბარდა, ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, ადრესატი ვერ მოიძებნა’’;

- 5 პარტნიორთან დაკავშირებით, ჯამში - 13.88% მიეთითა - ,,არ ჩაბარდა ადრესატი არ იმყოფება მისამართზე’’

- საზოგადოების 11 წევრთან მიმართებით (ჯამში - 30.56%), მიეთითა, რომ - ,,არ ჩაბარდა არავინ დამხვდა მისამართზე’’.

 

4.1.27. ამდენად, შეტყობინება, საფოსტო გზავნილის გზით ვერ ჩაბარდა საზოგადოების 25 პარტნიორს, რომელთა საკუთრებაშია, ჯამში - 69.44% წილი.

 

4.1.28. კრებაზე ასევე აღინიშნა, რომ საფოსტო გზავნილი გაეგზავნა საზოგადოების 36 წევრს (100%), ვინაიდან საზოგადოების 25 პარტნიორს ვერ ჩაბარდა დაზღვეული წერილით გაგზავნილი შეტყობინება, საზოგადოების წესდებაში რეგისტრირებულ მისამართზე, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად აღნიშნული შეტყობინება 2017 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

 

4.1.29. შეტყობინების შინაარსის შესაბამისად, არც საზოგადოების პარტნიორის დ--–-----------ის ნდობით აღჭურვილ პირს, რ-----------ას და არც შპს ,,მ----ს’’ არ მიუღია დანარჩენი პარტნიორებისაგან წერილობითი სურვილი წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების თაობაზე. ამრიგად, 2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადასტურებულია, რომ შპს ,,მ-----ს’’ არც ერთ პარტნიორს არ სურს წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება. გარდა ამისა, საზოგადოების წესდების მე-13 პარაგრაფის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე მიღებულია თანხმობა დ--–-----------ის მიერ ნ----------აზე 0.28% საწესდებო კაპიტალის გასხვისების თაობაზე.

 

4.1.30. კრებაზე დამსწრე პარტნიორთა აზრთა გაცვლის შემდგომ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დადგინდა, რომ ვინაიდან არც ერთმა პარტნიორმა არ გამოიყენა წილის შესყიდვის უპირატესი უფლება, საზოგადოების წესდების მე-13 პარაგრაფის მეორე ნაწილის თანახმად მიეცეს თანხმობა საზოგადოების პარტნიორს დ--–-----------ეს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში თავისი კუთვნილი წილის 0.28%-ის საქართველოს მოქალაქე ნ----------ასთვის 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით გასხვისების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 11.12.2017წ. პარტნიორთა საერთო კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 53-56);

 

4.1.31. 2017 წლის 11 დეკემბერს შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ო-–----------------ამ, როგორც შპს ,,მ-----ს’’ დირექტორმა 2017 წლის 18 დეკემბერს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სა------------------------------–----------ოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურს შპს ,,მ-----ს’’ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის, კერძოდ პარტნიორისა და წილის ცვლილების მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადების მიღების ბარათი (ტ.1, ს.ფ. 47);

- 18.12.2017წ. განცხადება (ტ.1, ს.ფ. 52).

 

4.1.32. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სა------------------------------–----------ოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით (NB--------/3), განცხადებასთან მიმართებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს განემარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ NB-------- განცხადებით მოთხოვნილია შპს „მ-----ს" რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, პარტნიორის/წილის ცვლილება. ცვლილების სარეგისტრაციოდ წარდგენილია შპს „მ-----ს“ პარტნიორთა 2017 წლის 11 დეკემბრის კრების ოქმი, რომლის თანახმად კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების კაპიტალის 88.06% წილის მესაკუთრე პარტნიორები. კრებას თავმჯდომარეობდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - თ-----------------–--ე, ხოლო კრების მდივანს წარმოადგენდა რ-----------ა. კრებას საწარმოს სხვა პარტნიორებთან ერთად არ ესწრებოდა წილის გამსხვისებელი პარტნიორი - დ--–-----------ე. შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა 2017 წლის 11 დეკემბრის კრების ოქმის თანახმად საწესდებო კაპიტალის 0.28 % წილის მესაკუთრე პარტნიორს დ--–-----------ეს სურს თავის საკუთრებაში არსებული წილის მთლ----დ გასხვისება ნ----------აზე 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით. ამავე კრების ოქმის მიხედვით შპს „მ-----ს“ მოქმედი წესდების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პარტნიორები სარგებლობენ წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით, შესაბამისად შეტყობინება გაეგზავნა ყველა პარტნიორს დაზღვეული წერილით შპს ,,მ-----ს’’ წესდებაში რეგისტრირებულ მისამართებზე. ამასთან, ოქმის თანახმად სხდომის თავმჯდომარის განცხადებით 2017 წლის 11 დეკემბრის კრების მოწვევის შესახებ ინფორმირებულია ყველა პარტნიორი. შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა 2017 წლის 11 დეკემბრის კრების ოქმის შესაბამისად საზოგადოების პარტნიორების უმეტეს ნაწილს შეტყობინება წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების თაობაზე სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჩაბარებიათ. კრების ოქმზე თანდართულია შპს ,,მ-----ს’’ 2017 წლის 2 ნოემბრის N---- შეტყობინება ასლის სახით, რომლის თანახმად საწარმოს დირექტორი ო-–----------------ა საზოგადოების პარტნიორებს ატყობინებს შპს ,,მ-----ს’’ საწესდებო კაპიტალის 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორის, დ--–-----------ის სურვილს თავის საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის ნ----------აზე 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით გასხვისების შესახებ და განუსაზღვრავს პარტნიორებს გასაყიდი წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების წესსა და პირობებს. ამავე შეტყობინებით დგინდება, რომ დირექტორის მიერ მოწვეულ იქნა საწარმოს იურიდიულ მისამართზე პარტნიორთა 2017 წლის 11 დეკემბრის კრება, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა დ--–-----------ის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის ნ----------აზე 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით გასხვისება. მარეგისტრირებელ ორგანოში N--------- განცხადებაზე თანდართულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად დ--–-----------ემ შპს ,,მ-----ს’’ კაპიტალში კუთვნილი 0.28% წილი გაყიდა ნ----------ას სასარგებლოდ 700 აშშ დოლარად, შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში, რაც წინამდებარე ხელშეკრულების დადასტურების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 1630.58 ლარს.

 

გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, შემდეგ გარემოებათა გამო: შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა 2017 წლის 11 დეკემბრის კრების ოქმისა და 2017 წლის 2 ნოემბრის N---- შეტყობინების ასლის თანახმად საწესდებო კაპიტალის 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორს, დ--–-----------ეს სურს თავის საკუთრებაში არსებული წილის მთლ----დ გასხვისება ნ----------აზე 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით, რაც არ შეესაბამება მარეგისტრირებელ ორგანოში N--------- განცხადებაზე დაცული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებს ნასყიდობის საგნის ფა--ს ნაწილში. შპს ,,მ-----ს’’ წესდების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით კი უპირატესი შესყიდვის უფლება თავის თავში მოიცავს წილის დანარჩენი პარტნიორებისთვის იმავე ფასად და იმავე პირობებით შეთავაზებას, რომლებითაც ის ამ წილის მესამე პირისთვის მიყიდვას აპირებს. შესაბამისად, შეცვლილი პირობებით წილის გასხვისების შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ხელშეკრულება წილის ნასყიდობის შესახებ და საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტაცია.

 

გარდა მითითებულისა, გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ შპს ,,მ-----ს’’ წესდების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დანარჩენ პარტნიორებს გააჩნიათ წილის თანაბარ ნაწილებად უპირატესი შესყიდვის უფლება. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით არ დგინდება გამოყენებული იქნა თუ არა ყველა პარტნიორის მიერ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, ვიანიდან შეტყობინება უპირატესი შესყიდვის უფლების თაობაზე საზოგადოების ყველა პარტნიორს არ ჩაბარებია. წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ასევე, დგინდება, რომ ვინაიდან შპს ,,მ-----ს’’ 25 პარტნიორს არ ჩაბარდა შეტყობინება დაზღვეული წერილით, საწარმოს დირექტორის მიერ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად აღნიშნული შეტყობინება 2017 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-6 პუნქტი ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ შეტყობინების გამოქვეყნებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის რომელიმე პარტნიორის მისამართი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია. მოცემულ შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობის ფაქტი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით არ დასტურდება.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პარტნიორი (ვალდებული პირი), რომელსაც თავისი წილის გაყიდვა სურს, ვალდებულია ამის შესახებ შეტყობინება ყველა დანარჩენ პარტნიორს გაუგზავნოს. შეტყობინებაში მიეთითება დასადებ გარიგებაში აღნიშნული გასაყიდი წილის მოცულობა, ნასყიდობის ფა-- და ანგარიშსწორების ვადა. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით ამ კანონის მიზნებისათვის წილის უპირატესი შესყიდვის უფლებად მიიჩნევა პარტნიორის ვალდებულება, თავისი წილი დანარჩენ პარტნიორებს იმავე ფასად და პირობებით შესთავაზოს, რომლებითაც ის ამ წილის მესამე პირისთვის მიყიდვას აპირებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება თავად წილის გამყიდველს, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციით აღნიშნულ მოვალეობას ასრულებს არა პარტნიორი, არამედ საზოგადოება საწარმოს დირექტორის სახით, შესაბამისად, არ არის დაცული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები წილის უპირატესი შესყიდვის შეთავაზების თაობაზე. ამავე მიზეზით ვერ იქნება განხილული პარტნიორების მიერ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა 2017 წლის 11 დეკემბრის კრების ოქმიც, რადგან, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს არა თავად წილის გამყიდველი პარტნიორის, არამედ საწარმოს სახელით მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, შპს ,,მ-----ს’’ 2017 წლის 2 ნოემბრის N---- შეტყობინების ასლით, რომლის თანახმადაც 2017 წლის 11 დეკემბრის კრება იქნა მოწვეული, წარმოდგენილი გზავნილების ასლებითა და თავად 2017 წლის 11 დეკემბრის კრების ოქმის შინაარსის მიხედვით დგინდება, რომ არ იქნა დაცული კრების მოწვევის შპს ,,მ-----ს’’ წესდების მე-8 მუხლითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესი.

 

ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს, რის გამოც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს წარედგინა 30 კალენდარული დღის ვადა. ასევე, განმცხადებელს განემარტა, რომ შპს ,,მ-----ს’’ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის მიერ დამატებით წარსადგენი იყო სარეგისტრაციო მოთხოვნის შესაბამისი, სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული, ხელშეკრულება წილის ნასყიდობის შესახებ და საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტაცია. ასევე, განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.12.2017წ. გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 84-87).

 

4.1.33. 2018 წლის 15 იანვარს გაიმართა შპს ,,მ-----ს’’ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შპს ,,მ-----ს’’ საწესდებო კაპიტალის 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორის დ--–-----------ის მიერ მის საკუთრებაში არსებული წილის მთლ----დ ნ----------აზე 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით გასხვისების შესახებ. კენჭისყრაზე აზრთა გაცვლის შემდეგ ერთხმად დადგინდა, რომ სამეთვალყურეო საბჭო თანახმაა საზოგადოების პარტნიორმა დ--–-----------ემ მის საკუთრებაში არსებული 0.28% წილი მთლ----დ გაასხვისოს ნ----------აზე 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.01.2018წ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 100);

 

4.1.34. 2018 წლის 16 იანვარს შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორს დ--–-----------ეს (წარმოდგენილი რ-----------ას სახით) და ნ----------ას შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დ--–-----------ემ გაასხვისა შპს ,,მ-----ს’’ კუთვნილი 0.28% წილი, 1764 ლარად. აღნიშნული ხელშეკრულებით 2015 წლის 8 მაისის ხელშეკრულება წილის ნასყიდობის შესახებ გაუქმებულად იქნა მიჩნეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.01.2018წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 95-99);

 

4.1.35. დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით 2018 წლის 16 იანვარს შპს ,,მ-----ს’’ დირექტორმა ო-–----------------- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება თანდართული დამატებითი დოკუმენტებით. განმცხადებელმა წილის საფასურის ნაწილში დადგენილი ხარვეზთან დაკავშირებით განმარტა, რომ სხვაობა განაპირობა აშშ დოლარის გაცვლითი კურსის ცვლილებამ, კერძოდ, ხელშეკრულების დადების დროს (08.05.2015წ.) 700 აშშ დოლარის (წილის ნასყიდობის ფა--) მიმართება ეროვნულ ვალუტასთან იყო 1630.58 ლარი, ხოლო შეტყობინების გაგზავნის დროს (02.11.2017წ.) 700 აშშ დოლარის (წილის - ნასყიდობის ფა--) მიმართება ეროვნულ ვალუტასთან იყო 1764 ლარი.

 

განმცხადებლის განმარტებით, 2015 წლის 8 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის 16 იანვრის შეთანხმებით გაუქმდა და დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განმცხადებელმა წარადგინა 2018 წლის 16 იანვრით დათარიღებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც წილის ნასყიდობის ფა-- განისაზღვრა 1764 ლარით. ხსენებულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში ხარვეზის აღმოფხვრილად მიჩნევა.

 

შეტყობინებების ჩაუბარებლობასთან მიმართებით, განმცხადებელმა განმარტა, რომ შეტყობინება დაზღვეული წერილით გაეგზავნა შპს ,,მ-----ს’’ ყველა პარტნიორს საზოგადოებისათვის ცნობილ მათ რეგისტრირებულ მისამართებზე, რომლებიც მოპოვებულია საზოგადოების წესდებიდან, ანუ იმ ხელშეკრულებიდან, რომელზედაც საზოგადოების დაარსების დროს (20.08.1999წ.) საზოგადოების პარტნიორებმა ხელი მოაწერეს. პარტნიორებს მისამართის ცვლილების თაობაზე საზოგადოებისათვის არ უცნობებიათ. 25 პარტნიორისათვის შეტყობინების ჩაუბარებლობის მიზეზი მათი მოუძიებლობაა, კერძოდ საფოსტო შეტყობინებებში აღნიშნულია შემდეგი: ა) აღარ ცხოვრებენ მოცემულ მისამართზე, გ) მისამართი შეიცვალა მოგვიანებით და არსებული მისამართი უკვე არასწორია, გ) კურიერს მისამართზე არავინ დახვდა და გზავნილს ფოსტაში არავინ მიაკითხა. განმცხადებლის განმარტებით, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 46 მუხლის ამოქმედებამდე (04.05.2017წ.), შპს ,,მ----მა’’ ორჯერ მიმართა საჯარო რეესტრს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,მ-----’’ ყველა პარტნიორს დაზღვეულ წერილს უგზავნიდა წილის უპირატესი უფლების გამოყენების შესახებ, შეტყობინებები პარტნიორთა ნაწილს ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო არ ბარდებოდა. რამდენადაც, ყველა პარტნიორისათვის შეტყობინების ჩაბარება შეუძლებელია.

 

მოქმედი ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის რომელიმე პარტნიორის მისამართი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია, ვალდებული პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიც’’ აქვეყნებს. შეტყობინება პარტნიორისთვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნების მომენტიდან. განმცხადებლის განმარტებით, შპს ,,მ-----ს’’ ცალკეულ პარტნიორებთან კავშირი გაწყვეტილია იმის გამო, რომ საზოგადოების მათ საზოგადოებას არ აცნობეს მისამართის შეცვლის შესახებ, რაც გათანაბრებულ უნდა იქნეს იმ შემთხვევასთან, როდესაც ,,საზოგადოებისთვის რომელიმე პარტნიორის მისამართი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია’’. მითითებულიდან გამომდინარე, იმ პარტნიორთა მიმართ, ვისაც დაეგზავნათ შეტყობინება საზოგადოებისათვის ცნობილ მისამართებზე, მაგრამ არ ჩაბარდათ სხვადასხვა მიზეზთა გამო, გამოყენებულ უნდა იქნეს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-6 პუნქტი და მათთან შემდგომი კომუნიკაცია უნდა მოხდეს ამ მუხლის მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში შეტყობინების გამოქვეყნების მეშვეობით.

 

შეტყობინების განმახორციელებელ სუბიექტთან მიმართებით, განმცხადებელმა განმარტა, რომ როგორც პარტნიორთა მიმართ გაგზავნილ, ასევე საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ შეტყობინებას ხელს აწერდნენ უშუალოდ წილის გამყიდველი პარტნიორის მინდობილი პირი (მინდობილობა თითოეულ შეტყობინებას თან ერთვოდა), ასევე საზოგადოების დირექტორი.

 

შპს ,,მ-----ს’’ წესდების 8.11.9 პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრებას უფლება აქვს მთლ----დ ან ნაწილობრივ გააუქმოს პარტნიორის მიერ წილის შეძენის უპირატესი უფლება საწესდებო კაპიტალის მომატების დროს, საზოგადოებაში მონაწილეობის დათმობისას, ან იმგვარი გადაწყვეტილების მიღებისას, როცა ხდება საზოგადოებაში მონაწილეობის, ან საზოგადოებაში მონაწილეობის წილთა შეცვლა. ამდენად, საზოგადოებას (პარტნიორთა კრებას) უფლება აქვს მთლ----დ ან ნაწილობრივ გააუქმოს პარტნიორის მიერ წილის შეძენის უპირატესი უფლება შემდეგ შემთხვევებში:

1) საწესდებო კაპიტალის მომატების დროს;

2) საზოგადოებაში მონაწილეობის დათმობისას;

3) იმგვარი გადაწყვეტილების მიღებისას, როცა ხდება საზოგადოებაში მონაწილეობის, ან საზოგადოებაში მონაწილეობის წილთა შეცვლა.

მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების ერთი პარტნიორი (ნებიერიძე) იცვლება სხვა პირით (ბიგვავათი). ამდენად, ადგილი აქვს, როგორც საზოგადოებაში მონაწილეობის დათმობას (მე-2 შემთხვევა - ე.ი. ნებიერიძე თავის წილს უთმობს ბიგვავას), ასევე საზოგადოებაში მონაწილეობის შეცვლასაც (მე-3 შემთხვევა - ე.ი. ნებიერიძე სრულად გადის პარტნიორთა რიგებიდან და მის ნაცვლად შემოდის გარეშე პირი - ბიგვავა).

 

ის, რომ კრებას ნამდვილად გააჩნია პარტნიორის მიერ წილის შეძენის უპირატესი უფლების გაუქმება, ასევე დასტურდება საზოგადოების წესდების 13.2 პუნქტით, რომლის თანახმად გადაწყვეტილების მიღების ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დანარჩენ პარტნიორებს გააჩნიათ წილის თანაბარ ნაწილებად უპირატესი შესყიდვის უფლება, თუკი უპირატესი შესყიდვის უფლება რომელიმე პარტნიორის მიერ არ იქნება განხორციელებული ან თუკი გამოყენებული არ იქნება 8.1.9 პუნქტით გათვალისწინებული წესი, მაშინ ამასთან დაკავშირებული უფლება რჩებათ დანარჩენ პარტნიორებს, ხოლო თუ არ მოხდება არცერთი ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, მაშინ გამსვლელ პარტნიორს შეუძლია საზოგადოებაში თავისი წილი გაასხვისოს მესამე პირზე, მხოლოდ იმ პირობებით, რაც საზოგადოებისათვის იქნა შეთავაზებული. წესდების ციტირებული ფორმა აჩვენებს, რომ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება მოქმედებს მას შემდეგ, თუკი საზოგადოებამ არ გამოიყენა 8.11.9 პუნქტით მინიჭებული უფლება და არ გააუქმა წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.

 

წესდების 8.4 პუნქტის მიხედვით საზოგადოების პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 80%-ის მფლობელები, ხოლო წესდების 8.12 პუნქტის მიხედვით კი, პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ საკითხს ხმა მისცა საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 80 პროცენტის მფლობელებმა. 2017 წლის 11 დეკემბრის პარტნიორთა კრებას ესწრებოდა კაპიტალის 86,06% წილის მესაკუთრე პარტნიორები და ნებიერიძის მიერ ბიგვავასათვის წილის გასხვისებას ხმა ყველა პარტნიორმა (86,06%-მა) მისცა, რასაც დაეთანხმა შპს ,,მ-----ს’’ სამეთვალყურეო საბჭო 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით. განმცხადებელმა მიუთითა ასევე, შპს ,,მ-----ს’’ წესდების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად პარტნიორთა კრებაზე პარტნიორების მოწვევა ხდება დაზღვეული წერილის მეშვეობით კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა. მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების დირექტორმა დაზღვეული წერილით შეტყობინება გაუგზავნა საზოგადოების ყველა პარტნიორს 2017 წლის 2 ნოემბერს და მათ აცნობა, რომ კრება გაიმართებოდა 2017 წლის 11 დეკემბერს. შეტყობინება შეიცავს ყველა იმ მონაცემს, რასაც კანონი და წესდება კრების მოწვევისათვის ითვალისწინებს. ის ფაქტი, რომ პარტნიორის შეტყობინება წილის უპირატესი შესყიდვის გამოყენების თაობაზე და დირექტორის შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე აღსრულდა ერთი დოკუმენტით, არანაირ ხარვეზს არ წარმოადგენს, რადგან შეტყობინებას ერთდროულად ხელს აწერდა წილის გამყიდველი და საზოგადოების დირექტორი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,მ-----ს’’ დირექტორმა მოითხოვა გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.01.2018წ. განცხადება (ტ.1, ს.ფ. 89-94);

 

3.1.36. სა------------------------------–----------ოს 2018 წლის 18 იანვრის მიწერილობით, განმცხადებელ ო-–----------------ას მის მიერ წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებთან მიმართებით განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ნაწილობრივ აღმოფხვრილად არის მიჩნეული გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი. ხოლო, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ არ წარდგენილა საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტაცია, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში ვერ მიიჩნევა ხარვეზი აღმოფხვრილად. გარდა ამისა, უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო არ არის აღმოფხვრილი 2.2. და 2.3. პუნქტებით დადგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.01.2018წ. მიწერილობა (ტ.1, ს.ფ. 103);

 

4.1.37. სა------------------------------–----------ოს მიერ 2018 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო შეწყდა წარმოება შპს ,,მ-----ს’’ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების მოთხოვნასთან მიმართებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.01.2018წ. გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 104);

 

4.1.38. სა------------------------------–----------ოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს შპს ,,მ-----ს’’ დირექტორმა ო-–----------------ამ და ნ----------ამ, რომლითაც მოითხოვეს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება.

 

საჩივრის ავტორთა განმარტებით სა------------------------------–----------ოს მიერ უსაფუძვლოდ დაუდგინდა ხარვეზი საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებისათვის, კერძოდ სააგენტოს მხრიდან საწარმოს ხარვეზი დაუდგინდა ხელშეკრულებაში აღნიშნული ნასყიდობის ფა--სა და პარტნიორებისათვის შეთავაზებულ ფასს შორის სხვაობის საფუძვლით, კერძოდ ხელშეკრულებაში წილის გასაყიდი ფა-- განსაზღვრული იყო 1630,58 ლარით, ხოლო პარტნიორთათვის გაგზავნილ 2017 წლის 2 ნოემბრის N---- შეტყობინებაში და შპს “მ-----ს“ 2017 წლის 11 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმში წილის გასაყიდი ფა-- განსაზღვრული იყო 1764 ლარით, რაც განპირობებული იყო აშშ დოლარის გაცვლითი კურსის ცვლილებით ლართან მიმართებაში. კერძოდ, ხელშეკრულების დადების დროს (08.05.2015წ) 700 აშშ დოლარის (წილის ნასყიდობის ფა--) მიმართება ეროვნულ ვალუტასთან იყო 1630.58 ლარი, ხოლო შეტყობინების გაგზავნის დროს (02.11.2017წ.) 700 აშშ დოლარის მიმართება ეროვნულ ვალუტასთან იყო 1764 ლარი. საჩივრის ავტორთა მითითებით, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, 2018 წლის 16 იანვრის შეთანხმებით გაუქმდა 2015 წლის 8 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და შედგა ახალი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც წილის ნასყიდობის ფა-- განისაზღვრა 1764 ლარით. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა 16.01.2018 წლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რითიც გადაწყვეტილების 2.1 პუნქტში მითითებული ხარვეზი აღმოიფხვრა. სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2.1 პუნქტში მითითებული ხარვეზი აღმოფხვრილია ნაწილობრივ, რადგან „არ არის წარმოდგენილი საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტაცია“.

 

ხარვეზად მიჩნეული იყო ის გარემოება, რომ შეტყობინება არ ჩაბარებია შპს “მ-----ს“ 25 პარტნიორს. მართალია ამის შემდეგ შეტყობინება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიც, მაგრამ, საჯარო რეესტრის აზრით, ამ გამოქვეყნებას კანონმდებლობა ითვალისწინებს მაშინ, თუ პარტნიორისათვის გაგზავნილი შეტყობინების არ ჩაბარება გამოწვეული იქნებოდა რომელიმე პარტნიორის მისამართის არქონით ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის არცოდნით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა.

 

შპს ,,მ-----ს’’ 25 პარტნიორისათვის საფოსტო გზავნილის გზით შეტყობინების ჩაუბარებლობასთან მიმართებით საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ შპს “მ----მა“ საჯარო რეესტრს 2018 წლის 17 იანვარს წარუდგინა შპს “მ-----ს“ 2018 წლის 15 იანვრის წერილი, რომელშიც განმარტებული იყო, რომ შეტყობინება დაზღვეული წერილით გაეგზავნა შპს "მ-----ს“ ყველა პარტნიორს საზოგადოებისათვის ცნობილ მათ რეგისტრირებულ მისამართზე, რომელიც მითითებულია წესდებაში. პარტნიორებს საზოგადოებისათვის არ უცნობებიათ მათი მისამართის შეცლის შესახებ. საჩივრის ავტორთა მტკიცებით, კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლი, რამეთუ შპს “მ-----ს“ ცალკეულ პარტნიორებთან კავშირი გაწყვეტილია იმის გამო, რომ მათ არ აცნობეს მისამართის შეცვლის შესახებ.

 

გადაწყვეტილების 2.3 პუნქტით სარეგისტრაციო განცხადებას ხარვეზი დაუდგინდა იმ საფუძვლით, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების თანახმად შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება ეკისრება თავად წილის გამყიდველს, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციით აღნიშნული მოვალეობა შეასრულა არა პარტნიორმა, არამედ საზოგადოებამ საწარმოს დირექტორის სახით. აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით შპს ,,მ----მა’’ საჯარო რეესტრს 2018 წლის 17 იანვარს წარუდგინა 2018 წლის 16 იანვრის წერილი, რომელშიც განმარტებული იყო, რომ როგორც პარტნიორთა მიმართ გაგზავნილ, ასევე საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ შეტყობინებას ხელს აწერდნენ უშუალოდ წილის გამყიდველი პარტნიორის მინდობილი პირი, ასევე საზოგადოების დირექტორი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მ-----’’ მისი 2017 წლის 16 იანვრის წერილით ითხოვდა, რომ შეჩერების გადაწყვეტილების 2.3 პუნქტის მე-2 აბზაცში მითითებული ხარვეზი აღმოფხვრილად მიჩნეულიყო, რაც სადავო გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული.

 

სა------------------------------–----------ოს გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითა, რომ შპს ,,მ-----ს’’ 2017 წლის 11 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმი ვერ იქნება განხილული პარტნიორების მიერ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად. აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით შპს ,,მ----მა’ საჯარო რეესტრს 2018 წლის 17 იანვარს წარუდგინა საწარმოს 2018 წლის 16 იანვრის წერილი, რომელშიც განმარტებული იყო, რომ წესდების 8.11.9 პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრებას უფლება აქვს მთლ----დ ან ნაწილობრივ გააუქმოს პარტნიორის მიერ წილის შეძენის უპირატესი უფლება საწესდებო კაპიტალის მომატების დროს, საზოგადოებაში მონაწილეობის დათმობისას, ან იმგვარი გადაწყვეტილების მიღებისას, როცა ხდება საზოგადოებაში მონაწილეობის, ან საზოგადოებაში მონაწილეობის წილთა შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების ერთი პარტნიორი (ნებიერიძე) შეიცვალა სხვა პირით (ბიგვავათი), რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა, როგორც საზოგადოებაში მონაწილეობის დათმობას, ასევე მონაწილეობის შეცვლასაც.

 

წესდების 13.2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დანარჩენ პარტნიორებს გააჩნიათ წილის თანაბარ ნაწილებად უპირატესი შესყიდვის უფლება, თუკი უპირატესი შესყიდვის უფლება რომელიმე პარტნიორის მიერ არ იქნება განხორციელებული ან თუკი გამოყენებული არ იქნება 8.11.9 პუნქტით გათვალისწინებული წესი, აღნიშნული უფლება რჩებათ დანარჩენ პარტნიორებს, ხოლო თუ არ მოხდება არცერთი ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, მაშინ გამსვლელ პარტნიორს შეუძლია საზოგადოებაში თავისი წილი გაასხვისოს მესამე პირზე, მხოლოდ იმ პირობებით, რაც საზოგადოებისათვის იქნა შეთავაზებული. ამდენად, წილის უპირატესი შესყიდვის უფლება მოქმედებს მას შემდეგ, თუკი საზოგადოებამ არ გამოიყენა 8.11.9 პუნქტით მინიჭებული უფლება და არ გააუქმა წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.

 

წესდების 8.4 პუნქტის მიხედვით საზოგადოების პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 80%-ის მფლობელები, ხოლო წესდების 8.12 პუნქტის მიხედვით კი, პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ საკითხს ხმა მისცა საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 80% მფლობელებმა. 2017 წლის 11 დეკემბრის პარტნიორთა კრებას ესწრებოდა კაპიტალის 86,06% წილის მესაკუთრე პარტნიორები და ნებიერიძის მიერ ბიგვავასათვის წილის გასხვისებას დაეთანხმა ყველა პარტნიორი (86,06%). საზოგადოების წესდების 13.1 პუნქტის თანახმად საზოგადოებაში მონაწილეობის დათმობა ან სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში მონაწილეობის ან საზოგადოებაში მონაწილეობის წილთა შესახებ დაიშვება მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით. წესდების ციტირებული ნორმის შესაბამისად შპს ,,მ----მა’’ 2018 წლის 17 იანვარს საჯარო რეესტრს დამატებით წარუდგინა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

 

გადაწყვეტილებით, ხარვეზის ერთ-ერთ საფუძვლად დაგინდა, გარემოება, რომ შპს ,,მ-----ს’’ 2017 წლის 11 დეკემბრის პარტნიორთა კრება მოწვეული იქნა წესდების მე-8 მუხლითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევით, რაც საჩივრის ავტორთა მტკიცებით უსაფუძვლოა, რადგანაც საზოგადოების დირექტორმა დაზღვეული წერილით შეტყობინება გაუგზავნა საზოგადოების ყველა პარტნიორს 2017 წლის 2 ნოემბერს და მათ აცნობა, რომ კრება გაიმართებოდა 2017 წლის 11 დეკემბერს. შეტყობინება შეიცავდა ყველა იმ მონაცემს, რასაც კანონი და წესდება კრების მოწვევისათვის ითვალისწინებს.

 

ამდენად, ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, რამეთუ მათი მხრიდან 2018 წლის 17 იანვარს წარდგენილი იქნა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისათვის ყველა საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჩივარი (ტ.1, ს.ფ. 105-111);

 

3.1.39. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 31 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება ოლ---------------ას და ნ----------ას საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით. ამავე გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული იქნენ დაინტერესებული პირები, კერძოდ: შპს ,,მ-----’’, არ---–-----–-–---–-, თ-----------------–--ე, შპს ,,ბ-------91’’, შპს ,,ო-–----ი’’, თ------- ა---------–---–ი, რ--- პ----ა, სულხან გ--------ე, დ----- ს-------–---–ი, ჯ---–----- შ--------ი, მ--–---- ჩ----ა, ნ---- დ------–---–ი, ნაზი გ-------–ი, ნელი ვ------–--ა, ვ-–-------- თ----–---–ი, მ---- ი----ე,გ----- კ------ე, დ--–-----------ე, რ-----------ალ---- რ-------–---–ი, თ----- ა-–-----–---–ი, ვ-–-------- ბ-–---–---–ი, ეკ--------ა ქ---------–--ე, რ------– რ-–---–---–ი, ნ--- ტ------ა, ვა--ლ ტ------ი, ნ---- მ------–-ა, ნ--- თ--------–---–ი, ა-–---------- გ-----–---–ი, ე----- ზ-----–-–---–ი, ბე-----------ე, დ----- მე-----ე და ს--------–-----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.01.2018წ. გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 232-234);

 

3.1.40. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 5 თებერვალს წერილობით მიმართა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და განუმარტა, რომ ო-–----------------ას და ნ----------ას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიმდინარეობს წარმოება. განცხადებით მოთხოვნილია შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორის ცვლილების რეგისტრაცია. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორები: ოლღა ქ---------–--ე, ნ-----–- ხ-----–--ე, ც---–- ბ--–-----ე და დემურ ა---–--ა არიან გარდაცვლილები, ხოლო ინფორმაცია მათი უფლებამონაცვლეების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული არ არის. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ეცნობებინა:

- შესულია, თუ არა განცხადებები ოლღა ქ---------–--ის, ნ-----–- ხ-----–--ის, ც---–- ბ--–-----ის და დემურ ა---–--ას სამკვიდროს მიღების შესახებ და ვის მიერ არის აღნიშნული განცხადებები წარდგენილი.

- გაცემულია თუ არა სამკვიდრო მოწმობები ოლღა ქ---------–--ის, ნ-----–- ხ-----–--ის, ც---–- ბ--–-----ის და დემურ ა---–--ას სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით და ვინ არანს მემკვიდრეებად ცნობილნი;

- არიან თუ არა დანიშნულნი ოლღა ქ---------–--ის, ნ-----–- ხ-----–--ის, ც---–- ბ--–-----ის და დემურ ა---–--ას სამკვიდრო ქონების მმართველები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.02.2018წ. მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 238-239);

 

4.1.41. სა------------------------------–----------ოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით გადადებული იქნა ოლ---------------ას და ნ----------ას 2018 წლის 29 იანვრის ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება 2018 წლის 5 თებერვლის წერილზე საბოლოოს პასუხის მიღებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.02.2018წ. გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 241-242);

 

4.1.42. 2018 წლის 13 თებერვალს სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გასცა ინფორმაცია და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ:

- ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი ოლღა ქ---------–--ის, ც---–- ბ--–-----ის და დემურ ა---–--ას სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე.

- ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი 2006 წლის 26 ოქტომბერს გარდაცვლილი ნ-----–- ხ-----–--ის სამემკვიდრეო საქმის წარმოების განხორციელების თაობაზე, კერძოდ: ნოტარიუსს ქ----------------- მიერ 2017 წლის 24 მარტს დამოწმებულია სამკვიდრო მოწმობა.

- ნოტარიუს ქ---------------- ირიცხება საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და წარმადგენს მოქმედ ნოტარიუსს. შესაბამისად, მის მიერ ნაწარმოები არქივი არ ინახება ნოტარიუსთა პალატაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.02.2018წ. მიმართვის პასუხი (ტ.1, ს.ფ. 240);

 

4.1.43. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 22 თებერვალს მიმართა ზ------ ხ-----–--ეს და აცნობა ოლ---------------ას და ნ----------ას 2018 წლის 29 იანვრის საჩივართან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე, რომლითაც მოთხოვნილია შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორის ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, ზ------ ხ-----–--ეს განემარტა, რომ შპს ,,მ-----ს’’ ერთ-ერთი პარტნიორია ნ-----–- ხ-----–--ე (წილი 0.05%), რომელიც გარდაცვლილია. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ ნ-----–- ხ-----–--ის სამკვიდრო მიიღო ზ------ ხ-----–--ემ, რის გამოც გაეგზავნა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების მასალები და ეცნობა, რომ წარმოებაში არსებულ საკითხთან დაკავშირებით, უფლება აქვს, გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს წერილობითი მოსაზრებები, მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით, განაცხადოს აცილება და ისარგებლოს დაინტერესებული მხარის უფლებებით, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.02.2018წ. მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 243-244);

 

4.1.44. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 7 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ოლ---------------ას და ნ----------ას საჩივარი. სააგენტომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზების არსებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.03.2018წ. გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 245-253);

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. დ--–-----------ის მიერ კუთვნილი წილი გასხვისდა კანონისა და წესდებით დადგენილი წესით, რაც წარმოშობს სა------------------------------–----------ოს ვალდებულებას უზრუნველყოს შესაბამისი გარიგებით დამდგარი შედეგის ასახვა სამეწარმეო რეესტრში და განახორციელოს საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია.

 

სადავო შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოსარჩელეების შპს ,,მ-----სა’’ და ნ----------ას პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების განხორციელებისათვის სათანადო გარემოებების არსებობას. კერძოდ, დ--–-----------ესა და ნ----------ას შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მესაკუთრის მიერ კუთვნილი წილი გასხვისდა შპს ,,მ-----ს’’ წესდებით განსაზღვრული შეზღუდვის გათვალისწინებით. შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორებს მართალია ინდივიდუალურ საკუთრებაში აქვთ საწარმოს განსაზღვრული წილები, თუმცა მათი საკუთრება შეზღუდულია შესაბამისი კანონისმიერი და გარიგებისმიერი (წესდება) საფუძვლით, კერძოდ წილის მესაკუთრე ვალდებულია კუთვნილი წილის გასხვისებისას დანარჩენ პარტნიორებს უპირატესად შესთავაზოს გასასხვისებელი წილი და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასხვისოს მესამე პირზე, თუ დანარჩენი პარტნიორები არ გამოთქვავენ სურვილს წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებასთან მიმართებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დგინდება, რომ დ--–-----------ემ ჯერ კიდევ 2015 წელს გადაწყვიტა კუთვნილი 0.28% წილის 700 აშშ დოლარად (ერთიანი გადახდის წესით) გასხვისება ნ----------აზე, რის თაობაზედაც გარიგების დადებამდე შეატყობინა დანარჩენ პარტნიორებს საფოსტო გზავნილის გზით, რომლის ფარგლებშიც პარტნიორებს ეცნობათ წილის ღირებულება და შეძენის პირობები, ასევე განესაზღვრათ შესაბამისი ვადა წილის უპირატესი უფლების გამოყენებისათვის. ასევე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა პარტნიორთა კრებაც, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც პარტნიორებმა თანხმობა გამოხატეს დ--–-----------ის მიერ წილის მესამე პირზე გასხვისებასთან მიმართებით, რის შემდგომაც დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წარმოშობილი სამართლებრივი ცვლილებების რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა, შესაბამის ხარვეზებზე მითითების საფუძვლით. აღნიშნულის შემდგომ 2016 წელსაც გაიმართა შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორთა კრება იმავე საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, სადაც პარტნიორებმა დამატებით გამოთქვეს თანხმობა წილის ნ----------აზე გასხვისებასთან მიმართებით, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული კრების ოქმის საფუძველზე წარდგენილ განცხადებასთან მიმართებითაც დაადგინა ხარვეზი და უარი განაცხადა ო-–----------------ას მოთხოვნაზე ცვლილების რეგისტრაციასთან მიმართებით. სა------------------------------–----------ოს უარი ძირითადად ეფუძნებოდა საწარმოს წესდებისა და ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის დარღვევით პარტნიორთა ინფორმირების საფუძველს.

 

კონკრეტული სარჩელით უმთავრესად შედავებულია სა------------------------------–----------ოს მიერ 2017 წლის 18 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილი სარეგისტრაციო მონაცემის ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილება და მის ფარგლებში მიმდინარე წარმოება. კერძოდ, იმ საფუძვლით, რომ შპს ,,მ-----’’ ვერ უზრუნველყოფდა ყველა პარტნიორისათვის საფოსტო გზავნილის გზით შეტყობინების ჩაბარებას, მის მიერ გამოყენებული იქნა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონით მინიჭებული შესაძლებლობა შეტყობინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებასთან მიმართებით (461 მუხლი). შპს ,,მ-----ს’’ წესდების თანახმად, კრებაზე პარტნიორთა მოწვევა ხდება საზოგადოების დირექტორის მიერ, დაზღვეული წერილის მეშვეობით, კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა. თითოეული პარტნიორის მიმართ გაგზავნილ მოსაწვევს თან უნდა ერთვოდეს აღნიშვნა კრების ჩატარების ადგილის, დროის, თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ. ვადის მიმდინარეობა აითვლება ფოსტაში წერილის ჩაბარების მომდევნო დღიდან. კრების ჩატარების დღე გამოსაანგარიშებელ ვადაში არ ითვლება. ამდენად, საწარმოს წესდებით რეგულირებულია შეტყობინების გაგზავნის ფორმა, თუმცა წესდება არ შეიცავს ჩანაწერს იმ შემთხვევისათვის, როდესაც შეუძლებელია პარტნიორის მოძიება, წესდებაში მის მირ მითითებულ მისამართზე, რა დროსაც საკითხი უნდა დარეგულირდეს საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, კერძოდ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის რომელიმე პარტნიორის მისამართი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია, ვალდებული პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიც“ აქვეყნებს. შეტყობინება პარტნიორისთვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნების მომენტიდან. ამდენად, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი ითვალისწინებს საჯარო გამოქვეყნების გზით შეტყობინების გავრცელების შესაძლებლობას იმ შემთხვევისათვის, როდესაც საზოგადოებისათვის უცნობია რომელიმე პარტნიორის მისამართი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია. სადავო შემთხვევაშიც, პარტნიორთა ნაწილს შეტყობინება ვერ ჩაბარდათ მათი კონკრეტულ მისამართზე მოუძიებლობის გამო, რაც თავსდება მოხმობილი ნორმის რეგულირების სფეროში. სასამართლო ვერ გაიზიარებს სა------------------------------–----------ოს მიდგომას, რომელმაც ხარვეზი დაადგინა იმ საფუძვლით, რომ საწარმოს წესდებაში მითითებულია პარტნიორთა მისამართი, რის გამოც საჯარო გამოქვეყნება არსებულ ვითარებაზე ვერ მიიჩნევა შეტყობინების ვარგის ფორმად, რადგანაც პარტნიორებს მათი მისამართის ცვლილების თაობაზე საზოგადოებისათვის არ უცნობებიათ, ხოლო 1999 წელს არსებული მდგომარეობა, ლოგიკურია დროდადრო შეიცვლეობოდა გარკვეულ პარტნიორებთან მიმართებით, შესაბამისად უსაფუძვლოა ნორმის განმარტება იმგვარად, რომ თუ წესდებაში მითითებულია რომელიმე პარტნიორის მისამართი, მიუხედავად მის მიერ მისამართის ცვლილებისა არ დაიშვას კონკრეტული ნორმის მოქმედება, რამდენადაც დღეის მდგომარეობით, ნათელია, რომ საწარმო ვერ ახერხებს რიგ პარტნიორებთან დაკავშირებას შესაბამისი საკონტაქტო მონაცემების არ ქონის გამო, რაც თავსდება ზემოთ მოხმობილი ნორმის ფარგლებში. საყურადღებოა ასევე გარემოება, რომ დავის ფარგლებში დადგინდა საწარმოს 4 პარტნიორის გარდაცვალების ფაქტი, მათგან 3 პარტნიორის მემკვიდრეობის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია, რის გამოც სა------------------------------–----------ოს საჯარო შეტყობინების გავრცელებას აღნიშნულ ნაწილში ამ საფუძვლითაც გაუმართლებლად მიიჩნევს, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს შპს ,,მ-----ს’’ წესდების ის ჩანაწერი, რომლითაც რეგულირებულია გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეთა უფლებები, კერძოდ წესდების 13.3 პარაგრაფის თანახმად, პარტნიორს შეუძლია საზოგადოებაში მონაწილეობის მისი წილის მემკვიდრეობით გადაცემა. რეორგანიზებული, ლიკვიდირებული ან გარდაცვლილი პარტნიორის სამართალმემკვიდრეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების საქმიანობაში სამკვიდრო წილის დამტოვებელი პარტნიორის ნაცვლად. მემკვიდრის მიერ საზოგადოებაში მონაწილეობაზე უარის თქმისას ამ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მემკვიდრისათვის წილის გადაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მას უფლება აქვს მოითხოვოს ფულადი ანაზღაურება იმ ზომით, რა ზომითაც მას მიიღებდა სამკვიდროს დამტოვებელი იმ შემთხვევაში მისი წილისათვის რომ გადაეხადათ. მემკვიდრემ ასეთ შემთხვევაში ყოფილი პარტნიორის საქმეში მონაწილეობის წილი დანარჩენ პარტნიორებს უნდა დაუთმონ. ყოფილი პარტნიორის წილი დანარჩენ პარტნიორებზე გადავა საზოგადოებაში მათი მონაწილეობის პროპორციულად. ფულადი ანაზღაურების ზომა და გადახდა იმ პრინციპის დაცვით უნდა მოხდეს, რაც მოხდებოდა პარტნიორის წილისათვის გადახდის შემთხვევაში. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დ--–-----------ეს მიერ წილის მესამე პირზე გასხვისება მოწონებული იქნა სამეთვალყურეო საბჭოს მხრიდან, რაც ამ მხრივაც ადასტურებს, რომ საწარმოს ნება მემკვიდრეებისათვის წილის გადაცემასთან მიმართებით არ გამოუვლენია და იმ შემთხვევაში, თუ, რომელიმე მემკვიდრე სამომავლოდ გამოთქვავს პრეტენზიას წილთან მიმართებით, წესდების მოხმობილი ნორმის საფუძველზე მათ უფლება ექნებათ მოითხოვონ წილის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება. ამავდროულად სასამართლო არსებულ მდგომარეობასთან მიმართებით მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა პირის მიერ საკუთრების უფლების სურვილისამებრ რეალიზაციის (განკარგვის) შეუძლებლობის საკითხი და გაუმართლებელია საკუთრების უფლება გაუმართლებლად იმგვარად იქნეს შეზღუდული, რომ აზრი დაკარგოს მისმა არსებობამ. მართალია, კონკრეტულ შემთხვევაში ფორმალური თვალსაზრისით არსებობს რიგი უზუსტობები, თუმცა დაუშვებელია პირს განუსაზღვრელი ვადით წაერთვას შესაძლებლობა განკარგოს საკუთარი წილი იმ საფუძვლით, რომ ვერ დგინდება რიგი პარტნიორების მისამართი ან/და დაუდგენელია გარდაცვლილი პარტნიორების მემკვიდრეობის საკითხი.

 

დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის საყურადღებოა ასევე ფაქტი, რომ სადავო კრებას ესწრებოდა საწარმოს 86.06% წილის მესაკუთრე პარტნიორები, რაც კრებას ანიჭებდა ლეგიტიმაციას, ამავდროულად წესდების ჩანაწერის შესაბამისად გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვება 80% წილის მესაკუთრე პარტნიორების თანხმობა, კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულია 86.06% წილის მესაკუთრე პარტნიორების მხრიდან ერთხმად, რაც ამ მხრივაც ამყარებს მოსარჩელეთა პოზიციას ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

შპს ,,მ-----ს’’ წესდების 13.2 პარაგრაფის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დანარჩენ პარტნიორებს გააჩნიათ წილის თანაბარ ნაწილებად უპირატესი შესყიდვის უფლება. თუკი უპირატესი შესყიდვის უფლება, რომელიმე პარტნიორის მიერ არ იქნება განხორციელებული ან თუკი გამოყენებული არ იქნება 8.11.9 პუნქტით გათვალისწინებული წესი, მაშინ აღნიშნული უფლება რჩებათ დანარჩენ პარტნიორებს, ხოლო თუ არ მოხდება არცერთი ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, გამსვლელ პარტნიორს შეუძლია საზოგადოებაში თავისი წილი გაასხვისოს მესამე პირზე მხოლოდ იმ პირობებით, რაც საზოგადოებისათვის იქნა შეთავაზებული.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,მ-----ს’’ სარეგისტრაციო განცხადებას ხარვეზი დაუდგინა იმ საფუძვლითაც, რომ შპს ,,მ-----ს პარტნიორთა 2017 წლის 11 დეკემბრის კრების ოქმისა და 2017 წლის 2 ნოემბრის N---- შეტყობინების ასლის თანახმად, საზოგადოების 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორს დ--–-----------ეს სურდა თავის საკუთრებაში არსებული წილის გასხვისება ნ----------აზე 1764 ლარად ერთიანი გადახდის პირობით, რაც არ შეესაბამებოდა 08.05.2015 წლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს ნასყიდობის საგნის ფა--ს ნაწილში. სასამართლო იზიარებს სა------------------------------–----------ოს განმარტებას, რომ საზოგადოების წესდების 13.2 მუხლისა და ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად უპირატესი შესყიდვის უფლება თავის თავში მოიცავს წილის დანარჩენი პარტნიორებისათვის იმავე ფასად და პირობებით შეთავაზებას, რომლებითაც ის ამ წილის მესამე პირისათვის მიყიდვას აპირებდა. თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, რეალურად წილის ღირებულების შეცვლა არ მომხდარა, არამედ ეროვნულ ვალუტაში ფა--ს სხვაობა გამოიწვია დროსთან შესაბამისობის გათვალისწინებით აშშ დოლარის კურსის ცვლილებამ, რაც ვერ მიიჩნევა გამსხვისებლის მხრიდან დანარჩენი პარტნიორებისათვის განსხვავებული პირობის შეთავაზებად, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ გარემოებას, რომ დ--–-----------ემ ჯერ კიდევ წილის გასხვისებამდე უზრუნველყო პარტნიორებისათვის გასაყიდი წილის შეთავაზება იმავე პირობებით, რასთან მიმართებითაც პარტნიორებს შესაბამისი ნება არ გამოუვლენიათ. გარდა მითითებულისა, 2016 წლის 15 იანვრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომისა და 16 იანვრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით აღმოიფხვრა არსებული უზუსტობა, რაც ამ მხრივ უსაფუძვლოს ხდის დადგენილ ხარვეზს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხარვეზის საფუძვლად მიიჩნია ასევე ის გარემოება, რომ შეტყობინება წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებასთან მიმართებით დაგზავნილია საწარმოს დირექტორის სახელით და არა უშუალოდ წილის გამსხვისებელი მესაკუთრის მიერ, რაც სასამართლო მიხედულებით ვერ მიიჩნევა ვარგის საფუძვლად რეგისტრაციის განხორციელების დაბრკოლებასთან მიმართებით, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც შეტყობინება განხორციელებულია არა მარტო დირექტორის მიერ, არამედ შეტყობინებაზე ხელის მომწერი და შესაბამისად მისი გამავრცელებელია უშუალოდ წილის გამსხვისებელი პირის მინდობილი პირი, რომელსაც სპეციალურად კონკრეტული უფლებამოსილების განსახორციელებლად მიენიჭა მინდობილობა, რაც აღნიშნულ ნაწილშიც საფუძველს აცლის სა------------------------------–----------ოს პოზიციას რეგისტრაციის განუხორციელებლობასთან მიმართებით.

 

მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა, რომ განმცხადებლის/დაინტერესებული პირის მიერ არ ყოფილა წარდგენილი ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ საზოგადოების პარტნიორებმა უარი განაცხადეს უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ არ არის სავალდებულო პარტნიორთა მხრიდან წილის უპირატესი შესყიდვის უფლების არ გამოყენება დგინდებოდეს რაიმე დოკუმენტის წარდგენის გზით, არამედ წილის უპირატესი შესყიდვის შეთავაზება როგორც ოფერტი აქცეპტირებული უნდა იქნეს შემთავაზებლის მიერ დადგენილ ვადაში, რისი განუხორციელებლობა ავტომატურად მოწმობს პარტნიორთა მხრიდან კანონითა და წესდებით მინიჭებული უფლების გამოუყენებლობას. გაუმართლებელია განმცადებელი დავავალდებულოთ წარმოადგინოს ყველა პარტნიორის მიერ შესაბამისი ნების გამოვლენა წილის უპირატესი შესყიდვის არ გამოყენებასთან მიმართებით. სარეგისტრაციო ცვლილებების განსახორციელებლად მთავარია განმცადებელი ადასტურებდეს, რომ მის მიერ უზრუნველყოფილი იქნა შესაბამისი შეტყობინების განხორციელება დანარჩენი პარტნიორებისათვის, რის შემდგომაც, თავად პარტნიორს აქვს შესაძლებლობა ასეთი სურვილის არსებობისას მოითხოვოს ხელშეკრულების შეთავაზებული პირობებით დადება, მათ შორის მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს წილის სხვა პირზე გასხვისების რეგისტრაციის შეფერხების მოთხოვნით, რაც არსებულ ვითარებაში არ დგინდება. უსაფუძვლოა მოთხოვნა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობის დამადადტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნასთან მიმართებით, რადგანაც მრავალი პარტნიორის არსებობის პირობებში ვერ დაევალება ყველა პარტნიორს ნება გამოავლინოს შესაბამისად წერილობით. შეტყობინებით განისაზღვრა ვადა რომლის ფარგლებშიც დანარჩენ პარტნიორებს არ გამოუვლენიათ ნება წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებასთან მიმართებით.

 

შპს ,,მ-----ს’’ წესდებითა და ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონით მართალია დადგენილია წილის გასხვისებისას მისი უპირატესი შესყიდვის უფლების დანარჩენი პარტნიორების გამოყენებასთან მიმართებით, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს პარტნიორის შესაძლებლობას სხვა პირზე გაასხვისოს კუთვნილი წილი იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი პარტნიორი არ გამოავლენს ნებას წილის შესყიდვასთან მიმართებით. მართალია პარტნიორთა საკუთრება შეზღუდულია უპირატესი შესყიდვის უფლებით, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ პარტნიორმა ვერასდროს ვერ შეძლოს საკუთრების სურვილისამებრ განკარგვა პარტნიორთა მოუძიებლობის საფუძვლით. მხედველობაშია მისაღები გარემოება, რომ შპს ,,მ-----’’ დარეგისტრირდა 1999 წელს და მისი წილი გადანაწილებულია 36 პარტნიორზე, შესაბამისად შეტყობინების ჩაბარება და ყველა პარტნიორის მოწვევა 2015-2017 წლებში საფოსტო გზავნილის წესით რიგი ფაქტორების მხედველობაში მიღებით არის ძალზედ რთული საკითხი, რასაც მოწმობს განსახილველი შემთხვევაც. მდგომარეობას ართულებს ის საკითხიც, რომ დამფუძნებელი პარტნიორთაგან 4 პირი გარდაცვლილია და 3 მათგანთან მიმართებით ვერ ხერხდება მემკვიდრეების მოძიებაც კი, რაც ამ მხრივაც შეუძლებელს ხდის კონკრეტულ 3 პარტნიორთან მიმართებით საფოსტო შეტყობინების გზავნილის წესით ჩაბარებას. თავად შეტყობინების განხორციელების წესის დაცვასთან მიმართებით უნდა განიმარტოს, რომ პარტნიორის მიერ შეტყობინების გაგზავნა განხორციელდა კანონისა და წესდების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ არსებულ ვითარებაში შეუძლებელია ყველა პარტნიორის მოპოვება და უშუალოდ საფოსტო გზავნილის გზით შეტყობინების ჩაბარება რაც არ შეიძლება განხილული იქნეს ზოგადად სამეწარმეო საქმიანობის შეფერხების საფუძვლად, რამეთუ კანონი ითვალისწინებს საჯარო შეტყობინების გზით შეტყობინების ჩაბარების წესს. ასევე სასამართლო კონკრეტულ შემთხვევას მიიჩნევს სწორედ იმგვარ ვითარებად რა დროსაც გამართლებულია შეტყობინების მსგავსი საშუალების გამოყენება. მართალია საწარმოს 4 პარტნიორი გარდაცვლილია, რომელთაგან 3 მათგანის მემკვიდრეობის საკითხი დაუდგენელია, თუმცა აღნიშნულიც ვერ წარმოშობს რეგისტრაციის დაბრკოლების საფუძველს, წინააღმდეგ საკუთრების უფლება აზრს დაკარგავდა. გარდა აღნიშნულისა კონკრეტული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არც წილის უშუალო გამსხვისებელს და არც სხვა პარტნიორებს პრეტენზია წილის გასხვისებათან მიმართებით არ დაუფიქსირებიათ, უფრო მეტიც პარტნიორთა კრებაზე წარმოდგენილი იყო 86.06% წილის მესაკუთრე პარტნიორები, რომლებმაც ერთხმად მიიღეს გადაწვეტილება წილის გასხვისების შესახებ, შესაბამისად მათ თანხმობა განაცხადეს ამგვარი გასხვისებისადმი, რაც შპს ,,მ-----ს’’ წესდების შესაბამისად დ--–-----------ეს ანიჭებს შესაძლებლობას განკარგოს საკუთრება და წილის გაასხვისოს მესამე პირ - ნ----------აზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს ,,მ-----ს’’ და ნ----------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე, 152-ე,170-ე, 477-ე, 516-517-ე მუხლები

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-4-52, 91, 44-ე, 46-47-ე მუხლები;

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სამეწარმეო საქმიანობის სუბსტანციური კერძო-სამართლებრივი ცნება განსაზღვრულია ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, კერძოდ სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეს (სხვა სიტყვებით - მეწარმეს) წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საწარმო. კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი. ამდენად, ქართული სამეწარმეო სამართალი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს ინდივიდუალურ მეწარმეს, როგორც ფიზიკურ პირს და საზოგადოებებსა და კოოპერატივს, როგორც იურიდიულ პირებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.07.2006წ. გადაწყვეტილება, საქმე N1/2/378, ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება, არამატერიალიზებული სახელობითი ფა--ანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს საწარმოს ვალდებულებებს პარტნიორის (პარტნიორის) მიმართ და პარტნიორის უფლებებს საზოგადოებაში. ამდენად, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 46-ე მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანი მოგების მიღებაა. პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღებაა - დივიდენდის სახით.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სა------------------------------–----------ო. ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მ-----’’ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ დაფუძნდა 1999 წელს, რომლის წილებიც გადანაწილებულია 36 პარტნიორს შორის. საწარმოს მართვა ხორციელდება პარტნიორთა საერთო კრების, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და საზოგადოების დირექტორის მიერ. შპს ,,მ-----ს’’ დირექტორია ო-–----------------ა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან თ-----------------–--ე (თავმჯდომარე/წევრი), ო-–----------------ა (წევრი) და ს--------–-----ე (წევრი).

 

7.2. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინი ,,დაინტერესებული პირი’’ ამ კანონში გამოიყენება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით, კერძოდ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ’’ პუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. მე-3 პუნქტის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წილზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია ხორციელდება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასევე რეგისტრირდება წილზე უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, გარდა იმ ვალდებულებისა, რომელიც ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. 51 პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

52 მუხლის თანახმად, თუ პირმა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოითხოვა იმგვარი ცვლილება, რომელზედაც დაინტერესებულ პირს გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, როგორც წილის მესაკუთრეს, გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულად ითვლება.

 

შპს ,,მ-----ს’’ 0.28% წილის მესაკუთრე პარტნიორმა დ--–-----------ემ გაასხვისა კუთვნილი წილი მესამე პირზე ნ----------აზე, რასთან მიმართებითაც პარტნიორს თანხმობა ჰქონდა მიღებული, როგორც საწარმოს ყველა პარტნიორისაგან, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს მხრიდანაც. ამავდროულად წილი გამსხვისებელი პარტნიორის მიერ კუთვნილი წილის გასხვისებამდე მისი შეთავაზება კანონისა და წესდების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს დანარჩენი პარტნიორებისათვის, რომელთაც მიეცათ განსაზღვრული ვადა ამგვარი შეთავაზების მიღებისათვის, თუმცა არც ერთ პარტნიორს ნება წილის შესყიდვასთან მიმართებით არ გამოუვლენია, რის შემდგომაც დ--–-----------ემ კუთვნილი წილი გაასხვისა ნ----------აზე.

 

სადავო შემთხვევაში, სა------------------------------–----------ო უარს აცხადებს შპს ,,მ-----ს’’ მოთხოვნაზე ცვლილება განხორციელდეს მის სარეგისტრაციო მონაცემებში, კერძოდ მარეგისტრირებელმა ორგანომ უარი განაცხადა დაერეგისტრირებინა წილისა და პარტნიორის ცვლილება, წილის გამსხვისებელი მესაკუთრის მხრიდან კანონისა და წესდებით განსაზღვრული წესების უგულებელყოფის გზით წილის გასხვისების საფუძვლით.

 

7.3. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).

 

კანონის მსგავს დანაწესს შეიცავს შპს ,,მ-----ს’’ წესდებაც, რომლის 8.1 პარაგრაფის თანახმად, პარტნიორთა კრება ტარდება, სულ ცოტა წელიწადში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის ანგარიშგების, წლიური ბალანსის, შემდგომი წლის ფინანსური გეგმის (სამუშაო პროგრამის) და სხვა საკითხების შესახებ.კრებაზე პარტნიორთა მოწვევა ხდება საზოგადოების დირექტორის მიერ, დაზღვეული წერილის მეშვეობით, კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა. თითოეული პარტნიორის მიმართ გაგზავნილ მოსაწვევს თან უნდა ერთვოდეს აღნიშვნა კრების ჩატარების ადგილის, დროის, თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ. ვადის მიმდინარეობა აითვლება ფოსტაში წერილის ჩაბარების მომდევნო დღიდან. კრების ჩატარების დღე გამოსაანგარიშებელ ვადაში არ ითვლება. წესდების 8.4 პარაგრაფის შესაბამისად, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 80%-ის მფლობელები. თუ კრებაზე აღნიშნული კვორუმი არ დაფიქსირდა, მაშინ არსებული მიზეზების გათვალისწინებით მოწვეული უნდა იქნეს ახალი კრება იგივე დღის წესრიგით, რომელიც მაშინაც კი გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მასზე მხოლოდ ერთი პარტნიორი გამოცხადდება. განმეორებითი კრების მოწვევისათვის შესაძლებელია პარტნიორთა მოწვევა მოხდეს ერთობლივად, ინდივიდუალური მოსაწვევის დაგზავნის გარეშე. ყოველ პარტნიორს უფლება აქვს, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დაბრკოლება არსებობს, კრებაზე დაესწროს წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობა უწინარეს ყოვლისა შესაძლებელია მეორე პარტნიორის მიერ განხორციელდეს.

 

7.4. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. 91 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებების მიღების თაობაზე.

 

კანონის 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შპს-ის პარტნიორებს უფლება აქვთ, გაასხვისონ ან დატვირთონ (დააგირავონ) წილი საზოგადოების კაპიტალში, თუ წესდებით შეზღუდვა არ არის დაწესებული. ამასთანავე, 461 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ წილის გაყიდვისას დანარჩენ პარტნიორებს თავიანთი წილების პროპორციულად აქვთ ამ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ ამ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარტნიორი (ვალდებული პირი), რომელსაც თავისი წილის გაყიდვა სურს, ვალდებულია ამის შესახებ შეტყობინება ყველა დანარჩენ პარტნიორს გაუგზავნოს. შეტყობინებაში მიეთითება დასადებ გარიგებაში აღნიშნული გასაყიდი წილის მოცულობა, ნასყიდობის ფა-- და ანგარიშსწორების ვადა. შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რომელიც 10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს ვადა აითვლება პარტნიორისთვის შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინება იგზავნება დაზღვეული წერილით ან ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით).

 

შპს ,,მ-----ს’’ წესდების 13.1 პარაგრაფის თანახმად, საზოგადოებაში მონაწილეობის დათმობა ან სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება მონაწილეობის ან საზოგადოებაში მონაწილე წილთა შესახებ დაიშვება მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით.13.2 პარაგრაფის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დანარჩენ პარტნიორებს გააჩნიათ წილის თანაბარ ნაწილებად უპირატესი შესყიდვის უფლება. თუკი უპირატესი შესყიდვის უფლება, რომელიმე პარტნიორის მიერ არ იქნება განხორციელებული ან თუკი გამოყენებული არ იქნება 8.11.9 პუნქტით გათვალისწინებული წესი, მაშინ აღნიშნული უფლება რჩებათ დანარჩენ პარტნიორებს, ხოლო თუ არ მოხდება არცერთი ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, გამსვლელ პარტნიორს შეუძლია საზოგადოებაში თავისი წილი გაასხვისოს მესამე პირზე მხოლოდ იმ პირობებით, რაც საზოგადოებისათვის იქნა შეთავაზებული.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის რომელიმე პარტნიორის მისამართი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია, ვალდებული პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიც’’ აქვეყნებს. შეტყობინება პარტნიორისთვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნების მომენტიდან.

 

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მ-----ს’’ პარტნიორმა დ--–-----------ემ ნ----------აზე წილის გასხვისებამდე აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა დანარჩენ პარტნიორებს და მისი მხრიდან საკუთრების განკარგავ განხორციელდა მხოლოდ მას შემდგომ, რაც დანარჩენი პარტნიორების მიერ არ იქნა რეალიზებული წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, რის გამოც არ არსებობს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7.5. სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ამავე კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. უნდა განიმარტოს, რომ წილი წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, რომლის მესაკუთრესაც მინიჭებული აქვს მისი თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა კანონმდებლობითა და საწარმოს წესდებით დადგენილი შესაბამისი შეზღუდვების გათვალისწინებით.

 

სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სადავო შემთხვევაში დ--–-----------ეს, როგორც წილის მესაკუთრეს უფლება აქვს განკარგოს კუთვნილი წილი შესაბამისი შეზღუდვის გათვალისწინებით.

 

სკ-ს 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის წილის უპირატესი შესყიდვის უფლებად მიიჩნევა პარტნიორის ვალდებულება, თავისი წილი დანარჩენ პარტნიორებს იმავე ფასად და პირობებით შესთავაზოს, რომლებითაც ის ამ წილის მესამე პირისთვის მიყიდვას აპირებს.

 

სკ-ს 516.1 მუხლის შესაბამისად, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას. 517.1 მუხლის შესაბამისად, ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უპირატესი შესყიდვის უფლება ხორციელდება ვალდებული პირისათვის შეტყობინებით. შეტყობინების მეშვეობით უფლებამოსილ პირსა და ვალდებულ პირს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობებით, რომლებიც ვალდებულმა პირმა მესამე პირს შესთავაზა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება მხოლოდ ვალდებული პირის მიერ დადგენილ ვადაში.

 

უნდა განიმარტოს, რომ საკუთრების უფლება მესაკუთრეს ანიჭებს შესაძლებლობას დამოუკიდებლად ისარგებლოს და მათ შორის განკარგოს კუთვნილი ქონება, შესაბამისი საკანონმდებლო თუ სახელშეკრულებო შეზღუდვის ფარგლებში. კონკრეტულ შემთხვევაში წილი, როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთე შესაძლოა მესაკუთრის ნების შესაბამისად გასხვისდეს სხვა პირზე, რაც მესაკუთრისათვის შესაბამისი სარგებლის მიღების შესაძლებლობაა. აქვე უნდა აღინიშნოს, სამეწარმეო საზოგადოება შედგება რამდენიმე პარტნიორისაგან და კორპორაციული მართვის თავისებურებიდან გამომდინარე დანარჩენი პარტნიორებისათვის მნიშვნელოვანია კომპანიის მეწილის ცვლილების საკითხი, რის გამოც არსებობს შესაბამისი ჩანაწერი პარტნიორებისათვის უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭებასთან მიმართებით. თუმცა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დაუშვებელია მესაკუთრეს სამუდამოდ წაერთვას შესაძლებლობა განკარგოს ქონება, იმ საფუძვლით, რომ ვერ ხერხდება საფოსტო გზავნილის მეშვეობით შესაბამისი შეტყობინების ჩაბარება რამდენიმე პარტნიორისათვის. სასამართლო განმარტავს, საწარმოს ყოველ პარტნიორს მოეთხოვება უზრუნველყოს მისამართის ცვლილების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ამ პარტნიორის/მისი მემკვიდრის რისკია შეტყობინების პირადად ჩაუბარებლობის შედეგები (საქართველოს საკანონმდებლო მაცნის მეშვეობით საჯარო შეტყობინება) და აღნიშნული საფუძვლით წილის გამსხვისებელი პარტნიორის უფლების შეზღუდვა ვერ იქნება გამართლებული,ხსენებულიდან გამომდინარე, ყოველ პარტნიორს, რომელიც დაინტერესებულია საწარმოს საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებით ევალება უზრუნველყოს მისამართის ცვლილების თაობაზე საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, რისი განუხორციელებლობაც ვერ გამოიწვევს სხვისი უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 29).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთ---------–--ული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათ---------–--ულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც დაკმაყოფილდა შპს ,,მ-----ს’’ და ნ----------ას სარჩელი მოპასუხე სა------------------------------–----------ო ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს მის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟი და ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ-----ს’’ და ნ----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს ,,მ-----ს’’ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რათა შპს ,,მ-----ს’’ 0.28% წილის პარტნიორად დ--–-----------ის ნაცვლად აღირიცხოს ნ----------ა.

 

3. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელეების შპს ,,მ-----ს’’ და ნ----------ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე