მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება, ესა თუ ის საგანი შეიძინოს განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე (შესყიდვის ოფცია), ანდა, იმავე პირობებში, გამყიდველს უფლება აქვს საგანი მყიდველს მიჰყიდოს (გაყიდვის ოფცია). ოფციის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმები, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
IV. უპირატესი შესყიდვის უფლე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ას-536-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2021
…განხორციელების წინაპირობაა და მხარეები გამოსასყიდი თანხის რამდენიმე ეტაპად გადახდაზე შეთანხმდნენ. დასახელებული პუნქტი გარიგების ბათილი ნაწილია, რომელიც მთელი გარიგების ბათილობაზე არ ახდენს გავლენას (სსკ-ის 509-ე, 510-ე, 514-ე, 515-ე, 50-ე, 51-ე, 54-ე, 62-ე მუხლები) და გადახდილი თანხის სრული ოდენობით უკუქცევის ვალდებულებას წარმოშობს სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის…
…ინსტიტუტის წარმოშობისაკენ, კერძოდ, მას გააჩნია წინარე ხელშეკრულების იურიდიული დატვირთულობა, ხოლო გარიგების შინაარსი მოიცავს ოფციის ხელშეკრულების ფორმულირებას. 13.6. ოფციის ხელშეკრულების სამართლებრივი რეგულაცია ასახულია სსკ-ის 515-ე მუხლში, რომლის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება, ესა თუ ის საგანი შეიძინოს განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ…
…გამოვლენილი ორმხრივი ნების უარყოფას ვერ დაედებოდა საფუძვლად. 1.5.2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას მხარეთა შორის ოფციის ხელშეკრულების დადების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 515-ე მუხლიდან გამომდინარე, ოფციის ხელშეკრულების ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ განსხვავებით ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის სტანდარტული…
…ედო მეიჯარის მიერ ხელშეკრულების განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, უკანასკნელი თავისთავად გამორიცხავდა უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით ქონების ღირებულების გადახდის მოთხოვნას, სკ-ის 515-ე მუხლის შესაბამისად მყიდველს უფლება აქვს, მაგრამ არ არის ვალდებული გამოისყიდოს უძრავი ქონება, ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა იძლეოდა მხოლოდ საიჯარო ქირის…
…რომლითაც ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთ მხარეს, ხელშეკრულებით დათქმული პირობებიდან გამომდინარე, ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს ნაკისრი ვალდებულება და შეიძინოს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე ან უარი თქვას მის შესრულებაზე. სკ-ის 515-ე მუხლის შესაბამისად, მყიდველს უფლება აქვს, მაგრამ არ არის ვალდებული გამოისყიდოს უძრავი ქონება. ოფცია არის უფლება და არა ვალდებულება, დათქმული ვადის გასვლის…