თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.
III. გამოსყიდ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(58)
საქმე №ას-1397-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო მოთხოვნის კანონიერების კვლევისთვის უნდა შეფასებულიყო თ.ვ–ის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 346-ე და 508-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ყოფილა სადავო ხელშეკრულების გაუქმების მართლზომიერება. უფრო მეტიც, რ.შ–მა თ.ვ–ის ცალმხრივი…
საქმე №ას-1495-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2024
…სადავო ჩუქების ხელშეკრულებას მიენიჭა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების კვალიფიკაცია, ხოლო მყიდველმა დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის თვალსაზრისით), სახეზეა სსკ-ის 508-ე მუხლით (თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, უარის თქმისას…
საქმე №ას-296-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2023
…საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 6.1. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ნომრების რეალიზაციის ფაქტს. 6.2. მოპასუხე ვალდებულია სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს დაუბრუნოს ნომრებში გადახდილი თანხა. ასევე, კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების გაფორმებისას დარღვეულია…
საქმე №ას-1416-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2023
…შემდეგი საფუძვლებით: 28. კასატორთა განმარტებით, მოსარჩელეებმა სადავო თანხის ანაზღაურება მოითხოვეს აუდიტორული დასკვნებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებებით თანხის ოდენობა არ დგინდება. 29. სსკ-ის 508-ე მუხლის შესაბამისად, კასატორებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციის სახით და არა ერთმანეთისაგან მიღებულის უკან…
საქმე №ას-348-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2022
…6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით: 6.1. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლი, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების შედეგად უნდა მომხდარიყო ორმხრივი რესტიტუცია და,…
საქმე №ას-1003-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021