სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(31)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-700-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2025
…ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. 26.06.2020 წლის ხელშეკრულებები არ შეიძლება მივიჩნიოთ ნასყიდობად გადახდის განვადებით, რამეთუ ისინი არ შეესაბამება სსკ-ის 506 მუხლის მოთხოვნებს. მითითებული ნორმით დადგენილია განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა და სავალდებულო რეკვიზიტები, რაც მიზნად ისახავს მყიდველის…
…სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა; 13.3. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხეს გააჩნდა ვალდებულება მის წინაშე, კერძოდ, ის, რომ მოპასუხეს ნივთის ღირებულების საფასური დარჩა გადასახდელი კონკრეტული ოდენობით. სსკ-ის 506-ე მუხლის თანახმად, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით და ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: ა) ნაღდი გადახდის ოდენობა;
…უფლება და მესამე პირებთან ურთიერთობაში ნასყიდობის საგნის მესაკუთრედ გვევლინება უკვე მყიდველი“ (იხ. სუსგ # ას- 666-627-2012, 12.07.2012წ.). 20.11.1.მხარეთა შორის წერილობით დადებული 2008 წლის 6 მარტის ხელშეკრულება არ შეიცავს სსკ-ის 506-ე მუხლით დადგენილი მოწესრიგების ელემენტებს: ა) ნაღდი გადახდის ოდენობა; ბ) ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და დრო;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ-ის 183-ე, 505- 506-ე, 311-ე მუხლები; იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით - ტ.1, ს.ფ. 26-30). 2. მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის სამსახურმა 2006 წლის 2 ოქტომბერს №219 ბრძანებით უძრავი ქონების განვადებით შემძენს (მოპასუხეს) ნება დართო ნაგებობის რეკონსტრუქციაზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ გამყიდველთან დადებული ხელშეკრულება წააგავდა ნასყიდობას განვადებით და, მხარის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, სსკ-ის 505-ე და 506-ე მუხლების დანაწესი განმარტა. მოხმობილი ნორმების მიხედვით, განვადებით ნასყიდობისას, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე.
მუხლი 2— სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/რეალიზაციისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 506, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-506/