გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2018
საქმის ნომერი
330210117002236935
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/37120-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი, 2018 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - ირ-------------ე

წარმომადგენელი - და-----------–--ე

მოპასუხეები - 1 - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს------------–ი“

წარმომადგენელი - მა------------–---–ი

2 - ვლ-----------------–ი

წარმომადგენელი - ლე-----–----------

3 - შპს „ს------------

წარმომადგენელი - თ-------–--------ე

4 - რა--------–------–---–ი

5 - გი--------–---–--–---–ი

6 - ლე-------–---ე

დავის საგანი - მოძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან მოსარჩელე ირ-------------ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთი: ავტომობილი „--–----–------–----- სახელმწიფო ნომერი: M------ და მოხდეს მისი მომსახურების სააგენტოში საკუთრებაში რეგისტრაცია.

 

1.2. ირ-------------ის საკუთრებაში ავტომობილის გადაფორმებისას მოვალეთა რეესტრის ჩანაწერი არ იქნეს გათვალისწინებული.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წელს ირ-------------ესა და რა--------–------–---–ს შორის ზეპირად დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ შეიძინა ავტომობილი „--–----–------–----- სახელმწიფო ნომრით: M------. შეთანხმების შესაბამისად, თანხის გადახდა ხდებოდა ეტაპობრივად, მათ შორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. მიუხედავად ნასყიდობის საფასურის დაფარვისა, არ მომხდარა სატრანსპორტო საშუალების მოსარჩელის საკუთრებად გადაფორმება, ვინაიდან მხარემ ვეღარ შეძლო გამყიდველის მოძებნა. 2017 წლის ოქტომბერში ავტომობილი, რომელიც იმყოფებოდა მოსარჩელის შვილის - გი-------–---------ს მართვის ქვეშ, საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერებულ იქნა და გადაყვანილ იქნა სააღსრულებო ბიუროს ავტოსადგომზე, ვინაიდან ქონებაზე დარეგისტრირებული იყო ყადაღა. სააღსრულებო ბიუროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რა--------–------–---–ის მიმართ მიმდინარეობს ხუთი სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია. მოსარჩელის მითითებით, ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას და არ არსებობს საფუძველი მოხდეს რეალიზაცია სხვა პირის დავალიანების დასაფარად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს------------–ის“ წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

2.2. მოპასუხე შპს „სი-----------ს“ წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

2.3. მოპასუხე ვლ-----------------–ის წარმომადგენელმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე და მისი წარმომადგენელი საქმის არსებითი განხილვის დროს სხდომაზე არ გამოცხადებულან, მათ სხდომის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

2.4. მოპასუხე რა--------–------–---–ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია და იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის ჩატარების დრო და თარიღი. მოპასუხე რა--------–------–---–ის მიერ 2018 წლის 11 მაისს წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს ავტომობილის თანხა სრულად აქვს გადახდილი და ეთანხმება სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2.5. მოპასუხეებს გი--------–---–--–---–სა და ლე-------–---ეს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან, მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ სხდომის ჩატარების დრო და თარიღი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–----------------- გაცემული ინფორმაციის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 24 ოქტომბერს გაცემული N---------- აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება N----------- რომლის მიხედვითაც რა--------–------–---–ს დაეკისრა თანხის გადახდა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს------------–ის“ სასარგებლოდ. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოვალის მიმართ განხორციელდა იძულებითი ღონისძიებები. კერძოდ, მოვალის სახელზე რიცხული ავტომობილების, მათ შორის ავტომობილის, მოდელი: M----------------, სახ. ნომ: M-------- დაყადაღება და დაკავებაზე გადაცემა.

 

(მტკიცებულება: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 100)

 

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–----------------- გაცემული ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული N--------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებულ მოძრავ ქონებაზე - ავტომანქანა - მოდელი: M----------------, ნომერი: M------- ტიპი: ვენი - აუქციონი დანიშნული არ არის.

 

(მტკიცებულება: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 108)

 

3.2.3. საქმეში წარმოდგენილი სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, 20---–-–-------------- სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს------------–სა“ და რა--------–------–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, სესხის უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა რა--------–------–---–ის საკუთრებად რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სახელმწიფო ნომერი: S------ მარკა,მოდელი - მ-–------------------ ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2004, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------- შასის N--------------- აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მითითებულ სატრანსპორტო საშუალებაზე სსიპ მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ იქნა გირავნობის უფლება.

 

(მტკიცებულება: სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, ს.ფ. 46-51, 52)

 

3.2.4. შ---------–-----------------–------------------------–-–---------------–-- საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს------------–ის“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა და რა--------–------–---–ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის გაჩინებით სს მისო „ს------------–ის“ განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა და მისი აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

(მტკიცებულება: საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, განჩინება, სააღსრულებო ფურცელი, ს.ფ. 53-58, 61-63, 59-60)

 

3.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–----------------–- გაცემული ინფორმაციის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია შპს „სი----------ს“ მიერ გაცემული N--------- აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება N---------), რომლის მიხედვითაც რა--------–------–---–ს დაეკისრა თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოვალის მიმართ განხორციელდა იძულებითი ღონისძიებები. კერძოდ, მოვალის სახელზე რიცხული ავტომობილების, მათ შორის ავტომობილის, მოდელი: M----------------, სახ. ნომერი: M----- - დაყადაღება და დაკავებაზე გადაცემა.

 

(მტკიცებულება: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 101)

 

3.2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–----------------–- გაცემული ინფორმაციის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული N--------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებულ მოძრავ ქონებაზე - ავტომანქანა - მოდელი: M----------------, ნომერი: M-----, ტიპი: ვენი - აუქციონი დანიშნული არ არის.

 

(მტკიცებულება: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 111)

 

3.2.7. საქმეში წარმოდგენილი საჯარიმო ქვითრისა და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების თანახმად, 2013 წლის 17 დეკემბერს სატრანსპორტო საშუალება - სახ. ნომერი: M-----, მოდელი: M--------- დაჯარიმებულ იქნა საფასურის გარეშე დგომის გამო. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი დადგენილი წესით ჩაბარდა რა--------–------–---–ის მეუღლეს და ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, შპს „სი-----------ს“ მიერ 2----–-–---------–--- მიღებულ იქნა დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ. დადგენილების იძულებითი აღსრულების მიზნით კი შპს „სი-----------ს“ მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

(მტკიცებულება: საჯარიმო ქვითარი, საფოსტო დასტური, დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი, ს.ფ. 264, 265, 266, 267)

 

3.2.8. კერძო აღმასრულებელ ზ---–------–---–-–---–-- 2----–-–----------------–- გაცემული ინფორმაციით, კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 28 იანვარს გაცემული N---------- აღსრულების ქვემდებარე აქტი - სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება N---------) სადაც კრედიტორია ვლ-----------------–ი, ხოლო მოვალე რა--------–------–---–ი. აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებულია ავტომობილი: M----------------, სანომრე ნიშნით: M-----.

 

(მტკიცებულება: კერძო აღმასრულებლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 103)

3.2.9. კერძო აღმასრულებელ ზ---–------–---–-–---–-- მიერ 2----–-–----------------–- გაცემული ინფორმაციის თანახმად, კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებული N--------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე: M----------------, სანომრე ნიშნით: M----- - საჯარო აუქციონი დანიშნული არ არის.

 

(მტკიცებულება: კერძო აღმასრულებლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 110)

 

3.2.10. კერძო აღმასრულებელ ნ----------------- 2----–-–----------------–- გაცემული ინფორმაციის თანახმად, კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია ნოტარიუს ნ---------–--------–---–-- მიერ 2----–-–----------- გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება N---------), სადაც კრედიტორია გი--------–---–--–---–ი, ხოლო მოვალე რა--------–------–---–ი. ასევე კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია ნოტარიუს ნ---------–--------–---–-- მიერ 2----–-–----------- გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება N---------), სადაც კრედიტორია ლე-------–---ე, ხოლო მოვალე რა--------–------–---–ი. აღნიშნული სააღსრულებო წარმოებების ფარგლებში დაყადაღებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მოდელი: M----------------, ნომერი: M-----, სერტ. ნომერი: A---------

 

(მტკიცებულება: კერძო აღმასრულებლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 102)

 

3.2.11. კერძო აღმასრულებელ ნ----------------- მიერ 2----–-–----------------–- გაცემული ინფორმაციის თანახმად, კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებული ნოტარიუს ნ---------–--------–---–-- მიერ 2----–-–----------- გაცემული N--------- და N--------- სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე: M----------------, სანომრე ნიშნით: M----- - იძულებითი აუქციონი გამოცხადებული არ არის.

 

(მტკიცებულება: კერძო აღმასრულებლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 109)

 

3.2.12. საქმეში წარმოდგენილი ს------------------ მიერ გაცემული ამონაწერითა და სალაროს შემოსავლის ორდერებით დგინდება, რომ ირ-------------ის მიერ განხორციელებულია თანხის გადახდა შ------------------------ის სასარგებლოდ, რა--------–------–---–ის სასესხო ვალდებულებების დასაფარად.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი ს---------------------- სალაროს შემოსავლის ორდერები, ს.ფ. 15-16, 233)

 

3.2.13. საქმეში წარმოდგენილი ს----–---------------- მიერ გაცემული ამონაწერით დადგენილია, რომ ირ-------------ის მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს განხორციელებული არის რა--------–------–---–ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების, სახ. ნომრით: M-------- ის საჯარიმო თანხებისა და საურავების გადახდა.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი ს----–-------------------- ს.ფ. 17)

 

3.2.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ 2----–-–------------------- შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გი-------–---------ს მიმართ, რომლის საფუძველზეც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს--------–------------------------- მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2----–-–------------------- დადგენილებით გი-------–---------ს შეუჩერდა მართვის უფლება 6 თვის ვადით.

 

(მტკიცებულება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, ს.ფ. 19-21)

 

3.1.15. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ გი-------–---------ს მშობლებს წარმოადგენენ გი-----–--------- (მამა) და ირ-------------ე (დედა).

 

(მტკიცებულება: დაბადების მოწმობა, ს.ფ. 22)

 

3.1.16. ს------------------ ამონაწერითა და სალაროს შემოსავლის ორდერებით, საჯარიმო თანხებისა და საურავების გადახდის დამადასტურებელი ს----–---------------- ამონაწერით, ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმით, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ირ-------------ე წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების, მოდელი: M----------------, სახელმწიფო ნომრით: M-------- ის მესაკუთრეს, რომელმაც რა--------–------–---–თან გაფორმებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნივთზე მოიპოვა საკუთრების უფლება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 158-ე, 186-ე 505-ე, 506-ე, 507-ე მუხლები;

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40 მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოძრავ ნივთზე დასახელებული მუხლების დაფინიციიდან გამომდინარე საკუთრების შესაძენად აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა - მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და შემძენისათვის ნივთის გადაცემა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედში.

 

საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 506-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განვადების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 507-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულება დადებულია 506-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ნივთის ფასი პროცენტების გარეშე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, განვადებით ნასყიდობის დროს აუცილებელია ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემა და თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ივარაუდება, რომ ნივთი მყიდველს გადაეცემა საკუთრებაში. ამდენად, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ნივთის გადაცემასთან ერთად ხდება მყიდველზე ნივთის საკუთრების უფლებით გადაცემა, თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული. ამასთან, მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილია განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით გაფორმება, თუმცა კანონი არ კრძალავს ზეპირი ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას, რა შემთხვევაშიც ხელშეკრულება დადებულად მხოლოდ ნივთის გადაცემის მომენტიდან ითვლება და ამ დროს ხდება მხოლოდ ნივთის ფასის გადახდა, საპროცენტო სარგებლის გადახდის გარეშე. შესაბამისად, სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დაუცველობა (წერილობითი გარიგება), არ არის იმპერატიული ხასიათის და იმთავითვე არ იწვევს გარიგების ბათილად ცნობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ აღძრული სარჩელით განმარტა, რომ მასსა და რა--------–------–---–ს შორის გაფორმდა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება და ნივთის მფლობელობაში გადაცემასთან ერთად მოხდა მასზე საკუთრების უფლების გადაცემა. მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების მოპოვების საკითხი, თუმცა სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ვინაიდან წინამდებარე დავის ფარგლებში სარჩელი ეხება მოძრავ ნივთს - სატრანსპორტო საშუალებას, რომელზეც ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები, ამასთან განვადებით ნასყიდობისას ნივთის გადაცემასთან ერთად ხდება საკუთრების უფლების შემძენზე გადასვლა, მოწინააღმდეგე მხარის მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენს საკუთრების უფლების წარმოშობის/არწარმოშობის ფაქტის დადასტურება, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო.

 

საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ ირ-------------ემ რა--------–------–---–ისაგან განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ავტომანქანა და სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ირ-------------ეს ფაქტობრივ მფლობელობასა და საკუთრებაში გადაეცა სადავო სატრანსპორტო საშუალება.

 

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული მოთხოვნისას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ქონებაზე, მოპასუხეს კი ეკისრება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლების ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო მოძრავ ნივთზე ირ-------------ის საკუთრების უფლების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეებს (კრედიტორებს) არ წარმოუდგენიათ. საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად კი დადგენილია, რომ დაყადაღებული ავტომობილი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

 

6.3. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

აღნიშნული მუხლი მიღებული იქნა 2009 წლის 17 ივლისს (საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი N1544 - სსმ I, N21, 03.08.2009წ. მუხლი 127) და არ შეიცავს რაიმე მითითებას მისი მოქმედების გავრცელების თაობაზე მის მიღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. სასამართლო მიუთითებს, რომ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს საჯარო სფეროს მიკუთვნებულ ნორმატიულ აქტს. მოძრავი ნივთის შეძენის წესებს კი არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი და არა საჯარო სფეროს მიკუთვნებული რომელიმე კანონი ან კანონქვემდებარე აქტი.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთი წარმოადგენს ირ-------------ის საკუთრებას, მისი რეგისტრაციისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული რა--------–------–---–ის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია ავტომობილთან მიმართებაში და შესაბამისად, მოთხოვნა სადავო ავტომობილის ყადაღისაგან გათავისუფლებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ირ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი თანხის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის და 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ირ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან მოსარჩელე ირ-------------ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთი: ავტომობილი „--–----–------–----- სახელმწიფო ნომერი: M------ და მოხდეს მისი მომსახურების სააგენტოში ირ-------------ის საკუთრებაში რეგისტრაცია.

 

1.2. ირ-------------ის საკუთრებაში ავტომობილის გადაფორმებისას მოვალეთა რეესტრის ჩანაწერი არ იქნეს გათვალისწინებული .

 

2. მოპასუხეებს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს------------–ს“, შ------------------- ვლ-----------------–ს, რა--------–------–---–ს, გი--------–---–--–---–სა და ლე-------–---ეს დაეკისროთ მოსარჩელე ირ-------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი თანხის 370 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი