გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2019
საქმის ნომერი
330210018002482093
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/16765-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ივნისი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - მი----–---------–---–ი, ლი-------–----ა

წარმომადგენელი - სო-------–--ე

მოპასუხე - ი.მ მა----------ე,ი.მ. ნა-------------–--ე

წარმომადგენელი - ტა-----–------–---–ი

დავის საგანი -ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი.მ მა----------ეს მი----–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ახალი მობილურის ტელეფონის „აი-------“-ის გადაცემა;

1.2. ი.მ ნა-------------–--ეს ლი-------–----ას სასარგებლოდ დაეკისროს ახალი ტელეფონის „აი-------“-ის გადაცემა.

 

სარჩელის მიხედვით, 20---–-–--------------რს მი----–---------–---–სა და სს “სა---------–--------ს” შორის გაფორმდა საკრედიტო განვადების ხელშეკრულება N 6------, რომლის მიხედვითაც ნივთის შესაძენად დაუმტკიცდა კრედიტი 859,11 ლარის ოდენობით. ნივთი, რომლის შესაძენადაც დამტკიცდა კრედიტი, როგორც შემდგომ გაირკვა იყო მობილური ტელეფონი „აი-------“ 750 ლარად ღირებული. ტელეფონი, რომელიც მი----–---------–---–ს უნდა მიეღო ი.მ. მა----------ისაგან არ უნახავს და მით უმეტეს არ მიუღია.

 

20---–-–-------------ს ლი-------–----ასა და სს“სა---------–--------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო განვადების ხელშეკრულება N7038391, რომლის მიხედვითაც ნივთის შესაძენად დაუმტკიცდა კრედიტი 850,16 ლარის ოდენობით. ნივთი, რომლის შესაძენად დამტკიცდა კრედიტი, როგორც შემდგომ გაირკვა იყო მობილური ტელეფონი „აი-------“, 850,16 ლარად ღირებული. ტელეფონი, რომელიც ლი-------–----ას უნდა მიეღო ი.მ „ნა-------------–--ისაგან“ არ უნახავს და მით უმეტეს არ მიუღია.

 

როგორც შემდგომ გაირკვა ბანკის მიერ ი/მ ნა-------------–--ისათვის გადარიცხული იყო თანხა. მიუხედავად ამისა ლი-------–----ას არ მიუღია არც თანხა და არც ნივთი. მას ვინმესთვის რაიმე თანხმობა მისი კუთვნილი ნივთისა თუ თანხის სხვისთის გადაცემის შესახებ არ მიუცია. დაუდასტურებული ინფორმაციით ცნობილია, რომ თანხები წაიღო მათმა ახლობელმა ვინმე დო--------–---–მა, რომელიც შუამდგომლობდა ბანკთან კრედიტის დამტკიცებისას.

 

იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხეებისათვის ბანკების მიერ გადარიცხულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები, ხოლო მოსარჩელეებს არ მიუღიათ ის ნივთები, რომელთა შესაძენად გადარიხული იქნა საკრედიტო თანხები. მოპასუხეების მიერ არ შესრულდა ხელშეკრულების პირობა, რაც გამოიხატა ნივთების გადმოუცემლობაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ როგორც ლი-------–----ამ, ასევე მი----–---------–---–მა მოპასუხეებისაგან ნამდვილად შეიძინეს ტელეფონები საბანკო კრედიტის მეშვეობით, თუმცა ვერ დაეთანხმნენ მოსარჩელეთა პოზიციას, რომ მათ ეს ნივთები არ მიუღიათ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–--------------რს მი----–---------–---–სა და სს“სა---------–--------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო განვადების ხელშეკრულება N6932941, რომლის მიხედვითაც ნივთის შესაძენად დაუმტკიცდა კრედიტი 859,11 ლარის ოდენობით. ნივთი, რომლის შესაძენადაც დამტკიცდა კრედიტი, როგორც შემდგომ გაირკვა იყო მობილური ტელეფონი „აი-------“, 750 ლარად ღირებული. აღნიშნული ტელეფონი მი----–---------–---–ს არ გადასცემია ი.მ „მა----------ისაგან“

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო განვადების ხელშეკრულებაN 6------(ს.ფ. 22-29)

- ინვოისი (ს.ფ.31)

 

3.1.2. 2018 წლის 10 იანვარს ლი-------–----ასა და სს “სა---------–--------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო განვადების ხელშეკრულება N7038391, რომლის მიხედვითაც ნივთის შესაძენად დაუმტკიცდა კრედიტი 850,16 ლარის ოდენობით. ნივთი, რომლის შესაძენადაც დამტკიცდა კრედიტი, როგორც შემდგომ გაირკვა იყო მობილური ტელეფონი „აი-------“ 800 ლარად ღირებული. აღნიშნული ტელეფონი მი----–---------–---–ს არ გადასცემია ი.მ „ნა-------------–--ისაგან“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო განვადების ხელშეკრულება N 6------(ს.ფ. 40-48)

- ინვოისი (ს.ფ. 49)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს მოსარჩელეების მიერ ნივთების გადაუცემლობის საკითხი, თუმცა იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე ი.მ მ------------- მი----–---------–---–ს გადასცა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ახალი მობილურის ტელეფონი „აი-------“-ი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ასეთი სახის მტკიცებულება სასამართლოში ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი ი.მ ნა-------------–--ის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს მოსარჩელეებისათვის მობილური ტელეფონების გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად მათ ამ ნაწილში ვერ ზიდეს მტკიცების ტვირთი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მი----–---------–---–ისა და ლი-------–----ას სარჩელები უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 505-ე, 506-ე, მე-400 მუხლები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები, თუმცა მოსარჩელეებს არ მიუღიათ ის ნივთები, რომელთა შესაძენადაც იქნა გადარიცხული აღნიშნული საკრედიტო თანხები. აქედან გამომდინარე, მოპასუხეთა მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, რაც გულისხმობდა ხელშეკრულებითა და ინვოისებით გათვალისწინებული ნივთების მოსარჩელეთათვის გადაცემას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ:

 

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შედეგად, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.

 

ამავე კოდექსის 506-ე მუხლის თანახამად, 1. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. 2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: ა. ნაღდი გადახდის ოდენობა; ბ. ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო; გ. წლიური პროცენტის ოდენობა. 3. გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საბუთების ასლი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ი.მ. მ------------- და ი.მ „ნა-------------–--ემ“ ვერ უზრუნველვეს მყიდველისათვის გადაცემული ნასყიდობის საბუთების ასლების სასამართლოში წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთების მოსარჩელეებისათვის გადაცემის ფაქტობრივი გარემოება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე განთავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 3%.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მი----–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ი.მ მა----------ეს მი----–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ახალი მობილური ტელეფონის „აი-------“-ის გადაცემა;

 

3.ლი-------–----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4.ი.მ ნა-------------–--ეს ლი-------–----ას სასარგებლოდ დაეკისროს მობილური ტელეფონის „აი-------“-ის გადაცემა;

 

5.ი.მ. მა----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

 

6.ი.მ ნა-------------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი