გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/13577-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - გი----------------–--ე
წარმომადგენელი - მუ------------–---ა
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - ლე--–-----------ე
წარმომადგენლები - ირ---–----------–-ა, გი------------–--ე, ზა----------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
დავის საგანი შეგებებული სარჩელით - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. გი----------------–--ის სასარჩელო მოთხოვნები:
1.1.1. მოპასუხე ლე--–-----------ისათვის მოსარჩელე გი----------------–--ის სასარგებლოდ 23 917.4 ლარის გადახდის დაკისრება;
1.1.2. მოპასუხე ლე--–-----------ისათვის მოსარჩელე გი----------------–--ის სასარგებლოდ 9 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
1.1.3. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 9 ნოემბერს უძრავი ნივთის ნასყიდობის გადახდის განვადებით ხელშეკრულების ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მყიდველი კარგავს უფლებას იმ პერიოდში გადახდილ თანხაზე.
1.2. ლე--–-----------ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები:
1.2.1. ლე--–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, რეგისტრირებული 01.15.03.011.002.01.020ა საკადასტრო კოდით, დაუყოვნებლივ გამოთხოვილ იქნეს გი----------------–--ის მფლობელობიდან და აღნიშნული უძრავი ნივთი გადაეცეს ლე--–-----------ეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
1.2.2. გი----------------–--ისათვის ლე--–-----------ის სასარგებლოდ 26016.42 ლარის გადახდის დაკისრება;
1.2.3. გი----------------–--ისათვის ლე--–-----------ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 974 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება 2017 წლის 1 დეკემბრიდან უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის გადაცემის მომენტამდე (გადახდის მომენტში არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად);
1.2.4. დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად გადაწყვეტილება უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლების ნაწილში.
გი----------------–--ის სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლები:
გი----------------–--ის სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს ლე--–-----------ესა (გამყიდველი) და გი----------------–--ეს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე თბილისი, კო-----ას ქუჩის №46/50, მე-----ე სადარბაზო, მე–---ე სართული, ს/კ 01.15.03.011.002.01.560.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გი----------------–--ეს გამყიდველისთვის უნდა გადაეხადა 2 000 აშშ დოლარი პირველ ეტაპზე 2017 წლის 1 დეკემბრამდე, რის შემდეგაც მყიდველს ეძლეოდა შესაძლებლობა ეცხოვრა და ესარგებლა უძრავი ქონებით. აღნიშნული ვალდებულება გი----------------–--ის მხრიდან კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული, რაც დასტურდება გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით. გი----------------–--ეს წარმოეშვა ბინაში ცხოვრების უფლება.
საცხოვრებელ ბინაში ჩამოვიდა წყალი, რის შედეგადაც დაზიანდა ინტერიერი. გი----------------–--ემ ჩაატარა რემონტი, რა მიზნითაც გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 23 917.4 ლარი. რემონტის ჩატარების ფაქტი დასტურდება აუდიტორული დასკვნით (№18/05-06/01) და ხარჯთაღრიცხვით.
უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში მითითებულია ლე--–-----------ე. ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ვერ მოხერხდა, გი----------------–--ე ვეღარ მიიღებს საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე ს/კ 01.15.03.011.002.01.560. შესაბამისად, მის მიერ ბინის გარემონტებით უსაფუძვლოდ გამდიდრდა ლე--–-----------ე, უსაფუძვლო გამდიდრების თანხის ოდენობა კი შეადგენს 23 917.4 ლარს, რაც ასევე დასტურდება აუდიტორული დასკვნით №18/05-06/01.
09.03.2018 წელს გი----------------–--ემ გადაიხადა კიდევ 1000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება გადახდის ქვითრით. გი----------------–--ის დედამ, ნა--------–-–---–მა 12.03.2018 წელს ლე--–-----------ის სახელზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე ჩარიცხა 6 000 აშშ დოლარი. ჯამში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით ნასყიდობის საფასურის თანხად გადახდილი იქნა 9 000 აშშ დოლარი.
ლე--–-----------ემ 05.05.2019 წელს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა 2017 წლის 9 ნოემბრის გადახდის განვადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა, ზიანის ანაზღაურება და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: თბილისი, კო-----ას ქ. №46/50, მე-----ე სადარბაზო, მე–---ე სართული, ბინა №20ა, ს/კ 01.15.03.011.002.01.020ა) გამოთხოვა და გი----------------–--ის გამოსახლება.
ლე--–-----------ეს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მიმართული ჰქონდა სასამართლოსთვის სხვა დროსაც. უძრავი ნივთის გამოთავისუფლების თაობაზე იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლომ 29.08.2018 წლის გადაწყვეტილებით საქმეზე №12/12872-18 და არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ "სასამართლოს კითხვაზე რატომ არ სარგებლობს მოსარჩელე ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლებით და რატომ არ ამბობს უარს ხელშეკრულებაზე, მოსარჩელემ განმარტა, რომ მას ხელშეკრულების შეწყვეტის ინტერესი არ აქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის ხელშეკრულებითვე მხარეებს შორის შეთანხმებულ პირობების შესრულება და გარკვეული თანხის უკან დაბრუნება მოუწევს..“. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ლე--–-----------ის მოთხოვნების (ხელშეკრულებიდან გასვლა დ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა) გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში იარსებებს ორმხრივ რესტიტუციის საფუძველი, რის თანახმადაც გი----------------–--ეს უნდა დაუბრუნდეს 9 000 აშშ დოლარი.
ლე--–-----------ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
2017 წლის 9 ნოემბერს ლე--–-----------ესა (გამყიდველი) და გი----------------–--ეს (მყიდველი) შორის დაიდო გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინაზე (მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.560) შემდეგი პირობებით: მყიდველს - გი----------------–--ეს გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა ბინის ნასყიდობის ფასი - 155000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, პირველი გადახდა - 2000 აშშ დოლარის ოდენობით, 2017 წლის 1 დეკემბრამდე, რის შემდეგაც მყიდველს ეძლეოდა უფლება ესარგებლა ბინით და ეცხოვრა მასში; მეორე გადახდა - 50000 აშშ დოლარის ოდენობით, 2018 წლის 5 მარტამდე; მესამე გადახდა - 25000 აშშ დოლარის ოდენობით, 2018 წლის 31 ივლისამდე; მე-----ე გადახდა - 28000 აშშ დოლარის ოდენობით, 2018 წლის 15 ნოემბრამდე; მეხუთე გადახდა - 15000 აშშ დოლარის ოდენობით, 2019 წლის 31 მარტამდე; მეექვსე გადახდა - 15000 აშშ დოლარის ოდენობით, 2019 წლის 15 ივლისამდე; მეშვიდე გადახდა - 20000 აშშ დოლარის ოდენობით, 2019 წლის 31 ოქტომბრამდე; თუ მყიდველი დაარღვევდა შეთანხმებულ გრაფიკს, იგი გადახდილ თანხას ვერ დაიბრუნებდა; ხოლო გამყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მას მყიდველისათვის უნდა დაებრუნებინა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი თანხა; მყიდველზე საკუთრების უფლება გადავიდოდა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდეგ.
უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით. ლე--–-----------ემ იკისრა ვალდებულება 2019 წლის 31 ოქტომბრამდე სრულად დაეფარა იპოთეკის საფუძვლად არსებული დავალიანება და ბინა მყიდველისათვის საკუთრებაში გადაეცა უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.
საცხოვრებელი ბინა მყიდველს გადაეცემოდა მასში არსებულ ავეჯთან და ინვენტართან ერთად, რომელიც აღიწერა 2017 წლის 1 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტში, ასევე - აისახებოდა ელექტრონულ სურათებში; მიღება-ჩაბარების აქტი და სურათები მიიჩნეოდა ხელშეკრულების დანართად და განუყოფელ ნაწილად.
2018 წლის 2 მაისის რეგისტრაციის შედეგად ბინის საკადასტრო კოდი შეიცვალა და მიენიჭა 01.15.03.011.002.01.020ა.
ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი გადახდა გი----------------–--ემ შეასრულა დროულად, 2017 წლის 29 ნოემბერს, რის გამოც გამყიდველმა მყიდველს ბინა გადასცა მფლობელობაში 2017 წლის 1 დეკემბერს. 2018 წლის 9 მარტს გი----------------–--ემ გამყიდველს გადაუხადა 1000 აშშ დოლარი; 2018 წლის 12 მარტს ნა--------–-–---–მა (გი----------------–--ის დედამ) ლე--–-----------ეს გადაუხადა 6000 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, გამყიდველმა ნასყიდობის ფასის სახით მიიღო 9000 აშშ დოლარი. თუმცა, არაუგვიანეს 2018 წლის 5 მარტისა, გამყიდველს უნდა მიეღო საერთო ჯამში 52000 აშშ დოლარი. შემდგომი გადახდები მოპასუხეს აღარ შეუსრულებია.
მოპასუხემ საცხოვრებელ ბინაში, მესაკუთრესთან შეუთანხმებლად, განახორციელა ცვლილებები, კერძოდ, შეცვალა ბუხრის იერსახე, გადააკეთა ბუხარი, ისე, რომ, არსებული ე.წ „კერამო გრანიტის“ ფილების ნაცვლად, ბუხარი მოაპირკეთა სხვა მასალით; შეცვალა გათბობის სისტემის რადიატორები - არსებული პანელური რადიატორების ნაცვლად, დაამონტაჟა სექციური რადიატორები; ბუხრის გასწვრივ, მის მარჯვენა მხარეს, აივნისკენ, კედლის მთელ სიმაღლეზე მოაწყო თაროები, რომლის ბუხართან არსებობა ქმნის ცეცხლის გაჩენის საშიშროებას, თაროებმა ამავდროულად შეზღუდა სივრცე. ზემოაღნიშნულმა ცვლილებებმა მთლიანად შეცვალა ძირითადი მისაღები ოთახის იერსახე. ლე--–-----------ემ მიმართა აუდიტორულ კომპანიას, რათა დადგენილიყო იმ ხარჯის ოდენობა, რაც აუცილებელია ბინისათვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად. შპს „სა--------–---–---------------------------ის“ 2019 წლის 11 მარტის №60 დასკვნის თანახმად, რომ ბინისათვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად განსახორციელებელ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 52653.72 ლარს.
2019 წლის 12 აპრილს ლე--–-----------ემ გი----------------–--ეს ელექტრონულად და წერილობით გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც მოსთხოვა მყიდველს 2019 წლის 22 აპრილამდე 2017 წლის 9 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასის სრულად გადახდა და განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე იტყოდა უარს და მოითხოვდა ბინის იმ მდგომარეობაში უკან დაბრუნებას, როგორშიც გადაეცა მყიდველს 2017 წლის 1 დეკემბერს. გი----------------–--ეს არც თანხა გადაუხდია და არც ბინა გამოუთავისუფლებია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სტრუქტურული დანაყოფი აწარმოებს გამოძიებას ლე--–-----------ის კუთვნილი ქონების მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
მოცემული დავის ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს, რომ კიდევ დამატებითი ვადის დაწესებას ან გაფრთხილებას აზრი აღარ აქვს, რადგან მოპასუხის მიერ განხორციელებული შესრულება (9000 აშშ დოლარი) შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით (155000 აშშ დოლარი) მიზერულია, ვადა კი მოპასუხეს საკმარისი ჰქონდა ვალდებულების შესასრულებლად.
გამყიდველმა უარი თქვა 2017 წლის 9 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე 2019 წლის 22 აპრილიდან. 2017 წლის 9 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, 2019 წლის 22 აპრილიდან მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება უძრავი ქონება დაუყოვნებლივ დაებრუნებინა იმავე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც გადაეცა მას. მოპასუხემ ბინაში განახორციელა რეკონსტრუქცია მესაკუთრესთან შეუთანხმებლად. პირვანდელი სახის აღსადგენად ლე--–-----------ეს მოუწევს გადაიხადოს 52653.72 ლარი, რისი ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს გი----------------–--ეს მესაკუთრისათვის.
ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლის საფუძველზე ლე--–-----------ეს ეკისრება ვალდებულება დაუბრუნოს გი----------------–--ეს 9000 აშშ დოლარი, იგი იყენებს სსკ-ის 442-ე და 444-ე მუხლებით მონიჭებულ შესაძლებლობას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, რის შესაბამისადაც ლე--–-----------ის მოთხოვნას 52653.72 ლარის ოდენობით უნდა გამოაკლდეს სარჩელის შეტანის მდგომარეობით არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით გაანგარიშებული 9000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 26637.30 ლარი (9000$ X 2,9597 = 26637.30 ლარი). საბოლოოდ, გი----------------–--ეს უნდა დაეკისროს 26016.42 ლარის (52653.72 - 26637.30) გადახდა ლე--–-----------ის სასარგებლოდ.
ნასყიდობის საგნის გი----------------–--ისათვის გადაცემამდე 3 წლის განმავლობაში ლე--–-----------ე აქირავებდა ბინას და იღებდა შემოსავალს, კერძოდ, 2015 წლის 3 აგვისტოდან 2017 წლის 3 აგვისტომდე ბინას ფლობდა ლა----------------–---------–---------------–ოში ყოველთვიურად ქირის სახით 974 ევროს გადახდის სანაცვლოდ. გი----------------–--ე საცხოვრებელი ბინის ფლობით გამდიდრდა უსაფუძვლოდ, კერძოდ, მის მიერ მიღებული სარგებელი გამოიხატება იმ დაზოგილ თანხაში, რაც მას უნდა გადაეხადა ქირის სახით ბინით სარგებლობისათვის. ამასთან, ქირის ოდენობა უნდა გაანგარიშდეს სარგებლობის მთელ პერიოდზე, 2017 წლის 1 დეკემბრიდან ბინის გამოთავისუფლებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის ლე--–-----------ის პოზიცია გი----------------–--ის სარჩელთან დაკავშირებით:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 5 მარტს, მაშინ როდესაც გი----------------–--ემ არ გადაიხადა ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. გი----------------–--ე უკანონოდ ცხოვრობს ლე--–-----------ის კუთვნილ ბინაში.
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, წყლის ჩამოშვებისა და ბინის დაზიანების შესახებ, არ დასტურდება. ხოლო ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა და აუდიტორული დასკვნა ვერ დაადასტურებს რემონტის ჩატარების ფაქტს.
2.2. მოპასუხის გი----------------–--ის პოზიცია ლე--–-----------ის სარჩელთან დაკავშირებით:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი მდებარეობს კორპუსის მე-9 სართულზე და არის დაშენება, საიდანაც ბინაში წყალი ჩამოვიდა და საჭირო გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაც ცნობილი იყო ლე--–-----------ისთვის. სამუშაოები ჩაატარა გი----------------–--ემ საკუთარი ხარჯებით, რის ანაზღაურებაზე ლე--–-----------ემ განაცხადა უარი. შესაბამისად, გი----------------–--ემ მოითხოვა ზემოაღნიშნული თანხის გაქვითვა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხიდან, რაზედაც ლე--–-----------ემ განაცხადა უარი. ამის შემდეგ მხარეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა და არ მომხდარა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის ბოლომდე სრულად გადახდა, რაც გამოწვეული იყო ლე--–-----------ის ბრალით.
გი----------------–--ეს ბინაში არსებითი ხასიათის ცვლილებები არ განუხორციელებია. საქმეში წარმოდგენილი ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 31.05.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნის (№003680919), თანახმად, კვლევის ჩატარების დროს თბილისში. კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-9 სართულზე, მდებარე №20ა ბინის შიდა ინტერიერის მდგომარეობა ძირითადად შესაბამისობაშია წარდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაში არსებულ მდგომარეობასთან. შეცვლილია მხოლოდ ბუხრის მოპირკეთება (ნაცვლად ფოტო-ვიდეო მასალაში ნაჩვენები კერამიკული ფილებისა, ბუხარი მოპირკეთებულია მარმარილოს ფილებით), მისაღებ ოთახში შეცვლილია რადიატორები (ნაცვლად ფოტო-ვიდეო მასალაში ნაჩვენები 2 ცალი პანელური რადიატორისა, მოწყობილია 2 ცალი სექციური რადიატორი, თითოეული 18 სექციით). ასევე, ბუხრის მარჯვენა მხარეს (აივნისკენ) კედლის მთელ სიმაღლეზე მოწყობილია თაროები, რაც წარდგენილ ფოტო-ვიდეო მასალაში არ ფიქსირდება.
სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში ცალსახად მითითებულია, რომ სასაქონლო ექსპერტიზა დაეყრდნო საინჟინრო კვლევას და დაადგინა, რომ საინჟინრო კვლევაში ასახული ცვლილებები ვერ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე.
რაც შეეხება შპს "სა--------–---–---------------------------ის" 2019 წლის 11 მარტის №60 დასკვნაში ასახულ თანხობრივ ოდენობას, კერძოდ 52653.72 ლარს, იგი არ ასახავს ფაქტობრივ რეალობას. მოცემული დასკვნა შედგენილია კანონდარღვევით, რაც ცალსახად დასტურდება კიდეც ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დასკვნით №0036809192. გი----------------–--ის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა გააუმჯობესა ბინის მდგომარეობა, კერძოდ, მარმარილოს საბაზრო ღირებულება ბევრად მაღალია კერამიკაზე, ისევე როგორც სექციური რადიატორების საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება პანელური რადიატორების საბაზრო ღირებულებას.
არც გი----------------–--ეს და არც მის დედას, ნა--------–-–---–ს არანაირი შეტყობინება არ მისვლიათ ელექტრონულ ფოსტაზე ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
საქმეში წარმოდგენილია 29.08.2018 წლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №2/12872-18, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა გი----------------–--ის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამასთანავე, მოცემულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ ლე--–-----------ე არ ითხოვდა ხელშეკრულებიდან გასვლას სწორედ იმ საფუძვლით, რომ მას ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში 9 000 აშშ დოლარის თანხის დაბრუნება მოუწევდა გი----------------–--ისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხარემ სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ლე--–-----------ემ მიუთითა, რომ ქირავნობის ხელშეკრულება ს---–-------- დადებული იყო 2017 წლის 03 აგვისტომდე, ანუ ხელშეკრულების შეწყვეტა 3 თვით ადრე მოხდა, ვიდრე მხარეებს შორის დაიდებოდა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ლე--–-----------ეს ზემოაღნიშნული 3 თვის მანძილზე ქონება გაქირავებული ჰქონდა. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია 23.08.2019 წლის ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დასკვნა №005934919, რომელიც უთითებს, რომ მოცემული ბინის ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება 2017-2019 წლებში საორიენტაციოდ შეადგენს 630 აშშ დოლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 9 ნოემბერს ლე--–-----------ესა (გამყიდველი) და გი----------------–--ეს (მყიდველი) შორის დაიდო გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-4 სადარბაზი, მე-9 სართული, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.560.
ხელშეკრულება გაფორმდა შემდეგი პირობებით: მყიდველს - გი----------------–--ეს გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა ბინის ნასყიდობის ფასი - 155000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, პირველი გადახდა - 2000 აშშ დოლარის ოდენობით, 2017 წლის 1 დეკემბრამდე, რის შემდეგაც მყიდველს ეძლეოდა უფლება ესარგებლა ბინით და ეცხოვრა მასში; მეორე გადახდა - 50000 აშშ დოლარის ოდენობით, 2018 წლის 5 მარტამდე; მესამე გადახდა - 25000 აშშ დოლარის ოდენობით, 2018 წლის 31 ივლისამდე; მე-----ე გადახდა - 28000 აშშ დოლარის ოდენობით, 2018 წლის 15 ნოემბრამდე; მეხუთე გადახდა - 15000 აშშ დოლარის ოდენობით, 2019 წლის 31 მარტამდე; მეექვსე გადახდა - 15000 აშშ დოლარის ოდენობით, 2019 წლის 15 ივლისამდე; მეშვიდე გადახდა - 20000 აშშ დოლარის ოდენობით, 2019 წლის 31 ოქტომბრამდე. მყიდველზე საკუთრების უფლება გადავიდოდა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდეგ.
ხელშეკრულება 2017 წლის 14 ნოემბრიდან დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, უძრავ ქონებაზე ვალდებულების სახით.
საცხოვრებელი ბინა მყიდველს გადაეცემოდა მასში არსებულ ავეჯთან და ინვენტართან ერთად, რომელიც აღიწერა 2017 წლის 1 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტში, ასევე - აისახებოდა ელექტრონულ სურათებში; მიღება-ჩაბარების აქტი და სურათები მიიჩნეოდა ხელშეკრულების დანართად და განუყოფელ ნაწილად.
მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის პირველი დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მხარეებმა დადასტურეს, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს დადებული ხელშკრულებით და მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად, გამყიდველმა უძრავ ნივთი, მდებარე: თბილისში, კო-----ას ქ. №46/50-ში, მე-----ე სადარბაზო, მე–---ე სართული, საკადასტრო კოდით 01.15.03.011.002.01.560, გადასცა სარგებლობაში მყიდველს 2017 წლის პირველ დეკემბერს ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში.
ამავე აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბინის მდგომარეობა იყო შემდეგნაირი: ახალი გარემონტებული; კედლები, იატაკი, ჭერი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, საძინებელეში და აივანზე გასასვლელ კარზე არსებული ალბატროსის ჟალუზები, სანტექნიკა, ჩაშენებული სამზარეულო, სამზარეულო მაგიდა და ოთხი სკამი, ბარის მაგიდის 3 სკამი იყო უნაკლო; სამზარეულოს ტექნიკა: ტელევიზორი, მაცივარი, გაზის ქურა, გაზის ღუმელი, გამწოვი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რბილი სამეული, თეთრეულის სარეცხის მანქანა, ისევე როგორც ორი საძინებლის ავეჯი, ბინაში არსებული ჭაღები და აივანზე არსებული ავეჯი და გარე განათების ჭაღები იყო უნაკლო და აპარატურა ფუნქციურად გამართულ მდგომარეობაში; გათბობისა და კონდიცირების სისტემები უნაკლო; ელექტროგაყვანილობა წესრიგში; აბაზანისა და სამზარეულოს ყველა მოწყობილობა ფუნქციურად გამართულ მდგომარეობაში; ყველა ონკანი ფუნქციურად გამართულ მდგომარეობაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22, ტომი პირველი).
2018 წლის 18 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23-24, ტომი პირველი).
3.1.2. 2018 წლის 2 მაისის რეგისტრაციის შედეგად ბინის საკადასტრო კოდი შეიცვალა და მიენიჭა 01.15.03.011.002.01.020ა.
ლე--–-----------ე ირიცხება ქონების მესაკუთრედ 2013 წლის 25 სექტემბრიდან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2013 წლის 25 სექტემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 71-72, ტომი მე-4).
2017 წლის 12 სექტემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 73-74, ტომი მე-4).
2018 წლის 2 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 75-76, ტომი მე-4).
3.1.3. 2017 წლის 9 ნოემბრის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, „2017 წლის პირველი დეკემბრიდან 2018 წლის 5 მარტამდე მხარეთა ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი მხარე იღებს ვალდებულებას მეორე მხარეს გადაუხადოს 5 000 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით. ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მყიდველი კარგავს უფლებას იმ პერიოდში გადახდილ თანხაზე, ხოლო გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში იგი ვალდებულია სრულად დააბრუნოს იმ მომენტისათვის მყიდველის მიერ გადახდილი თანხა“.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22, ტომი პირველი).
3.1.4. 2017 წლის 9 ნოემბრის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი გადახდა (2000 აშშ დოლარი) გი----------------–--ემ შეასრულა დროულად, 2017 წლის 29 ნოემბერს.
მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება, რომ გამყიდველმა მყიდველს ბინა გადასცა მფლობელობაში 2017 წლის პირველ დეკემბერს.
2018 წლის 9 მარტს გი----------------–--ემ გამყიდველს გადაურიცხა 1000 აშშ დოლარი; 2018 წლის 12 მარტს ნა--------–-–---–მა (გი----------------–--ის დედამ) ლე--–-----------ეს გადაუხადა 6000 აშშ დოლარი.
საერთო ჯამში, გამყიდველმა ნასყიდობის ფასის სახით მიიღო 9000 აშშ დოლარი, რაც არ არის სადავო მხარეებს შორის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 29 ნოემბრის სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 25; ტომი პირველი).
2018 წლის 9 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 26; ტომი პირველი).
2018 წლის 12 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 77, ტომი მე-3).
3.1.5. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი იმის შესახებ, რომ გი----------------–--ე ფლობს ლე--–-----------ის კუთვნის ქონებას მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-4 სადარბაზი, მე-9 სართული, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.020ა.
3.1.6. 2017 წლის 14 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მესაკუთრედ უძრავი ქონებისა, მდებარე თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.560, ფართი 98.40, რეგისტრირებული იყო გი----------------–--ე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით, დამოწმების თარიღი: 09/11/2017.
2018 წლის 17 აპრილისა და ამავე წლის 18 აპრილის განცხადებების საფუძველზე გამოსწორდა ხარვეზი საჯარო რეესტრში და მესაკუთრედ უძრავი ქონებისა, მდებარე თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.560, ფართი 98.40, მიეთითა ლე--–-----------ე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი:09/11/2017).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 226-227; ტომი პირველი).
განცხადება, განცხადების მიღების ბარათი, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 262-268; ტომი პირველი).
3.1.7. 2018 წლის 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით საქმეზე №2/12872-18 არ დაკმაყოფილდა ლე--–-----------ის სასარჩელო მოთხოვნა გი----------------–--ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-4 სადარბაზი, მე-9 სართული, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.020ა) გამოთხოვის შესახებ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 355-360; ტომი პირველი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. არ დგინდება გი----------------–--ის მიერ საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-4 სადარბაზი, მე-9 სართული, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.020ა) წყლის ჩამოსვლის შედეგად დამდგარი ზიანის აღმოფხვრის მიზნით 23 917.4 ლარის ხარჯის გაწევის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს მიერ დასკვნის გაუზიარებლობა დასაბუთებული უნდა იყოს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში.
გი----------------–--ის წარმომადგენლის განმარტებით, საცხოვრებელ ბინაში ჩამოვიდა წყალი, რის შედეგადაც დაზიანდა ბინის ინტერიერი. წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, გი----------------–--ემ ჩაატარა რემონტი, რა მიზნითაც გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 23 917.4 ლარი. მითითებული გარემოების (რემონტის ჩატარების ფაქტის) დასადასტურებლად მოსარჩელემ (გი----------------–--ემ) წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა (№18/05-06/01) და ხარჯთაღრიცხვა.
2018 წლის 6 მაისის შპს „ინ------------ის“ №18/05-06/01 აუდიტორული დასკვნის (ხარჯთაღრიცხვაზე) თანახმად, ინდ. მეწარმე გი------------–---–ის მიერ 2018 წლის იანვარში გი----------------–--ის დაკვეთით შესრულებული ლე--–-----------ის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-4 სადარბაზი, მე-9 სართული, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.020ა) შესრულებული სარემონტო სამუშაოების „ხარჯთაღრიცხვში მოყვანილი სამშენებლო მასალებისა და ხელოსნების ანაზღაურების ფასები შეესაბამება რეალურ საბაზრო ფასებს. ხარჯთაღრიცხვა შედგენილია სწორად ზედნადები ხარჯებისა და მოგების გათვალისწინებით და ინდმეწარმე „გი------------–---–ის“ მიერ 2018 წლის იანვარში შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 23 917,4 ლარს“.
გი----------------–--ის მიერ წარმოდგენილია ინდივიდუალური მეწარმის გი------------–---–ის „მომართვა“, რომლის თანახმად გი------------–---–ი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 18 იანვრის შეთანხმების საფუძველზე მან ნამდვილად განახორციელა უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.560, სარემონტო სამუშაოები, გაწეულმა ხარჯმა კი შეადგინა 23 917,41 ლარი. „მომართვას“ თან ერთვის ხარჯთაღრიცხვა 23 917,41 ლარის ოდენობაზე, სამუშაოს დასახელებით, მასალებისა და ხელფასის გაანგარიშებებებით (რას შეფასდა აუდიტორული დასკვნით).
დასახელებული ხარჯთაღრიცხვის ლე--–-----------ის მიერ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოსათვის შესაფასებლად წარდგენის შედეგად, 2018 წლის 29 ნოემბრის დასკვნის №008186118 თანახმად, ხარჟთაღრიცხვა არ არის შედგენილი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რაც შეუძლებელს ხდის მის ღირებულებაზე მსჯელობას ექსპერტიზის მხრიდან (ს.ფ. 21-26, ტომი მე-4).
სასამართლო განმარტავს, რომ გი----------------–--ის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით, „მომართვითა“ და ხარჯთაღრიცხვით დადასტურებულად ვერ მიიჩნევა ფაქტი იმის შესახებ, რომ საცხოვრებელ ბინაში წყლის ჩამოსვლით ბინისათვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით მოსარჩელემ გაწია ხარჯი 23 917,41 ლარის ოდენობით.
უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ მივიჩნევდით დადასტურებულად წყლის ჩამოსვლასა და/ან მიყენებული ზიანის ოდენობას, 2018 წლის 6 მაისის შპს „ინ------------ის“ №18/05-06/01 აუდიტორული დასკვნით დადასტურებულად მაინც ვერ მიიჩნეოდა გი----------------–--ის მიერ ხარჯის (მითითებული ოდენობით) გაწევის ფაქტი, ვინაიდან ლე--–-----------ის შედავებისა და საპირწონე მტკიცებულების წარმოდგენით (სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 29 ნოემბრის №008186118 დასკვნა) დგინდება, რომ ხარჯთაღრიცხვა არ არის შედგენილი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რაც შეუძლებელს ხდის მის ღირებულებაზე მსჯელობას ექსპერტიზის მხრიდან.
დამატებით აღსანიშნავია, რომ წყლის ჩამოსვლის გარემოებაზე მითითების მიუხედავად, 2019 წლის 27 მაისის სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს №003573719 დასკვნის თანახმად, 2018 წლის 6 მაისის შპს „ინ------------ის“ №18/05-06/01 აუდიტორული დასკვნა, სადაც მოცემული სამუშაოების ღურებულება შეადგენს 23 917,41 ლარს, არ შეიცავს სახურავის შეკეთება-რემონტის სამუშაოებს.
2019 წლის 31 მაისის სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს №00368091 დასკვნის (რაც განხორციელდა გი----------------–--ის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი ფოტო-ვიდეო მასალისა და 2017 წლის 1 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის გამოკვლევისა და გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე დათვალიერების შედეგად) თანახმად, თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-9 სართული, №20ა ბინის შიდა ინტერიერის მდგომარეობა ძირითადად შესაბამისობაშია წარდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაში არსებულ მდგომარეობასთან. შეცვლილია მხოლოდ ბუხრის მოპირკეთება (ნაცვლად ფოტო-ვიდეო მასალაში ნაჩვენები კერამიკული ფილებისა, გამოკვლევის დროისათვის ბუხარი მოპირკეთებულია მარმარილოს ფილებით, მისაღებ ოთახში შეცვლილია რადიატორები (ნაცვლად ფოტო-ვიდეო მასალაში ნაჩვენები 2 ცალი პანელური რადიატორისა გამოკვლევის დროისათვის მოწყობილია 2 ცალი სექციური რადიატორი, თითოეული 18 სექციით), ასევე ბუხრის მარჯვენა მხარეს (აივნისკენ) კედლის მთელ სიმაღლეზე მოწყობილია თაროები, რაც წარგდენილ ფოტო-ვიდეო მასალაში არ ფიქსირდება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახურავიდან წყლის ჩამოდინების შემთხვევაში საჭირო გახდებოდა სახურავის სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რა დროსაც შესაძლებელი იქნებოდა საჭირო გამხდარიყო გადახურვის (მისი მოპირკეთების) ნაწილობრივ ან სრულად სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება, ხოლო სახურავიდან წყლის ჩამოდინება არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას რადიატორების დემონტაჟისათვის. დასკვნის „გამოკვლევის“ ნაწილში განმარტებულია, რომ ადგილზე დათვალიერებისას მაცხოვრებლების მიერ განმარტებული იქნა, რომ სახურავიდან და მისაღები ოთახის კედლებიდან მოხდა წყლის ჩამოდინება, რის შემდეგად მთელ ბინაში განხორციელდა კედლებისა და ჭერის გადაღებვა, თუმცა ამ გარემოების დადასტურება ექსპერტის მიერ ვერ მოხდა. ერთ-ერთ საძინებელ ოთახში დათვალიერების დროს შეინიშნებოდა წყლის ჩამოდინების კვალი.
აღწერილი დასკვნის შინაარსის გათვალისწინებით ვერ იქნა დადასტურებული მისაღებ ოთახში (ჭერსა და კედლებზე) წყლის ჩამოდინებისა და შესაბამისად დაზიანების ფაქტი, ხოლო საძინებელ ოთახში წყლის ჩამოდინების კვალის არებობის მიუხედავად, მისი აღმოფხვრა საექსპერტო გამოკვლევის დროისათვის ამავე დასკვნით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, 2019 წლის 31 მაისის სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს №00368091 დასკვით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება. ამასთან, წყლის ჩამოდინებისა და მისაღები ოთახის ჭერისა და კედლების აღდგენის ფაქტების დადგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც, დადასტურებულად ვერ იქნება მიჩნეული წყლის ჩამოდინებით რადიატორების გამოცვლის აუცილებლობა, თაროების მოწყობისა და ბუხრის მოსაპირკეთებელი მასალის გამოცვლის აუცილებლობა, რამდენადაც შესაბამისი აუცილებლობა საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო სსსკ-ის 102-ე, 105-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად, დადგენილად ვერ მიიჩნევს საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-4 სადარბაზი, მე-9 სართული, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.020ა) წყლის ჩამოდინების შედეგად ბინისათვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით გი----------------–--ის მიერ 23 917.4 ლარის ხარჯის გაწევის ფაქტს.
3.2.2. სასამართლოს დადგენლად მიაჩნია, რომ საცხოვრებელი ბინით (მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-4 სადარბაზი, მე-9 სართული, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.020ა) სარგებლობისათვის ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება უნდა განისაზღვროს 630 აშშ დოლარით.
ლე--–-----------ე ითხოვს გი----------------–--ისათვის ყოველთვიურად 974 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრებას ბინით სარგებლობიდან გამო 2017 წლის 1 დეკემბრიდან უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის გადაცემის მომენტამდე. მოსარჩელე ყოველთვიურად გადასახდელი ღირებულებას - 974 ევროს განსაზღვრავს 2015 წლის 3 აგვისტოდან 2017 წლის 3 აგვისტომდე ბინის ლა----------------–---------–-ოს (დამქირავებელი) მიერ მისთვის როგორც გამქირავებლისათვის გადახდილი ყოველთვიური ქირის 974 ევროს ოდენობით.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ლე--–-----------ესა და ლა----------------–---------–-ოსთან გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თახმად მოსარჩელის კუთვნილი, სადავო ბინის ყოველთვიური ქირა განისაზღვრებოდა 974 ევროს ოდენობით.
მოპასუხე გი----------------–--ემ წარმოადგინა საპირწონე მტკიცებულება, კერძოდ, 2019 წლის 23 აგვისტოს ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დასკვნა, რომლის თანახმად საცხოვრებელი ბინის (მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.020ა, ფართი 98,40 კვ.მ) ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017-2019 წლებში საორიენტაციოდ შეადგენდა 630 აშშ დოლარს (შეფასების პერიოდებისათვის შესაბამისი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით).
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და მიიჩნევს, რომ სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლების შესაბამისად, საცხოვრებელი ბინის (მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-4 სადარბაზი, მე-9 სართული, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.020ა) სარგებლობისათვის ყოველთვიური ქირის ღირებულება უნდა განისაზღვროს 630 აშშ დოლარით.
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 9 ნოემბრეს გაფორმებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყვტილად უნდა ჩაითვალოს 2019 წლის 6 ილისიდან.
ლე--–-----------ე მიუთითებს გარემოებაზე, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყვიტა 2019 წლის 22 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 12 აპრილს გი----------------–--ეს და მის დედას, ნა--------–-–---–ს ელექტრონული ფოსტით და წერილობით გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება.
მითითებული გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი მისი ელექტრონული ფოსტიდან 2019 წლის 12 აპრილს გაგზავნილი შეტყობინებებისა გი----------------–--ისა და მისი დედის, ნა--------–-–---–ი მისამართით (ს.ფ. 25, ტომი მე-3). შეტყობინების შინაარსის თანახმად, ლე--–-----------ემ მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების 2019 წლის 22 აპრილამდე შესრულება და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბინის გამოთავისუფლება.
მოპასუხე მხარემ სადავო გახადა შეტყობინების მიღების ფაქტი. სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს შეტყობინების განხორციელებას, რომლითაც მყიდველს განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, რის შემდეგაც 2019 წლის 22 აპრილს შეწყდა მხარეთა შორის ხელშეკრულება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს 2019 წლის 06 ივლისიდან შემდეგი გარემოებების გამო:
2019 წლის 05 ივნისს ლე--–-----------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მხარეებს შორის 2017 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, სადავო ბინის გი----------------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლება და მატერიალური ზიანის ანაზღაურება (იხ, სარჩელი ს.ფ. 1-18; ტომი მე-3). მოპასუხე გი----------------–--ეს აღნიშნული სარჩელი ჩაბარდა 2019 წლის 06 ივლისს (სარჩელი ჩაიბარა სადავო ბინის მისამართზე გი----------------–--ის დედამ, ოჯახის წევრმა).
3.2.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე--–-----------ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის (მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-4 სადარბაზი, მე-9 სართული, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.020ა) ინტერიერის აღდგენითი სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება უნდა განისაზღვროს 52653,72 ლარით.
მოსარჩელე ლე--–-----------ის მიერ წარმოდგენილია 2019 წლის 11 მარტის შპს „სა--------–---–-------------------------------ის“ №60 დასკვნა (ს.ფ. 14-20), რომლის საცხოვრებელი ბინის, მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-4 სადარბაზი, მე-9 სართული, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.020ა, ინტერიერის აღდგენითი სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 52653,72 ლარს. ხარჯთაღრიცხვის ღირებულება მოიცავს კედლების და ჭერის დამუშავებისა და მოწყობის, ბუხრის მოწყობისა და გათბობის სიტემის პანელური რადიატორების აღდგენის ხარჯს, ასევე სატრანსპორტო ხარჯს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2019 წლის 31 მაისის სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს №00368091 დასკვნის (რაც განხორციელდა გი----------------–--ის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი ფოტო-ვიდეო მასალისა და 2017 წლის 1 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის გამოკვლევისა და გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე დათვალიერების შედეგად) თანახმად, თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-9 სართული, №20ა ბინის შიდა ინტერიერის მდგომარეობა ძირითადად შესაბამისობაშია წარდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაში არსებულ მდგომარეობასთან. შეცვლილია მხოლოდ ბუხრის მოპირკეთება (ნაცვლად ფოტო-ვიდეო მასალაში ნაჩვენები კერამიკული ფილებისა, გამოკვლევის დროისათვის ბუხარი მოპირკეთებულია მარმარილოს ფილებით, მისაღებ ოთახში შეცვლილია რადიატორები (ნაცვლად ფოტო-ვიდეო მასალაში ნაჩვენები 2 ცალი პანელური რადიატორისა გამოკვლევის დროისათვის მოწყობილია 2 ცალი სექციური რადიატორი, თითოეული 18 სექციით), ასევე ბუხრის მარჯვენა მხარეს (აივნისკენ) კედლის მთელ სიმაღლეზე მოწყობილია თაროები, რაც წარგდენილ ფოტო-ვიდეო მასალაში არ ფიქსირდება. ერთ-ერთ საძინებელ ოთახში დათვალიერების დროს შეინიშნებოდა წყლის ჩამოდინების კვალი.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშოს, რომ 2019 წლის 11 მარტის სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტით (№001530019) დგინდება, რომ (სადაც ლე--–-----------ის მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმულ საკითხს წარმოადგენდა ბინაში (მდებარე თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, №020ა) ინტერიერის იმ დროს არსებული მდგომარეობის შესაბამისობის დადგნა წარდგენილ ფოტო-მასალასა და მიღება-ჩაბარებაში არსებულ ინფორმაციასთან და შეუსაბამობის შემთხვევაში ინტერიერის პირველად მდგომარეობამდე მიყვანის ხარჯთაღრიცხვის შედგენა), 2019 წლის 28 თებერვალს კო-----ას ქუჩის №46/50-ში, №020ა ბინაში გამოსაკვლევი ობიექტის შესწავლისა და მასში სათანადო აზომვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით მისულ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს ექსპერტებს ბინაში დაშვებაზე მოქალაქე ეკა ადეიშვილმა უარი განუცხადა, რის გამოც საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შედგენა შეუძლებელი გახდა; 2019 წლის 14 აპრილის სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტით (№002480219) დგინდება, რომ (სადაც ლე--–-----------ის მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმულ საკითხს წარმოადგენდა ბინაში (მდებარე თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, №020ა) ინტერიერის იმ დროს არსებული მდგომარეობის შესაბამისობის დადგნა წარდგენილ ფოტო-მასალასა და მიღება-ჩაბარებაში არსებულ ინფორმაციასთან და შეუსაბამობის შემთხვევაში ინტერიერის პირველად მდგომარეობამდე მიყვანის ხარჯთაღრიცხვის შედგენა) 2019 წლის 11 აპრილს კო-----ას ქუჩის №46/50-ში, №020ა ბინაში გამოსაკვლევი ობიექტის შესწავლისა და მასში სათანადო აზომვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით მისულ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს ექსპერტებს ბინაში დაშვებაზე მოქალაქე ნა--------–-–---–მა უარი განუცხადა, რის გამოც საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შედგენა შეუძლებელი გახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე--–-----------ეს ექსპერტიზის დასკვნის მომზადების და რეალური მდგომარეობის ადგილზე გამოკვლებისა და შესაბამისად, პროცესში მტკიცების ტვირთის რეალიზების შესაძლებლობა შეეზღუდა.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 31 მაისის სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს №00368091 დასკვნის (რომლითაც დადგინდა ბინაში იერსახის გარკვეული შეცვლა) მომზადება განხორციელდა გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე დათვალიერების შედეგად, დასკვნაში დასმული საკითხის გამოკვლევა არ მოიცავდა აღდგენის ღირებულების განსაზღვრას, არამედ გამოკვლევა მოიცავდა ბინის შიდა ინტერიერის მდგომარეობის წარდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაში არსებულ მდგომარეობასთან შესაბამისობის დადგენას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე--–-----------ისათვის მტკიცების შესაძლებლობის შეზღუდვა არ შეიძლება მტკიცების პროცესში შებრუნდეს მის საუარესოდ. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ლე--–-----------ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის, მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-4 სადარბაზი, მე-9 სართული, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.020ა, ინტერიერის აღდგენითი სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება უნდა განისაზღვროს 52653,72 ლარით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ გი----------------–--ის სარჩელი, ისევე როგორც ლე--–-----------ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-ე, 506-ე, 508-ე, 512-ე, 405-ე, 352-ე, 355-ე, 54-ე, 62-ე, 172-ე, 164-ე, 442-ე, 982-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში. სსკ-ის 506-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: ა) ნაღდი გადახდის ოდენობა; ბ) ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო; გ ) წლიური პროცენტის ოდენობა. მე-3 ნაწილის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საბუთების ასლი.
განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთი ნასყიდობის ფასის გადახდამდე. განვადების შესახებ შეთანხმება გულისხმობს, რომ მართალია მყიდველის ვალდებულება წარმოშობილია მაგრამ გამყიდველის მიერ მყიდველის სასარგებლოდ ხდება მისი განწილვადება. ნივთის გადაცემით მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვისა და გაფუჭების რისკი, რაც გამართლებულია იმით, რომ ნივთის გადაცემის შემდეგ მყიდველს აქვს ნივთით ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა და ის ახორციელებს კონტროლს მასზე.
2017 წლის 9 ნოემბერს ლე--–-----------ესა (გამყიდველი) და გი----------------–--ეს (მყიდველი) შორის წერილობით გაფორმდა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, მე-4 სადარბაზი, მე-9 სართული, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.560. მყიდველს - გი----------------–--ეს გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა ბინის ნასყიდობის ფასი - 155000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებულ მყიდველზე საკუთრების უფლება გადავიდოდა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდეგ. პირველი გადახდის (2000 აშშ დოლარის ოდენობით), შემდეგ 2017 წლის 1 დეკემბრამდე, მყიდველს ეძლეოდა უფლება ესარგებლა ბინით და ეცხოვრა მასში. გი----------------–--ემ შეთანხმებულ ვადაში გადაიხადა 2 000 აშშ დოლარი, ლე--–-----------ემ კი გადასცა მყიდველს ბინა ფაქტობრივ მფლობელობაში.
მოწესრიგების თანახმად, „გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე“. განსახილველ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკუთრების უფლება მყიდველზე გადავიდოდა ნასყიდობის საფასურის სრულად დაფარვის შემდეგ, მფლობელობის უფლება კი მყიდველს გადაეცა პირველი გადახდის განხორციელების შემდეგ, შეთანხმებული პირობებით.
6.2. ???-?? 508-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.
განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს ხელშეკრულებიდან გასვლის ზოგადი წესები იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველმა ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობის გამორიცხვის შესახებ სპეციალური დათქმა არ გააკეთა. ასეთი დათქმის შემთხვევაში ივარაუდება, რომ გამყიდველი ხელშეკრულებიდან გასვლის ნაცვლად სხვა მეორადი მოთხოვნების გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას. შესაბამისად, 405-ე მუხლის თანახმად სახეზე უნდა იყოს ვალდებულების დარღვევა (რაც შეიძლება გამოიხატოს საფასურის გადახდის ვადის გადაცილებასა თუ მყიდველის მიერ ნაკისრი სხვა ვალდებულების დარღვევაში) და გასული უნდა იყოს მყიდველის მიერ განსაზღვრული დამატებითი შესრულების ვადა. ცხადია, ასევე გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადის განსაზღვრის გამომრიცხავი საფუძვლები. ამასთან, გასავალისწინებელია, 405-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხავი საფუძვლები. შესაბამისად, ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულებიდან გასვლა გამორიცხულია და გაუმართლებელი.
405-ე მუხლის თანახმად, 352-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმოიშობა მას შემდეგ, რაც მოხდება ხელშეკრულებიდან გასვლა 355-ე მუხლის შესაბამისად (ხელშეკრულებიდან გასვლაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეორე მხარისათვის შეტყობინების გზით). შესაბამისად, ნივთისა და საფასურის უკან დაბრუნების ვალდებულება მას შემდეგ წარმოიშობა, რაც ხელშეკრულებიდან გასვლა განხორციელდა და ის ნამდვილია. 3 მოწესრიგება მკაცრად განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის რესტიტუციის ვალდებულების გამორიცხვა ხელშეკრულებით დაუშვებელია და ასეთი შეთანხმება ბათილია.
2017 წლის 9 ნოემბრის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, „2017 წლის პირველი დეკემბრიდან 2018 წლის 5 მარტამდე მხარეთა ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი მხარე იღებს ვალდებულებას მეორე მხარეს გადაუხადოს 5 000 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით. ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მყიდველი კარგავს უფლებას იმ პერიოდში გადახდილ თანხაზე, ხოლო გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში იგი ვალდებულია სრულად დააბრუნოს იმ მომენტისათვის მყიდველის მიერ გადახდილი თანხა“. აღნიშნული პირობები ბათილია სსკ-ის 405-ე, 352-ე, 54-ე, 62-ე, 508-ე მუხლების შესაბამისად და მათ არ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლისას 405-ე მუხლის თანახმად სახეზე უნდა იყოს ვალდებულების დარღვევა (რაც შეიძლება გამოიხატოს საფასურის გადახდის ვადის გადაცილებასა თუ მყიდველის მიერ ნაკისრი სხვა ვალდებულების დარღვევაში) და გასული უნდა იყოს მყიდველის მიერ განსაზღვრული დამატებითი შესრულების ვადა.
სსკ-ის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
მხარეთა შეთანხმების მიხედვით, მყიდველს მეორე გადახდა უნდა განეხორციელებინა 2018 წლის 5 მარტამდე 50000 აშშ დოლარის ოდენობით. მყიდველმა ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 9 მარტს გადაუხადა გამყიდველს 1000 აშშ დოლარი; 2018 წლის 12 მარტს - 6000 აშშ დოლარი. მესამე გადახდა - 25000 აშშ დოლარის ოდენობით გამყიდველს უნდა შეესრულებინა 2018 წლის 31 ივლისამდე. გი----------------–--ეს მესამე და შემდგომი გადახდები აღარ განუხორციელებია.
გი----------------–--ეს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა მიეცა 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვტილების (ლე--–-----------ე სარჩელით ვალდებულების შეუსრულებობის გამო ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლებას ითხოვდა) გამოტანის შემდეგაც, რომლითაც არ დაკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, ვიანიდან მოსარჩელემ არ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. სასამართლო განმარტავს, რომ შეწყვეტის მოთხოვნით სარჩელის შემოტანამდე - 2019 წლის 05 ივნისამდე გი----------------–--ეს შეეძლო ვალდებულების შესრულება (იხ. 3.2.3. ფაქტობრივი გარემოება).
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს განვადებით გადახდის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ლე--–-----------ის მიერ გასვლის ვალდებულების დარღვევისა და დამატებითი ვადის განსაზღვრის წინაპირობები. ამასთან, ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება 2019 წლის 06 ივლისიდან.
სსკ-ის 352-ე მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგებს. 352.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). 352.2 მუხლის მიხედვით, ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ:ა) შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება; ბ) მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს; გ) მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა; სათანადო გამოყენებით გამოწვეული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება
ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგები განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 352-ე მუხლის შესაბამისად გულისხმობს გიორგი ზერაკიძისათვის 9000 აშშ დოლარის დაბრუნებას, ხოლო ლე--–-----------ისათვის ბინის მფლობელობაში გადაცემას.
შესაბამისად, გი----------------–--ეს უფლება აქვს მოითხოვოს ლე--–-----------ისაგან გადაცემული 9000 აშშ დოლარის დაბრუნება.
სსკ-ის 512-ე მუხლის შესაბამისად, თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი.
მყიდველმა გამყიდველს უნდა გადასცეს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის გამოსყიდვის მომენიტსათვის იყო. თავდაპირველ ნასყიდობის ხელშეკრულებასა და გამოსყიდვის უფლების გამოყენებას შორის პეროდში ნივთის გაფუჭების, დაზიანებისა თუ შეცვლის გამო პასუხისმგებლობა გამყიდველს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეკისროს, თუ მას ბრალი მიუძღვის. გაფუჭება, გაუარესება ან შეცვლა უნდა შეფასდეს ნივთის იმ მდგომარეობასთან შედარებით, რა მდგომარეობაშიც ის იმყოფებოდა ნივთის თავდაპირველ გასხვისების დროს. 512-ე მუხლის შესაბამისად, მყიდველს არ აქვს ნივთის „შეცვლის“ უფლება გამოსყიდვის ვადის გასვლამდე. შესაბამისად, მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება ასეთი შეგნებული ცვლილებისათვის გამართლებულია.
განსახილველ შემთხვევაში ნასყიდობის საგნის, საცხოვრებელი ბინის შეცვლის შედეგად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ხარჯი შეადგენს 52653,72 ლარს, რაც ლე--–-----------ეს შეუძლია მოითხოვოს გი----------------–--ისაგან.
სსკ-ის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. სსკ-ის 444-ე მუხლის თანახმად, თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე. სსკ-ის 447-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია: ა) თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული; ბ) თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა, ან ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო; გ) თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
როგორც წესი, მოვალე, რომელიც ვალდებულებათა ურთიერთმოთხოვნის გზით გაქვითვის ინიციატორია, უნდა ამტკიცოს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობები სახეზეა და შესაბამისი ვალდებულება ამ გზით შეწყვეტას ექვემდებარება. ურთიერთმოთხვონათა გაქვითვის განხორციელების პირველ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ორი პირი ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ ვალდებულნი შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე. ანუ ორივე ერთდოულად ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ როგორ მოვალეები, ასევე კრედიტორები, რის საფუძველზედაც სახეზე უნდა იყოს ურთიერთმოთხოვნები საპასუხო შესრულებებზე; 442 მუხლის პირველი ნაწილი დამატებით წინაპირობად ადგენს, რომ დამდგარი უნდა იყოს ვალდებულებათა შესრულების ვადა; ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ერთ-ერთ წინაპირობას ერთმანეთის მსგავსი მოთხოვნების არსებობა (გასაქვითი მოთხოვნების ბუნების ერთგვაროვნება) წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის განხილვის დროისათვის მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ შესასრულებელი ფულადი ვალდებულებები: ლე--–-----------ეს უფლება აქვს მოითხოვოს გი----------------–--ისაგან 52653,72 ლარის ანაზღაურება, ხოლო გი----------------–--ეს უფლება აქვს მოითხოვოს ლე--–-----------ისაგან 9000 აშშ დოლარის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულების სსკ-ის 442-ე და 444-ე მუხლებით გათვალისწინებული გაქვითვის წინაპირობები და არ არსებობს სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხავი გარემობები. ამდენად, არსებობს ლე--–-----------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ვალდებულებების გაქვითის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
როგორც აღინიშნა, ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. 442-447 მუხლები პირდაპირ მითითებას არ აკეთებს იმაზე, თუ რა მომენტიდან შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთმოთხოვნები გაქვითულად და შეწყვეტილად. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე მოვალის მიერ გაგზავნილი შეტყობინება წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო ნების გამოვლენას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა განხორციელდეს, საჭირო არის, რომ მოვალემ აღნიშნულის თაობაზე მოახდინოს შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა კრედიტორის მიმართ.
ლე--–-----------ემ მოთხოვნათა გაქვითა მოითხოვა 2019 წლის 01 ნოემბერს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით, გი----------------–--ემ შესაგებელი სასამართლოში წარმოადგინა 2019 წლის 19 ნოემბერს, რა დროსაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი (ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით) შეადგენდა 2.9736 ოდენობას. ლე--–-----------ემ გასაქვითი მოთხოვნა - 9000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში განსაზღვრა 26 637,30 ლარით, დაზუსტებული სარჩელის წარდგენისას (2019 წლის 01 ნოემბრის) არსებული კურსის 2.9597 შესაბამისად. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გასაქვითი მოთხოვნის 9000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში განისაზღვროს 26637,30 ლარით.
როგორც აღინიშნა, საპასუხო/აქტიური მოთხოვნის პასიურ/ძირითად ვალდებულებაში გაქვითვით ხდება ვალდებულებათა შესრულება და შეწყვეტა. სსკ-ის 442-ე და 444-ე მუხლების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში გაიქვითება გი----------------–--ის მოთხოვნა 9000 აშშ დოლარის შესახებ და მის მიერ ლე--–-----------ის წინაშე 9000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად, რის შედეგადაც გი----------------–--ეს დაეკისრება 26016,42 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საკუთრება არის ყოვლისმომცველი სანივთო უფლება საგანზე. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. დასახელებული მუხლი იცავს საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს და, ამავდროულად, როგორც პიროვნულ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების უფლება ასევე დაცულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით“, მისი პირველი დამატებითი ოქმით და კონვენციის ავტორიტეტული განმარტებებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქმეში წარმოდგენილია ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა, მდებარე თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, რეგისტრირებული 01.15.03.011.002.01.020ა საკადასტრო კოდით არის ლე--–-----------ის საკუთრება. ასევე, დადგენილია, რომ გი----------------–--ე ფლობს მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას-საცხოვრებელ სახლს.
მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყვტილად ითვლება 2019 წლის 06 ივლისიდან. ამდენად, აღარ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რის მიხედვითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შესაძლოა მოპასუხესთან მიმართებაში ყოფილიყო შეზღუდული. მესაკუთრე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული მესაკუთრის უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლე--–-----------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს: ლე--–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, თბილისი, მერაბ კო-----ას ქუჩა №46/50, საკადასტრო კოდი: 01.15.03.011.002.01.020ა, უნდა გამოთავისუფლდეს გი----------------–--ის მფლობელობიდან და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრეს.
მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის პირველი დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით მხარეები შეთანხმდნენ გადაცემის მომენტში ბინის მდგომარეობაზე. ამავე აქტში განსაზღვრულია ლე--–-----------ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები (რითიც გადაცემის მომეტში აღჭურვილი იყო საცხოვრებელი ბინა).
მხარეებმა შეთანხმდნენ, რომ ბინის მდგომარეობა იყო შემდეგნაირი: ახალი გარემონტებული; კედლები, იატაკი, ჭერი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, საძინებლეში და აივანზე გასასვლელ კარზე არსებული ალბატროსის ჟალუზები, სანტექნიკა, ჩაშენებული სამზარეულო, სამზარეულო მაგიდა და ოთხი სკამი, ბარის მაგიდის 3 სკამი იყო უნაკლო; სამზარეულოს ტექნიკა: ტელევიზორი, მაცივარი, გაზის ქურა, გაზის ღუმელი, გამწოვი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რბილი სამეული, თეთრეულის სარეცხის მანქანა, ისევე როგორც ორი საძინებლის ავეჯი, ბინაში არსებული ჭაღები და აივანზე არსებული ავეჯი და გარე განათების ჭაღები იყო უნაკლო და აპარატურა ფუნქციურად გამართულ მდგომარეობაში; გათბობისა და კონდიცირების სისტემები უნაკლო; ელექტროგაყვანილობა წესრიგში; აბაზანისა და სამზარეულოს ყველა მოწყობილობა ფუნქციურად გამართულ მდგომარეობაში; ყველა ონკანი ფუნქციურად გამართულ მდგომარეობაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ლე--–-----------ის კუთვნილი ბინის გი----------------–--ის მფლობელობიდან გამოთავისუფლება უნდა განხორციელედეს ამ უკანასკნელის კუთვნილი მოძრავი ქონებით, შესაბამისად, გამოთავისუფლების შემდეგ ბინაში უნდა დარჩეს ზემოთ აღწერილი, 2017 წლის პირველი დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვნილი ლე--–-----------ის კუთვნილი მოძრავი ქონება, ელექტრონულ სურათებში ასახული ლეილა ზერაკიძის კუთვნილი უძრავი ქონება, და ის უძრავი ქონებაც, რომელიც დასახელებულ აქტში არ არის მითითებული და ელექტრონულ სურათებში არ არის ასახული, მაგრამ წარმოადგენს ლე--–-----------ის საკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1’’ პუნქტის მიხედვით - სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
შესაბამისად, აღნიშნული დანაწესის საფუძველზე ლე--–-----------ის მოთხოვნა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით -გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ლე--–-----------ე არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე. 2019 წლის 06 ივლისიდან მხარეთა შორის აღარ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ასევე არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის. ამასთან, დადგენილია, რომ გი----------------–--ე ფლობს უძრავ ქონებას, მათ შორის, 2019 წლის 06 ივლისიდან.
უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ურთიერთობის სპეციალური მომწესრიგებელი ნორმა, როდესაც იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა.
ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, ინტერესს იწვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი, რომლის თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს, როგორც ნივთი, ასევე, მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი.
ლე--–-----------ის მოთხოვნასთან მიმართებით არ იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის გამოყენების უპირატესობა, რამდენადაც „მიღებული სარგებლის“ დაბრუნება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში „მიღებულ სარგებელს“ წარმოადგენს ამ ფართით სარგებლობა, რაც შესაძლებელია გამდიდრების გათანაბრების ოდენობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დანაწესების გამოყენებით.
სამოქალაქო კოდექსი მიჯნავს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციური მოთხოვნების ჯგუფებს: შესრულების კონდიქცია და არა შესრულების კონდიქცია, რაც ხელყოფის კონდიქციასაც გულისხმობს. შესრულების კონდიქცია (976-ე მუხლი) გულისხმობს შემდეგი წინაპირობების არსებობას: (1) შესრულების საფუძველზე გადაცემა - პირი სხვას გადასცემს რაიმეს შესრულების გზით. (2) შესრულების საფუძველზე შეძენა - პირი რაიმეს იძენს სხვა პირის მიერ შესრულების საფუძველზე. (3) სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა - შესრულება განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან მოგვიანებით მოისპო). ხელყოფის კონდიქცია (სსკ 982-ე მუხლი) გულისხმობს პირის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით;
განსახილველ შემთხვევაში სამართლებრივ ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესით, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. (იხ, სუსგ № ას-472-448-2013, 5 დეკემბერი, 2013 წელი).
უსაფუძვლოდ სხვისი ქონებით სარგებლობის ან სხვის ხარჯზე რაიმე მომსახურების მიღების შემთხვევაში დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს დაზოგილი ხარჯების ტოლფასი თანხა. ასანაზღაურებელი ზიანი, დაზოგილი ხარჯების გათანაბრების მიზნით, უნდა განისაზღვროს 2019 წლის 23 აგვისტოს ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დასკვნის შესაბამისად, საცხოვრებელი ბინის (მდებარე: თბილისში, კო-----ას ქუჩის №46/50-ში, საკადასტრო კოდი 01.15.03.011.002.01.020ა, ფართი 98,40 კვ.მ) ყოველთვიური საიჯარო ქირის საორიენტაციო საბაზრო ღირებულებით (2017-2019 წლებში) - 630 აშშ დოლარით. ამასთან, ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელდეს 2019 წლის 06 ივლისიდან გი----------------–--ის მიერ ბინის გამოთავისუფლებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
გი----------------–--ის სარჩელთან დაკავშირებით:
გი----------------–--ის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, გი----------------–--ეს უარი უნდა ეთქვას მის მიერ საექსპერტო დასკვნის მომზადების მიზნით გადახდილი 200 ლარის ანაზღაურებაზე.
ლე--–-----------ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ)“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგანი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა), სადაც შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი 4000 ლარს შეადგენს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
მოპასუხე გი----------------–--ემ უნდა აუნაზღაუროს ლე--–-----------ეს სახელმწიფო ბაჟი 1970,1 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯი 100 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი 1000 ლარი (საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 17 მაისის სალაროს შემოსავლის ორდერი ლე--–-----------ის მიერ იურიდიული მომსახურების მიზნით 1000 ლარის გადახდის შესახებ, ს.ფ. 74, პირველი ტომი). მოსარჩელე ლე--–-----------ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 1086,00 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს გი----------------–--ის სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად ლე--–-----------ეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა კო-----ა, №46/50, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე მუხლი, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი----------------–--ის სასარჩელო მოთხოვნა 23 917,4 ლარის ლე--–-----------ისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. ლე--–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2.1. ლე--–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, თბილისი, მერაბ კო-----ას ქუჩა №46/50, საკადასტრო კოდი: 01.15.03.011.002.01.020ა, გამოთავისუფლდეს გი----------------–--ის მფლობელობიდან და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს ლე--–-----------ეს.
2.2. დაეკისროს გი----------------–--ეს ლე--–-----------ის სასარგებლოდ 26 016,42 ლარის გადახდა.
2.3. დაეკისროს გი----------------–--ეს ლე--–-----------ის სასარგებლოდ 2019 წლის 6 ივლისიდან ბინით სარგებლობისათვის ყოველთვიურად 630 აშშ დოლარის გადახდა ბინის გამოთავისუფლებამდე.
2.4. გადაწყვეტილების 2.1 პუნქტი მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. მოპასუხე გი----------------–--ეს დაეკისროს ლე--–-----------ისათვის სახელმწიფო ბაჟის 1 970,1 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე ლე--–-----------ეს მის მიერ 2019 წლის 25 აპრილს სს „თიბისი ბანკში“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 946.00 ლარიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 1 086 ლარი (საგადასახადო დავალება N1556195255).
5. დაეკისროს გი----------------–--ეს ლე--–-----------ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით.
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით გი----------------–--ის სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად ლე--–-----------ეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა კო-----ა, №46/50, ს/კ 01.15.03.011.002.01.560, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
7. დაეკისროს გი----------------–--ეს ლე--–-----------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გაწეული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ჯამურად 100,00 ლარის ოდენობით.
8. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.4. პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64)
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე