ა ) თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული;
ბ ) თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა, ან ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო;
გ ) თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით;
დ ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
თავი მეოთხე
ვალდებულების შეწყვეტა ვალის პატიებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(36)
საქმე №ას-531-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2025
…უნდა იყოს ორმხრივი თანხმობა, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით ვადამოსულ მოთხოვნაში შეიძლება გაიქვითოს ის მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადაც არ არის დამდგარი, თუმცა ამ მოთხოვნის უფლების მქონე პირი მხარს უჭერს გაქვითვას. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 447-ე მუხლით დადგენილია მოთხოვნათა გაქვითვის გამომრიცხველი წინაპირობები, კერძოდ, მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია: ა) თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით…
საქმე №ას-1360-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2024
…დამდგარა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ მოთხოვნის მქონე მხარს უჭერს გაქვითვას (შდრ: სუსგ-ები: №ას-1173-1193-2011, 12.12.2011წ.; №ას-938-888-2015, 27.05.2016წ.; №ას-681-635-2017, 07.07.2017წ.; №ას-267-2023 08.02.2024წ.). 26. ამავე კოდექსის 447-ე მუხლით დადგენილია მოთხოვნათა გაქვითვის გამომრიცხველი წინაპირობები, კერძოდ, მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია: ა) თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით…
საქმე №ას-909-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
…წინაპირობა: უფლებამოსილი პირის მიერ გაქვითვაზე გამოვლენილი ნება, რომელიც ადრესატს მიუვიდა ( სსკ-ის 51.1 მუხლი), გასაქვითი მოთხოვნების ერთგვაროვნება (ორივე მათგანი ფულადი ხასიათისაა), ურთიერთმოთხოვნათა შესრულების ვადის დადგომა და სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობა. 22.5. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო…
საქმე №ას-1601-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
…წინაპირობა: უფლებამოსილი პირის მიერ გაქვითვაზე გამოვლენილი ნება, რომელიც ადრესატს მიუვიდა ( სსკ-ის 51.1 მუხლი), გასაქვითი მოთხოვნების ერთგვაროვნება (ორივე მათგანი ფულადი ხასიათისაა), ურთიერთმოთხოვნათა შესრულების ვადის დადგომა და სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობა. 8.7. პალატამ მიიჩნია, რომ ცედენტის მიერ მოთხოვნის და მისი უზრუნველყოფის დათმობის…
საქმე №ას-267-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2024
…აუცილებელია სახეზე იყოს გარიგების ნამდვილობის ყველა წინაპირობა: უფლებამოსილი პირის მიერ გაქვითვაზე გამოვლენილი ნება, რომელიც ადრესატს მიუვიდა, გასაქვითი მოთხოვნების ერთგვაროვნება, ურთიერთმოთხოვნათა შესრულების ვადის დადგომა და სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობა. 7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე შეგებებულ სარჩელში ითხოვდა არა მხოლოდ…
საქმე №ას-1173-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.01.2024
საქმე №ას-853-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2023
საქმე №ას-236-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2023
საქმე №ას-930-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2022
საქმე №ას-671-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
საქმე №ას-464-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
საქმე №ბს-460(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2021
საქმე №ას-1003-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2021
საქმე №ას-739-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
საქმე №ას-1632-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
საქმე №ას-1667-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2020