განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
120210115001048710
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №120210115001048710

საქმე №2ბ/1934-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

4 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მისამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი: ო--------------–---–ი

წარმომადგენელი - მ--- ყ------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ-------------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილები გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ო--------------–---–ს დაეკისროს სესხის იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 25400 აშშ დოლარის გადახდა გ-------------–---–ის სასარგებლოდ. გ-------------–---–ის წინაშე ო--------------–---–ის დავალიანების თანხის 25 400 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ო----- ო------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ. ბორჯომი, რ---------–ის ქ.N---ში მდებარე N------------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. ო--------------–---–ს დაეკისროს გ-------------–---–ის სასარგებლოდ 1714,50 ლარის გადახდა, გ-------------–---–ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო--------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების მ-----– ჩ--------–ის, გ-------------–---–ის, ნ------------------ას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის N2ბ/671-13 გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.18).

 

2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის N2ბ/671-13 გადაწყვეტილებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა გადაწყვეტილება:

ა). ო--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ბ). ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 18 ივნიის გ-------------–---–სა და ნ------------------ას შორის ქ. ბორჯომში, რ---------–ის ქ.№---ში მდებარე (საკადასტრო კოდი: 6------------------) ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

გ). 25400 აშშ დოლარის ოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად გ-------------–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბორჯომში, რ---------–ის ქ.№---ში(საკადასტრო კოდი: 6------------------.

დ). სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

ე). მ-----– ჩ--------–ს, გ-------------–---–ს და ნ------------------ას ო--------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და საპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟები 5325 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის N2ბ/671-13 გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.34).

 

2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის განჩინებით გ-------------–---–ის, ნ------------------ას და მ-----– ჩ--------–ის საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დატოვებული იქნა განუხილველად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის განჩინება(იხ.ს.ფ.36 -42).

 

2.4. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ზონა ბორჯომი 6-------------------------------------------–--------------------------------------, მისამართი ქ. ბორჯომი, რ---------–ის ქ.N--, ფართი 69.80. მესაკუთრეს წარმოადგენს ო--------------–---–ი, ხოლო ერთ-ერთ იპოთეკარს გ-------------–---–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.ს.ფ. 44-45).

 

2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის N2ბ/671 -13 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ო--------------–---–სა და მ-----– ჩ--------–ს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა ზეპირი გარიგების საფუძველზე, კერძოდ: ო--------------–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა გ-------------–---–ს სადავო ბინა, რითაც დაიფარა მათ შორის არსებული 2011 წლის 7 დეკემბრის რეალური უძრავი ნივთით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციოსასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის N2ბ/671-13 გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.34).

 

2.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2011 წლის 07 დეკემბერს ერთის მხრივ ო--------------–---–სა და მეორეს მხრივ გ-------------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ორივე მხარის სურვილი მიმართული იყო დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისაკენ, გარიგების მონაწილე ორივე მხარეს გაცნობიერებული ქონდა და შეგნებულად უშვებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოყვებოდა და იგი დადებული იყო სხვა გარიგების დასაფარად, რომელიც მათვის წარმოადგენდა სხვა ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციოსასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის N2ბ/671-13 გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.17-35).

 

2.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მიერ 2015 წლის 09 ივნისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი ამავე სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების მერვე პუნქტზე - სახელმწიფო ბაჟების 5325 ლარის გადახდაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო ფურცელი (იხ.ს.ფ.89).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.8. მ---- გ------–-–---–ის მიერ დადებულ ხელწერილზე მ---- გ------–-–---–ის ხელმოწერა დამოწმებულია ორიათასთხუთმეტი წლის 11 აგვისტოს ბორჯომის ნოტარიუსის მიერ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მ---- გ------–-–---–ის ხელწერილი(იხ.ს.ფ.90).

 

2.9. მ---- ვ-------ის მიერ დადებული ხელწერილზე მ---- ვ-------ის ხელმოწერა დამოწმებულია ორიათასთხუთმეტი წლის 11 აგვისტოს ბორჯომის ნოტარიუსის მიერ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მ---- ვ-------ის ხელწერილი(იხ.ს.ფ.92).

 

2.10. შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს მიერ 2012 წლის 6 ივლისს ნი---------–------------------------ას N------ განცხადების საფუძველზე ო--------------–---–ის ოჯახი გამოსახლებულ იქნა ქ. ბორჯომში, რ---------–ის ქ.N-- -ში მდებარე N------------------- საკადასტრო კოდის მქონე საცხოვრებელი ბინიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (იხ.ს.ფ.2-8);

- შეგებებული სარჩელი (იხ.ს.ფ.78-79);

- შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს მიერ 2012 წლის 6 ივლისს შედგენილი ოქმი საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ(იხ.ს.ფ.205).

 

2.11. 2015 წლის 23 სექტემბერს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის N------ ოქმით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის ს--–-------------- განყოფილების მიერ მოქალაქე გ-------------–---–ის განცხადების საფუძველზე გადამოწმებულ იქნა მ---- ვ-------ე(პ/ნ 1----------), დადგინდა, რომ მ---- ვ-------ე ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (ქ. ბორჯომი, რ---------–ის ქ.N--/14) სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა სსა-ს გარეშე, რის გამოც სსკ-ის 281-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად სსკ-ის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო სამართალდარღვევის N------ ოქმი(იხ.ს.ფ.208).

 

2.12. 2015 წლის 23 სექტემბერს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის N------ ოქმით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის ს--–-------------- განყოფილების მიერ მოქალაქე გ-------------–---–ის განცხადების საფუძველზე გადამოწმებულ იქნა მ---- გ------–-–---–ი (პ/ნ 1----------), დადგინდა, რომ მ---- გ------–-–---–ი ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (ქ. ბორჯომი, რ---------–ის ქ.N--/21) სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა სსა-ს გარეშე, რის გამოც სსკ-ის 281-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად სსკ-ის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო სამართალდარღვევის N------ ოქმი(იხ.ს.ფ.209).

 

2.13. 2015 წლის 23 სექტემბერს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის N------ ოქმით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის ს--–-------------- განყოფილების მიერ მოქალაქე გ-------------–---–ის განცხადების საფუძველზე გადამოწმებულ იქნა მ---- გ------–-–---–ი (პ/ნ 1----------), დადგინდა, რომ მ---- გ------–-–---–ი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით, რის გამოც ექვემდებარება დაჯარიმებას სსკ-ის 273-ე მუხლით, შესაბამისად შეეფარდა სანქცია 500 (ხუთასი) ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო სამართალდარღვევის N------ ოქმი(იხ.ს.ფ.210).

 

2.14. 2015 წლის 23 სექტემბერს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის N------ ოქმით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის ს--–-------------- განყოფილების მიერ მოქალაქე გ-------------–---–ის განცხადების საფუძველზე გადამოწმებულ იქნა მ---- ვ-------ე (პ/ნ 1----------), დადგინდა, რომ მ---- ვ-------ე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით, რის გამოც ექვემდებარება დაჯარიმებას სსკ-ის 273-ე მუხლით, შესაბამისად შეეფარდა სანქცია 500 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო სამართალდარღვევის N------ ოქმი(იხ.ს.ფ.211).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.15. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20013 წლის 25 ივლისის N2ბ/671-13 გადაწყვეტილებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა გადაწყვეტილება:

ა). ო--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ბ). ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 18 ივნიის გ-------------–---–სა და ნ------------------ას შორის ქ. ბორჯომში, რ---------–ის ქ. №---ში მდებარე (საკადასტრო კოდი: 6------------------) ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

გ). 25400 აშშ დოლარის ოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად გ-------------–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბორჯომში, რ---------–ის ქ.№---ში(საკადასტრო კოდი: 6------------------.

დ). სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

 

დადგენილია, რომ ერთის მხრივ ო--------------–---–სა და მეორეს მხრივ გ-------------–---–ს შორის 2011 წლის 7 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ჩაითვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად. 25400 აშშ დოლარის ოდენობის ოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად გ-------------–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბორჯომში, რ---------–ის ქ.N-- (საკადასტრო კოდი 6------------------); ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება.

 

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან დადგენილია, რომ ო--------------–---–ს გ-------------–---–ის მიმართ გააჩნია ვალდებულება 25400 აშშ დოლარის ოდენობის სესხის სახით, რომლის უზრუნველსაყოფად გ-------------–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბორჯომში, რ---------–ის ქ.N---ში (საკადასტრო კოდი: 6------------------, შესაბამისად, ო--------------–---–ს უნდა დაეკისროს სესხის-იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 25400 აშშ დოლარის გადახდა გ-------------–---–ის სასარგებლოდ, ამასთანავე გ-------------–---–ის წინაშე ო--------------–---–ის დავალიანების თანხის 25400 (ოცდახუთიათასოთხასი) აშშ დოლარის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს ო--------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ. ბორჯომი, რ---------–ის ქ.N---ში მდებარე N------------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, რადგან სწორედ აღნიშნული ქონება იქნა დატვირთული 25400 აშშ დოლარის ოდენობის ოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად გ-------------–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით.

 

2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

ამავე კოდექსის 447-ე მუხლის თანახმად, ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს შესრულებისაგან დანარჩენ მოვალეებს. იგივე წესი მოქმედებს კრედიტორთან მოვალის მიერ განხორციელებული გაქვითვის მიმართ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელით დაყენებულ პირველ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომლითაც ო----- ო------–---–ი ითხოვს გ-------------–---–ისათვის მის სასარგებლოდ მის მიერ სახ ბაჟის სახით გადახდილი თანხების 5325 ლარის გადახდის დაკისრებას, სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების და მის აღსასრულებლად 2015 წლის 9 ივნისის N2ბ/671-13 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ო--------------–---–ის სასარგებლოდ მ-----– ჩ--------–ს, გ-------------–---–ს და ნ------------------ას დაკისრებული აქვთ სოლიდარულად 5325 ლარის გადახდა და წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმისა მიმდინარეობს ან/და დასრულებულია თუ არა სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოება, შესაბამისად დაუდგენელია ერთ-ერთ მოვალეს, ხომ არ აქვს გადახდილი ო--------------–---–ისათვის აღნიშნული თანხა, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, ხსენებული გარემოება კი გამორიცხავს პერსონალურად გ-------------–---–ისათვის აღნიშნული თანხის ნაწილში მოთხოვნის გაქვითვას, რის გამოც ო--------------–---–ის მოთხოვნა ამ ნაწილში არის უსაფუძვლო და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

 

რაც შეეხება ო--------------–---–ის მიერ შეგებებულ სარჩელში დაყენებულ მოთხოვნას ადვოკატის მომსახურების თანხის 1000 აშშ დოლარის დაკისრებას, რომელიც მხარის განმარტებით გადახდილია 2013 წელს განხილულ საქმეზე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების დანაწესიდან, რადგან ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი წარმოადგენს პროცესის ხარჯს, კერძოდ სასამართლოს გარეშე ხარჯს, საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით თანხა 1670 ლარი გადახდილია 2015 წლის 13 აგვისტოს, ამასთან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის N2ბ/671-13 გადაწყვეტილებით ო--------------–---–ი საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამიტომ მხარეთა მიერ გაღებულ ხარჯებთან მიმართებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების თანახმად, სასამართლოს უნდა ემსჯელა კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, ანდა თუ ასეთი რამ არ განხორციელდა მხარეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა კანონით დადგენილ ვადაში დამატებით გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის №ას-165-158-2013 გადაწყვეტილებით (მნიშვნელოვანი განმარტება) საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა, რომელსაც ქვემოთ შევეხებით. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა 13 პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებს (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც მართალია მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა ვადითაა შეზღუდული, კერძოდ, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ზემოთ მოყვანილ ნორმათა ანალიზი, ასევე საკასაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, შესაბამისად, დავის გადაწყვტისას ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა მხარეს ართმევს უფლებას აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სხვა დავაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.

 

ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით თანხა 1670 ლარი გადახდილია 2015 წლის 13 აგვისტოს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია 2013 წლის 5 ივნისს, ე.ი. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი წლის შემდეგ, შესაბამისად, სასამართლომ მიიიჩნია, რომ ო--------------–---–ს უარი უნდა ეთქვას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ადვოკატის ჰონორარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრებაზე, უსაფუძვლობის გამო.

 

შეგებებულ სარჩელში დაყენებულ მე-2 სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, ო--------------–---–ი ითხოვს გ------- გ----–---–ისათვის გამოსახლების დღიდან დღემდე ო--------------–---–ის მიერ ქირის და ნივთების შენახვის ხარჯების 7200 ლარის დაკისრებას. თუმცა აღნიშნულ ნაწილში მოპასუხის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, რადგან საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები დამოწმებულია 2015 წლის 11 აგვისტოს, ასევე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია 2015 წლის 23 სექტემბერს, გ-------------–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის შემდეგ, ამასთან მ---- ვ-------ესთან და მ---- გ------–-–---–თან დადებულ ხელშეკრულებებს, როგორც ო--------------–---–ის მიერ ქირის გადახდის დამადასტურებელ საფუძვლად სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, შესაბამისად, ო--------------–---–ის მიერ კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რომ ნამდვილად მოხდა ბინის ქირისა და ნივთების შენახვის ხარჯების გადახდა 7200 ლარის ოდენობით მის მიერ წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ო--------------–---–ს უარი უნდა ეთქვას გ------- გ----–---–ისათვის 7200 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

შეგებებულ სარჩელში დაყენებულ ო--------------–---–ის მოთხოვნას მ-----– ჩ--------–ისათვის მასალის სახით გადახდილი და ნაწილობრივ პროცენტის სახით გადახდილი (დაბრუნებული) თანხის 3000 აშშ დოლარის გ-------–---–ისათვის გადახდილად ჩათვლის თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ მ-----– ჩ--------–ის საქმეში მხარედ მონაწილეობის გარეშე სასამართლო ვერ იმსჯელებს და შეფასებას ვერ მისცემს გაჩნია თუ არა აღნიშნული დავალიანება მ-----– ჩ--------–ს, უფრო მეტიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს, მოცემულ შემთხვევაში მხარეს მტკიცებულება იმისა, რომ გ-------------–---–მა იკისრა ო--------------–---–ის წინაშე სხვა პირის (მ-----– ჩ--------–ის) დავალიანების შესრულება წარმოდგენილი არ არის, რის გამოც ო--------------–---–ს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

ამავე კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის N2ბ/671-13 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ო----- ო------–---–სა და მ-----– ჩ--------–ს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა ზეპირი გარიგების საფუძველზე, კერძოდ: ო--------------–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა გ------- გ----–---–ს სადავო ბინა, რითაც დაიფარა მათ შორის არსებული 2011 წლის 7 დეკემბრის რეალური უძრავი ნივთით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება.

 

ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2011 წლის 7 დეკემბერს ერთის მხრივ ო--------------–---–სა და მეორეს მხრივ გ-------------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ორივე მხარის სურვილი მიმართული იყო დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისაკენ, გარიგების მონაწილე ორივე მხარეს გაცნობიერებული ქონდა და შეგნებულად უშვებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოყვებოდა და იგი დადებული იყო სხვა გარიგების დასაფარად, რომელიც მათვის წარმოადგენდა სხვა ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

 

რაც შეეხება შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას დაეკისროს მოპასუხეს მისთვის მიუღებელი შემოსავლის 5400 აშშ დოლარის გადახდა(გამოსახლების დღიდან დღემდე), რომლის საფუძვლად დავის არსის მოკლე მიმოხილვაში უთითებს, ,,ზაფხულის სეზონზე აპირებდა ბინის გაქირავებას, ვერ შევიდა მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ვერ სარგებლობს მითი, ვერ იღებს შემოსავალს. ბორჯომში ბინები ქირავდება სულ ცოტა 300 დოლარად ერთი ოთახი, ორი ოთახის გაქირავებით მიიღებდა თვეში 600 აშშ დოლარს, სულ გამოსახლების დღიდან 9 თვის მანძილზე მიიღებდა შემოსავალი სახით 5400 აშშ. დოლარს, სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან დადგენილია, რომ ო--------------–---–ის გამოსახლება მოხდა ნ-----------------ის განცხადების საფუძველზე, ამასთან რადგან გ-------------–---–ი და ო--------------–---–ი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, შესაბამისად ო--------------–---–ის გამოსახლება ქ. ბორჯომი, რ---------–ის ქ.N---ში მდებარე ბინიდან გარკვეულ წილად გამოწვეულია თვითონ ო--------------–---–ის არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად, რის გამოც დაუსაბუთებელია მისი მოთხოვნა მიუღებელ სარგებელზე და მას უარი უნდა ეთქვას აღნიშნულ ნაწილშიც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ამასთან კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება იმისა, რომ იგი შეძლებდა გაექირავებინა ზემოაღნიშნული ბინა სარჩელში მითითებულ ფასად, რადგან თუ რაიმე წინაპირობა არსებობდა ამისთვის, წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული მოსაზრება.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების 5.2.3. პუნქტში მითითებულია, რომ ო. ო------–---–ის ოჯახი გამოსახლებულ იქნა ბინიდან 2012 წლის 06 ივლისს ნ------------------ას განცხადების საფუძველზე, რაც არასწორია. 2012 წლის 11 მაისს მის შვილს ი---- ო------–---–ს ჩაბარდა გაფრთხილება #1, რომელშიც მითითებული იყო, რომ განცხადება ბინიდან გამოსახლებაზე შეტანილი ჰქონდა გ-------------–---–ს. სწორედ ამ განცხადების საფუძველზე მოხდა გამოსახლება 6 ივლისს, მაგრამ ვინაიდან ამ პერიოდში მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე ბინის მესაკუთრედ ფიქსირდებოდა ნ------------------ა, გამოსახლების შემდეგ, იმავე დღესვე შედგენილ იქნა განცხადება, თითქოსდა განცხადებით მიმართა გამოსახლების მოთხოვნით, ნ-------------------ამ.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა სკ-ს442, 443, 444, 445 მუხლები, სკ-ს 199-ე მუხლი, სკ-ს 317-ე მუხლი, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა სსსკ-ს 261-ე მუხლი, 215-ე მუხლი, არასწორად განმარტა მთელი რიგი მატერიალური და საპროცესო ნორმები. მოსამართლემ გადაწყვეტილებაში არ ასახა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მისცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ პრეიუდიციულ გარემოებებს, რითაც დარღვეულია საპროცესო კოდექსის ნორმები, ამასთან დარღვეულია სსსკ-ს მე-3, მე-4 მუხლების მოთხოვნები.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ შეგებებული სარჩელით ითხოვდა 2013 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხის გაქვითვას გ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნიდან, რაზეც სასამართლოს მხრიდან ეტქვა უარი. აღნიშნული მსჯელობა აპელანტს მიაჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი არ ყოფილა მიქცეული აღსასრულებლად. გ----–---–ი სადავოდ არ ხდიდა გ----------–---–ის მიერ სააღსრულებო წარმოების არ დაწყებას. ამ შემთხვევაში, აპელანტის მსოაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 442-ე მუხლი და გაექვითა მოთხოვნები. ასევე, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა აპელანტის მოთხოვნაზე - ადვოკატის მომსახურების თანხის 1000 აშშ დოლარის გ-------------–---–ისთვის დაკისრებაზე. სასამართლოს მიერ უარი ეთქვა აპელანტს მოთხოვნის დაკისრებაზე იმ მოტივით, რომ ადვოკატის ხარჯები უნდა მოეთხოვა მხარეს უშუალოდ პროცესზე ან დამატებითი გადაწყვეტილებით, ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 317-ე მუხლი, რამდენადაც მათი მოტხოვნა შეადგენდა დავის საგნის 4%-ს, ზიანის ანაზღაურების სახით დაკმაყოფილებულიყო მოთხოვნა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსამართლემ არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა უზენაეს სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებას.

 

აპელანტის განმარტებით, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებებთან დაკავშირებით და სკ-ს 415-ე მუხლთან მიმართბაში. სასამართლო ან არ გაეცნო საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას, ან შეგნებულად აუარა გვერდი გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და თავიდან შეეცადა მათ დადგენას, გაურკვეველი საფუძვლით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით, აპელანტი ო--------------–---–ი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვალის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში - მოპასუხისათვის 9400 აშშ დოლარის და 12 525 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. ხოლო, რაც შეეხება გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში - მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 25 400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ეთანხმება და არ ასაჩივრებს. ამასთან, აპელანტი მოითხოვს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ თანხების გაქვითვას. ხოლო 2018 წლის 6 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გამართულ სხდომაზე აპელანტის წარმოამდგენელმა მ--- ყ------–---–მა შეამცირა მოთხოვნა, კერძოდ, შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე, სადაც გ-------------–---–ისათვის მის სასარგებლოდ მის მიერ სახ ბაჟის სახით გადახდილი თანხების 5325 ლარის გადახდის დაკისრებას მოითხოვდა აპელანტმა განაცხადა უარი (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის სხდომის ოქმი, 15:25:09 - 15:25:44);

 

4.3. „საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ # ას 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; შდრ. სუსგ საქმე #ას-973-1208-04) - იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # 664-635-2016, 187-ე პუნქტი.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეთა პოზიციითაა განსაზღვრული, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის სტანდარტი, რაც ასახულია კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

შეგებებულ სარჩელში ადვოკატის მომსახურების თანხის 1000 აშშ დოლარის დაკისრებას, პალატა ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების დანაწესიდან, რადგან ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი წარმოადგენს პროცესის ხარჯს, კერძოდ სასამართლოს გარეშე ხარჯს, საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით თანხა 1670 ლარი გადახდილია 2015 წლის 13 აგვისტოს, ამასთან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის N2ბ/671-13 გადაწყვეტილებით ო--------------–---–ი საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამიტომ მხარეთა მიერ გაღებულ ხარჯებთან მიმართებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე სთანახმად, სასამართლოს უნდა ემსჯელა კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, ანდა თუ ასეთი რამ არ განხორციელდა მხარეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა კანონით დადგენილ ვადაში დამატებით გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის №ას-165-158-2013 გადაწყვეტილებით (მნიშვნელოვანი განმარტება) საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა, რომელსაც ქვემოთ შევეხებით. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებს (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც მართალია მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა ვადითაა შეზღუდული, კერძოდ, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ზემოთ მოყვანილ ნორმათა ანალიზი, ასევე საკასაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, შესაბამისად, დავის გადაწყვტისას ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა მხარეს ართმევს უფლებას აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სხვა დავაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით თანხა 1670 ლარი გადახდილია 2015 წლის 13 აგვისტოს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია 2013 წლის 5 ივნისს, ე.ი. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი წლის შემდეგ, შესაბამისად, ო--------------–---–ს მართებულად ეთქვა უარი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ადვოკატის ჰონორარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრებაზე, უსაფუძვლობის გამო.

 

რაც შეეხება, ო--------------–---–ის მოთხოვნას გ------- გ----–---–ისათვის გამოსახლების დღიდან დღემდე ო--------------–---–ის მიერ ქირის და ნივთების შენახვის ხარჯების 7200 ლარის დაკისრებას, აღნიშნულ ნაწილში მოპასუხის მოთხოვნა დაუსაბუთებელია ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები დამოწმებულია 2015 წლის 11 აგვისტოს, ასევე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია 2015 წლის 23 სექტემბერს, გ-------------–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის შემდეგ, ამასთან მ---- ვ-------ესთან და მ---- გ------–-–---–თან დადებულ ხელშეკრულებებს, როგორც ო--------------–---–ის მიერ ქირის გადახდის დამადასტურებელ საფუძვლად სასამართლო ვერ (სსსკ-ს 102-ე მუხლი). შესაბამისად, ო--------------–---–ის მიერ კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რომ ნამდვილად მოხდა ბინის ქირისა და ნივთების შენახვის ხარჯების გადახდა 7200 ლარის ოდენობით მის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

4.4. რაც შეეხება ო--------------–---–ის მოთხოვნას მ-----– ჩ--------–ისათვის მასალის სახით გადახდილი და ნაწილობრივ პროცენტის სახით გადახდილი (დაბრუნებული) თანხის 3000 აშშ დოლარის გ-------–---–ისათვის გადახდილად ჩათვლის თაობაზე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მ-----– ჩ--------–ის საქმეში მხარედ მონაწილეობის გარეშე სასამართლო ვერ იმსჯელებს და შეფასებას ვერ მისცემს გააჩნია თუ არა აღნიშნული დავალიანება მ-----– ჩ--------–ს.

 

2013 წლის 25 ივლისის N2ბ/671-13 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ო----- ო------–---–სა და მ-----– ჩ--------–ს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა ზეპირი გარიგების საფუძველზე, კერძოდ, ო--------------–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა გ------- გ----–---–ს სადავო ბინა, რითაც დაიფარა მათ შორის არსებული 2011 წლის 7 დეკემბრის რეალური უძრავი ნივთით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2011 წლის 7 დეკემბერს ო--------------–---–სა და გ-------------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ორივე მხარის სურვილი მიმართული იყო დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისაკენ, გარიგების მონაწილე ორივე მხარეს გაცნობიერებული ქონდა და შეგნებულად უშვებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოყვებოდა და იგი დადებული იყო სხვა გარიგების დასაფარად, რომელიც მათვის წარმოადგენდა სხვა ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

 

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans) (შდრ: საქმე №ას-929-869-2017, 27 დეკემბერი, 2017 წელი). სხვა სამოქალაქო საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა სსკ-ის 411-ე მუხლის შინაარსში ნაგულისხმევი ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულების არსი (შდრ: სუსგ №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015წ.) და აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმა მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. მიუღებელი შემოსავალი ეს არის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ., სუსგ, №ას-218-210-2013, 10 მარტი, 2014წ.). მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო (იხ., სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუს-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011წ.).

 

ამდენად, მიუღებელი შემოსავალი არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (სუსგ 20.07.2001წ. საქმე №3კ/629-01). მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული (30.03.2007წ. საქმე №№ას-509-893-06).

 

პალატა განმარტავს, რომ, უზენაესი სასამართლოს მიერ დამკივდრებული სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.

 

ამავდროულად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა, მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების მიუხედავად, მას იჯარის საგანი არ გადასცა. იჯარის ხელშეკრულების დადების მიზანს წარმოადგენდა საიჯარო ნაკვეთზე კომერციული ობიექტის მოწყობა და, შესაბამისად, მოგების მიღება. მოპასუხის მხრიდან ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეს ამგვარი შესაძლებლობა არ მიეცა და მან განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება, რასაც სასარჩელო განცხადებით ითხოვდა.

 

აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების, საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

 

სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს), გონივრული განსჯის ფარგლებში სავარაუდო იყო მოპასუხისათვის იმ პირობებში, როდესაც ამ უკანასკნელმა არ განახორციელა საპასუხო შესრულება მოსარჩელის მხრიდან თანხის გადახდის შემდეგ და არ გადასცა საიჯარო ფართი მოსარჩელის კომერციული მიზნების განსახორციელებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ვალდებულების შეწყვეტის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა, რომელსაც, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე საპროცესო-სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია. ორივე შემთხვევაში, აუცილებელია ნების გამოვლენა. აღსანიშნავია, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, ურთიერთგასაქვით მოთხოვნათა პირობებში, ავტომატურად არ ხდება. ამისათვის აუცილებელია ნების გამოვლენა, რაც, თავის მხრივ, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ცალმხრივი გარიგების ტოლფასია. აღნიშნული ნება, საპროცესო-სამართლებრივი კუთხით, შეიძლება გამოვლენილ იქნეს სასამართლო სამართალწარმოების ან აღსრულების ეტაპზე. თუმცა, ერთი რამ ცალსახაა, რომ ურთიერთგაქვითვისათვის აუცილებელია ერთ-ერთი მხარის ნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო, თუნდაც, ურთიერთმოთხოვნათა არსებობის პირობებში, აღსრულების წესად, დასაკისრ ვალდებულებებს ერთმანეთს შორის ვერ გაქვითავს. შესაბამისად, გაქვითვის წინაპირობად მიჩნეულ უნდა იქნეს მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის თაობაზე მხარის მიერ ნების გამოვლენა. ამავდროულად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნების გამოვლენის დროს (მომენტს), მით უფრო, თუ გასაქვითი მოთხოვნა დენადი ვალდებულების შემცველია. მაგალითისათვის, შემხვედრი ვალდებულებების არსებობისას, გაქვითვა დასაშვებია მხოლოდ მხარის მოთხოვნის პირობებში, ხოლო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა მხარემ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის თაობაზე ნება გამოავლინა. მითითებული ნება კი შეიძლება გამოვლენილ იქნეს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, აღსრულების მომენტში. ასეთ დროს კი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას აღსრულების საშუალებისა და წესის დადგენის ინსტიტუტი უზრუნველყოფს. ამავე ლოგიკით, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მხარე შეიძლება დაეთანხმოს მოთხოვნას, თუმცა, მოითხოვოს მოთხოვნის ე.წ. ,,ჩათვლა”, ანუ გაქვითვა, რაც გაქვითვის დროისათვის არსებული დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით ხდება. სწორედ აღნიშნული სამართლებრივი ლოგიკის გაგრძელებაა დასკვნა მასზედ, რომ, თუ დასაშვებია აღსრულების ეტაპისათვის დადგენილ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის გზით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის კონტექსტში, რატომ არ არის შესაძლებელი სამართალწარმოების უფრო ადრეულ ეტაპზე მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა, თუ მხარე შესაბამის ნებას შესაგებლის, შეგებებული სარჩელის ან სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით მოახდენს?! ასეთ ვითარებაში, განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ ნების გამოვლენის დროის გათვალისწინებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მომენტში, ვინაიდან მხარე აღსრულების მომენტამდე ეთანხმება მოთხოვნას და ითხოვს მითითებული მოთხოვნის გაქვითვას, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, მითითებული მოთხოვნის აღსრულების წესის განსაზღვრას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ო--------------–---–ის მიერ სააპელაციო ინსტანციაში სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის ეტაპზე გამოხატული ნება საკმარისი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი არ არის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის არსებული დავალიანების გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 840.00 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

ოთარ სიჭინავა