მუხლი 292. მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას
1. უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება.
2. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.
3. (ამოღებულია - 11.05.2007, №4744).
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 292. მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას 1. უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. 2. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს. 3. კრედიტორის დ(აკმაყოფილღების დროს მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვო- 11.05.2007, №4744). ს ის საბუქართვები, რლომს 2007 წლებიც აუცილებელია ს 11 მაჯარო რეესტრშისათანადო ჩანაწერის გასაკეთებლად ან იპოთეკნი №4744 - ს შესამ I, №18, 22.05.2007წყვეტად., მუხ.1
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(54)
საქმე №ას-715-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
…ყოველი პირი, რომელსაც ექმნება საფრთხე, რომ იძულებითი აღსრულებით შეიძლება დაკარგოს უფლება ამ ნივთზე, უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი. როცა მესამე პირი დააკმაყოფილებს კრედიტორს, მაშინ მოთხოვნის უფლება გადადის ამ პირზე. 14.5. ამავე კოდექსის 292-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე…
საქმე №ას-904-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
…კი, თუკი დამტკიცდება, რომ კასატორმა, როგორც იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრემ, შეასრულა ე.ფ–ას საკრედიტო ვალდებულების ნაწილი ს.ს. „ს.ბ–ის წინაშე“, მისი რეგრესული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლი (1. უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი…
საქმე №ას-1505-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2024
…სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 2, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბილისი, 2018, გვ. 510-511). რეალიზაციის მოთხოვნის ერთ-ერთი ობიექტური წინაპირობა კი, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ვადამოსულობაა (იქვე, გვ. 565). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლი (უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი…
საქმე №ას-829-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
…აღინიშნა, კანონის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების გადაცილების თაობაზე კრედიტორს თავდები პირის შეტყობინების ვალდებულება აქვს (სსკ-ის 902.1), ხოლო იპოთეკის შემთხვევაში კანონმდებლობა იპოთეკის საგნის მესაკუთრის უფლების დასაცავად სსკ-ის 292-ე მუხლით ადგენს მესაკუთრის უფლებას კრედიტორის დაკმაყოფილებისას, კერძოდ მისი პირველი ნაწილით, რომელიც იმპერატიულია, დადგენილია: „უძრავი ნივთის მესაკუთრე…
საქმე №ას-1553-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
…რომ იმ შემთხვევაში, თუკი პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნა იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, განუხილველი დარჩება, მიიჩნევა, რომ მოპასუხე შ.პ.ს. „ე.კ–ი“ იყო სადავო ქონების კანონიერი მესაკუთრე, რაც სამოქალაქო კოდექსის 292-ე, 56-ე, 976-ე და 991-ე მუხლების საფუძველზე, მისცემს შესაძლებლობას მოსთხოვოს მოსარჩელეს ნასყიდობის საგნის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება. გარდა ამისა, მოსარჩელეს…
საქმე №ას-1553-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
საქმე №ას-1306-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2023
საქმე №ბს-294(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
საქმე №ას-1155-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
საქმე №ას-730-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2022
საქმე №ას-1111-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2021
საქმე №ას-546-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2021
საქმე №ას-578-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2021
საქმე №ას-611-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2020