მუხლი 291. იმ უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლება, რომელიც არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე
1. თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო.
2. თუ მოთხოვნის შესრულების ვადა დამოკიდებულია სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის შეტყობინებაზე, მოშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ნამდვილად, როდესაც ამის შესახებ მესაკუთრე განუცხადებს კრედიტორს ან კრედიტორი – მესაკუთრეს.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 291. იმ უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლება, რომელიც არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე 1. თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს; გ, მანსაკუთ შორებით, ესაა, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო. 2. თუ მოთხოვნის შესრულების ვადა დამოკიდებულია სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის შეტყობინებაზე, მაშინ მოშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ნამდვილად, როდესაც ა ამის შესახებ მესაკუთრე განუცხადებს მესაკუთრე კრედიტორს ან კრედიტორი – მესაკუთრეს. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(60)
საქმე №ას-753-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2025
…უძრავ ქონებაზე მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაცია. სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაციის შემთხვევაში, მას სსკ-ის 291.1 მუხლიდან გამომდინარე ექნება უფლება იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების…
საქმე №ას-417-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2024
…შესაძლებლობას. 32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეალიზაციის მოთხოვნის ობიექტური წინაპირობებია იპოთეკის უფლების არსებობა, სანივთო უფლების წინააღმდეგ მესაკუთრის შესაგებლის არ არსებობა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის ვადამოსულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც…
საქმე №ას-1505-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2024
…იპოთეკა ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ მოთხოვნის წარმოშობა და განხორციელებადობა გავლენას ახდენს ასევე, იპოთეკის წარმოშობასა და განხორციელებაზეც. ამ ურთიერთგადაჯაჭვულობაზე აპელირების უფლება აქვს ასევე, არამოვალე მესაკუთრესაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც…
საქმე №ას-1178-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
…ამის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრეს აძლევს თავდაცვის შესაძლებლობას და მას ანიჭებს იპოთეკარის მიმართ ყველა იმ შესაგებლის გამოყენების უფლებას, რომლებიც პირად მოვალეს აქვს ( სსკ-ის 291.1 მუხლი). მესაკუთრის შესაგებლები შეიძლება მრავალი სახის იყოს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს, თუ რომელ სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა მესაკუთრის…
საქმე №ას-242-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2022
…ძირითადი ვალდებულების, ე.ი. უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მაგრამ შეიძლება არც იყოს პირადი მოვალე {ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, გვ.80-81}. სხვისი ქონების უზრუნველყოფის საგნად გამოყენების შესაძლებლობას სსკ-ის 291.1 მუხლი განსაზღვრავს. კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ ეს ვითარებაა, იპოთეკის ხელშეკრულებაში უძრავი ნივთის მესაკუთრედ გვევლინება არა მსესხებელი, არამედ მესამე…
საქმე №ას-1111-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2021
საქმე №ას-92-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
საქმე №ას-504-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2021
საქმე №ას-611-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2020
საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
…შემთხვევებში.“; ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.“; გ) მე-7…