2. იპოთეკის აღრიცხვის წესს ადგენს სააგენტო.
3. იპოთეკის რეგისტრაციისათვის დამგირავებელმა უნდა წარმოადგინოს გემის იპოთეკის ხელშეკრულების დედანი და ნოტარიუსით დამოწმებული ასლი.
4. სააგენტო ვალდებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი მიაწოდოს დამგირავებელს, მოთხოვნისას კი – ასევე მოგირავნესა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
5. იპოთეკის რეგისტრაცია და საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა ფასიანია.
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.02.2011 კანონი №4222
წინა რედაქცია (14.06.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 206 1. იპოთეკის ხელშეკრულება სათანადოდ უნდა დამოწმდეს და აუცილებლად გატარდეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში. ამის შესახებ კეთდება ჩანაწერი გემის საკუთრების მოწმობაში. 2. იპოთეკის აღრიცხვის წესს ადგენს საქართვგელოს საზღვაო ადმინისტრაციაო. 3. იპოთეკის რეგისტრაციისათვის დამგირავებელმა უნდა წარმოადგინოს გემის იპოთეკის ხელშეკრულების დედანი და ნოტარიუსით დამოწმებული ასლი. 4. საქართვგელოს საზღვაო ადმინისტრაციაო ვალდებულია დამგირავებელს მიაწოდოს ამონაწერი საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი მიაწოდოს დამგირავებელს, მოთხოვნისას კი – ასევე მოგირავნესა და სხვა დაინტერესებულ პირებსაც. 5. იპოთეკის რეგისტრაცია და საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა ფასიანია. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102