2. მომდევნო მოგირავნის მოთხოვნები კმაყოფილდება გემის ღირებულებიდან წინა იპოთეკის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.
3. მოგირავნეთა შორის უპირატესობის უფლება მოთხოვნათა შესრულებაზე კმაყოფილდება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში მათი რეგისტრაციის თარიღისა და საათის მიხედვით.
4. იპოთეკით დამგირავებელი ვალდებულია აცნობოს ყოველ მომდევნო იპოთეკით მოგირავნეს ყველა არსებული იპოთეკის, აგრეთვე იპოთეკის ხასიათისა და ვალდებულებათა უზრუნველყოფის ფორმირების შესახებ. იპოთეკით დამგირავებელი, ამ მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში, ვალდებულია ნებისმიერ მოგირავნეს აუნაზღაუროს ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ზიან