1. სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკის წარმოშობის/ცვლილების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი შესაბამის განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას სააგენტოს წარუდგენს უშუალოდ ან ავტორიზებული ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით.
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას, კრედიტორის საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს კრედიტორისა და მოვალის ერთობლივი განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგომის გამო იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, იგი კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში შეიძლება გადავიდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ორი ან მეტი იპოთეკის უფლება, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერში აისახება რეგისტრირებული იპოთეკის უფლებების რიგითობა არაბული ციფრები