1. თუ უძრავ ნივთზე საერთო საკუთრების უფლება წარმოეშობა რამდენიმე პირს, განცხადება შეიძლება წარადგინოს ნებისმიერმა თანამესაკუთრემ და მომსახურების საფასურიც ერთი უფლების რეგისტრაციისათვის გადაიხდევინება.

2. თანამესაკუთრეების მიერ თანაზიარი ან წილადი საკუთრების უფლების ერთ პირზე გასხვისების შემთხვევაში, მომსახურების საფასური ერთი უფლების რეგისტრაციისათვის გადაიხდევინება.

3. საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირი. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა თაობაზე ინფორმაციას სააგენტოს წარუდგენენ უძრავი ნივთის დაყოფაზე/განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები. აღნიშნული წესი, ასევე, ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე.

4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ნივთის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა და მესამე პირთა სასარგებლოდ სარგებლობის უფლებით დატვირთვა ან გასხვისება, დაყოფა ან/და გაერთიანება შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. თუ წარმოდგენილია შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე გაცემული საკუთრების მოწმობა, თანდართულ ხელშეკრულებასთან ერთად, მაგრამ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ამხანაგობის კერძო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების დამადასტურებელი დოკუმენტი, უძრავ ნივთზე რეგისტრირდება ყოფილი შრომითი კოლექტივის წევრების საკუთრების უფლებ