და
სარეგისტრაციო დოკუმენტაციის
წარდგენა
1. განცხადება და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეიძლება წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იუსტიციის სახლს ან სხვა ავტორიზებულ პირს, პირადად, ელექტრონულად ან ფოსტის მეშვეობით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, ასევე, მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარმოდგენისას სააგენტო გასცემს განცხადების/დოკუმენტაციის მიღების დამადასტურებელ ბარათ