1. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეწყვიტოს ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის ან/და თხოვების უფლების რეგისტრაცია, თუ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, დაინტერესებულ პირს გააჩნია გარიგების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება.
2. თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია უქმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
3. თუ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ ვადაში თანხის მხოლოდ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, რეგისტრაცია შეწყდება შესაბამისი კომერციული ბანკის მიერ გაცემული ცნობის ან საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება სახელშეკრულებო პირობების დარღვევა.
4. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეწყვიტოს ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის ან/და თხოვების უფლების რეგისტრაცია, თუ გასულია რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამავე დოკუმენტით სხვა რამ არის გათვალისწინებულ