გაუქმება, გაუქმებული
მონაცემების
აღდგენა
1. თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით ბათილად იქნება ცნობილი ან არარად იქნება აღიარებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად ცნობილი/არარად აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა, რისთვისაც მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.
2. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმება, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, უფლების რეგისტრაციისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდით. საფასური არ მოითხოვება, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი გაუქმდა სასამართლოს (არბიტრაჟის) აქტით.
3. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით, რეგისტრაცია უქმდება მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.
4. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია რეგისტრაციისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაშ