1. საზღვაო იპოთეკის შესახებ სახელმწიფო რეესტრში აღირიცხება შემდეგი მონაცემები:
ა) დამგირავებლის და მოგირავნის:
ა.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი;
ა.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი ,იურიდიული მისამართი;
ბ) საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულების ნომერი, დადების თარიღი და მოქმედების ვადა;
გ) საზღვაო იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა;
დ) საზღვაო იპოთეკის მოწმობის გაცემის თარიღი და ნომერი – აღნიშნული მოწმობის გაცემის შემთხვევაშ