1. მოგირავნე უფლებამოსილია დაუთმოს საზღვაო იპოთეკასთან დაკავშირებული თავისი უფლებები სხვა პირს.

2. საზღვაო იპოთეკასთან დაკავშირებული უფლებების დათმობისას:

ა) დამგირავებელი და ახალი მოგირავნე ავსებენ საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის დედნის მე-2 და მე-3 ნაწილებს და ამოწმებენ ჩანაწერებს თავიანთი ხელმოწერებითა და ბეჭდებით. ამასთან, თუ ახალი მოგირავნე ფიზიკური პირია, მისი ხელმოწერა სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული;

ბ) რეგისტრატორი:

ბ.ა) საზღვაო იპოთეკის შესახებ სახელმწიფო რეესტრში აღრიცხულ მონაცემებში აკეთებს ჩანაწერს მოგირავნის უფლებების დათმობის თარიღის, სამართლებრივი საფუძვლისა და ახალი მოგირავნის ვინაობის შესახებ;

ბ.ბ) გასცემს ახალ სარეგისტრაციო მოწმობას იპოთეკის აღნიშვნით, ხოლო წინა გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა ძალადაკარგული