1.100 ტონა და მეტი საერთო ტევადობის გემებისათვის:

ა) გემის სახელწოდება, რომელიც დაიტანება გემის ქიმზე (ორივე ბორტზე), დანაშენის (სანავიგაციო ხიდურის დონეზე), ორივე ბორტზე და კიჩოზე. ამასთან, გემის სახელწოდება დანაშენზე აღინიშნება ინგლისურ ენაზე;

ბ) მიწერის ნავსადგურის დასახელება, რომელიც დაიტანება გემის კიჩოზე აღინიშნება სიტყვიერად ინგლისურ ენაზე;

გ) IMO-ს ნომერი, რომელიც დაიტანება გემის დანაშენზე (სანავიგაციო ხიდურის დონეზე წინხედით) და გემის კიჩოზე.

2.100 ტონა და მასზე ნაკლები საერთო ტევადობის გემებისათვის:

ა) გემის სახელწოდება, რომელიც დაიტანება გემის ქიმზე (ორივე ბორტზე), დანაშენის (სანავიგაციო ხიდურის დონეზე), ორივე ბორტზე და კიჩოზე. ამასთან, გემის სახელწოდება დანაშენზე აღინიშნება ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში);

ბ) მიწერის ნავსადგურის დასახელება, რომელიც დაიტანება გემის კიჩოზე სიტყვიერად აღინიშნება ინგლისურ ენაზე.

გ) გემის სარეგისტრაციო ნომერი – (სანავიგაციო ხიდურის დონეზე წინხედით) და გემის კიჩოზე.

3. ზომამცირე მცურავ საშუალებებზე ქიმზე (ორივე ბორტზე) და კიჩოზე დაიტანება შემდეგი ნიშნები:

ა) G – რეგისტრაციის ქვეყანა საქართველო;

ბ) მიწერის ნავსადგურის ლათინური პირველი ასო:

ბ.ა) B – ბათუმის ნავსადგური;

ბ.ბ) P – ფოთის ნავსადგური;

ბ.გ) KU – ყულევის ნავსადგური;

ბ.დ) S – სუფსის ნავსადგური;

ბ.ე) SU – სოხუმის ნავსადგური.

გ) გემის სარეგისტრაციო ნომერი.

4. ყველა ტიპის იახტაზე დაიტანება შემდეგი ნიშნები:

ა) იახტის სახელწოდება, რომელიც დაიტანება გემის ქიმზე (ორივე ბორტზე) და კიჩოზე.

ბ) მიწერის ნავსადგურის დასახელება, რომელიც დაიტანება გემის კიჩოზე აღინიშნება სიტყვიერად ინგლისურ ენაზე;

5. თუ მცურავი საშუალებებზე მისი კონსტრუქციული აგებულების გამო შეუძლებელია ამ მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული განმასხვავებელი ნიშნების დატანა, იგივე მონაცემები დაიტანება შესაძლო ხელსაყრელ ადგილას იდენტიფიცირებისათვის.

6. IMO ნომერის ან/და გემის სახელწოდების არ არსებობის შემთხვევაში, გემის სარეგისტრაციო ნომერი დაიტანება გემის ქიმზე (კორპუსის ორივე ბორტზე) და კიჩოზე ისე, რომ გემის სრული საექსპლუატაციო დატვირთვისას აღნიშნული ნომერი მოქცეული იყოს წყლის ზევით. სარეგისტრაციო ნომრის თითოეული სიმბოლოს სიმაღლე უნდა იყოს არანაკლები 50 მმ.-ისა, ხოლო ფერი – იმ ფერის კონტრასტული, რა ადგილზედაც დაიტანება სარეგისტრაციო ნომერ