1. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე სააგენტოს მიერ, წინამდებარე წესების გათვალისწინებული მოწმობების გარდა გაიცემა:
ა) „გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა“, რომელიც გაიცემა ამ გემის დროებითი რეგისტრაციისათვის;
ბ) „გემის რადიოსადგურის მოწმობა“, რომელიც გაიცემა იმ გემზე, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი რადიო დანადგარებით, გარდა ამ ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მცურავი საშუალებებისა;
გ) საქართველოს საზღვაო კოდექსით და საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული სერტიფიკატები/მოწმობები.
2. გემის სარეგისტრაციო მოწმობებზე ინფორმაცია დაიტანება ქართულ ან/და ინგლისურ ენებზ