1. ამ წესების ამოქმედებამდე საქართველოს ის გემი, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლება, რეგისტრაციის განახლების მომენტისათვის ვალდებულია იმყოფებოდეს საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ.

2. რეგისტრაციის შეჩერების პერიოდში, მათ შორის რეგისტრაციის შეჩერების გასაგრძელებლად ასეთ გემს არ მოეთხოვება საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა.

3. წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრაციაში არსებულ გემებზე.

4. წესის 30-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეესტრში რეგისტრირებულ გემებზ