1. ამ წესების მიზნებისთვის, ამ წესების ამოქმედებამდე საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამისი წიგნების არსებული ნუმერაცია გრძელდება რიგითობის მიხედვით.
2. თუ ამ წესების ამოქმედებამდე გემი დარეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, თუმცა წინამდებარე წესების შესაბამისად საჭიროა მისი გადატანა შესაბამის წიგნში, სარეგისტრაციო ნომერი მიენიჭება თავიდან, თუმცა მოქმედი სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, რომელიც ძალაში რჩება სარეგისტრაციო მოწმობების ვადის გასვლამდ