1. დამგირავებელი ვალდებულია:

ა) შეავსოს საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის დედნის შესაბამისი ნაწილი და დაამოწმოს ისინი თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით. ამასთან, თუ დამგირავებელი ფიზიკური პირია, მისი ხელმოწერა სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული;

ბ) წარუდგინოს სააგენტოს საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულების დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

გ) მიმართოს სააგენტოს განცხადებით ახალი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებაზე იპოთეკის აღნიშვნით, ხოლო წინა გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა ძალადაკარგულია.

2. შევსებული განაცხადი საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და მისი ასლი გადაეცემათ დამგირავებელსა (გემთმფლობელი) და მოგირავნე