1. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია კოდექსისა და წინამდებარე წესების დებულებების შესაბამისად, არ ახდენს გავლენას გემის მიმართ არსებულ საკუთრების უფლებაზე.
2. გემთმფლობელი ან ბერბოუტ-ჩარტერერი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს გემთან დაკავშირებული საკუთრების უფლების ნებისმიერი სახის ან სხვა სახის ცვლილების შესახებ, 30 კალენდარული დღის ვადაში ცვლილების განხორციელების დღიდან.
3. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის წიგნიდან გემი მოიხსნება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ცვლილებების განხორციელებიდან 30-ე დღეს, თუკი გემთმფლობელი ან სხვა ნებისმიერი უფლებამოსილი პირი არ წარმოადგენს წერილობით თანხმობას ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის გაგრძელების თაობაზ