ა) მხარეთა დასახელება;
ბ) ხელშეკრულების მიზანი;
გ) გემის სახელწოდება;
დ) გემის აგების წელი;
ე) გემის კლასი;
ვ) ტვირთამწეობა და ტვირთტევადობა;
ზ) ძრავების სიმძლავრე;
თ) სვლის სიჩქარე და საწვავის ხარჯი;
ი) გემით სარგებლობის ვადა, რომლის გასვლის შემდეგ დამფრახტველს შეიძლება გადაეცეს გემის მფლობელის უფლება;
კ) ბერბოუტ-ჩარტერის საფასურის შეტანის ოდენობა და ვადები;
ლ) დამფრახტველისათვის გემის გადაცემის დრო და ადგილი;
მ) დამფრახტველის მიერ გემის ეკიპაჟის არჩევის უფლება;
ნ) ვის ეკისრება რეგისტრაციის ხარჯები;
ო) სხვა აუცილებელი მონაცემები.
2. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამფრახტველს, ბერბოუტ-ჩარტერით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია თავისი სახელით დადოს ხელშეკრულება მესამე პირთან ბერბოუტ-ჩარტერის მთელი დროით ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (სუბბერბოუტ-ჩარტერი). ასეთი ხელშეკრულების დადება დამფრახტველს არ ათავისუფლებს გემთმფლობელთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისაგა