1. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის განახლების/ხელახალი გაცემის მოთხოვნით უფლაბამოსილი პირი მიმართავს სააგენტოს შესაბამისი განაცხადის ფორმით, ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლამდე.

2. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის განახლებაზე/ხელახალ გაცემაზე განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც განხორციელდა ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულებაში;

ბ) რეგისტრაციის საფასურისა და საქართველოს კანონმდელობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მთავარი რეგისტრატორის მიერ წარმოდგენილი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრატორი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

ა) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში ახორციელებს ჩანაწერებს ნებისმიერი იმ ცვლილების შესახებ, რომელიც განხორციელდა ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულებაში, არსებობის შემთხვევაში;

ბ) გამოსცემს განახლებულ/ხელახლა გაცემულ ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობას, რომელშიც ეთითება ახალი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა და ახორციელებს შესაბამის ჩანაწერს ბერბოუტ-ჩარტერის წიგნშ