1. გემი, რომელსაც სურს დარეგისტრირება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ვალდებულია გაიაროს წინასარეგისტრაციო ინსპექტირება მინიმუმ ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი გარემოების არსებობისას:

ა) გემის ასაკი არის 20 წელი ან მეტი;

ბ) გააჩნია ერთი დაკავება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურების მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში;

გ) იმყოფება საქართველოს მიერ არ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ და რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთების დროისათვის წარმოადგენს საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებაში კლასის გადაცემის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას;

დ) თუ გემს ბოლო 24 თვის განმავლობაში განცდილი აქვს სერიოზული საზღვაო შემთხვევა ან საზღვაო ინციდენტი;

ე) ბოლოს იყო დარეგისტრირებული ერთ-ერთი ურთიერთგაგების მემორანდუმის შავ სიაში აღრიცხული ქვეყნიდან;

ვ) 20 ან მეტი შეუსაბამობის არსებობისას ბოლო 12 თვის განმავლობაში, რომელიც დადასტურებულია ნავსადგურის კონტროლის სახელმწიფო სამსახურების ანგარიშებით.

2. გემი, რომელიც წარმატებით გაივლის წინა სარეგისტრაციო III ინსპექტირებას აღარ არის ვალდებული გაიაროს რეგისტრაციის ეტაპის ბოლოს განსაზღვრული სააგენტოს მიერ აღიარებული ინსპექტირება, თუკი არ არსებობს ამისათვის შესაბამისი საფუძველი. რეგისტრატორის რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარი რეგისტრატორი ყოველ ასეთ შემთხვევაზე მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას.

3. წინა სარეგისტრაციო ინსპექტირება ითვლება წარმატებულად გავლილად, თუ:

ა) ინსპექტირებისას მცურავი საშუალების ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი ან;

ბ) აღმოჩენილი შეუსაბამობები გამოსწორდა/გამოსწორდება სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში.

4. გემის რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5. 100 რეგ. ტონაზე ნაკლები გემის სარეგისტრაციო პროცედურა არ ითვალისწინებს წინასარეგისტრაციო სავალდებულო ინსპექტირებას. სააგენტოს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, შეუძლია ჩაატაროს კონცენტრირებული ან დაუგეგმავი ინსპექტირებ