1. ამ წესებით გათვალისწინებული განაცხადები და გემის სარეგისტრაციო საბუთები ინახება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, თითოეულ გემთან დაკავშირებით გახსნილ საქმეში (შემდგომ ტექსტში – გემის საქმე), აღნიშნული გემის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციაში ყოფნის პერიოდსა და სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების დღიდან 5 წლის განმავლობაში.
2. გემის უშიშროების გეგმებზე დაშვება ზღვაზე სიცოცხლის დაცვის შესახებ 1974 წლის კონვენციის (SOLAS 1974), ISPS კოდექსის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ცვლილებათა გათვალისწინებით, განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი