1. თუ სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულმა მონაცემებმა განიცადეს ცვლილება, გემთმფლობელი ვალდებულია, აღნიშნული ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმართოს სააგენტოს შესაბამისი განაცხადით შემდეგში – განაცხადი რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს მასში მითითებულ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის სააგენტოში რეგისტრაციიდან სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შედეგად საჭირო გახდა ადრე გაცემული გემის სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა, მაშინ მის ნაცვლად სააგენტო გასცემს ახალ სარეგისტრაციო მოწმობას. აღნიშნულ შემთხვევაში, შეცვლილი გემის სარეგისტრაციო მოწმობა ძალადაკარგულია.
4. თუ სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა განპირობებულია საზღვაო იპოთეკით, მაშინ სააგენტოს წარედგინება განაცხადი საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ და მასზე თანდართული საბუთებ