1. მას შემდეგ, რაც სააგენტოს სრულად წარედგინება მე-13 მუხლით მოთხოვნილი საბუთები და მოსაკრებლის და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით რეგისტრატორი ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში აკეთებს შემდეგი სახის ჩანაწერებს:

ა) გემის სახელი;

ბ) გემის სახელის შეცვლის შემთხვევაში პირველადი რეგისტრაციის სახელი;

გ) გემის სარეგისტრაციო ნომერი;

დ) IMO ნომერი;

ე) ამოსაცნობი ნიშნები (სახმობი ნიშნანი და ამოსაცნობი ნიშანი);

ვ) გემის ტიპი;

ზ) გემის განზომილებები;

თ) ძრავ(ებ)ის, ტიპი, მოდელი, რაოდენობა, სიმძლავრე;

ი) კორპუსის მასალა და ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

კ) საერთო ტევადობა და სუფთა ტევადობა;

ლ) აშენების წელი და ქვეყანა;

მ) ბერბოუტ-ჩარტერერის და გემთმფლობელის სახელი და მისამართი;

ნ) გემის ძირითადი რეგისტრაციის ქვეყანა;

ო) ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

პ) ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების დადების ადგილი და თარიღი;

ჟ) ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის თარიღი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გემის ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობაზე დაიტანება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ბერბოუტ-ჩარტერერი ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულებაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მისი განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად რეგისტრატორი განახორციელებს შესაბამის ჩანაწერს ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში ცვლილების თარიღის მითითები