1. სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნებში, გარდა ბერბოუტ-ჩარტერის წიგნისა, რეგისტრირდება შემდეგი მონაცემები:
ა) ექსპლუატაციაში მყოფი გემის შესახებ:
ა.ა) სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი;
ა.ბ) გემის სახელი რეგისტრაციის მომენტისათვის;
ა.გ) გემის წინა სახელი, ბოლო რეგისტრაციის ქვეყანა, რეგისტრაციის შეწყვეტის/მოხსნის თარიღი (არსებობის შემთხვევაში);
ა.დ) გემის ტიპი;
ა.ე) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის – IMO-ს ნომერი;
ა.ვ) აღიარებული ორგანიზაციის სახელწოდება;
ა.ზ) საერთაშორისო სახმობი და ამოსახმობი ნიშნები – თუ გემი აღჭურვილია კავშირგაბმულობის საშუალებით;
ა.თ) გემის აშენების/დამზადების წელი და ადგილი;
ა.ი) გემის კორპუსის მასალა;
ა.კ) ძრავ(ებ)ის გამოშვების თარიღი, ტიპი, მოდელი, რაოდენობა, სიმძლავრე;
ა.ლ) გაბარიტული ზომები: მაქსიმალური სიგრძე, სიგრძე, სიგანე, სიღრმე, საერთო და სუფთა ტევადობა და მგზავრთტევადობა;
ა.მ) გემთმფლობელის მონაცემები (სახელწოდება, საინდეტიფიკაციო მონაცემები, იურიდიული მისამართი);
ა.ნ) საზღვაო იპოთეკის თაობაზე ამ წესების 26-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემები;
ა.ო) ლიზინგის შესახებ არსებული მონაცემები.
ბ) მშენებარე გემის შესახებ – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.დ“, „ა.ე“ (არსებობის შემთხვევაში) „ა.მ“ „ა.ნ“ და „ა.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებ