1. საქართველოში გემის სახელმწიფო რეგისტრაცია ხორციელდება სახელმწიფო რეესტრში, რომელიც შედგება წინამდებარე წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული წიგნებისაგან. სახელმწიფო რეესტრი წარმოებს მატერიალური და ელექტრონული სახით.
2. სახელმწიფო რეესტრი მატერიალური დოკუმენტის სახით წარმოადგენს დანომრილ და სტამბური წესით დამზადებულ ზონარგაყრილ ჟურნალს. მასში შეტანილი ჩანაწერი მოწმდება რეგისტრატორის ხელმოწერით. ჩანაწერში შესწორების შეტანა დასტურდება ხაზის გადასმით, სიტყვებით „ენდეთ შესწორებას“, რომელიც მოწმდება რეგისტრატორის ხელმოწერით.
3. სააგენტო უზუნველყოფს რეგისტრირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის დაცვას არასანქცირებული შეღწევისაგან. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნით, სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მას ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან.
4. მატერიალურ ან/და ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მატერიალური დოკუმენტით წარმოდგენილ რეგისტრირებულ მონაცემებს.
5. მატერიალურ და ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა შორის მონაცემთა სისრულის მხრივ უპირატესობა ენიჭება ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.
6. გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოხსნის/შეწყვეტის/დროებითი შეჩერების შემთხვევაში, მისი სარეგისტრაციო ნომერი არ გამოიყენება სხვა გემის სახელმწიფო რეგისტრაციისათვის.
7. სახელმწიფო რეესტრში ჩანაწერები სრულდება ქართულ ენაზე, ხოლო გემისა და გემთმფლობელის სახელწოდება – ინგლისურ ენაზე. ციფრებით გამოხატული შესაბამისი მონაცემები შეიტანება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზომი ერთეულები